跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 221 of 2015 of Minister of Finance of Georgia on Rules for Customs Control while Importing Genetically Modified Organisms Designated for Food Products/Feed and Genetically Modified Products Produced therefrom

颁布于 2015-07-16 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Livestock, Environment, Food and nutrition
关键词
animal feed/feedstuffs, liability/compensation, enforcement/compliance, consumer protection, genetically modified organism (GMO), inspection, international trade, procedural matters, agricultural commodities, food safety and quality, packaging/labelling, monitoring
类别
*

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 2015 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი იმ ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს. 2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი არ ვრცელდება: ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე; ბ) საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობები. 4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტი) საბაჟო კონტროლს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). http://www.matsne.gov.ge 19004000022033016776 მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის საბაჟო კონტროლი 1. გენმოდიფიცირებული (რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებით) ორგანიზმებისა და პროდუქტის იმპორტისას, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი, სხვა პროცედურებთან ერთად, ახორციელებს: ა) ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დადგენას; ბ) დოკუმენტების შემოწმებას. 2. ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის“ მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, მისი ეტიკეტირება შეუძლებელია, უნდა შემოწმდეს თანმხლები დოკუმენტის (შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, ხოლო როდესაც ასეთი მოთხოვნები დადგენილი არ არის – პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი) არსებობა. 4. როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის სიხშირე განისაზღვრება ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით. 41. ნიმუშის აღებას არ ექვემდებარება ის სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი, რომლის იმპორტი ხორციელდება „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით („ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული“) განსაზღვრული ქვეყნიდან და თან ახლავს ამავე ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული ორგანიზმი/პროდუქტი არ წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს. 5. ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკის პროფილების შემუშავების მიზნით, ნუსხა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს, განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით. 6. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება შეჩერებას. 7. ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ან/და პროდუქტის გამოვლენის შემთხვევაში, ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №352 - ვებგვერდი, 05.11.2015წ. მუხლი 3. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესების დარღვევისათვის 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად http://www.matsne.gov.ge 19004000022033016776 მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ხორციელდება „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით განსაზღვრული წესით. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, იმპორტიორს ეძლევა შეუსაბამობის გამოსწორების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 4. შეუსაბამობის გამოსწორება გულისხმობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობაში მოყვანას ან შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენას ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას იმპორტიორის ხარჯებით. 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის განადგურება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 4. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება 1. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით. 2. ნიმუშის აღება ხორციელდება შესაბამისი აქტის გაფორმებით – ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით. 3. განმეორებითი ნიმუში აიღება: ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის; ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ ნიმუში ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ რეფერენტულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. 4. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა: ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია; ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი (შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული) ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთდროულად განხორციელდა ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ლაბორატორიული ანალიზი). 6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა. http://www.matsne.gov.ge 19004000022033016776 7. თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს. 8. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების ხარჯს ფარავს საქონლის მფლობელი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №391 - ვებგვერდი, 02.12.2015წ. http://www.matsne.gov.ge 19004000022033016776

Order No. 221 of 2015 of Minister of Finance of Georgia on Rules for Customs Control while Importing Genetically Modified Organisms Designated for Food Products/Feed and Genetically Modified Products Produced therefrom · Nelum