跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 211 of 2015 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Rules for Considering and Approving Company’s Waste Management Plan

颁布于 2015-08-04 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №211 კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Waste and hazardous substances
关键词
waste management, waste prevention, environmental planning, procedural matters, policy/planning

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №211 2015 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნარჩენების მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენის, განხილვისა და შეთანხმების პროცედურებსა და პირობებს. 2. გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. 3. გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სამინისტროს. 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს. მუხლი 2. რეგულირების სფერო ეს წესი ვრცელდება ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე (შემდგომში – დაინტერესებული პირი), რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება: ა) 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი; ბ) 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი; გ) ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი. მუხლი 3. გეგმის შინაარსი 1. გეგმა შედგება შესავალი, აღწერილობითი და დასკვნითი ნაწილებისაგან. 2. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სრული სახელწოდება; ბ) სამართლებრივი ფორმა; გ) იურიდიული მისამართი, მათ შორის, ფილიალის/წარმომადგენლობის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) რეგისტრაციის თარიღი; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი; http://www.matsne.gov.ge 36016000022023016334 ვ) ხელმძღვანელის და გარემოსდაცვითი მმართველის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ზ) საქმიანობის დეტალური აღწერა. 3. აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს წლის განმავლობაში წარმოქმნილი თითოეული სახეობის ნარჩენების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ნარჩენის კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ” მთავრობის დადგენილების შესაბამისად; ბ) ფიზიკური მდგომარეობა; გ) ნარჩენების რაოდენობა; დ) სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში - მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი, კოდექსის III დანართის შესაბამისად. 4. დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ნარჩენების მართვის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელ ღონისძიებები; ბ) წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების მეთოდები; გ) სეპარირების მეთოდის აღწერა, განსაკუთრებით - სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების შესახებ; დ) წარმოქმნილი ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდები და პირობები; ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული მეთოდები, დამუშავების ოპერაციის კოდის მითითებით – კოდექსის I და II დანართების მიხედვით; ვ) სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის ზომებისა და მომუშავე პერსონალის შესაბამისი სწავლების ღონისძიებები; ზ) იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და დამუშავების მიზნით, შესაბამისი ნებართვის ან/და რეგისტრაციის მონაცემების მითითებით. 5. თუ გეგმა გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით, ნარჩენების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითოს წლების მიხედვით, ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 6. გეგმის განხილვისა და შეთანხმების პროცესში სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. გეგმა შემდგომი განხილვისა და შეთანხმების მიზნით, სამინისტროს წარედგინება ელექტრონული ფორმით, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.moe.gov.ge მეშვეობით. სამინისტრო განიხილავს წარმოდგენილ გეგმას და თანხმობის შემთხვევაში წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს მისი შეთანხმების შესახებ. 2. გეგმის განხილვისა და შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. 3. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა ან/და თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით ან/და არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე და შენიშვნების გათვალისწინებისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. 4. თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დაზუსტებულ გეგმას ან/და შესაბამის დოკუმენტაციას, სამინისტრო წარმოდგენილ გეგმას დატოვებს განუხილველად. 5. სამინისტრო უფლებამოსილია მოაწყოს გეგმის განხილვა დაინტერესებულ პირთან ერთად. გეგმის განხილვისას ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სადაც დაინტერესებული პირი საქმიანობას ეწევა. 6. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოდექსით უფლებამოსილი პირებისთვის. http://www.matsne.gov.ge 36016000022023016334 http://www.moe.gov.ge

Order No 211 of 2015 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Rules for Considering and Approving Company’s Waste Management Plan · Nelum