跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 21 of 2011 of Minister of Environmental Protection of Georgia on Rules for Fishing for Scientific-Research Purposes

颁布于 2011-10-17 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №21 სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Fisheries and aquaculture
关键词
fishing authorization, authorization/permit, legal proceedings/administrative proceedings, fishery management and conservation

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. 1 საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №21 2011 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის თანდართული წესი. მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბერის №41 ბრძანება. მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №39 ვებგვერდი, 18.11.2011 წ. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი მუხლი 1 სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი (შემდგომში წესი) არეგულირებს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 2 1. თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა ხორციელდება თევზჭერის ლიცენზიიდან გამომდინარე, – თანხმობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თევზჭერის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, უნდა წარმოადგინოს დაგეგმილ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება: ა) მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ; ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიზნები, ამოცანები და სამიზნე ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები); გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით მოსაპოვებელი თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის მაქსიმალური ოდენობა, შესაბამისი დასაბუთებით; დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით; 2 ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების ადგილი (წყალსატევის დასახელება, თევზჭერის ადგილის კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), შესაბამისი დასაბუთებით; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის გამოსაყენებელი საჭირო მცურავი საშუალებების, თევზჭერის საშუალებებისა და ხერხების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით. 2. სააგენტოს მიერ ინიციირებული თევზჭერის განმახორციელებელ პირს სამეცნიერო კვლევითი მიზნით თევზჭერა შეუძლია განახორციელოს თანხმობის გარეშე. 3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ისარგებლოს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მხოლოდ იმ სახეობებით და ოდენობით, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში; ბ) განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა იმ ხერხებითა და საშუალებებით, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე და ვადებში, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში; გ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერის წესები; დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დროს თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების ის სახეობები, ან/და ის ნაწილი, რომელიც აღემატება სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის საჭირო რაოდენობას, რომელიც არ არის მითითებული წინასწარ წარმოდგენილ ინფორმაციაში, დაუყოვნებლივ გაუშვას საბინადრო გარემოში ცოცხალ მდგომარეობაში; ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში თანხმობის გამცემ შესაბამის ორგანოში წარადგინოს ანგარიში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის შედეგების შესახებ და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი (დანართი). 4. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს სამინისტრო მის მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებაზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში მის თანხმობასთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს სააგენტოს. 6. (ამოღებულია - 14.11.11 №39). საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 18.11.2011 წ. მუხლი 3 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები თევზჭერის წესებთან, ვადებთან, ადგილებთან, მოსაპოვებელ სახეობებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით და მათი დარღვევა განიხილება როგორც თევზჭერის წესების დარღვევა და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალს იღებს სააგენტოში. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებულ შემთხვევებში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა შესაძლებელია განხორციელდეს აკრძალული ბადე იარაღებით (ხერხები, საშუალებები), ვადებში და ჭერისათვის აკრძალულ სახეობებზე, გარდა საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი განსაკუთრებული შემთხვევა შესაძლოა იყოს: ა) თევზჭერის ლიცენზიების მფლობელთათვის (შემდგომში – ლიცენზიანტი), ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული კვლევების (სარეწაო მარაგის დადგენის) მიზნით თევზჭერა; 3 ბ) სათანადო დასაბუთების საფუძველზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ დაგეგმილი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა. 4. ლიცენზიანტის მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევჭერის საფუძველზე მოპოვებული იმ თევზის რესურსის ოდენობა, რომელიც მისთვის კვოტითაა დადგენილი, ჩაითვლება მისთვის დაწესებულ საერთო კვოტაში, ხოლო მის მიერ მოპოვებული იმ თევზის რესურსის ოდენობა, რომელიც მისთვის კვოტით არაა დადგენილი, მაგრამ განცხადებაში აქვს მითითებული, რჩება მის საკუთრებაში. 5. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის საფუძველზე მოპოვებულ თევზის რესურსზე სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებლი პირი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს იხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისას სამეცნიერო კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებას ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. მუხლი 4 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჩატარებისთვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის ან ჭერებზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) რესურსით ჭარბი და არასწორი სარგებლობის თავიდან აცილება; ბ) კონკრეტული ჰიდრობიონტებით სარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა მათი გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა; გ) ამ მოთხოვნების შეუსაბამობა ჰიდრობიონტების შენარჩუნების, დაცვისა და აღწარმოების მიზნებთან; დ) წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებული ჭერის მიზნებისა და ამოცანების შეუსაბამობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებთან. 2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, აგრეთვე ამ წესის დანართით დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა შესაძლებელია გახდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 18.11.2011 წ. მუხლი 5 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც თევზჭერის განხორციელებამდე აუცილებელია იყოს დანომრილი და დალუქული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. 2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოება ხორციელდება შემდეგი წესით: ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა; ბ) პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ ჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე; გ) მე-6, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტის შევსება წარმოებს უშუალოდ ჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე; დ) მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში; 4 ე) ყველა ჩანაწერი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძლულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები სამცენიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ; თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს; ი) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის დაკარგვა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი წარედგინება სააგენტოს. 3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა, ჩაითვლება თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად. 4. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის ეკისრება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განმახორციელებელ პირს. დანართი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი თევზ ჭერის (ცდის) რიგითი ნომერი თევზ საჭერი ბადე იარაღის დასახე ლება (საშუა ლებები) თევზ ჭერის ადგი ლი მონაცე მები მცურა ვი საშუა ლების შესახებ თევზ ჭერის (ცდის) დაწყე ბის დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი) თევზ ჭერის (ცდის) დამთავ რების დრო (წელი, თვე, რიცხვი, საათი) ჭერი ლის ოდე ნობა (რაო დენობა სახეო ბების მიხედ ვით) თანჭე რილის მონაცე მები სახეოე ბების მიხედ ვით, მ/შორის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები საბი ნადრო გარე მოში ცოც ხალ მდგო მარეო ბაში გაშვე ბული ჰიდრო ბიონ ტები, სახეო ბებისა და რაოდე ნობის მიხედ ვით პასუ ხის მგებე ლი პირის ხელ მოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10