Order No. 21/N of 2017 of Minister of Regional Development and Infrastructure of Georgia on Charter of Anaklia Deep Sea Port Development Agency
颁布于 2017-10-11 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის ბრძანება №21/ნ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Sea
- 关键词
- harbour, institution, governance, procedural matters, monitoring, business/industry/corporations
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №21/ნ 2017 წლის 11 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულებებით, სამოქმედო სახელმძღვანელოებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12. მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1.სააგენტოს მიზნებია: ა) საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (შემდგომში – ინვესტორი) შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, http://www.matsne.gov.ge 04003000022037016118 ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში – საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგი; ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის და საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი; ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციისა და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის, და არა მხოლოდ: ბ.ა) ინვესტორის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების განხილვა და შეთანხმება, მათ შორის, კონტრაქტორ(ებ)ის, ტერმინალის ოპერატორ(ებ)ის, გამსესხებლ(ებ)ის და საჭიროებისამებრ, მათთან დასადები ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება, საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლებებისა და აქტივების განკარგვის/უფლებრივად დატვირთვის, ინვესტორის სადამფუძნებლო სტრუქტურის ცვლილების განხილვა და შეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილი წესით; ბ.ბ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად; ბ.გ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამსესხებლებთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში – ტერმინალის ოპერატორთან გასაფორმებელი პირდაპირი ხელშეკრულებების მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მათი გაფორმება, კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.დ) ინვესტორის მიერ ვალდებულებების დარღვევის, ვადაგადაცილების ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების უზრუნველყოფა, მათ შორის, შესაბამისი შეტყობინებ(ებ)ის გაგზავნა, პირგასამტეხლოს დაკისრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტიების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ.ე) ინვესტორის მიერ წარმოდგენილი შუალედური და სხვა ანგარიშების, ასევე ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციისა და დოკუმენტების (მათ შორის, აუდიტის/საექსპერტო დასკვნების) შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; გ) საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, ინვესტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურება; დ) ინვესტორის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა, ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამინისტროსთვის ყოველთვიურად. 3. სააგენტო მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის მიზნებისთვის, განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება; გ) მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით; http://www.matsne.gov.ge 04003000022037016118 დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას; გ) საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, სააგენტოს მოსამსახურეებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს; დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ე) ზედამხედველობს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ვ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობასთან; ზ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ორმხრივი ან მრავალმხრივი ურთიერთობისას; თ) სააგენტოს სახელით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს, საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; კ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ლოგოს და ბეჭედს; მ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – მინდობილობას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს დირექტორის წინაშე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი, http://www.matsne.gov.ge 04003000022037016118 სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობებს. 5. დირექტორის და მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №23/ნ - ვებგვერდი, 22.11.2017წ. მუხლი 4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება და ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; http://www.matsne.gov.ge 04003000022037016118 დ) შემოწირულობები. მუხლი 6. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 7. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 04003000022037016118