Order No. 2-775 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Maintenance of Registry of Extended Producer Responsibilities in relation to Management of Waste from Batteries and Accumulators
颁布于 2020-08-31 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-775 ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Waste and hazardous substances
- 关键词
- business/industry/corporations, consumer protection, cooperative/producer organization, hazardous waste, packaging/labelling, recycling/reuse, waste disposal, waste domestic sources, waste management, waste non-domestic sources
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-775 2020 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ,,ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი". მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ბატარეების და აკუმულატორების) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს. 2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ბატარეები და აკუმულატორები; ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ბატარეებისა და http://www.matsne.gov.ge 34017000022023016647 აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება 1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე. 3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით. მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა 1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები: ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ; ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია. 2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების შესახებ არ არის საჯარო. მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია 1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2021 წლის 1 ივნისამდე, გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია, ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში. 4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით. 5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 1-ს. 6. მგვ ორგანიზაცია, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 2-ს. 7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ, მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. 8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016647 მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება 1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას. 2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ 1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილ უნდა იქნას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება. 3. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია, დანართი 3-ის შესაბამისად, წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში. 4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით. მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება 1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია. 2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება. 3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას, მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ; ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები; გ) კომენტარების ველში – შესწორების მიზეზი. 4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016647 დანართი 1 ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლების მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია მგვ რეესტრში მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X”-ით ) მწარმოებლის სახელწოდება: ეკონომიკური საქმიანობის კოდი: საიდენტიფიკაციო ნომერი : ვარ საქართველოში მწარმოებელი: ვარ იმპორტიორი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: რეგისტრაციის წინა წელს ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების და საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობა (ტონა) წინა წელს ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობა (ტონა) საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობა (ტონა) მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების სახეობა (მონიშნეთ „Х”-ით) პორტატული საავტომობილო სამრეწველო ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის წევრობის შესახებ (მონიშნეთ „Х”-ით, თუ მწარმოებელი არის კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მგვ ორგანიზაცია მგვ ორგანიზაციის სახელწოდება ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას. (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით) დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის სახელი /გვარი ხელმოწერა კომპანიის სახელწოდება: კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა წარდგენის თარიღი: დანართი 2 ბატარეების და აკუმულატორების მგვ ორგანიზაციის მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია რეესტრში რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X”-ით ) მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: საიდენტიფიკაციო ნომერი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: ბატარეებისა და აკუმულატორების ტიპი მონიშნეთ Х”-ით ბაზარზე განთავსებული ბატარეების და აკუმულატორების ტიპი პორტატული საავტომობილო სამრეწველო ივსება მგვ ორგანიზაციის კოლექტიური სქემის შემთხვევაში მგვ ორგანიზაციაში შემავალ მწარმოებელთა ნუსხა საიდინტიფიკაციო ნომრის მითითებით (ინფორმაცია თითოეული მწარმოებლის შესახებ ივსება ცალკე გრაფაში) 1. 9. 2. 10. 3. 11. 4. 12. 5. 13. 6. 14. 7. 15. 8. 16. ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას. (სავალდებულოა, მონიშნეთ „X” ით) დამატებითი კომენტარები: მგვ ორგანიზაციის სახელწოდება : პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა წარდგენის თარიღი: დანართი 3 მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა მწარმოებლის დასახელება მწარმოებლის რეესტრის ნომერი რიცხვი, თვე, წელი ვარ მგვ ორგანიზაცია და ანგარიშგებას ვახდენ მწარმოებლის სახელით მგვ ორგანიზაციის სახელწოდება მგვ ორგანიზაციის რეესტრის ნომერი No მე-4 დანართში მოცემული სახეობა ქიმიური შემადგენლობა რაოდენობა (თვიურად ერთეულებში) ჯამური წონა (თვიურად ტონებში) საქართველოში წარმოებული იმპორტირებული სასაქონლო კოდი 1 2 3 4 5 6 7 8 ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა არადეკლარირებული რაოდენობები (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით თუ საანგარიშო პერიოდისთვის არ არსებობს სხვა რაოდენობები) ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას. (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით) დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის დასახელება: ხელმოწერა: დანართი 4 ბატარეების და აკუმულატორების სახეობები 1. პორტატული 1.1. მანგანუმის დიოქსიდით, ტუტე 1.2. მანგანუმის დიოქსიდით, გარდა ტუტისა 1.3. ვერცხლისწყლის ოქსიდით 1.4. ვერცხლის ოქსიდით 1.5. ლითუმ-იონი 1.6. გარდა ლითიუმ-იონისა 1.7. თუთია/საჰაერო უჯრედები 1.8. ნიკელ- კადმიუმი 1.9. ტყვია-მჟავები 1.10 სხვა 2. ავტომობილის 2.1. ტყვია-მჟავები 2.2. ნიკელ- კადმიუმი 2.3. ლითიუმ-იონი 2.3. სხვა 3. სამრეწველო 3.1 ვერცხლის ოქსიდით 3.2. ლითიუმ-იონის უჯრედები 3.3. გარდა ლითიუმისა 3.4. თუთია/ საჰაერო უჯრედები 3.5. ტყვია-მჟავები 3.6. ნიკელ- კადმიუმი 3.7. ნიკელი- რკინა 3.8. ნიკელის ჰიდრიდი 3.9. სხვა