Order No. 2-569 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Maintaining Water User Organizations’ Registry
颁布于 2020-07-06 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-569 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Water
- 关键词
- access-to-information, procedural matters, registration, data collection/reporting
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-569 2020 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოებასთან, მონაცემების შეტანასა და განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების აღრიცხვის მიზნით შექმნილ მონაცემთა ბაზას. 2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 3. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია 1. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის საკონტაქტო მონაცემები; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების ხელმოწერით დამოწმებული სია, რომელიც მოიცავს http://www.matsne.gov.ge 40006000022023016636 ინფორმაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის რუკა; ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება. 2. რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სავალდებულოა. მუხლი 4. რეესტრის წარმოების წესი 1. რეესტრს აწარმოებს სამინისტრო, რომელიც, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში, 30 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას სსიპ – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. 2. ორგანიზაციის რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელია ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი. მუხლი 5. რეესტრში შესატანი ინფორმაცია 1. რეესტრში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანება ამ წესის მე-7 მუხლში მოცემული ფორმის მიხედვით. 2. რეესტრში აისახება: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება; ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი; ე) მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, დაბა/თემი; ვ) სამელიორაციო სისტემა; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფართობი; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა; ი) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა. მუხლი 6. რეესტრში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა რეესტრში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა. http://www.matsne.gov.ge 40006000022023016636 მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრი N ორგანიზაციის სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი რეგისტრაციის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი მუნიციპალიტეტი ქალაქი/სოფელი დაბა/თემი სამელიორაციო სისტემა მომსახურების ტერიტორიის ფართობი წევრების რაოდენობა თავმჯდომარის სახელი და გვარი პირადი ნომერი მისამართი ტელ. ნომერი ელ. ფოსტა http://www.matsne.gov.ge 40006000022023016636