跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 2-530 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Enforcement Slip Form for Enforcing Payment of Water Use Fee

颁布于 2020-06-25 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-530 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
enforcement/compliance, fees/royalties, water charges

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-530 2020 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული: ა) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანართი №1 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს. მუხლი 2. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ფურცელი არის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულება. მუხლი 3. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი 1. მოვალემ წყალსარგებლობის საფასური უნდა გადაიხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წყალსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633 მუხლი 4. სააღსრულებო ფურცლის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი სააღსრულებო ფურცელს ავსებს და ხელს აწერს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი. მუხლი 5. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები 1. ფურცლის შევსებისას აღინიშნება: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანიზაცია; ბ) სააღსრულებო ფურცლის ნომერი; გ) სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, შედგენის თარიღი , რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი; ზ) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები; თ) მოვალის დასახელება და რეკვიზიტები; ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს ორგანიზაციის ბეჭდით. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № (სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი) (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №, შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები მოვალის დასახელება და რეკვიზიტები სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: უფლებამოსილი პირი: ბ.ა. http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633

Order No. 2-530 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Enforcement Slip Form for Enforcing Payment of Water Use Fee · Nelum