跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 2/34 of 2015 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage

颁布于 2015-03-09 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის ბრძანება №2/34 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Food and nutrition
关键词
condiments/herbs/spices, processing/handling, milk/dairy products, nutrition, cultural heritage

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №2/34 2015 წლის 9 მარტი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უძველესი დროიდან დღემდე საქართველოში გავრცელებულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს: 1. სვანური ხალხური საკრავის „ჭუნირი“ დამზადების ტრადიციული მეთოდი; 2. სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია; 3. სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი; 4. სვანური სამზარეულო – კუბდარის (სვან. კუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი; 5. სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი; 6. სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი; 2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება; 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4). გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე

Order No. 2/34 of 2015 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage · Nelum