跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 2-270 of 2021 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Form and Procedure for Issuance of Document Certifying that Something Belongs to Hydrobiont Aquaculture

颁布于 2021-03-09 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის ბრძანება №2-270 ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Fisheries and aquaculture
关键词
aquaculture, aquatic animals, aquatic plants, certification, procedural matters

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-270 2021 წლის 9 მარტი ქ. თბილისი ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული: ა) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №1); ბ) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი (დანართი №2). მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანართი №1 ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი № 1. აკვაკულტურის სუბიექტი (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) 2. აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი 3. წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში) 4. მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის ობიექტის მოპოვების/ამოღების დრო http://www.matsne.gov.ge 36016000022023016659 5. აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ: 1. სახეობა 2. წონა 6. სატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი) 7. გადამზიდი პირი 8. დანიშნულების ადგილი 9. დოკუმენტის შევსების თარიღი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა (ხელმომწერის ვინაობის და პირადი ნომრის მითითებით) დანართი №2 ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – დოკუმენტი) არის A4 ფორმატის საბუთი, რომელიც ადასტურებს ჰიდრობიონტის მოპოვებას აკვაკულტურიდან/აკვაკულტურის ფერმიდან და გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაზიდვისას და რეალიზაციისას. მუხლი 2. დოკუმენტის შევსება და გაცემა 1. დოკუმენტი გაიცემა აკვაკულტურის სუბიექტის მიერ და მოწმდება აკვაკულტურის სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტს ენიჭება ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 2. დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი რჩება აკვაკულტურის სუბიექტთან, ხოლო მეორე პირი ეძლევა გადამზიდველს. http://www.matsne.gov.ge 36016000022023016659 3. დოკუმენტი ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, ბურთულიანი კალმით. მისი ყველა შესაბამისი რეკვიზიტის შევსება სავალდებულოა. აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. შეცდომის შემთხვევაში, ჩანაწერის გადასწორება დასტურდება უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერით. 4. დოკუმენტის რეკვიზიტის არასრულად შევსების შემთხვევაში ცარიელი ადგილები ივსება „Z“ სიმბოლოთი. 5. დოკუმენტში ასახული მონაცემების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს. მუხლი 3. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია 1. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს აკვაკულტურის სუბიექტის მიერ დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (ამ წესის დანართი). ჟურნალი უნდა იყოს შესაბამისი მონაცემების ამსახველი, დანომრილი და ზონარგაყრილი. 2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც მარტივია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებული იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე კეთდება ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ. 3. ჟურნალი ივსება სახელმწიფო ენაზე. ჟურნალში შეტანილი უნდა იყოს დოკუმენტის ფორმის მონაცემები. 4. ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მუხლი 4. დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემისას დარჩენილი ოდენობისთვის დოკუმენტის მოქმედების ვადა ძალაშია, რის თაობაზეც დოკუმენტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. მუხლი 5. დოკუმენტის მოქმედების ვადა დოკუმენტის მოქმედების ვადა გადაზიდვისას განისაზღვრება დანიშნულების ადგილზე მიტანისთვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა. მუხლი 6. ამ წესის მოქმედება ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შიდა წყალსატევებზე გაცემული თევზჭერის ლიცენზიის ფარგლებში ლიცენზიანტის მიერ მოპოვებული თევზის გადაზიდვასა და რეალიზაციაზეც. დანართი ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალი აკვაკულტურის სუბიექტი/ნებართვის მფლობელი პირი http://www.matsne.gov.ge 36016000022023016659 აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში) მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის კონსტრუქციიდან თევზის ამოღების დრო (თარიღი, საათი) ინფორმაცია აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ: სახეობა, წონა სატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი) გადამზიდი პირი დანიშნულების ადგილი დოკუმენტის ნომერი, შევსების თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა http://www.matsne.gov.ge 36016000022023016659

Order No. 2-270 of 2021 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Form and Procedure for Issuance of Document Certifying that Something Belongs to Hydrobiont Aquaculture · Nelum