Order No. 2-268 of 2021 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Terms of Irrigation Service Agreements that Need to be Entered into with Primary Water Users and Water User Organizations/Other Water Users
颁布于 2021-03-05 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის ბრძანება №2-268 პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Water
- 关键词
- contracts, irrigation, water users' associations
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-268 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები, თანდართული რედაქციით. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები 1. პირველად წყალმოსარგებლესა (შემდგომში – „მიმწოდებელი“) და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს (შემდგომში – „მომხმარებელი“) შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები (შემდგომში – „ხელშეკრულების პირობები“) სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვინც ახორციელებს სარწყავი წყლის მიწოდებას ან/და მოხმარებას. 2. მიმწოდებელი უზრუნველყოფს სამელიორაციო სისტემის (ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა) მეშვეობით, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მომხმარებლისათვის წყლის მიწოდებას მიწოდების წერტილში, ხოლო მომხმარებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიღებასა და მიღებული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 3. საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომსახურების გაწევის ადგილი; ბ) მომსახურების გაწევის დრო; გ) მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (წყლის მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად; დ) მომსახურების საფასური (ტარიფი); ე) მომსახურების საფასურის გადახდის წესი; http://www.matsne.gov.ge 36016000022023016658 ვ) მომსახურების მიწოდებისა და შეწყვეტის პირობები; ზ) დავის გადაჭრის წესი; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. 4. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან დროებით შეააჩეროს მომსახურება, თუ მომხმარებელი უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 5. სარწყავი წყლის აღრიცხვის კვანძი წყლის მიწოდების წერტილში უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა, ხოლო მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მოვლა-შენახვაზე. 6. მომხმარებლისთვის პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). 7. მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; ბ) მრიცხველისარ არსებობის შემთხვევაში – სათანადო აღრიცხვის კვანძის მონაცემების მიხედვით. 8. იმ შემთხვევაში თუ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სარწყავი წყლის მოხმარებას, ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული ან/და ანგარიშფაქტურა არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს შესაბამისი მონაცემები. 9. მომხმარებელმა მოხმარებული სარწყავი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 15 დღის ვადაში. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 10. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს სემეკი, კანონმდებლობით მისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სემეკი-ს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია სადაო გარემოების საფუძველზე მომხმარებლისათვის სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტა. http://www.matsne.gov.ge 36016000022023016658