跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 2-251 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of National Forestry Agency, and Rules for its Erection, Exhibition and Display

颁布于 2023-05-03 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის ბრძანება №2-253 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Forestry
关键词
forest service, governance, institution, procedural matters, forest management/forest conservation

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-251 2023 წლის 3 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ლაჟვარდის (ლურჯი) და ვერცხლით შედგენილი ბუნებასთან ასოცირებული სტილიზებული სიმბოლო. მუხლი 2 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; დ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ე) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ვ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. ზ) სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმაზე). 3. საჭიროების შემთხვევაში ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან http://www.matsne.gov.ge 04003000022023016789 ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. მუხლი 3 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია http://www.matsne.gov.ge 04003000022023016789 დანართი GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017 GOV 7 22 0040017

Order No. 2-251 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of National Forestry Agency, and Rules for its Erection, Exhibition and Display · Nelum