跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 2-179 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of Environmental Information and Education Centre, and Rules for its Erection, Exhibition and Display

颁布于 2023-04-05 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის ბრძანება №2-179 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Environment
关键词
access-to-information, education, governance, institution, procedural matters

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-179 2023 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. ცენტრის ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ლაჟვარდით (ლურჯი) და მეწამულით შედგენილი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ასოცირებული სტილიზებული სიმბოლო. მუხლი 2 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) ცენტრის ვებგვერდზე; ბ) ცენტრის საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე; დ) ცენტრის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) ცენტრის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) ცენტრის ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. 3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს ცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ცენტრმა ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან http://www.matsne.gov.ge 01002000022023016786 ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. ცენტრმა უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. მუხლი 3 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია http://www.matsne.gov.ge 01002000022023016786 სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი LEPL ENVIRONMENTAL INFORMATION AND EDUCATION CENTRE LEPL ENVIRONMENTAL INFORMATION AND EDUCATION CENTRE 6 Marshal Gelovani Ave., 0159 Tbilisi, Georgia +995 32 2 11 20 23 info@eiec.gov.ge eiec.gov.ge 04 November, 2023 04 ნოემბერი, 2022 მარშალ გელოვანის გამზირი №6 0159 თბილისი, საქართველო +995 32 2 11 20 23 info@eiec.gov.ge eiec.gov.ge სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 04 ნოემბერი, 2022 სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

Order No. 2-179 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of Environmental Information and Education Centre, and Rules for its Erection, Exhibition and Display · Nelum