Order No 2-152 of 2007 of Minister of Agriculture of Georgia on Additional Requirements for Registration of Pesticides and Agro-chemicals in Georgia that are already Registered in EU/OECD
颁布于 2007-09-28 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-152 ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment
- 关键词
- pesticides, fertilizers/nutrients, registration, international trade
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
1 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.911 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-152 2007 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/ აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებით მოთხოვნები (დანართი №1). საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №2-90 - ვებგვერდი, 16.06.2011წ. 2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. პ. ცისკარიშვილი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-33 - ვებგვერდი, 25.02.2011წ. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №2-90 - ვებგვერდი, 16.06.2011წ. დანართი №1 ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი ითვალისწინებს საქართველოში რეგისტრაციისათვის წარდგენილ იმ პესტიციდებისა და აგროქმიკატების შესახებ დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში. 2. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი/აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრირდება დოკუმენტური ექსპერტიზის საფუძველზე, გამოცდების გარეშე და შეიტანება პესტიციდებისა და აგროქიმკატების სახელმწიფო კატალოგში. 2 მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის. 2. სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო. 3. პესტიციდები (მცენარეთა დაცვის საშუალებები) – რომლებიც შეიცავენ ერთ ან რამდენიმე მოქმედ (აქტიურ) ნივთიერებებს და მზა პრეპარატული ფორმებს, მომხმარებლის მიერ გამოსაყენებლად გამიზნულ ფორმაში. 4. პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებები – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლებსაც სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენებისას გააჩნიათ საერთო ან გარკვეული მოქმედება მავნე ორგანიზმებზე ან ცოცხალ მცენარეებზე, ცოცხალი მცენარის ნაწილებზე და მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე. 5. სარეკლამო ფურცელი – პესტიციდის/აგროქიმიკატის თანმხლები ბეჭდვითი საინფორმაციო მასალა, მათი ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-33 - ვებგვერდი, 25.02.2011წ. მუხლი 3. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნები 1. ევროკავშირის ქვეყნებში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების საქართველოში რეგისტრაციისათვის უნდა იქნეს წარდგენილი წარმოშობის ქვეყნის ოფიციალური მონაცემები, რომ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერება ამ რეგისტრაციის დროისათვის შეტანილია 91/414 ECC დირექტივის პირველ დანართში ან აშშ-ში EPA-ს (ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო) მიერ დარეგისტრირებული აქტიური ნივთიერებების სიაში. 2. პესტიციდის ახალი მოქმედი (აქტიური) ნივთიერება დაცული უნდა იქნეს პატენტით. რეგისტრანტი სარეგისტრაციო ორგანოს წარუდგენს მონაცემებს პატენტის მოქმედების ვადის შესახებ რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას და საბუთს წარმომადგენელზე რეგისტრაციის უფლების გადაცემის შესახებ. 3. თუ პატენტის ვადა ამოწურულია, რეგისტრანტი წარმოადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ამ პესტიციდში შემავალი მოქმედი (აქტიური) ნივთიერება უკვე რეგისტრირებულია; იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პესტიციდი/აგროქიმიკატი რეგისტრირებულია იგივე დანიშნულებით, რომელიც მითითებულია საქართველოში რეგისტრაციის განაცხადში და მისი გამოყენების რეკომენდაციებს. 4. სარეგისტრაციო ორგანოს წარედგინება პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებებისა და პესტიციდების/აგროქიმიკატების შესახებ მონაცემები, კერძოდ: ა) პესტიციდების მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პრეპარატული ფორმის საველე გამოცდების შედეგების შესახებ, რომელიც ჩატარებულია მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, სადაც ეკოლოგიური, მ.შ. ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები, მავნე ორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობა, გავრცელება, რიცხოვნება, განვითარების ინტენსივობა და სხვა ბიოლოგიური თავისებურებები, შესაბამისი სასოფლო სამეურნეო კულტურის ჯიშობრივი შემადგენლობა, პესტიციდის გამოყენების სფერო, პესტიციდის დაშლის დინამიკა, მომხმარებელთა კვების თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პირობები, აგროტექნიკური წესები, ფონი, კულტურის მოყვანის ტექნოლოგია, მცენარეთა დაცვის სისტემები საქართველოს მსგავსია; ბ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის ადამიანისათვის საშიშროების კლასის მიკუთვნების შესახებ; 3 გ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის გარემოს ცოცხალი ორგანიზმებისათვის საშიშროების შესახებ და მათი დაცვის რეკომენდაციებს; დ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის მიმართ დაწესებული ჰიგიენური ნორმატივების შესახებ (სადღეღამისო დასაშვები დოზის, ნიადაგში, წყალში, ატმოსფერულ და სამუშაო ზონის ჰაერში და მცენარეული წარმოშობის პროდუქციაში ნარჩენების ზღვრულად დასაშვები კონცეტრაციების ჩვენებით); ე) წარმოშობის ქვეყნის დამადასტურებელი მონაცემები პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ (ქვეყნების დასახელება, სარეგისტრაციო მოწმობის, რეგისტრაციის წელი და ვადა, სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მავნე ობიექტი, ხარჯვის ნორმა, დამუშავების ვადები და ჯერადობა, დამუშავების წესი, შეზღუდვები, ლოდინის პერიოდი). ვ) პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის რეგისტრაციის დროის შესახებ; ზ) ტარის ეტიკეტის (რისკის ფრაზებისა და უსაფრთხოების ფრაზების ჩვენებით) და სარეკლამო ფურცლის შესახებ; თ) პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის უსაფრთხოების შესახებ (MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი); ი) (ამოღებულია - 15.06.2011, №2-90); კ) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალ მიმოქცევაში დაშვებული აგროქიმიკატის ( ,,EC სასუქები” მარკირების მქონე ) შესახებ. ლ) მონაცემები ევროკავშირის ქვეყნების ნიადაგურ ტიპებზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურებში აგროქიმიკატის გამოყენების შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანება №2-90 - ვებგვერდი, 16.06.2011წ. დანართი №2 – (ამოღებულია - 15.06.2011, №2-90); დანართი №3– (ამოღებულია - 15.06.2011, №2-90);