跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 182 of 2010 of Minister of Finance and Economy of Adjara on Charter for Disposition of Property of Adjara though Public Auction

颁布于 2010-12-21 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის ბრძანება №182 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚 · Adjara
主题
Land and soil
关键词
transfer rights, public land, private land, procedural matters, contracts, liability/compensation, land tenure, property rights

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №182 2010 წლის 21 დეკემბერი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულება”. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის №92 ბრძანება. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ვ. ბოლქვაძე შეტანილი ცვლილებები: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. დ ე ბ უ ლ ე ბ ა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის (პრივატიზების) წესს. 2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. 3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, ხოლო მოძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე – ის ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. 4. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო მოძრავი ნივთის პრივატიზებას ასევე ის ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული. 6. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. 7. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 8. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. 9. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. 10. ის ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი ერიცხება ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, მოძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი. 2. ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებამდე 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი. 3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე. 4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. თუ აუქციონის ჩატარების ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ აუქციონი ჩატარდება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დროს. 6. თუ ხელისუფლების ორგანომ/ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება. 7. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგავა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების განკარგვა, ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 9. ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით, მოსთხოვოს ამ ქონების დადგენილი წესით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარების თარიღს. 10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება (ქონების შეძენით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, მას შემდეგ, რაც პირი განაცხადს შემოიტანს აუქციონში მონაწილეობაზე. 11. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას; ვ) ბიჯის სიდიდეს; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 12. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში. 13. ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 14. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას. 15. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 3. მესამე პირი (წარმომადგენელი, შუამავალი) საჯარო აუქციონში სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას ან/და მოძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება. 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე, მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს; გ) (ამოღებულია - 22.11.2011, №343); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ე) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ვ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); ზ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას. 5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია/ბე. 6. (ამოღებულია - 22.11.2011, №343). 7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს. 8. პირს, უფლება აქვს, ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმოდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი). 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა ითვლება გამარჯვებულად. 7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს გამარჯვების დადასტურება. 8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე, ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე. 9. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება. 10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი 1. აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში პრივატიზების განამახორციელებელ ორგანოსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. 2. ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში. 3. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 4. ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად. 6. გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ერთმევა მას გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 7. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას, არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 8. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი სამინისტროს თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 7. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში 1. თუ ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას ერთმევა საკუთრების უფლება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. 2. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 8. ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში 1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია. 2. საინვესტიციო პირობების არსებობისას სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში. 4. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა). ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ქონება ახალ მესკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. 6. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 7. ვალდებულების არსებობისას, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი. 8. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის და მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №343 - ვებგვერდი, 01.12.2011 წ. მუხლი 9. გარიგებათა ბათილად ცნობა საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.

Order No. 182 of 2010 of Minister of Finance and Economy of Adjara on Charter for Disposition of Property of Adjara though Public Auction · Nelum