跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 175 of 2011 of Minister of Energy and Natural Resources of Georgia on List of Species of Animals (except for migratory birds) included in Hunting Objects' List

颁布于 2011-09-01 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №175 ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Wild species and ecosystems
关键词
hunting authorization/permit, hunting/capture, hunting rights

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №175 2011 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 3. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 4. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სახეობების მოპოვება განხორციელდეს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით დადგენილ ვადებში და მოპოვების საშუალებებით. 5. მურა დათვის, ირმის, არჩვის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტნური ჯიხვის, ნიამორის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №242- ვებგვერდი, 29.11.2011წ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №74 ვებგვერდი, 21.03.2012 წ. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №242- ვებგვერდი, 29.11.2011წ. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება №74 ვებგვერდი, 21.03.2012 წ. დანართი ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები 1. ძუძუმწოვრები ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1. ნუტრია Myocastor coypus 2. კურდღელი Lepus europaeus 3. მაჩვი Martes meles 4. ტყის კვერნა Martes Martes 5. ქვის კვერნა Martes foina 6. მგელი Canis lupus 7. ტურა Canis aureus 8. მელა Vulpes vulpes 9. ენოტისებური ძაღლი Nyctereutes procyonoides 10. ტყის კატა Felis silvestris 11. გარეული ღორი Sus scrofa 12. შველი Capreolus capreolus 13. ენოტი Procyon lotor 2. ფრინველები ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1. ხოხობი Phasianus colchicus 2. კაკაბი Alectoris graeca 3. დურაჯი Francolinusfrancolinus 4. გნოლი Perdix perdix საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 22 სექტემბერის ბრძანება №195- ვებგვერდი, 29.09.2011წ.

Order No 175 of 2011 of Minister of Energy and Natural Resources of Georgia on List of Species of Animals (except for migratory birds) included in Hunting Objects' List · Nelum