跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 13 of 2016 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Instruction for Recreational Fishing

颁布于 2016-05-05 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №13 რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Fisheries and aquaculture
关键词
marine fisheries, inland fisheries, fish products, fishery management and conservation, fishing area, fishing gear/fishing method, artisanal fisheries

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №13 2016 წლის 5 მაისი ქ. თბილისი რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია მუხლი 1 1. რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე. 2. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2 ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ნემსკავი; ბ) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა; გ) ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე; დ) ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი ხელსაწყოთი პინცეტით; ე) დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით; ვ) პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში; ზ) თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი ხელით. თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე და შემდეგ, საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით; თ) თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს http://www.matsne.gov.ge 41004000022023016379 თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და დაუზიანებლად გაშვება; ი) დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3 ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. http://www.matsne.gov.ge 41004000022023016379

Order No 13 of 2016 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Instruction for Recreational Fishing · Nelum