跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 107 of 1996 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Charter for Primary Accounting of Use of Water

颁布于 1996-08-12 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №107 წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
water quality standards, water rights, data collection/reporting, standards

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. 1 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.012.000.139 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №107 1996 წლის 12 აგვისტო ქ.თბილისი წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოების წესი”. ნ. ჩხობაძე დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 აგვისტოს N107 ბრძანებით შეთანხმებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან ლ.გიგინეიშვილი 1996 წლის 30 ივლისი წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოების წესი 1. შესავალი 1.1. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვა წარმოადგენს წყალაღების და წყალჩაშვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაზომვას, დამუშავებას და რეგისტრაციას დადგენილი წესით. 1.2. წყლის გამოყენების პირველად აღრიცხვას ექვემდებარება სამრეწველო, სამშენებლო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროფილის საწარმო-ე-ბ-ის, ორგანიზაციების, დაწესებულებების და სხვა იურიდიული პირების (საკუთრე-ბის და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიერ გამოყენებული წყლე-ბი, წყალმომარაგების წყაროებისა და ჩამდინარე წყლების მიმღები ობიექტების მიუხედავად. 1.3. წყალმოსარგებლეები წყლის გამოყენების პირველად აღრიცხვას აწარმოებენ საკუთარი სახსრებით. 03.05.47 1.4. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის მონაცემები წარმოადგენენ საფუძველს სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების 2-გდ “წყალმეურნეობა” ფორმის 2 შევსებისათვის, წყლის რაციონალურ გამოყენებაზე და დაცვაზე კონტროლისათვის და ასევე წყლის აღებაზე და წყლების ჩაშვებაზე გა-და-სახადების დადგენისათვის. 1.5. პასუხისმგებლობა წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის სრულყოფილად და სათანადო სიზუსტით წარმოებაზე აკისრია საწარმოების, დაწე-სე-ბულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მეწარმე სუბიექტებს და სხვა იუ-რი--დიულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ წყალმოხმარებას. 1.6. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის მონაცემები ტარდება ჟურ-ნა-ლებში დადგენი-ლი ფორმებით, რომლებიც დამტკი-ცე-ბულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარ-ტა-მენ-ტთან შეთანხმებით. 2. მითითებები “პად-4”, “პად-5” და “პად-6” ფორმების შევსებაზე და გამოყენებაზე 2.1. თითოეულ წყალმმომხმარებელ მეწარმე სუბიექტს, ორგანიზაციას, დაწესებულებას და სხვა იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების (მათ შორის ბრუნვითი და განმეორებითი) და წყალარინების გამსხვილებული სქემა, რომელზეც მინიშნებული და დანომრილია წყალაღებისა და წყალჩაშვების გაზომვის ადგილები, ასევე წყლის სხვა მომხმარებელზე გადაცემის წერტილები. 2.2. წყლის ხარჯის გაზომვა წარმოებს წყალაღების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების, ბრუნვითი და განმეორებითი წყლმომარაგების სისტემების და წყლის ჩაშვების სხვა მომხმარებელზე გადაცემის თითოეულ წერტილში. 2.3. თითოეული წყალაღების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების, ახალი და ჩამდინარე წყლის მიღებისა და გადაცემის წერტილებისათვის, ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემისათვის და ა.შ. დგება ცალ-ცალკე ჟურნალი ან ერთ ჟურნალში გამოიყოფა ფურცლების გარკვეული რაოდენობა. 2.4. ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემებს განეკუთვნება ტექნიკური წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც გათვალისწინებულია საწარმოს ტექნოლოგიურ ციკლში წყლის მრავალჯერადი გამოყენებისათვის. წყალი ბრუნვით სისტემაში შეიძლება მიწოდებული იქნას წინასწარი დამუშავების გარეშე ან გაიაროს შესაბამისი დამუშავება. 2.5. ბრუნვითი სისტემის წყლის წლიური ხარჯი რიცხვობრივად უტოლდება ახალი წყლის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა აეღო წყალმომხმარებელს სამრეწველო მიზნებისათვის ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემის უქონლობის შემთხვევაში. 2.6. ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემებს არ განეკუთვნება წყალმომარაგების ის სისტემები, რომლებშიც ნახმარი წყლების გასაცივებლად ან დასაყოვნებლად (აკუმული-რე ბი-სა-თვის) გამოიყენება საქართველოს ერთიანი სახელმწიფო წყლის ფონდის ობექტები (მდინარეები, ტბები, არხები, წყალსაცავები), გარდა ავსებადი წყალსაცავებისა, გამაცივებელი ტბორებისა და სხვა აღნიშნული მიზნებით გამოყენებადი განკერძოებულ სარგებლობაში გადაცემული წყლის ობიექტებისა. 2.7. ჩამდინარე წყლების თვისებები და მათში ინგრედიენტების შემადგენლობა განისაზღვრება წყლის ობიექტში თითოეული ჩაშვებისათვის, აგრეთვე თითოეულ ჭაბურღილზე, რომლითაც ჩამდინარე წყლები ჩაიტუმბება მიწისქვეშა ჰორიზონტებში, თუ ამ უკანასკნელთ აქვთ კავშირი მიწისქვეშა წყლებთან. 2.8. ერთ საწარმოში რამდენიმე წყალაღების და ჩამდინარე წყლების ჩაშვების არსებობის შემთხვევაში, თითოეულ მათგანზე უნდა წარმოებდეს წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ჟურნალი “პად-4”, “პად-5” და “პად-6” ფორმების შესაბამისად. 3 2.9. წყალმზომი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების შერჩევა ხდება გასაზომი წყლის ხარისხის, მისი ხარჯის სიდიდისა და ამპლიტუდის (მაქსიმალური და მინიმალური), წყალამღები და წყალჩამშვები ნაგებობების წარმადობის მიხედვით. 2.10. წყალმომხმარებელ ობიექტებზე, რომლებზედაც არაა დამონტაჟებული წყალმზომი ხელსაწყო-მოწყობილობა, დროებით მათ დამონტაჟებამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივ სამსახურებთან შეთანხმებით, წყლის ხარჯი შეიძლება განისაზღვროს: პროდუქციის ერთეულზე წყალმოხმარება-წყალჩაშვების ნორმების, წყალსაქაჩი ტუმბოების მახასიათებლების, ელექტროენერგიის ხარჯის მიხედვით და სხვა. არაპირდაპირი მეთოდით გაზომილი წყლის ხარჯის მაჩვენებლები შეიტანება “პად-5” ფორმის პირველადი აღრიცხვის ჟურნალში. 2.11. უწყებრივი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების წესი წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებაზე (პერიოდულობა, აღების ადგილი, ჩამდინარე განსასაზღვრი დამაბინძურებელი ნივთიერებების (ინგრედიენტების) ნუსხა და რაოდენობა, მათი ანალიზის მეთოდები და ა.შ.) უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. 2.12 თითოეულ წყალმოსარგებლე ობიექტზე პირველადი აღრიცხვის ფორმებს ყოველდღიურად ავსებს წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი და აწერს ხელს. ფორმის შევსების სისწორე და მათში მოყვანილი მონაცემების უტყუარობა ყოველთვიურად მოწმდება წყალმოსარგებლე ობიექტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რაც დასტურდება ჟურნალში მისი ხელმოწერითა და ბეჭდით. 3. წყალმოხმარების პირველადი აღრიცხვის ჟურნალის (ფორმა “პად-4”) შევსება წყალმზომი ხელსაწყო-მოწყობილობების ჩვენებების მიხედვით 3.1. ფორმა “პად-4” გამოიყენება წყლის რაოდენობის განსაზღვრისათვის: ა) წყლის ობიექტებიდან ან სხვა წყალმომარაგების სისტემებიდან წყლის აღებისას; ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ან მათი სხვა მომხმარებელზე გადაცემისას; გ) წყლის ჩაშვებისას ფილტრაციის და აორთქლების მინდვრებზე, შემგროვებლებში და ა.შ.; დ) ბრუნვითი და განმეორებითი წყალმომარაგების სისტემებში წყლის გამოყენებისას. ჩანაწერები ჟურნალში “პად-4” ფორმის მიხედვით წარმოებს ყოველდღიურად წყლის ხარ ჯის გამზომი ხელსაწყოების მონაცემების საფუძველზე. 3.2. მე-2 გრაფაში იწერება წყალმზომი ხელსაწყოს ახალი მაჩვენებელი, მე-3 გრაფაში წყალმზომის ძველი მაჩვენებელი. მათი სხვაობით მიღე-ბული წყლის ხარჯის მნიშვნელობა ჩაიწე-რება მე-4 გრაფაში შემდგომში ყოველთვიური და მთლიანად წლიური დაჯამებით ათას კუბურ მეტრებში. 3.3. წყალმზომი ხელსაწყოს მწყობრიდან დროებით გამოსვლის შემთხვევაში წყალ-სარ-გე ბლობის პირველადი აღრიცხვისათვის გამოიყენება ფორმა “პად-5”. 4. წყალმოხმარების (წყალჩაშვების) აღრიცხვის ჟურნალის (ფორმა “პად-5”) წარმოება წყლის ხარჯის გასაანგარიშებლად არაინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებისას 4.1. ფორმა “პად-5” გამოიყენება წყლის ხარჯის აღრიცხვისათვის წყალმოსარგებლე ობექტებზე წყალმზომი ხელსაწყოების უქონლობის შემთხვევაში, როგორც გამონაკლისი. 4.2. იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის პირველადი აღრიცხვა წარმოებს ელექტრო ენერგიის მიხედვით, მე-2 გრაფაში აღირიცხება 1მ3 წყლის გადაქაჩვაზე დახარჯული 4 ელექტრო-ენერგიის რაოდენობა, მე-3 გრაფაში შეიტანება მთლიანად საანგარიშო პერიოდში (თვე, წელი) ელექტროენერგიის ხარჯი ათას კვტ.სთ-ში. მე-3 გრაფაში შეტანილი მონაცემების გაყოფით მე-2 გრაფის მონაცემებზე მიიღება წყლის ხარჯის სიდიდე, რომელიც ჩაიწერება მე 4 გრაფაში. 4.3. სატუმბო სადგურებზე წყლის ხარჯის დადგენა ხორციელდება ტუმბოების წარმადობის და მათი მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. ტუმბოების წარმადობა გან-სა ზღვრუ-ლია მათ პასპორტებში. 4.4. გამოშვებული პროდუქციის მიხედვით წყლის აღრიცხვისას, მე-3 გრაფაში ჩაიწერება გამოშვებული პროდუქციის დღე-ღამური მოცულობა. მე-2 გრაფაში პროდუქციის ერთეულზე დახარჯული წყლის რაოდენობა (ხვედრითი ხარჯი). წყლის დღე-ღამური ხარჯი განისაზღვრება მე-2 და მე-3 გრაფების მაჩვენებლების გადამრავლებით, რომელიც ჩაიწერება მე-4 გრაფაში. 4.5. სარწყავი ფართის მიხედვით წყლის აღრიცხვისას, საანგარიშოდ მიიღება ფაქტიუ-რად მორწყული ფართობის სიდიდე და დადგენილი სარწყავი ნორმა. 5. ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ხარისხის აღრიცხვის ჟურნალის (ფორმა “პად-6”) წარმოება 5.1. “პად-6” ფორმები გამოიყენება ყველა საწარმოში (ორგანიზაციაში), რომლებიც უშვებენ ჩამდინარე წყალს ბუნებრივ წყლის ობიექტებში (ზედაპირული, მიწისქვეშა), ფილტრა-ციის მინდვრებზე, შემაგროვებლებში, ამოსაწმენდ ორმოებში, მიწათმოქმედების სარწყავ მინდვრე-ბზე, აგრეთვე გადასცემენ ჩამდინარე წყალს საქალაქო ან სხვა საკანალიზაციო სისტე-მაში. 5.2. ფორმის დანიშნულებაა იმ ინგრედიენტების რაოდენობის აღრიცხვა, რომლებიც ჩაედინებიან წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად, ჩაშვების თითოეულ წერტილში ჩანაწერებს ჟურნალში “პად-6” ფორმით აწარმოებენ ჩამდინარე წყლების ანალიზების საფუძველ-ზე, რომელთა შედეგები შეიტანება მე-2 გრაფაში. 5.3. ყოველი სინჯის აღებისას უნდა განისაზღვროს ჩამდინარე წყლის ხარჯის სიდიდეც. 5.4. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ინგრედიენტის კონცენტრაციის და ჩამდინარე წყლების ხარჯის სიდიდეების ნამრავლით. მიღებული შედეგები შეიტანება მე-5 გრაფაში. 5.5. ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების თვიური და წლიური ჯამური რაოდე ნობა ჩაიწერება მე-5 გრაფაში კილოგრამებში, ხოლო ჟბმ, ნავთობპროდუქტები, შეწონილი ნაწილაკები, მშრალი ნაშთი, სულფატები, ქლორიდები, ფოსფატები და აზოტი -ტონებში, მძიმის შემდეგ ორი ნიშნის სიზუსტით. ფორმა “პად-4” დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 აგვისტოს №107 ბრძანებით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საწარმო (ორგანიზაცია) ................................................................................................... 5 საამქრო (უბანი) ................................................................................................................ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა .............................. წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა ......................................................... წყალმზომი ხელსაწყოებით და მოწყობილობებით წყალმოხმარების (წყალჩაშვების) აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „..........” ...................... 199 წ. დახურულია „.........”..................... 199 წ. ჟურნალი შედგება...........ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი ხარჯის გაზომვის თარიღი ხარჯმზომის ახალი მაჩვენებლები ხარჯმზომის ძველი მაჩვენებელი წყლის ხარჯი, მ3/დღ, ათასი მ3/თვე აღრიცხვის განმახორციელე ბელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 შეამოწმა .................... ............................. .................................. (თანამდებობა) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) „..........” ...................... 199 წ. ფორმა “პად-5” დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 აგვისტოს №107 ბრძანებით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საწარმო (ორგანიზაცია) ................................................................................................... საამქრო (უბანი) ................................................................................................................ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა .............................. 6 წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა ......................................................... არაინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით წყალმოხმარების (წყალჩაშვების) აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „..........” ...................... 199 წ. დახურულია „.........”..................... 199 წ. ჟურნალი შედგება...........ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი რიცხვი, თვე წყლის ხვედრითი ხარჯი პროდუქციის ერთეულზე (მ3), ელექტრო ენერგიის ხვედრითი ხარჯი (კვტ.სთ/მ3), ტუმბოების წარმადობა (მ3/სთ) გამოშვებული პროდუქციის მოცულობა (ტ,ც,მ3), საანგა-რიშო პერიოდში ელ.ენერგიის ხარჯი (ათ.კვტ.სთ), ტუმბოს მუ-შაო-ბის ხანგრძლივობა (დღ,სთ) წყლის ხარჯი საანგარიშო პერიოდში ათას მ3 აღრიცხვის განმახორციელე ბელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 შეამოწმა .................... ............................. .................................. (თანამდებობა) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) „..........” ...................... 199 წ. ფორმა “პად-6” დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 აგვისტოს N107 ბრძანებით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით საწარმო (ორგანიზაცია) ................................................................................................... საამქრო (უბანი) ................................................................................................................ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა ...................................................................................................................................... 7 წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა ........................................................ ................. .................................. .................. ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ხარისხის აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „..........” ...................... 199 წ. დახურულია „.........”..................... 199 წ. ჟურნალი შედგება...........ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი თარიღი და სინჯის აღების ადგილი ინგრედი ენტის დასახელება ინგრედიენტის კონცენტრაცია მგ/ლ ჩამდინარე წყლების ხარჯი ათას მ3/დღ ჩაშვებული ინგრედი ენტების რაოდენობა კგ აღრიც ხვის განმახორ ციელე ბელი პირის ხელმო წერა 1 2 3 4 5 შეამოწმა .................... ............................. .................................. (თანამდებობა) (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) „..........” ...................... 199 წ.

Order No 107 of 1996 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Charter for Primary Accounting of Use of Water · Nelum