Order No. 10/61 of 2000 of Chairman of State Forestry Department of Georgia on Special Cuts and Carrying Out Thereof
颁布于 2000-09-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის ბრძანება №10/61 დებულების „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“დამტკიცების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Forestry
- 关键词
- forest management/forest conservation, fuelwood, protection of environment, liability/compensation, biotechnology
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.427 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №10/61 2000 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი დებულების „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ“ (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს N 2124 –II-ს ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ.ო) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული დებულება „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“. 2. დაევალოს ტყეთმოწყობისა და ტყითსარგებლბის სამმართველოს (ბატონ ი. ბაბუხადიას) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ დადგენილი წესის შესაბამისად. გ. ჯაფარიძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 იანვრის ბრძანება №3 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.70 დებულება სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ 1.„სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“ დებულების საფუძველი დებულება „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“ ეფუძნება საქართველოს კანონის ”საქართველოს ტყის კოდექსის შესახებ“ (მიღებულია 1999 წლის 22 ივნისს №2124 –II –ს) ოცდამეთხუთმეტე თავის 116-ე მუხლის დ.ო.) ქვეპუნქტს და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობას. 2. „სპეციალური ჭრისა და მისი განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მოქმედების არე ეს დებულება მოქმედებს საქართველოს ტყის ფონდზე და მისი დაცვა სავალდებულოა ყველასათვის, რომელთა გამგებლობაშიც არის ტყე, აგრეთვე მათთვის, რომლებიც გეგმავენ ან ახორციელებენ სპეციალურ ჭრებს. 3. სპეციალური ჭრის მიზანი სპეციალური ჭრა ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად, აგრეთვე მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად. 4. სპეციალური ჭრის განხორციელება სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობისას სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს: ა) ჰიდროკვანძების (დატბორვის ზონის ჩათვლით), მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების, არხების მშენებლობისას; ბ) კარიერების დამუშავებისა და ტორფის (სხვა წიაღისეულის) ამოღებისას; გ) სხვადასხვა დანიშნულების აუცილებელი ზოლებისა და ხაზების გაჭრისას; დ) ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მოწყობისას; ე) ხანძარსაწინააღმდეგო, სატყეო-სამელიორაციო, სატყეო-საკულტურე და სხვა სატყეო სამეურნეო ღონისძიებების ჩატარებისას; ვ) ექსპედიციების (ტყეთმოწყობის, გეოლოგიური, სამეცნიერო, ტოპოგრაფიული და სხვა) მიზნების განხორციელებისას; ზ) სარიტუალო დანიშნულებით, აგრეთვე სპეციალური სორტიმენტის ნიმუშებისათვის ერთეული ხეების მოპოვების აუცილებლობისას; თ) წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისას; ი) ხეების გადაბრუნებით ნაგებობების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხისას. 5. სპეციალური ჭრა მიჩენილ უბანზე მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს: ა) თავდაცვის და სამხედრო დანიშნულების ნაგებობის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას; ბ) სასაზღვრო ზოლისა და ზონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისას; გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით საცდელი ჭრების ჩატარების, სასწავლო-სამეცნიერო პოლიგონების მოწყობის, სამოდელო ხეების მოჭრის აუცილებლობისას; დ) სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობისას. 6. სპეციალური ჭრა მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში და იმ დროს, როცა სხვა სახის ჭრებით მიღებული საწვავი შეშა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის აუცილებელ მოთხოვნილებას და ამასთან, შეუძლებელია ალტერნატიული საწვავით (ენერგორესურსით) მათი უზრუნველყოფა. 7. სპეციალური ჭრის განხორციელების წესი 1. ამ დებულების მე-4 მუხლის ა) –ე) პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური ჭრის განხორციელების წესი, პირობები, ვადები და მოცულობები განისაზღვრება გარემოსდაცვითი, სატყეო კანონმდებლობის დაცვით და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული შესაბამისი ტყის ფონდის მართვის ორგანოსთან; 2. ამ დებულების მე – 4 მუხლის ვ)-ი) პუნქტებით მე – 5 და მე – 6 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური ჭრის განხორციელების წესი, სხვა ეკოლოგიური და მეტყევეობითი მოთხოვნები გამომდინარეობენ „საქართველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის შესახებ“, „საქართველოს ტყეებში მოვლითი ჭრის წესის შესახებ“, „ხეტყის ზეზეურად გაცემის წესის შესახებ“ დებულებებიდან, აგრეთვე: ა) ამ დებულების მე – 4 მუხლის ვ)-ი) პუნქტებით განსაზღვრულ ცალკეულ აუცილებელ შემთხვევაში, სპეციალური ჭრა ხორციელდება არსებული სიტუაციის შესაბამისად ტყის დაცვის მუშაკის ზედამხედველობითა და მისი პასუხისმგებლობით; ბ) მიჩნეული უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად სპეციალური ჭრის განხორციელების ვადები, ტერიტორია და მოცულობა დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, რომელიც გამოიცემა ”საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად; გ) ტყის განახლებისათვის საკმარისი მოზარდის არსებობისას, საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს 0,3-0,4 სიხშირის შუახნოვან და მომწიფარ კორომში 28 სმ-ზე მეტი დიამეტრის ხეების მოჭრით, ხოლო 0,5 სიხშირის კორომში – მარაგის 25%-ის მოჭრით (მთავარი სარგებლობის ჭრის წესების დანართი №2), რომლის დროსაც პირველ რიგში იჭრება ფაუტი, ხმობადი, მრუდეღეროვანი და გადაბერებული ხეები: დ) 0,3-0,5 სიხშირის კორომში ტყის განახლებისათვის საკმარისი მოზარდის 50-80%-ის არსებობისას, საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს 25 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე მარაგის 25%-ის მოჭრით, ხოლო 26 35 გრადუსის დაქანების ფერდობზე – მარაგის 20%-ის მოჭრით; ე) საწვავი შეშით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს უკვე გადაბელილი ხეების გადაბელვით და ახალგაზრდა კორომში არსებული ერთეული მწიფე და გადაბერებული ხეების გამოღებით. 8. აკრძალვები სპეციალური ჭრის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. არსებული სიტუაციისა და გარემოების მიუხედავად, გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის ა) პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა არ შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური ჭრა; ა) ნაკრძალში, ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში, ბუნების ძეგლში, დაცულ ლანდშაფტში; ბ) სუბალპურ ზოლში; გ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში; დ) ეროზირებულ, დამეწყრილ და ეროზიასაშიშ ტერიტორიაზე. 2. სპეცალურ ჭრას არ ექვემდებარება: ა) წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ენდემური, რელიქტური და ძვირფასმერქნიანი სახეობა; გ) ისტორიული, მემორიალური და სხვა ღირებულების მქონე ერთეული ხეები. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 იანვრის ბრძანება №3 - სსმ III, №7, 25.01.2010წ., მუხ.70 9. გადასახადი სპეციალური ჭრით მიღებულ რესურსზე ამ დებულების მე 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური ჭრის შედეგად რესურსის ბუნებიდან ამოღება ფასიანია და ამ ღირებულებას, როგორც წესი, ანაზღაურებს ტყით მოსარგებლე. ხოლო, თუ რესურსის რეალიზაცია გარანტირებულია, ტყით მოსარგებლის თანხმობის შემთხვევაში, ამ რესურსის გაცემა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნითი რესურსების გაცემის შესახებ მოქმედი წესის შესაბამისად. 10. სპეციალური ჭრის გარემოსდაცვითი მოთხოვნები სპეციალური ჭრის განხორციელდება არ თავისუფლდება გარემოსდაცვითი მოთხოვნებისაგან და მისი დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე სავალდებულოა ისეთი ვარიანტის, ფორმისა და მეთოდის შერჩევა, რომელიც ყველაზე ნაკლებად დააზიანებს ბუნებრივ გარემოს. 11. პასუხიმგებლობა სპეციალური ჭრის განხორციელებაზე სპეციალური ჭრა ხორციელდება ტყის დაცვის მუშაკის ზედამხედველობით და მის განხორციელებაზე კონტროლის პასუხისმგებლობა ეკისრება სატყეო მეურნეობის დირექტორს.