跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 1-1/221 of 2022 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Rules for Sending Notification to the Secretariat of the Energy Community about Alternative Measures from the Policy of Energy Efficiency National Action Plan

颁布于 2022-05-20 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის ბრძანება №1-1/221 ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Energy
关键词
classification/declassification, climate change, ecofriendly products/ecofriendly processes, energy conservation/energy production, governance, international cooperation, policy/planning, data collection/reporting

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/221 2022 წლის 20 მაისი ქ. თბილისი „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 მუხლის მე- 10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და ლევან დავითაშვილი მდგრადი განვითარების მინისტრი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი მუხლი 1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ამ წესის შესაბამისად მომზადებული შეტყობინება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ (შემდგომში – შეტყობინება), რომელიც მოიცავს ინფორმაციას და მეთოდოლოგიას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ.

  2. მუხლი 2 ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების შესახებ შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა არ ითვალისწინებს საგადასახადო ღონისძიებებს, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ვალდებულ, მონაწილე ან უფლებამოსილ მხარეებს, ან განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირებს/ორგანოებს; ბ) სამიზნე სექტორებს; გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულებების სქემების მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების განმავლობაში, ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლის დონეს ან მოსალოდნელ დანაზოგებს; http://www.matsne.gov.ge 30028002022024016744 დ) ენერგოეფექტური ვალდებულებების სქემ(ებ)ის მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების ხანგრძლივობას; ე) სათანადო ღონისძიების კატეგორიებს; ვ) გამოთვლის მეთოდოლოგიას, დამატებითი და არსებითი ხასიათის დადგენის მეთოდოლოგიის ჩათვლით, და რომელი მეთოდოლოგია და ნიშნულები გამოიყენება საინჟინრო გამოთვლების განხორციელებისას; ზ) ღონისძიების მოქმედების ვადებს; თ) კლიმატის ცვლილებების შემარბილებელ და ადაპტაციის მიდგომას; ი) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების ხარისხის სტანდარტებს; კ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს შედეგების გაზომვისა და დადასტურების ოქმებს და როგორ არის დაცული ამ ოქმების შედგენის პროცესის დამოუკიდებლობა ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს განხორციელებაზე ვალდებული, სქემაში მონაწილე და უფლებამოსილი პირებისგან; ლ) ენერგოაუდიტის ოქმებს. მუხლი 3 იმ შემთხვევაში, თუკი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები მოიცავს საგადასახადო ღონისძიებებს, ამ ღონისძიებების შესახებ შეტყობინება ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს:

  3. ა) სამიზნე სექტორებსა და გადასახადების გადამხდელთა სეგმენტს; ბ) განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირს/ორგანოს; გ) მოსალოდნელ მისაღწევ დანაზოგებს; დ) საგადასახადო ღონისძიების ხანგრძლივობას და შუალედურ პერიოდებს; და ე) გამოთვლის მეთოდოლოგიას, გამოყენებული ფასის ელასტიურობის ჩათვლით. მუხლი 4 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას ამ წესის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების შემუშავებაში. . http://www.matsne.gov.ge 30028002022024016744