跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 1-1/119 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Rules for Normalization of Accounting of Electricity Generated from Hydro and Wind Energy

颁布于 2020-03-05 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის ბრძანება №1-1/119 ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Energy
关键词
data collection/reporting, energy conservation/energy production, hydropower generation, renewable energy

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/119 2020 წლის 5 მარტი ქ. თბილისი ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცეს თანდართული ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესი (დანართი №1). 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და ნათელა თურნავა მდგრადი განვითარების მინისტრი http://www.matsne.gov.ge 30035000022024016626 დანართი №1 ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესი მუხლი 1. ჰიდროენერგიისაგან გამომუშავებელი ელექტროენერგიის აღრიცხვა 1. ჰიდროენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები: ა) N = საანგარიშო წელი; ბ) QN(norm) = საქართველოს ყველა ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ნორმალიზებული ელექტროენერგია N წელში, აღრიცხვის მიზნებისთვის; გ) Qi = საქართველოს ყველა ჰიდროელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა i წელში აღრიცხული გვტ.სთ-ში, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის აგრეგატების მიერ მაღალ დონეზე ამოტუმბული წყლის გამოყენებით წარმოებული ელექტროენერგიისა;

  2. დ) Ci = i წლის ბოლოს საქართველოს ყველა ჰიდროელექტროსადგურის მთლიანი დადგმული სიმძლავრე, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი სადგურისა, აღრიცხული მგვტ-ში. მუხლი 2. ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვა 1. ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვისთვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობანი: ა) N = საანგარიშო წელი; ბ) QN(norm) = საქართველოს ქარის ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ნორმალიზებული ელექტროენერგია N წელში, აღრიცხვის მიზნებისთვის; გ) Qi = i წელში საქართველოს ქარის ყველა ელექტროსადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა, აღრიცხული გვტ.სთ-ში; დ) Cj = საქართველოს ქარის ყველა ელექტროსადგურის მთლიანი დადგმული სიმძლავრე j წლის ბოლოს, აღრიცხული მგვტ-ში; ე) n = 4 ან N წლამდე წლების რაოდენობა, რომლისთვისაც სიმძლავრისა და წარმოების მონაცემები ხელმისაწვდომია საქართველოში, იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ნაკლები.

Order No. 1-1/119 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Rules for Normalization of Accounting of Electricity Generated from Hydro and Wind Energy · Nelum