Order No. 07 of 2016 of Director of Maritime Transport Agency on License Form and Description Thereof for Activities Involving Extraction of State-owned Sunk Scrap and Non-ferrous Metal from Territorial Sea and Internal Waters of Georgia
颁布于 2016-07-11 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის ბრძანება №07 „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Mineral resources, Sea
- 关键词
- minerals, exploration, mining, authorization/permit, procedural matters, waste non-domestic sources, territorial sea, maritime zone
- 类别
- metals-base, metals-precious, minerals-critical
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №07 2016 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმისა და მისი აღწერილობის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 113-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 88-ე პუნქტისა და მე-14 მუხლის, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №430 დადგენილების მე-8 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის“ ფორმა და მისი აღწერილობა (დანართის №1). მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მამუკა ახალაძე დირექტორი
დანართი №1 საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა და მისი აღწერილობა 1. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაცემი საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის ლიცენზიის ფორმა წარმოადგენს ფერად A4 ფორმატის ერთფურცლიან ბლანკს. 2. ლიცენზიის ფორმის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: საქმიანობის ლიცენზიის N, ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის თარიღი, სამართლებრივი საფუძვლები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი. ლიცენზიის ფორმის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს სახელწოდება, დამკვეთის – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - სფს. 3. ლიცენზიის ფორმის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი. 4. ლიცენზიის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083 ა) ბამბის 100%, 110± გრ/მ2 ქაღალდი, ქარხნული ექსკლუზიური წყლის ნიშანი, უხილავი ფიბრებით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას;
ბ) ექსკლუზიურ გილიოშურ დამცავ ბადეს; გ) პირველი სამი ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითება „საზღვაო ტრანპორტის სააგენტო“; დ) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქმიანობის ლიცენზია № ლიცენზიის მფლობელი: ___________________________________________ ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, განახორციელოს _______________________ _________________________________________________________________________________ (საქმიანობა) ლიცენზიის გაცემის თარიღი: ____ ____ 20--წ. (რიცხვი, თვე, წელი) ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. თუ ლიცენზიის მფლობელმა სრულად ამოიღო სალიცენზიო ობიექტი, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: _____________________________ ბ. ა. ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით. http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083 დამამზადებელი: დამკვეთი: სფს-ს რეგისტრაციის № http://www.matsne.gov.ge 31002000055067016083