跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 05 of 2013 of Maritime Transport Agency of Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia on Prohibition of Fishing in Ports and Adjacent Waters

颁布于 2013-05-21 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Fisheries and aquaculture
关键词
fish products, fishery management and conservation, fishing area, marine fisheries

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 2013 წლის 21 მაისი ქ. ბათუმი ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისთანავე. სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ვახტანგ მიქელაიშვილი ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესი (შემდგომში „წესი“) ადგენს საქართველოს საზღვაო ნავსადგურის წყლებში, შიდა აკვატორიაში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერის აკრძალვის წესს. 2. წესის მიზანია ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფა. 3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასცემს თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით, თევზჭერისათვის აკრძალულ იმ რაიონებში, სადაც ასეთი სახის თევზჭერა ხელს არ უშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოლი (Breakwater) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა შესრულებული ქვის ლოდების ნაყარი თანსპეციალური რკინაბეტონის დიდი წონის მასივებისაგან, რომლის მთავარი დანიშნულებაა წყლის ტალღის მიმართულების და ძალის დამუხრუჭება ამ ნაგებობის შიგნით განთავსებული ნავმისადგომებისა და იქ მდგომი გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) აკრძალული უბანი - სანაპირო წყლები ან ზღვის სივრცე, რომლის საზღვრებში გადის წყალქვეშა მილსადენები, საკომუნიკაციო კაბელები და სხვა, რომლებიც ოფიციალურადაა აღნიშნული საზღვაო სანავიგაციო რუკებზე. http://www.matsne.gov.ge 41004000055067016042 2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის წინამდებარე ბრძანებით, განიმარტება „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 3. ბათუმის ნავსადგური 1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე, ფარვატერზე, ნავსადგურის შესასვლელ არხში, გემების ღუზაზე დგომის წერტილებში, უნავმისადგომო ჩამოსასხმელის გარშემო, ცოცხალი რესურსების რეწვა, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავსადგურის ნავმისადგომებიდან ანკესითა და სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებულ ზღვის აკვატორიაში და მასში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) ლოცმანის მისაღები წერტილიდან 2,5 ( ორნახევარი) კბტ რადიუსში; გ) ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი ) კბტ რადიუსში; დ) ფარვატერის ღერძიდან 2 ( ორი ) კბტ ნაკლებ მანძილზე; ე) სპეციალური სამუშაობით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან) 10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე; ვ) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებისა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ზ) უნავმისადგომო ჩამოსასხმელის აღჭურვილობიდან 150 (ას ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში. უნავმისადგომი ნავმისადგომის აღჭურვილობაში შედის: გემის მისაბმელი კასრები, თხევადი ნავთობის უკანმომავალი გაზის მცურავი მილების წყლის ზედაპირზე დამაფიქსირებელი კასრები, წყალქვეშა სატვირთო მილების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი კასრები და გემის ფაქტობრივი დგომის ღერძის გარშემო სივრცე; თ) აკრძალულ უბანზე. 2. ბათუმის ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილი შემოიფარგლება შემდეგი საკონტროლო წერტილებით: ა) დასაწყისი: ჩრდილოეთ დამცავი მოლის დასაწყისი (დასავლეთი უკიდურესი წერტილი) განედი 41-38'97 N გრძედი 041-38'93 E; ბ) დასასრული :N9 ნავმისადგომის დასაწყისი (დასავლეთი უკიდურესი წერტილი ) განედი 41-38'91 N გრძედი 041-38'80 E; 3. ნავსადგურის დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შედიან შემდეგი ნავმისადგომები: N1, N2, N3 (ნავთობ ტერმინალის ნავმისადგომები), N4,N5 (საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომები), N6 (საბორნე გადასასვლელის ტერმინალი), N7, N8, N9 (შერეული, მშრალი და ნაყარი ტვირთის ნავმისადგომები). 4. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომები წარმოადგენენ ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილს და არ შედიან ნავსადგურის დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში. 5. ბათუმის ნავსადგურის N10 და N11 სამგზავრო დანიშნულების ნავმისადგომებიდან სამოყვარულო თევზჭერა დასაშვებია. მუხლი 4. ფოთის ნავსადგური 1. ნავსადგურის შიდა აკვატორიაში, ნავსადგურის შესასვლელ არხში, ფარვატერზე, გემების ღუზაზე დგომისა და ინტენსიური მოძრაობის ადგილებში ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვის, აგრეთვე ნავმისადგომებიდან ანკესით ან სხვა საშუალებებით თევზჭერა იკრძალება: ა) ნავსადგურის დაცული (სარეჟიმო) ნაწილის შიგნით არსებული ზღვის აკვატორიაში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან; ბ) რუკაზე დატანილი გემების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში (მოძრაობის გამყოფ ზონაში), ნავსადგურში შესასვლელ არხში და ფარვატერზე; გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან 3 (სამი) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის; http://www.matsne.gov.ge 41004000055067016042 დ) რეიდზე (ღუზაზე მდგომი, სპეციალურად გამოყოფილი №1 და №2 საღუზე წერტილებში) სატვირთო ოპერაციებით დაკავებული გემებიდან ერთი საზღვაო მილის რადიუსში; ე) ზღვაოსნობის სახელმძღვანელოებსა და მეზღვაურთა უწყებებში განცხადებულ რაიონებში, რომელიც აღნიშნულია შესწორებულ სანავიგაციო რუკებზე ან შეტყობინებით გამოცხადებულ კოორდინატებში; ვ) აკრძალულ უბანზე. 2. ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან დასაშვებია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა მხოლოდ სამანიპულაციო ჯოხით აღჭურვილი ხელის ანკესით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 18 მარტის ბრძანება №03 - ვებგვერდი, 18.03.2016წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №06 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. მუხლი 5. სუფსის ნავსადგური 1. ‘SPM’-იდან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა. 2. ‘SPM’-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტი არის 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თითოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცეში აკრძალულია ყველა სახის თევზჭერა. მუხლი 6. ყულევის ნავსადგური ნავსადგურების დაცულ (სარეჟიმო) ნაწილში შემავალი ნავმისადგომებიდან, მცურავი საშუალებებიდან და მოლიდან ცოცხალი რესურსების რეწვის, სათხევლის და სხვა სახის ბადის გამართვა, აგრეთვე ნავმისადგომიდან ანკესით ან სხვა საშუალებით თევზჭერა აკრძალულია. მუხლი 7. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. http://www.matsne.gov.ge 41004000055067016042