Order No. 03/207 of 2013 of Minister of Culture and Heritage Protection on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage
颁布于 2013-11-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანება №03/207 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- milk/dairy products, processing/handling, cultural heritage
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №03/207 2013 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი: ა) საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიციას – ჟურნალი „დილა"; ბ) ცეკვა „ხორუმს"; გ) მესხური ყველი „ტენილის“ დამზადების ტექნოლოგიას. 2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა. 3. ეთხოვოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7). მინისტრი გ. ოდიშარია