跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 02/39 of 2019 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage to Traditional Patrimonial Technique of Making Danelia Wines

颁布于 2019-05-29 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის ბრძანება №02/39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგია” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Food and nutrition
关键词
viticulture/oenological practices, processing/handling, cultural heritage

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/39 2019 წლის 29 მაისი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისთვის – „დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგია“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის 02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგია“. 2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52). გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. http://www.matsne.gov.ge

Order No. 02/39 of 2019 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage to Traditional Patrimonial Technique of Making Danelia Wines · Nelum