Order No. 01-30/N of 2021 of Minister of Displaced People from Occupied Territories, Health and Social Affairs of Georgia on Rules for Provision of Housing for Displaced People
颁布于 2021-04-08 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის ბრძანება №01-30/ნ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development, General
- 关键词
- governance, migration, poverty, social protection, subsidy/incentive
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-30/ნ 2021 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1. 2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2. 3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3. 4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №4. 5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №5 და „აღწერის ფორმა“ - დანართი №6. 6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8.
7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9. 8. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №10-ის შესაბამისად. მუხლი 2 საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები. http://www.matsne.gov.ge 01017000022035016858 მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს № 320 ბრძანება. მუხლი 4 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ეკატერინე ტიკარაძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი http://www.matsne.gov.ge 01017000022035016858
დანართი №1 დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. 2. წინამდებარე წესით აღიარებულია ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილების, ოჯახის მთლიანობის, ოჯახის ან მეურვის/მზრუნველის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნებისა და მათი განსაკუთრებული დაცვის, ასევე, სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დოკუმენტაციისა და საჯარო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. 3. ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. 4. თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი წინამდებარე წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; გ) ადგილობრივი განსახლება − საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა მის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას; დ) განსახლება სხვა ადმინისტრაციულ-ტეროტორიულ ერთეულში – საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივ განსახლებას; ე) მონაცემთა ბაზა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) არსებული დევნილთა მონაცემთა ბაზა; ვ) კრიტერიუმები − ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ − დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ − დანართი №8; ზ) საცხოვრებელი ფართის სტანდარტები – ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9; თ) დეპარტამენტი – სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტი; ი) სამიზნე (დასახური) ობიექტი – მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელიც: ავარიულია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად; წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას ან, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; კ) დევნილის დროებითი განსახლება − დევნილისათვის სათანადო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის უზრუნველყოფა (მათ შორის, ქირის თანხით უზრუნველყოფა), გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებისა.
მუხლი 3. საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურა 1. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. 3. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული სამმართველოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №8 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 5. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი
ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების ვებგვერდებზე (www.moh.gov.ge; www.idp.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელი ფართზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების
რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 6. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული სამმართველოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე დამუშავებული განაცხადები, თანდართული დოკუმენტაციით, ამავე პუნქტებში მოცემული პროცედურების განხორციელების შემდგომ, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ სამმართველოებს შორის გადაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. 9. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში. 10. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და
ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 - მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება სააგენტოს დირექტორს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდებზე (www.moh.gov.ge; www.idp.gov.ge). თუ დევნილი ოჯახი, ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, ობიექტური მიზეზის გარეშე, ერთი თვის განმავლობაში არ ცხადდება ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაზე, გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 12. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს მიერ, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს მიერ შეთავაზებული კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. 14. თუ დევნილი ოჯახი, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, განაცხადებს უარს, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ან ხელს არ მოაწერს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობაზე, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დევნილი ოჯახი და/ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ასეთი დევნილი ოჯახის განაცხადი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში, არ განიხილება შემდგომი 3 (სამი) წლის მანძილზე. 15. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დევნილ ოჯახს ეცნობება წერილობით. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ფართის კონკრეტულ მისამართს.
17. კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით. 18. ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 1 თვის ვადაში აისახება დევნილთა მონაცემთა ბაზაში. 19. დევნილი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადები არ დაკმაყოფილდა, სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში ავსებენ მხოლოდ ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმას. ამ შემთხვევაში, დევნილი ოჯახის ან სააგენტოს ინიციატივით შესაძლებელია დაზუსტდეს/გადამოწმდეს დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასეთი საჭიროების შემთხვევაში. იმავე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის“ ფორმის შევსება სავალდებულო არ არის.
მუხლი 4. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურა 1. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმისა“ და მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართის №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-მე- 12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრება: ა) არაუმეტეს 22 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 1-2 წევრისაგან; ბ) არაუმეტეს 25 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან; გ) არაუმეტეს 28 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან; დ) არაუმეტეს 31 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან; ე) არაუმეტეს 34 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან; ვ) არაუმეტეს 37 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან; ზ) არაუმეტეს 40 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 8 წევრისაგან; თ) ყოველ შემდგომ წევრზე - 3000 ლარი. 3. დეპარტამენტი და სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ახორციელებენ დევნილი ოჯახების ინფორმირებას, ამ მუხლით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ. მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 4. ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმების შესაბამისად. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 5. დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება დანართი №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების
საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმების მეშვეობით, რის საფუძველზეც სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობით განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ; დ) დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე და/ან ოჯახის შემადგენლობაზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 6. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული სამმართველოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს
თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე დამუშავებული განაცხადები, თანდართული დოკუმენტაციით, ამავე პუნქტებში მოცემული პროცედურების განხორციელების შემდგომ, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ სამმართველოებს შორის გადაიცემა მიღება-ჩაბარების აქტით. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 9. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს უბრუნდება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში. 10. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. 11. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, მიეცემათ 3-თვიანი ვადა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევისათვის, დეპარტამენტისათვის წარდგენის მიზნით. კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილ ოჯახს შესაძლოა მიეცეს დამატებითი ვადა არაუმეტეს 3 თვისა, საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევისა და წარდგენისათვის. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, შერჩეულ საცხოვრებელ ფართს (სახლი/ბინა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ჩაუტარდეს საექსპერტო შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით. 13. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე. 14. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა განხორციელდეს დევნილის და სააგენტოს მიერ თანადაფინანსებით. 15. სააგენტო, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში. 16. ამ მუხლის მე-10–მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ, განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დევნილ ოჯახს დეპარტამენტის მიერ ეცნობება წერილობით. 17. კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი სახლი (სახლი/ბინა) რეგისტრირდება დევნილი ოჯახის წევრების თანასაკუთრებად. მუხლი 5. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება ამ ბრძანებით გათვალისწინებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (განაცხადი, კითხვარი, განცხადება და სხვა კორესპონდენცია) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ასევე მიიღება სსიპ – იუსტიციის სახლის ფილიალებში. მუხლი 6. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები 1. გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 2. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. 3. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. 4. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახის რომელიმე წევრს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დროს პრიორიტეტი მიანიჭოს ასეთ ოჯახს. 5. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. 7. ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. 8. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ. 9. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას. 10. ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე
რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №6) მიხედვით. 12. განსაკუთრებულ შემთხვევად შესაძლებელია, ამ წესის შესაბამისად განხილულ იქნეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, თუ იგი ფლობს საკუთრებაში საცხოვრებელ ფართს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებისაგან, ხოლო საბაზრო ფასი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მის საფასურად ალტერნატიული, ამ პუნქტში აღნიშნული სტანდარტების მქონე საცხოვრებელ ფართის შეძენა. ამასთან, აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მას არ უნდა ჰქონდეს გადაცემული საკუთრებაში დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. 13. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. 14. ამ წესის შესაბამისად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში დევნილი ოჯახი ვალდებულია გამოათავისუფლოს ამ აქტის გამოცემამდე მის მიერ დაკავებული მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართი ან ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში არსებული ფართი). დევნილი ოჯახის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. 15. ამ წესით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომელთა ოჯახის წევრთა ნახევარს მაინც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოჯახის არადევნილი წევრები არიან მეუღლე, შვილი და გერი.
16. დაუშვებელია გრძელვადიანი განსახლების ნებისმიერი სხვა პროგრამიდან განაცხადის განსახილველად გადატანა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურაში მონაწილეობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კომისიის გადაწყვეტილებით სააგენტო გამოაცხადებს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების ვადებსა და დევნილი ოჯახების კონტინგენტს. 17. თუ დევნილ ოჯახს შევსებული აქვს ამ წესით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში რამდენიმე განაცხადი, სააგენტოს მიერ, 2021 წლის 1 მაისიდან განიხილება მხოლოდ ბოლო განაცხადი. დევნილ ოჯახს უფლება აქვს 2021 წლის 1 მაისამდე დააზუსტოს მის მიერ შევსებულ განაცხადთაგან, რომლის განხილვა სურს. მუხლი 7. დევნილის დროებითი განსახლების წესი 1. დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. 2. დევნილი დროებითი განსახლების თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას. 4. დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, სოციალური საკითხებისა და პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც. 5. კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახის მიმართ განხორციელდება დროებითი განსახლების ღონისძიება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც წარედგინება სააგენტოს დირექტორს, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) დეპარტამენტის მიერ ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახი. ობიექტების ამგვარი მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი კომპაქტურად განსახლების
ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ და ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. ამასთან, ამ ეტაპზე შეუძლებელია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, განცხადებით მიმართვის დროისათვის კონკრეტული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის არარსებობის გამო; დ) თუ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი დაუზიანდა/გაუნადგურდა და შესაბამისად, წარმოეშვა დროებითი განსახლების გადაუდებელი აუცილებლობა; ე) თუ დევნილი ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30001-ზე ნაკლებს; ვ) თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ზ) თუ დევნილი ოჯახის რომელიმე წევრს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ამავე კანონის შესაბამისად იმყოფება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში და ეწურება იქ ყოფნის პერიოდი. 7. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული მონიტორინგის ფორმიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია უარი თქვას კონკრეტული განცხადების დაკმაყოფილებაზე. 8. კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. 9. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დევნილი ოჯახის განცხადებისა და დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. 10. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
11. დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებები განიხილება კომისიის მიერ საჭიროებისამებრ. 12. დევნილი ოჯახის განცხადება ქირის თანხის გაცემაზე არ განიხილება, თუ: ა) ოჯახი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტების ფარგლებში; ბ) არ არის წარმოდგენილი დევნილი ოჯახის სარგებლობაში არსებული ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი); გ) ოჯახს არა აქვს შევსებული რომელიმე განაცხადი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში. 13. დევნილის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილის ქირის თანხით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. დანართი №2 საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა (ქალაქი/რეგიონი/რაიონი/სოფელი): ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი …………….. წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და სააგენტოს თანამშრომლების მიერ, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის (დანართი №4) – შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს. ამ განაცხადზე ხელმოწერით ვაცხადებთ თანხმობას, რომ: • სააგენტომ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია ჩვენი ოჯახის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებული ქულების და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. • ამ განაცხადის საფუძველზე, ჩვენი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შემთხვევაში, სახელმწიფოს ეხსნება ჩვენი ოჯახის წევრების პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. • სააგენტოს აქვს უფლება საჭიროების მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის
შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია (დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა ნებისმიერ დროს, სხვადასხვა უწყებებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა). შენიშვნა: სააგენტო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება). განმცხადებლის ხელმოწერა:__________________________________ ოჯახის წევრების ხელმოწერა:_________________________________ დანართი №3 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 14 აპრილის ბრძანება №01-32/ნ - ვებგვერდი, 15.04.2021წ. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა (ქალაქი/რეგიონი/რაიონი/სოფელი): ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი …………….. წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და სააგენტოს თანამშრომლების მიერ, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის (დანართი №4) შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს. ამ განაცხადზე ხელმოწერით ვაცხადებთ თანხმობას, რომ: • სააგენტომ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია, ჩვენი ოჯახის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებული ქულების და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. • ამ განაცხადის საფუძველზე, ჩვენი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შემთხვევაში სახელმწიფოს ეხსნება ჩვენი ოჯახის წევრების პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. • სააგენტოს აქვს უფლება, საჭიროების მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია (დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა ნებისმიერ დროს, სხვადასხვა უწყებიდან და დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა). (შენიშვნა: სააგენტო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
განმცხადებლის ხელმოწერა: _______________________________ ოჯახის წევრების ხელმოწერა: ______________________________ დანართი №4 გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი კითხვარის შევსების მიზანია შესწავლილ იქნეს თქვენი ოჯახის მდგომარეობა, რათა თქვენი სურვილისამებრ, თქვენ მიერ შერჩეულ რაიონში/ქალაქში მოხდეს თქვენი ოჯახისთვის გრძელვადიანი განსახლების შეთავაზება. დასმულ კითხვებზე თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვახდინოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ გადაწყვეტილებების მისაღებად. კითხვარი ეხება ოჯახს. ოჯახად მოიაზრება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახის წევრად ითვლება ასევე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დროებით ცხოვრობს ოჯახს გარეთ (ბავშვთა სახლში, მეორე მშობელთან, ნათესავთან და ა.შ.) წინასწარ გიხდით მადლობას! განსახლების რაიონად/ქალაქად ვირჩევ საქართველო, თბილისი. ინფორმაცია რესპონდენტის შესახებ რესპოდენტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ოჯახის წევრი, ისე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახის შესახებ და ოჯახის კოლექტიურ განცხადებაში წევრების მიერ არჩეულია, როგორც ოჯახის წარმომადგენელი რესპონდენტის სახელი, ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი ტელეფონი: გვარი: (ქალაქი, სოფელი, ქუჩა, კორპუსი, ბინა)
განმცხადებლის ხელმოწერა: ------------------------------------------ A1.1 ოჯახის შემადგენლობა მიმართება ოჯახური დევნილის № სახელი, მოდული A გვარი პირადი - ინფორმაცია № წევრების ოჯახის სქესი შესახებასაკი ოჯახის მდგომარეობა სტატუსი უფროსთან: ოჯახში არასრულწლოვანთა რაოდენობა: A1.2 ოჯახის შემადგენლობა მარჩენალდაკარგული შშმპ (კატეგორია) № სახელი, გვარი პირადი № მშობელი/ქვრივი მძიმედ დაავადებული ხანდაზმული მეურვე A2. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ომში ომში დაღუპულთა ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრი ომის მონაწილე № სახელი, გვარი დაინვალიდებული ოჯახის წევრი (უგზოუკვლოდ/კონფ ჯილდოები (მოწმობის №) (მოწმობის №) (ბრძოლაში ლიქტის შედეგად დაღუპული) დაღუპული) განმცხადებლის ხელმოწერა: ------------------------------------------ მოდული C - საცხოვრებელი ნაქირავები ქირის ოდენობა ნაგირავები გირავნობის ნათხოვარი თანხა დროის ხანგრძლივობა ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული C1. რა არის ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი? საცხოვრებელი ფართი (შემოხაზეთ) მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი)
არის ოჯახის საკუთრებაში საბაზრო ფასი სხვა (მიუთითეთ) მოდული B - ინფორმაცია ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ B1. ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება B1.1. იმყოფება თუ არა თქვენი ოჯახი კი არა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში? 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით 30001- 57000 შორის სარეიტინგო ქულით B1.2 რამდენია ოჯახის სარეიტინგო 57001 - 60000 შორის სარეიტინგო ქულით ქულა? 60001 - 65000 შორის სარეიტინგო ქულით 65001 - 100000 შორის სარეიტინგო ქულით არ არის სოციალურ პროგრამაში მოდული D - საცხოვრებლის მდგომარეობა და ცხოვრების პირობები D1. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებლის მეპატრონე ითხოვს დევნილის გამოსახლებას, რომელ ორგანოში მიმდინარეობს საქმის წარმოება (შემოხაზეთ) სასამართლო შინაგან საქმეთა სამინისტრო სააგენტო სხვა D2. გამოსახლება / მნიშვნელოვანი ობიექტი ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების ა.ბ) დევნილი ოჯახი, კანონით რომელსაცპროცედურა. გათვალისწინებული საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი/ბინა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგა აღნიშნული საკუთრება და: ა.ბ.ა) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ბ.ბ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურა საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია).
დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია (შენიშვნა: სააგენტო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება). განმცხადებლის ხელმოწერა: -------------------------------------------------- ოპერატორის ხელმოწერა: -------------------------------------------------- განმცხადებლის ხელმოწერა: ------------------------------------------ დანართი N5 გრძელვადიანი / დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა განაცხადის № სახელი / გვარი ვიზიტის თარიღი / დრო ტელეფონი აბონენტის № მისამართი, ფართი - კვ.მ მოცემულ და წინა საცხოვრებელ მისამართზე ქირით თუ ქირის გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობა ა. ოჯახის შემადგენლობა - ყოველთვიური შემოსავალი ოჯახის თითოეულ წევრზე, შემოსავლის წყარო, ადგილსამყოფებლი მონიტორინგის დროს: ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი მონიტორინგის № სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი შემოსავლის წყარო, თანხა დროს 1.
2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. ბ. მისამართზე მცხოვრებ პირთა რაოდენობა, რომლებიც არ შედიან განაცხადში: № სახელი / გვარი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი მონიტორინგის დროს 1. -1- 2. 3. 4. 5. ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/ გ. დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე: ნათესაური საკადასტრო კოდი სახელი / გვარი პირადი № ტელეფონი ფართის მესაკუთრის საცხოვრებელი მისამართი კავშირი (არსებობის შემთხვევაში) დ. სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაცია / ამონაწერი: ე. არასრულწლოვანთა რაოდენობა, სასწავლებელი (სკოლა/ბაღი) № სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია № სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია 1. 1. 2. 2. 3. 3. 4. 4. 5. 5. ვ. შშმპ (I-მკვეთრად, II-მნიშვნელოვნად, III-ზომიერად) ონკოლოგიური ავადმყოფი ზ. მარტოხელა მშობელი, ქვრივი, მარტოხელა პენსიონერი: № სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია № სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია 1. 1. 2. 2. 3. 3. 4. 4. თ. ომში დაღუპული ოჯახის წევრი, სახელმწიფო ჯილდო, იყო თუ არა დაოჯახებული, გარდაცვლილის ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართი: ი. ომის ვეტერანი - სახელმწიფო ჯილდო:
№ სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია -2- 1. № სახელი / გვარი დამატებითი ინფორმაცია 2. 1. 3. 2. 4. 3. 4. ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/ კ. ინფორმაცია ოჯახის უფროსის მშობლების, შვილების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. 4. 5. 6. ლ. ინფორმაცია ოჯახის უფროსის მეუღლის მშობლების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. 4. 5. 6. მ. ინფორმაცია ოჯახის უფროსის რძლის/სიძის მშობლების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. -3- 4. 5. 6. ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/ ნ. ინფორმაცია გასხვისებული ქონების შესახებ: (გასხვისების თარიღი / მიზეზი / ნათესაური კავშირი მყიდველთან) ო. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა: ჯგუფის წევრი: /სახელი, გვარი/ დამსწრე პირი: /სახელი, გვარი/ -4- დანართი N6 აღწერის ფორმა
ვიზიტის თარიღი: დევნილთა დროებითი საცხოვრებელი შენობის: ვიზიტის დრო: 1. მისამართი: ტელეფონის №: 2. სართული: 3. ბინის/ოთახის ნომერი: ცხოვრების ნათესაური № სახელი / გვარი / მამის სახელი დაბ.თარიღი პირადი № სარეგი. № ხანგრძლივობა დაგვხვდა / არ დაგვხვდა კავშირი (წლიდან) 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. შენიშვნა: 1. აღწერის ფორმას თან უნდა ერთვოდეს მთლიანი საცხოვრებელი შენობისა და კონკრეტული ინდივიდუალური ბინის/ოთახის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა. 2. იმ შემთხვევაში თუ ბინებს/ოთახებს არ აქვთ ნუმერაცია, ამ აღწერის მიზნებისათვის მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს ბინების/ოთახების პირობით დანომრვას. დამატებითი ინფორმაცია: 1. ოჯახი ითხოვს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. 2. ოჯახი ითხოვს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვით უზრუნველყოფას. 3. ოჯახი ითხოვს ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას. აღმწერი პირის ხელმოწერა: ოჯახის წევრის ხელმოწერა: 1 • ინფორმაცია ოჯახის უფროსის მშობლების, შვილების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. 4. 5. 6. • ინფორმაცია ოჯახის უფროსის მეუღლის მშობლების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. 4. 5. 6.
• ინფორმაცია ოჯახის უფროსის რძლის/სიძის მშობლების, დედმამიშვილების შესახებ: № სახელი / გვარი / მამის სახელი პირადი ნომერი ნათესაური კავშირი დამატებითი ინფორმაცია 1. 2. 3. 4. 5. 6. აღმწერი პირის ხელმოწერა: ოჯახის წევრის ხელმოწერა: 2 დანართი №7 საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების № ქულა კრიტერიუმი ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; 3 ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა; ა) ა.ბ) დევნილი ოჯახი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი/ბინა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგა აღნიშნული საკუთრება და: 1,5 ა.ბ.ა) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ბ.ბ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურა. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ბ) 2 ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია).
დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის გ) ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. 3 აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო დ) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1,5 ა) ქირით ან ქირის გარეშე. შენიშვნა 1: ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება დევნილ ოჯახს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაეთანხმება მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნას გამოსახლების თაობაზე. შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი). შენიშვნა 3: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სააგენტო ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად უხდის ქირის თანხას. შენიშვნა 4: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა დევნილ ოჯახს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ კომისიის მიერ, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და ფოტომასალის წარდგენის საფუძველზე ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს მიერ, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს თან ერთვის და/ან სააგენტოში არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა (სსიპ – ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა).
დანართი №8 ქულა № სოციალური კრიტერიუმი ა) თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების 1-3 მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა ე) 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით – 1 ქულა ბ) ოჯახში არის 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი. 2 შესაბამისი არასრულწლოვანზე ერთი ქულა, 3 არასრულწლოვანზე 2 ქულა, 4 ქულათა არასრულწლოვანზე 3 ქულა, 5 არასრულწლოვანზე 4 ქულა, ყოველ ჯამი დამატებითზე 0,5 ქულა გ) ოჯახის წევრი არის ონკოლოგიური ავადმყოფი (რაც უნდა 1 დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით – ფორმა №50/2) დ) ოჯახის წევრ(ებ)ი არიან მკვეთრად (3 ქულა), მნიშვნელოვნად (2 ქულა) ან შესაბამისი ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის (1 ქულა) შეზღუდვის მქონე ქულათა პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ჯამი ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც დასტურდება შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი) (თითოეული ამ სტატუსის მქონე ოჯახის წევრზე ენიჭება შესაბამისი ქულა) ე) მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს 1,5 მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე. ვ) ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მხარდაჭერას არასრულწლოვანი 1
შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად ზ) ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომელის 1 წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერი თ) ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა საქართველოს შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში (თითოეულ გარდაცვლილ ქულათა ოჯახის წევრზე 3 ქულა) ჯამი ოჯახს, რომლის გარდაცვლილ წევრს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, დამატებით ენიჭება: ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 3 ქულა; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 ქულა; გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“, მედალზე „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 1,5 ქულა; ი) ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა შესაბამისი საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად (თითოეულ ქულათა გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 1.5 ქულა) ჯამი კ) ოჯახი, რომლის წევრ(ებ)ი არის საქართველოს ტერიტორიული შესაბამისი მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი/ვეტერანები (თითოეული ქულათა ომის მონაწილეზე 1.5 ქულა). ჯამი ომის ვეტერანს, ვისაც ომის ვეტერანობიდან გამომდინარე მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, დამატებით ენიჭება: ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 3 ქულა; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 ქულა; გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“, მედალზე „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 1,5 ქულა;
ლ) ოჯახს, რომლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შესაბამისი წარმოებული ომის ვეტერანი წევრი გარდაიცვალა და მის მეუღლეზე და/ან ქულათა არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე გაცემულია მარჩენალდაკარგულის მოწმობა ჯამი (წარმოდგენილი უნდა იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა) – 1,5 ქულა ოჯახს, რომლის გარდაცვლილ ვეტერან წევრს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, დამატებით ენიჭება: ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 3 ქულა; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 ქულა; გ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე, მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“, მედალზე „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 1,5 ქულა. მ) ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 1994 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი – 1,5, ყოველ დამატებით ქულათა წევრზე – 0,5 ქულა ჯამი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი – 1,5, ყოველ დამატებით წევრზე – 0,5 ქულა შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას. შენიშვნა 2: სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა.
დანართი №9 გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით შენიშვნა მინიმალური საცხოვრებელ პარამეტრი ერთეული საორიენტაციო ფართში სტანდარტი ახლად ოთახების დევნილი ოჯახის აშენებული და რაოდენობა წევრთა ცარიელი რიცხოვნობა შენობებისთვის ერთოთახიანი 30-დან - 40 მ2-მდე 1-2 მოსახლე ბინა საცხოვრებელი მ2 ოროთახიანი 50-დან - 60მ2-მდე 3-4 მოსახლე ფართი თითოეულ ბინაში ბინა სამოთახიანი 70-დან - 80მ2-მდე 5-6 მოსახლე ბინა ოთხოთახიანი 90-დან -100 მ2-მდე 7-8 მოსახლე ბინა დანართი №10 დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება მუხლი 1 1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში − კომისია) ძირითადი ფუნქციაა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება და წარმართვა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში − წესი) შესაბამისად, ასევე დევნილთა სხვა საჭიროებების შესწავლა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 2 1. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის სხდომები შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის (კომისიის წევრი) ინიციატივით. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 3 1. კომისიის კომპეტენციაში შედის, კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის ორგანიზება, დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის განაცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან/და აშენებულ შენობებში დევნილი ოჯახების განსახლების, დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. 2. კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართების დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება წესის შესაბამისად. 3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს დამატებითი წესები და რეგულაციები კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომლებიც არსებითად შეესაბამება წესს და არ ახდენს გავლენას კომისიის მიერ კონკრეტულ საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე და შედეგზე. 4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ასევე უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები დევნილთა მიერ შენობის ან/და საცხოვრებელი ფართის თვითნებურად, კანონის დარღვევით დაკავების შემთხვევების, დევნილთათვის დახმარებების გაწევის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, ცალკეულ შემთხვევებში ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8-ის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოების არსებობის შემთხვევაში ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულის მინიჭებისა და სხვადასხვა საკითხების თაობაზე.
მუხლი 4 1. კომისიის სხდომისათვის განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია კომისიის სხდომაზე წარადგინოს საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა. ამასთან, დეპარტამენტი ვალდებულია წარმოუდგინოს კომისიას დეპარტამენტის წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. 2. კომისიის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა აღრიცხვას და სხდომის ოქმის მომზადებას. 3. კომისიის სხდომის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის მდივანი დღის წესრიგს გადასცემს კომისიის წევრებს და აცნობებს სხდომის ჩატარების დროს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, დროსა და დღის წესრიგს – საჭიროებისამებრ, მაგრამ არაუგვიანეს სხდომის ჩატარებამდე 1 (ერთი) საათით ადრე მაინც. 4. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის წევრების პოზიციას აფიქსირებს სხდომის მდივანი სხდომის ოქმში. 5. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია: ა) მიიღოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე დევნილთა განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს; გ) არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა/ არასრულყოფილად მიიჩნიოს საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალა და დოკუმენტაცია; დ) ცნობად მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია; ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი; ვ) გადადოს საკითხის განხილვა; ზ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
მუხლი 5 1. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. კომისიის მიერ განხილული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა რაოდენობის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 4. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება სააგენტოს დირექტორს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები. 6. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, სააგენტოს დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილებების ფარგლებში.