National Human Rights Protection Strategy of Georgia for 2022-2030
颁布于 2023-03-23 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2022−2030 წლებისთვის)
- 语言
- Georgian
- 类型
- policy
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development, Environment, Food and nutrition, Land and soil, Water, General
- 关键词
- hazards, economic/social/cultural rights, equity, gender, human rights, labour, migration, public health, public participation, social protection, youth, access-to-information, access-to-justice, air quality/air pollution, protection of environment, waste management, environmental impact assessment (EIA), pollution control, food safety and quality, breastfeeding/infant food, potable water, nutrition, property rights
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
4 World Press Freedom Index.
5 World Justice Project – Rule of law index. 28 ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელებით და სათემო ინტერნეტქსელებით დაფარული დასახლებული პუნქტების რაოდენობა. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები მრავალი სხვა უფლების, მათ შორის, პოლიტიკური და სოციალური უფლების განხორციელების ეფექტიანი საშუალებაა. არსებული გარანტიების შემდგომი განმტკიცების მიზნით, ადამიანის უფლებათა სტრატეგია ითვალისწინებს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. მიზანი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა. ამოცანა ა) შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის გარანტირება საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ შეკრების უფლების ლეგიტიმური და პროპორციული შეზღუდვის დროს საერთაშორისო სტანდარტების განგრძობადი დანერგვა და ეფექტიანი აღსრულება; ბ) სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად. 29 ძირითადი მაჩვენებელი კანონის უზენაესობის ინდექსის საქართველოს მონაცემები „შეკრებისა და გაერთიანების ეფექტური დაცვის“ ინდიკატორით; კანონის უზენაესობის ინდექსის საქართველოს მონაცემები „სამოქალაქო მონაწილეობის“ ინდიკატორით; საქართველოს მაჩვენებელი „პოლიტიკური უფლებების“ კატეგორიის მიხედვით6; საერთაშორისო და ეროვნული მონიტორინგის ანგარიშებით შეკრების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა და აღსრულება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლით. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დადგენასა და დაცვას, რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას, ისევე, როგორც სახელმწიფოში სეკულარიზმის განმტკიცებას და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მიზანი
6 Freedom in the World ranking. 30 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცება. ამოცანა ა) რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დაცვის, პატივისცემის და რელიგიური გაერთიანებების მიერ საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის გზით; ბ) რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება; გ) ეფექტიანი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოში სეკულარიზმის გასაძლიერებლად, მათ შორის, განათლების სისტემაში. ძირითადი მაჩვენებელი გამოხატვისა და რწმენის თავისუფლების მაჩვენებელი7; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე; რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლთა რაოდენობა.
7 World Justice Project – Rule of law index. 31 ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები პანდემიის დროს ბრძოლა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოწვევა აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ჩათვლით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია შესატყვისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რომელიც დაარეგულირებს საჭირო შეზღუდვების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის საკითხებს. მიზანი ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობის ან სხვა არაორდინარულ სიტუაციაში, მათ შორის, ეპიდემიის/პანდემიის დროს. ამოცანა საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ეპიდემიით/პანდემიით გამოწვეულ როგორც საგანგებო მდგომარეობის, ისე ორდინარულ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა შეზღუდვების წესებსა და ფარგლებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ძირითადი მაჩვენებელი საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ეპიდემიით/პანდემიით გამოწვეულ როგორც საგანგებო მდგომარეობის, ისე ორდინარულ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა შეზღუდვების წესებსა და ფარგლებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. 32 პრიორიტეტი II − ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება ჯანმრთელობის უფლება ჯანმრთელობის უფლება განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით. ჯანმრთელობის უფლების ეფექტიანად დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, ისევე, როგორც ჯანდაცვის მომსახურების სრულ სპექტრზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით. მიზანი ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამოცანა ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებების გაუმჯობესების მიზნით, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების გაუმჯობესება; ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების 33 ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფა; ხარისხიანი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის; გ) უვნებელ სურსათზე საზოგადოების ინფორმირებისა და სურსათის უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება. ძირითადი მაჩვენებელი ჯანდაცვის ძირითადი სერვისებით დაფარვის მაჩვენებელი (WHO INDEX); დედათა სიკვდილიანობა 100,000 ცოცხალშობილზე; 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხალშობილზე; ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტის ინციდენტობა 100,000 მოსახლეზე; სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა; სუიციდის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე. სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება უმნიშვნელოვანესი მიზნებია, რომლებმაც სტიმული მისცა ამ სტრატეგიის შემუშავებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და სიღარიბის შემცირების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების საჭიროებას. სიღარიბის აღმოფხვრის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დადგა 34 COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რომლის გრძელვადიანი სოციალურ- ეკონომიკური გავლენა ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფომ მიზნად დაისახა შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების განხორციელება. მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად კი განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერებით. გარდა ამისა, სახელმწიფოს ამოცანაა სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე გააქტიურება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების გზით. სიღარიბის შემცირების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისას სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ბავშვების მდგომარეობას. მიზანი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. ამოცანა ა) სოციალური დაცვის სისტემისა და დახმარების ეფექტურობის და მიზნობრიობის გაუმჯობესება; ბ) სიღარიბისა და კვების დეფიციტით გამოწვეული საფრთხის პრევენცია/შემცირება მოსახლეობის მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის; 35 გ) დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური და სამართლიანი პოლიტიკის გაძლიერებით; დ) სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება/განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და უმუშევრობის აღმოფხვრისკენ. ძირითადი მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მიმღებთა პროპორციული წილი მთელ მოსახლეობასთან; ბავშვის ბენეფიტის (16 წლამდე) მიმღებთა რაოდენობა/საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების ოდენობა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების დინამიკა შემდეგ ჯგუფებთან მიმართებით: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირები; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სოციალური პაკეტის მიმღები პირები; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები; შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის (ALMP) სერვისებში ჩართულ პირთა რაოდენობა, სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი; სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაში მონაწილეობის მაჩვენებელი. 36 განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ყველა საფეხურზე მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. COVID-19-ის პანდემიამ გაართულა განათლების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ხელი შეუშალა დისტანციურმა სასწავლო პროცესმა, რადგან მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილს სრულყოფილად ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. მიზანი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით. ამოცანა ა) მაღალი ხარისხის განათლებაზე, მათ შორის, ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარი და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე, როგორც რეგიონებში 37 მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ბ) ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესება და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპზე დაფუძნებული პროფესიული განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის; გ) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; დ) დისტანციური სწავლებისა და სხვადასხვა ალტერნატიული სასწავლო პლატფორმის გაძლიერება; კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ძირითადი მაჩვენებელი სასკოლო მზაობის ჯგუფებში ჩართული ბავშვების, მათ შორის, შშმ ბავშვთა მზარდი რაოდენობა; იმ სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებათა წილი, რომელთა ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; ინკლუზიური განათლების სერვისებით მოსარგებლეთა მზარდი მაჩვენებელი; მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ პროგრამებში ჩართული ბენეფიციარი მოსწავლეების/სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი; 38 სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მზარდი მაჩვენებელი; სავალდებულო ზოგადი განათლების მიტოვების მაჩვენებელი, მათ შორის, შშმ პირთა მიერ. შრომის უფლებები ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს შრომითი უფლებების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზისა და ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს მოიცავს ბიზნესში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის დამკვიდრებას, შრომითი მედიაციის სისტემის შემდგომ პროგრესსა და სოციალური დიალოგის ეფექტიან და განგრძობად განვითარებას. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი გაუმჯობესება. მიზანი შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი გაუმჯობესება. ამოცანა ა) შრომის კანონმდებლობაზე არსებული საზედამხედველო მექანიზმების განვითარება და გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შრომის უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება სამუშაო ადგილებზე; 39 ბ) შრომითი მედიაციის სისტემის გაძლიერება; სოციალური დიალოგის ეფექტიანი და განგრძობადი განვითარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე; გ) შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა და შრომის ინსპექციის სამსახურის გაძლიერება. ძირითადი მაჩვენებელი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ევროკავშირის დირექტივების ასახვის მაჩვენებელი ეროვნულ შრომის კანონმდებლობაში; სამუშაო ადგილზე დაშავების/გარდაცვალების სიხშირე 100 000 დასაქმებულზე; შრომითი ნორმების ეფექტურად აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობა/შემოწმებული მოქმედი სუბიექტების პროცენტული მაჩვენებელი. საკუთრების უფლება საკუთრების უფლება მჭიდრო კავშირშია არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ასპექტებთან, არამედ ამ უფლების ეფექტიანი დაცვა საბაზრო ეკონომიკის გამართული ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკუთრების უფლების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას. 40 მიზანი საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებით. ამოცანა ა) საკუთრების უფლების დაცვა კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვისას; ბ) მიწის საკუთრების რეგისტრაციის სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესება; გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესება. ძირითადი მაჩვენებელი საკუთრების უფლებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან; საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ფართობის წილი დასარეგისტრირებელ საერთო ფართობში (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ტყის ფონდის გარდა); ინტელექტუალური საკუთრების უფლების აღსრულების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან. გარემოს დაცვის უფლება 41 გარემოს დაცვის უფლების უზრუნველყოფის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე და ჩაერთოს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის უფლების უზრუნველყოფა პრაქტიკაში გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ არაერთი ღონისძიების გატარებას და მიზნად ისახავს გარემოს დაცვის უფლების ხელშემწყობი ეროვნული მექანიზმების განმტკიცებას. მიზანი ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება. ამოცანა ა) საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა; ბ) გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ფართო საზოგადოების დროულად წვდომის უზრუნველყოფა; გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის საჯაროობის და 42 გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება; გ) სუფთა ჰაერსა და ხარისხიან სასმელ წყალზე წვდომის მუდმივად გაუმჯობესება; დ) ნარჩენების მართვა ადამიანის ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად; ე) გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად; ვ) გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძირითადი მაჩვენებელი საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისობის მაჩვენებელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებული მაჩვენებლები (ქალაქების მიხედვით); სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის მზარდი მაჩვენებელი (ზოგადი და რეგიონების მიხედვით). ბიზნესი და ადამიანის უფლებები ბიზნესსექტორში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დაცვის კუთხით გარკვეული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფო აცნობიერებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა მესამე 43 მხარეების, მათ შორის, ბიზნესსაწარმოების მიერ. სტრატეგია მიზნად ისახავს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მიზანი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩოსტანდარტების გაძლიერება. ამოცანა ა) ბიზნესის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჩარჩოსტანდარტების დამკვიდრება, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით; ბ) დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) მიერ დავის გადაწყვეტის პროცესში „ბიზნესის და ადამიანის უფლებების“ ჩარჩოსტანდარტების გამოყენების დამკვიდრება. ძირითადი მაჩვენებელი ეროვნული კანონმდებლობა ჰარმონიზირებულია „გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ“; დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ პროცესში გამოიყენება „ბიზნესის და ადამიანის უფლებების“ ჩარჩოსტანდარტები. პრიორიტეტი III − თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე 44 თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებები თანასწორობის უფლება მიჩნეულია ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმად. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისთვის. კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, პრაქტიკაში გამოწვევები მაინც არსებობს. სტრატეგია მიზნად ისახავს თანასწორობის კონსტიტუციური და საერთაშორისო გარანტიების დანერგვას პრაქტიკაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანასწორობის უზრუნველყოფას საჯარო და კერძო სექტორების ყველა საფეხურზე, უთანასწორობის ხელშემწყობი გარემოებების აღმოფხვრასა და შეუწყნარებლობითა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას. უმცირესობათა უფლებების დაცვა და უმცირესობათა ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო ცხოვრებასა და სახელმწიფო მართვაში სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამის გათვალისწინებით, სტრატეგია მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს უმცირესობათა ჩართულობას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და თანასწორი გარემოს განმტკიცებას. მიზანი უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების ხელშეწყობა. 45 ამოცანა ა) თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და მისი ეფექტიანი აღსრულების განგრძობადი გაუმჯობესება; ბ) სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით; გ) სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საჯარო პროცესებში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და სრულფასოვანი სამოქალაქო თანასწორობის მისაღწევად; დ) თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის; ე) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით; ვ) თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; ზ) სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა. ძირითადი მაჩვენებელი 46 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების და სახალხო დამცველის რეკომენდაციების მაჩვენებელი; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა; დისკრიმინაციის ნიშნით საჯარო სამსახურში დასაქმებაზე უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა. სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. სახელმწიფო ხელს უწყობს მოსახლეობის მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მიზანი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამოცანა 47 ა) თვითმმართველობის განხორციელებაში ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველასთვის; ბ) მოწყვლადი ჯგუფების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესებში. ძირითადი მაჩვენებელი მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; კანონის უზენაესობის ინდექსის საქართველოს მონაცემები „სამოქალაქო მონაწილეობის“ ინდიკატორით; საქართველოს მაჩვენებელი „პოლიტიკური უფლებების“ კატეგორიის მიხედვით8; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პირთა/ენობრივი ბარიერის მქონე მოქალაქეების კენჭისყრაში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის გამოყენებული მექანიზმები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის გამოყენებული მექანიზმები. ბავშვის უფლებები ბავშვის უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ეროვნული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 2019 წლის სექტემბერში
8 Freedom in the World ranking. 48 საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელმაც გააუმჯობესა ბავშვის უფლებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. ვინაიდან სახელმწიფო აცნობიერებს კოდექსის პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვის საჭიროებას, სტრატეგიის ფარგლებში გეგმავს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ამ მიმართულებით, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ეფექტიანად განსახორციელებლად. ასევე სტრატეგია მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განმტკიცებას არასრულწლოვანის „საუკეთესო ინტერესების“ მხედველობაში მიღებით. მიზანი ბავშვების უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერება. ამოცანა ა) ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობით; ბ) ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განმახორციელებელ უწყებებში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა და დასაქმებულ პირთა სპეციალიზაცია; 49 გ) ბავშვზე, მათ შორის, კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანზე მორგებული მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დ) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მათ შორის, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაძლიერება; ე) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა; ვ) ბავშვების, მათ შორის, შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა და ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობა; ზ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სისტემის გაძლიერება; თ) განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვებს (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას; ი) ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ძალადობის მსხვერპლი/მიუსაფარი ბავშვების რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად; კ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა; ლ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; 50 მ) პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა. ძირითადი მაჩვენებელი ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მხარდამჭერ ღონისძიებაში (კომუნალური, ბავშვის სოციალური გასაცემელი, ჯანდაცვა, კვების ვაუჩერი, მოვლა/პერსონალური ასისტენტი და ა. შ.); რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკა გაუმჯობესებულია და გამოყოფილია შესაბამისი ფინანსური რესურსები; გრძელდება დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკა და ფართოვდება ოჯახის მხარდამჭერი სერვისების მისაწვდომობა; რეინტეგრირებული ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი; დაავადებების წინააღმდეგ იმუნიზირებული ბავშვების პროპორცია; ზრდაში ჩამორჩენა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში; გამოვლენილი და რეფერირებული ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების მაჩვენებელი; განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მაჩვენებელი; არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანების მაჩვენებელი. გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 51 გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებმა ბოლო წლების განმავლობაში დადებითი განვითარება ჰპოვა საკანონმდებლო ბაზის განმტკიცებით, რეაგირების მექანიზმების გაძლიერებითა და დაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების განვითარებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელშესახები ცვლილებების განსახორციელებლად სტრატეგია უზრუნველყოფს ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების გაძლიერებას. დამატებით, სტრატეგია ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება. ამოცანა ა) გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის, კოორდინაციის გაუმჯობესებით; 52 ბ) ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, თანასწორი გარემოს განმტკიცების გზით; გ) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და პრევენციული მექანიზმების გაძლიერება; დ) გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება; მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის მექანიზმების გაძლიერება და თავშესაფრის ხელმისაწვდომობა; ე) ქალთა მონაწილეობის გაზრდა მშვიდობის და უსაფრთხოების დამკვიდრების პოლიტიკის განხორციელებაში; ვ) ქალებისა და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და ბავშვთან ქორწინების შემთხვევებზე პრევენციული და რეაგირების ზომების გაძლიერება; ზ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ძირითადი მაჩვენებელი პარლამენტში ქალთა ჩართულობის მაჩვენებელი; ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ/დასაქმებულ ქალთა რაოდენობის მაჩვენებელი; ქალსა და მამაკაცს შორის სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი; ქალების ფორმალურ ეკონომიკაში მონაწილეობის მაჩვენებელი; ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მაჩვენებელი; 53 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე მისაწვდომობის მაჩვენებელი; სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე; გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა; ქორწინების მიზნით სკოლის მიტოვების მაჩვენებელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი უფლებები საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე მოწესრიგდა და განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. 2020 წელს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების საქმეში. ასევე 2021 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ამასთანავე, სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელების მიზნით. დამატებით, სტრატეგია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 54 პირთათვის სხვების თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის უზრუნველყოფას, თანასწორობის მიღწევას არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ფაქტობრივად, გონივრული მისადაგების პრინციპების მხედველობაში მიღებით. მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა. ამოცანა ა) შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა და მისი პრინციპების დაცვით ჯანმრთელობისა და ბიოფსიქოსოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება; ბ) შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის გარანტიების გაძლიერება; გ) შშმ პირთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა გონივრული მისადაგების პრინციპის დანერგვით; დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეროვნული მექანიზმების გაძლიერება; ე) შშმ პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვის გაძლიერება და შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება; 55 ვ) შშმ პირთა დასაქმება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა სოციალური და ეკონომიკური ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; ზ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ. ძირითადი მაჩვენებელი შშმ სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მექანიზმი შემუშავებული და დანერგილია; შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულებულია; შშმ პირთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის სერვისები განვითარებულია და მისაწვდომობა უზრუნველყოფილია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მაჩვენებელი მზარდია როგორც საკანონმდებლო, ისე აღსრულების დონეზე; შშმ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა; დაზარალებულად ცნობილი შშმ პირების რაოდენობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია; სასკოლო განათლების სისტემაში შშმ არასრულწლოვანთა ჩართვის, დასწრების, დასრულებისა და მიტოვების მაჩვენებლები. 56 ხანდაზმულ პირთა უფლებები დაბერებასთან დაკავშირებული გამოწვევები სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ხანდაზმულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, სტრატეგია უზრუნველყოფს მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება. ამოცანა ა) საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილების შედეგების გათვალისწინებით; ბ) ხანდაზმულთა დაცვა მათ მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით; გ) დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება; დ) მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა ხანდაზმული პირებისთვის, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა; 57 ე) ხანდაზმული პირებისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ვ) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი ხანდაზმული პირებისთვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა. ძირითადი მაჩვენებელი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 65 წლისთვის; დასაქმების დონის მაჩვენებელი 65+ წლის ასაკობრივ ჯგუფში; სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 65,000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საპენსიო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში; დაზარალებულად ცნობილი ხანდაზმული პირების რაოდენობა. საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების დაცვა სტრატეგიის დოკუმენტი ასახავს მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების დაცვასა და 58 ხელშეწყობას. 2016 წელს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის შედეგად საქართველოს თავშესაფრის კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციასთან და დაუახლოვდა ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობას. მიზანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა და ხელშეწყობა. ამოცანა ა) თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა საქართველოს საინტეგრაციო პოლიტიკის შესაბამისად და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა; ბ) თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობის თავიდან აცილება; გ) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ლეგალურად მყოფ უცხოელთა ინტეგრაციასთან მიმართებით; დ) გაეროს ლტოლვილთა გლობალური ფორუმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შესრულება მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; 59 ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; ვ) ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება; ზ) ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა; თ) საკონსულო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის; ი) დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა. ძირითადი მაჩვენებელი ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა წლიური რაოდენობის მაჩვენებლების დინამიკა; საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი ეკომიგრანტი ოჯახების მზარდი რაოდენობა; დაბრუნებული მიგრანტების მზარდი რაოდენობა, რომელთაც გაეწიათ სარეინტეგრაციო დახმარება. პრიორიტეტი IV − რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა 60 იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა და ლტოლვილთა უფლებები 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად საქართველოს ასიათასობით მოქალაქე გახდა იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. სტრატეგია მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სოციალური მდგომარეობის, მათ შორის, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად შესაბამისი მექანიზმების გამოყენების გაგრძელებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავა, რომელიც ეხება რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს, 2021 წლის დასაწყისში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) ხელყოფისთვის, რაც, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, მოიაზრებს რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება. 61 გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს. მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამოცანა ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და საერთაშორისო სასამართლოების ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების გზით; 62 გ) ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, დევნილ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების და ამ პროცესში დევნილ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით. ძირითადი მაჩვენებელი გაძლიერებულია ძალისხმევა ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების გზით იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით; შენარჩუნებული და გაძლიერებულია არსებული მოლაპარაკებების ფორმატები; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“; საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახების რაოდენობა არსებითად გაზრდილია; საარსებო წყაროთი უზრუნველყოფის პროგრამებში ჩართული დევნილი პირების რაოდენობა არსებითად გაზრდილია; გააქტიურებულია კომუნიკაცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან, მათ შორის, დევნილ ქალებთან არსებული საჭიროებების თაობაზე; გაზრდილია სამშვიდობო პროცესებში დევნილ ქალთა ჩართულობა. 63 საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა უფლებები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციამ და ადგილზე განხორციელებულმა უკანონო და დესტრუქციულმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, გამოიწვია მათი ჰუმანიტარული და სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუარესება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები და მიიმართოს ძალისხმევა ასეთი აქტივობების ინტენსიფიკაციის მიმართულებით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვა, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობად ოკუპაციას. ქართული მხარის მოთხოვნაა, დაეკისროს რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციის პირობებში უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესის, უკანონო დაკავებებისა და სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომლებიც უხეშად არღვევს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიზანი 64 საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამოცანა ა) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, აგრეთვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და საერთაშორისო სასამართლოების ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით; ბ) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის, ჯანმრთელობის, განათლების, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების გზით; გ) ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში 65 გათვალისწინების და ამ პროცესში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით. ძირითადი მაჩვენებელი გააქტიურებულია ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტები, აგრეთვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა უსაფრთხოებისა და უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს საჩივრის − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ განხილვა, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობად ოკუპაციას; გაზრდილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის, განათლების და სხვა მხარდამჭერი პროგრამების, პროექტების მოცულობა და ეფექტიანობა; გააქტიურებულია კომუნიკაცია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ შორის, ქალებთან არსებული საჭიროებების თაობაზე; სამშვიდობო პროცესებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მდგრადი ჩართულობა უზრუნველყოფილია. 66 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვას აბრკოლებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ. მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველო აცნობიერებს, რომ მას ეკისრება ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველო მიზნად ისახავს ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებას და ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას. საქართველოს ძალისხმევა მიმართულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვისკენ, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, დისკრიმინაციის აკრძალვისკენ ნებისმიერ საფუძველზე, ეთნიკურის ჩათვლით, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დაცვის ხელშეწყობისკენ, ადამიანების უკანონო გატაცებებისა და დაკავებების შეწყვეტისა და ამ მხრივ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებისკენ. მიზანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური 67 მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად. ამოცანა ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათ შორის, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით; ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომისა და რეგულარული მონიტორინგის, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით; გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებსა და სხვა სიკეთეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზით; დ) ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა სამშვიდობო პროცესში საქართველოს 68 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა ჩართულობისა და მათი საჭიროებების გათვალისწინების გზით. ძირითადი მაჩვენებელი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათ შორის, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების გამოყენებით მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების, აგრეთვე ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების კუთხით აქტიური მუშაობა; გაძლიერებულია ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის აუცილებლობისთვის; გაზრდილია სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობები განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ფინანსური მექანიზმების ფარგლებში განხორციელებული ეკონომიკური პროექტების რაოდენობა; გაზრდილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში. 2.3. SWOT-ანალიზი 69 ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში, სტრატეგიის შემმუშავებელ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე, ჩატარდა ანალიზი SWOT9-ჩარჩოს გამოყენებით. ამ ანალიზის შედეგადაც გამოვლინდა კონკრეტული ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. ძლიერ მხარეებს შორის არის უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიმართ. ძლიერ მხარეებს შორის ასევე არის სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინკლუზიურობა, რაც მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მუდმივ ჩართულობას პროცესის თითოეულ ეტაპზე. ძლიერ მხარედ ასევე უნდა იქნეს მიჩნეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. სუსტ მხარეებს შორის აღსანიშნავია სტრატეგიის შემუშავების პროცესში COVID-19-ის პანდემია. რაც შეეხება შესაძლებლობებს, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული მხარეების მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დოკუმენტის მიმართ ნდობის ზრდას, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ახალი სტრატეგია დაამტკიცოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელოვანი
9 Strenghts. Weaknesses. Opportunities. Threats. 70 ნაბიჯია დოკუმენტის გარშემო საერთო პოლიტიკური კონსენსუსის ჩამოსაყალიბებლად. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ უნდა ჩაითვალოს COVID-19-ის პანდემია, მისი უარყოფითი გავლენა ეკონომიკასა და სახელმწიფოს შესაძლებლობებზე, განამტკიცოს სოციალური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში. 3. სტრატეგიის ხედვა, მისია და ღირებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ხედვას საფუძვლად უდევს დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს არსი, რაც გულისხმობს, რომ კონსტიტუციისა და სახელმწიფოსთვის ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა. ეს ნიშნავს თითოეული ადამიანის ღირებულების აღიარებას და იმის პრაქტიკულ უზრუნველყოფას, რომ მან სრულად და ეფექტიანად ისარგებლოს ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. ფართო გაგებით, სტრატეგიის ხედვის მთავარი საყრდენია ადამიანი, რომლის უფლებაც სათანადოდ დაცულია, სხვა სიტყვებით კი, თავისუფალი ადამიანი. სტრატეგიის ხედვა ასევე ეფუძნება საზოგადოების ისეთ განვითარებას, რომელშიც თითოეული წევრი კისრულობს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები. აუცილებელია აღინიშნოს ფუნდამენტურ ღირებულებათა შორის თანასწორობა და სამართლიანობა, როგორც განვითარებული საზოგადოების ღირებულებათა სისტემის უმთავრესი განმსაზღვრელი ფასეულობები. სტრატეგიის მისიაა, უზრუნველყოს სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების იმ დონის მიღწევა, როდესაც ხელისუფლების შტოთა ყველა 71 ქმედების საფუძველი ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგულება იქნება, ხოლო ამ ქმედებების მიზანი გახდება ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით თანაბრად და დაუბრკოლებლად სარგებლობა საზოგადოების თითოეული წევრისთვის. იმავდროულად, სტრატეგიული დაგეგმვის მიზანია ზემოაღნიშნული მიდგომებისა და სტანდარტების, მთავარი ღირებულებების − სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების უწყვეტად, სტაბილურად და მაქსიმალურად სწრაფად უფრო მაღალ საფეხურებამდე ატანა. სტრატეგიის მიზანია, ასახოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანოთა რეკომენდაციები ეროვნულ დოკუმენტებსა და საკანონმდებლო ჩარჩოში. ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და განმტკიცებულია ყველა მის სტრატეგიულ მიმართულებაში. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განვითარების სახელმძღვანელო პრინციპებს საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში და ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის სასურველ მომავალს 2030 წლისთვის. სტრატეგია ეყრდნობა პოზიციას, რომ შესაბამისი სახელმწიფო რესურსები უნდა გამოიყოს ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის, როგორც უმთავრესი პრიორიტეტული საკითხისთვის. მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველომ მასთან აქტიური ბრძოლა დაიწყო. სახელმწიფო ორგანოების ძირითადი მიზანი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა იყო. პანდემიით გამოწვეული სოციალურ- 72 ეკონომიკური შედეგებიდან გამომდინარე, სტრატეგიის დოკუმენტში გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები გარკვეულწილად არაპროგნოზირებადი გახდა. ჯერჯერობით რთულია, განიჭვრიტოს გრძელვადიან პერსპექტივაში, რა გავლენას მოახდენს პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე. სტრატეგია, გარკვეულწილად, არის პასუხი პანდემიის მოსალოდნელ შედეგებზე, სოციალური გარანტიების შექმნისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის გაძლიერების გზით. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, როგორც დოკუმენტის ძირითადი პრინციპი. ეს პრინციპი წითელ ხაზად გასდევს სტრატეგიას და მხედველობაში იქნა მიღებული თითოეული პრიორიტეტის, მიზნის თუ ამოცანის ჩამოყალიბებისას, განმარტებისას, ხოლო მოგვიანებით გათვალისწინებული იქნება მისი აღსრულებისას (მათ შორის, სამოქმედო გეგმების შემუშავებისას). ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შექმნისა და აღსრულების მიზანია ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცება და სისტემური გარანტიების გაუმჯობესება ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვისა და სარგებლობისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ სტრატეგიით განსაზღვრული ზოგადი მიდგომები და პრინციპები მაქსიმალურად იქნება მისადაგებული საქართველოს კონსტიტუციითა და, ზოგადად, კანონმდებლობით აღიარებული და გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის სტანდარტების გასაუმჯობესებლად და განსავითარებლად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ უფლებებისა და 73 თავისუფლებების შესახებ პირდაპირ მითითებული წინამდებარე სტრატეგიაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიზანია საზოგადოების გაერთიანება სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის ფუნდამენტური ღირებულების იდეის გარშემო. აღნიშნულის მისაღწევად სტრატეგია პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს ღიაობისა და გამჭვირვალობის თანაბრად უზრუნველყოფას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. სტრატეგიის განხორციელების დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოსახლეობამდე სტრატეგიის თითოეული მიზნის მიტანას, რათა საზოგადოების ყველა ჯგუფი გახდეს თანაზიარი იმ ღირებულებებისა, რომლებსაც ახალი სტრატეგია სთავაზობს. ამ ძალისხმევაში მოწინავე პოზიციებზე უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად კერძო სექტორთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, რაც გამოიხატება სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. 4. სტრატეგიის განხორციელება, ზედამხედველობა და შეფასება საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა სტრატეგიის განხორციელებაზე. მან უნდა უზრუნველყოს, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა მიზანი და ამოცანა შესრულდეს დროულად და სრულად. სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, რათა 74 თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის წინსვლა, რომლის მიღწევისკენაც სტრატეგია ისწრაფვის. სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების ზედამხედველობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში. თემატური კომიტეტების მეშვეობით პარლამენტი ზედამხედველობას გაუწევს ჩატარებულ სამუშაოს და ამ პროცესში წარმოშობილ ნებისმიერ დაბრკოლებას. ზედამხედველობის შედეგად დროულად უნდა გამოვლინდეს პოლიტიკის გატარების პროცესში არსებული ხარვეზები და გაიცეს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსთვის ღონისძიებათა ცვლილების, რესურსების გადანაწილების, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი სახსრების მოზიდვის ან მასში ცვლილების შეტანის მიზნით. შეფასებისა და ზედამხედველობის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე იმ დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და უწყებების რეკომენდაციები, რომელთა ფუნქციასაც წარმოადგენს ზედამხედველობა ადამიანის უფლებების დაცვაზე. ასევე მხედველობაში მისაღებია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადი და სპეციალური/თემატური შეფასებები. მომდევნო წლებში, სტრატეგიის შესრულების უზრუნველსაყოფად შემუშავდება სამოქმედო გეგმები. სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ სამინისტროებსა და სხვა უწყებებს დაევალებათ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა მიღწეული პროგრესის შესახებ. სამოქმედო გეგმის წლიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ადამიანის უფლებათა სამდივნო მოამზადებს მისი შესრულების ერთიან შემაჯამებელ 75 ანგარიშს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გავლით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 76