Joint Order No 41/N-2-23 of 2010 of Minister of Labor, Health and Social Affairs of Georgia and Minister of Agriculture of Georgia on Coordination Rules between the Ministries in cases of Diseases caused by Food
颁布于 2010-02-16 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №41/ნ-№2-23 სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment, Food and nutrition
- 关键词
- hazards, disinfection/disinfestation, public health, governance, legal proceedings/administrative proceedings, food safety and quality
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
1 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.216 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №41/ნ-№2-23 2010 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარების კოორდინაციის წესების დამტკიცების თაობაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარების კოორდინაციის წესები. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი ბ. კვეზერელი სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა გატარების კოორდინაციის წესები მუხლი 1 1. სურსათით (მათ შორის, სასმელი წყლის მიღებით) გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფენ ოპერატიულ ურთიერთინფორმირებას დაავადებების გამოვლენის შემთხვევის შესახებ, აგრეთვე ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებათა კოორდინაციას დადგენილი წესის მიხედვით. 2. შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა (შემდგომში – ეროვნული სამსახური) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის 2 ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი) შორის, დაავადების შემთხვევის ლაბორატორიული დადასტურების შემდეგ 24 საათის განმავლობაში. 3. დაავადებათა კონტროლის ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის შეტყობინებას ეროვნულ სამსახურს საზოგადოებრივი კვების ობიექტთან ან სარეალიზაციო ქსელში შეძენილი სურსათის მიღებასთან ასოცირებული დაავადებების (ბოტულიზმი, სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვები, ნაწლავური ინფექციები) შესახებ: ა) ბოტულიზმის თითოეული შემთხვევის შესახებ; ბ) სხვა ბაქტერიული საკვებისმიერი მოშხამვებისა და ნაწლავური ინფექციების ჯგუფური (3 ან მეტი) შემთხვევის შესახებ. 4. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ეროვნული სამსახურისადმი მიწოდებული შეტყობინება სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს: ა) დიაგნოზი; ბ) შემთხვევის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (კონფიდენციალურობის დაცვით) და დაავადებულის სტატუსი (ცოცხალი, გარდაცვლილი), რაოდენობა; გ) დიაგნოსტირების თარიღი; დ) რისკის ფაქტორი პროდუქტის დასახელება და სარეალიზაციო ფორმა; ე) საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 5. ეროვნული სამსახური მიკვლევადობის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში აწვდის ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრს სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევასთან დაკავშირებული კვლევისას გამოვლენილი დაავადებების გამომწვევებით ან/და კონტამინანტებით სასურსათო პროდუქტის დაბინძურების ფაქტის შესახებ. შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციებს: ა) რისკის ფაქტორი პროდუქტის დასახელება და სარეალიზაციო ფორმა; ბ) ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი; გ) ლაბორატორიული კვლევის თარიღი; დ) გამომწვევის/ტოქსინის/კონტამინანტის საიდენტიფიკაციო მონაცემი; ე) საზოგადოებრივი კვების ობიექტის/სურსათის მწარმოებლის/რეალიზაციის ადგილის საიდენტიფიკაციო მონაცემი; ვ) ინფორმაცია მიკვლევადობის შედეგების შესახებ. 6. დაავადებულთა ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრი 24 საათის განმავლობაში ეროვნულ სამსახურს აწვდის შემდეგ ინფორმაციებს: ა) საბოლოო დიაგნოზი; ბ) ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზი და მათი შეფასება; გ) დაავადებების ლიკვიდაციის თარიღი (ლიკვიდაციის შემთხვევაში); დ) განსახორციელებელი ღონისძიებები (ასეთის შემთხვევაში) და რეკომენდაციები. მუხლი 2 ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოები იგეგმება და მიმდინარეობს ეპიდემიური კერისა და გავრცელების საფრთხის მასშტაბის მიხედვით დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ეროვნული სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული ოპერატიული გეგმის შესაბამისად.