Governmental Order No.249 on the Approval of the Beekeeping Support Program
颁布于 2024-08-01 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- დადგენილება No.249 მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development, Livestock
- 关键词
- agricultural commodities, apiculture/sericulture, data collection/reporting, farming, international cooperation, policy/planning, public private partnership (PPP), registration, rural development, smallholders/peasants, sustainable development, agricultural development, animal production
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 2024 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა“. მუხლი 2 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების − არაუმეტეს 2 000 000 ლარის მოძიება. მუხლი 3 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 – ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. 2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესება. მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). 2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში http://www.matsne.gov.ge 34008000010003024643 რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს და ვისთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება; ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება; გ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით; ე) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით; ვ) სკა (ჩარჩოების გარეშე) – ლანგსტროტ რუტის სკა, 3 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის) ან/და დადან ბლატის სკა, 2 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის), რომელზეც მითითებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. მუხლი 4. პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა). 2. პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. 3. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით: ა) პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადის წარდგენის დროს რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად; ბ) პოტენციურ ბენეფიციარს საფუტკრე დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). 4. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით. მუხლი 5. თანადაფინანსება და შეზღუდვები 1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით. 2. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. 3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები. მუხლი 6. ბენეფიციარის ვალდებულებები ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემამდე დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში http://www.matsne.gov.ge 34008000010003024643 შეძენილი სკების რაოდენობა, აგრეთვე პროგრამის პირობების შესაბამისად პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. მუხლი 7. განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა 1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. 2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო. მუხლი 8. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მუხლი 9. მონიტორინგი პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. http://www.matsne.gov.ge 34008000010003024643