跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Georgian Strategy for Energy Sector Development 2017-2026 (Natural Gas)

颁布于 2017 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია 2017-2026 (ბუნებრივი გაზი)
语言
Georgian
类型
policy
国家
格鲁吉亚
主题
Energy
关键词
business/industry/corporations, consumer protection, energy conservation/energy production, innovation, internal trade, natural gas, sustainable development
类别
*, energy

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია 2017-2026 (ბუნებრივი გაზი) სარჩევი 4. ბუნებრივი გაზი ........................................................................................................................................ 3 4.1 ბუნებრივი გაზის სექტორის სტრუქტურა და რეგულირება ...................................................... 3 ბაზრის მოდელი ................................................................................................................................... 3 ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ........................................................................................................................................ 6 4.2 მიწოდება - მოხმარების ანალიზი, პროგნოზი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები .... 9 მიწოდება - მოხმარების ანალიზი ...................................................................................................... 9 მიწოდება-მოხმარების პროგნოზი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ........................ 11 4.3 ბუნებრივი გაზის მოპოვება............................................................................................................ 13 4.4 სატრანზიტო პროექტები და ინფრასტრუქტურა ....................................................................... 14 სატრანზიტო პროექტები................................................................................................................... 14 შიდა ინფრასტრუქტურა ................................................................................................................... 16 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის განხორციელება ....................... 18 4.5 რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაძლო ზეგავლენა .......................................................... 29 2 4. ბუნებრივი გაზი 4.1 ბუნებრივი გაზის სექტორის სტრუქტურა და რეგულირება საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სუბიექტებით: გაზის მიმწოდებლები (მწარმოებლები, იმპორტიორები, საბითუმო და საცალო მიმწოდებლები), ტრანსპორტირების ლიცენზიატი, განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები (მათ შორის თბოსადგურები) და საცალო მომხმარებლები. სექტორის პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო ძირითადი რეგულირების ფუნქცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) უფლებამოსილებაა. რომლის რეგულირების ინსტრუმენტებია: ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზირება, ტარიფების დადგენა, რეგულირება და სადავო საკითხების გადაწყვეტა. საქართველოში გაზის მოპოვების, გადამუშავებისა და მოპოვებული გაზის ტრანსპორტირების საქმიანობების რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც გასცემს შესაბამისი საქმიანობების ლიცენზიებს.

  2. ბაზრის მოდელი საქართველოში ბუნებრივი გაზით ვაჭრობა ხორციელდება საბითუმოდ და საცალოდ, მიმწოდებლებს შორის გაფორმებული როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პირდაპირი ხელშეკრულებების საშუალებით. საბითუმო ვაჭრობის სეგმენტის მონაწილე მიმწოდებლები ბუნებრივ გაზს აწვდიან საცალო მიმწოდებლებს, ხოლო, თავის მხრივ, საცალო მიმწოდებლები – საბოლოო მომხმარებლებს. ზოგადად, საბითუმო და საცალო მიმწოდებლებად დაყოფა პირობითია, რადგან უმეტეს შემთხვევაში საბითუმო მიმწოდებლები ეწევიან საცალო მიწოდებასაც. საბოლოო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას დაახლოებით 32 მიმწოდებელი ახორციელებს, რომელთა უმეტესობა, ამავდროულად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს წარმოადგენს. 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა ნაწილობრივ 3 დერეგულირებულია და კომისია მათთვის ზღვრულ ტარიფებს ადგენს. ბუნებრივი გაზის საცალო და საბითუმო ფასი, გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლების რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა, დერეგულირებულია და ყველა სხვა მომხმარებელს ბუნებრივი გაზი ტარიფის დადგენის გარეშე მიეწოდება, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასით. კომერციული სეგმენტი ბუნებრივ გაზს კომერციულ ფასად იძენს მიმწოდებელთან პირდაპირი ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასით, ხოლო „სოციალურ“ სეგმენტს (საყოფაცხოვრებო, თბოსადგურები) შედარებით იაფი გაზი მიეწოდება. საქართველო, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების პირველი ფაზის ფარგლებში, გაზს იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ (ცნობილია, როგორც „ბაქო- თბილისი-ერზრუმი“) ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. „ოფციური“ გაზის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობის მიხედვით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2068 წლამდეა განსაზღვრული. დამატებითი გაზის მოცულობა ფიქსირებულია და ხელშეკრულების საფუძველზე (მოქმედების ვადა - 2026 წლამდე) ქვეყანაში წლიურად 500 მლნ. მ3 ბუნებრივი გაზი შემოდის. „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის მყიდველად საქართველოს მთავრობის მიერ ნომინირებულია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ), რომელსაც აღნიშნული გაზის ყიდვა- გაყიდვაზე გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები. „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტისათვის გაწეული მომსახურების საფასურად გაზსადენის ოპერატორი, ქვეყანაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთი ლიცენზიატი, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ (სგტკ) რუსულ „გაზექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყოველწლიურად იღებს გაზის გარკვეულ მოცულობებს. 2017 წლიდან მოქმედებს ახალი ორწლიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ ერთწლიან პერიოდში სატრანზიტო მომსახურების ნაწილობრივ ისევ ნატურით ანაზღაურებას, დანარჩენ ტრანზიტულ მოცულობაზე კი ფულადი გადასახადია დაწესებული. 2018 წლიდან სატრანზიტო მომსახურება მთლიანად ფულადი გადასახადით ანაზღაურდება. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ მიღებული „დამატებითი“ და „ოფციური“ გაზი, (2017 წელს, ასევე, სომხეთში ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი გაზი) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“

  3. 4 მეშვეობით, მიეწოდება ბუნებრივი გაზის რეგულირებულ სეგმენტს (თბოელექტროსადგურებს) და ბუნებრივი გაზის საბითუმო მოვაჭრეებს. ისინი, თავის მხრივ, ბუნებრივ გაზს აწვდიან განაწილების ლიცენზიატებს, რომლებიც, ამავდროულად, წარმოადგენენ მიმწოდებლებს საყოფაცხოვრებო სექტორისათვის. მიწოდების დამატებით წყაროს წარმოადგენს კომპანია „სოკარის“ მიერ იმპორტირებული ბუნებრივი გაზი. შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში „სოკარს“ ქვეყნის მოხმარების საჭირო დამატებითი მოცულობით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს აღებული. ბუნებრივი გაზის განაწილების სექტორში სამი უმსხვილესი ლიცენზიატია: შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომლის სალიცენზიო არეალია ქ. თბილისის ძირითადი ნაწილი, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგაზი“, რომლებიც ბუნებრივი გაზის განაწილებას საქართველოს 850-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში ახორციელებენ. სამივე ლიცენზიატის მიერ განაწილებული ბუნებრივი გაზის ჯამური მოცულობა მთლიანი განაწილებული მოცულობის დაახლოებით 90%-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დანარჩენი კომპანიების წილი მთლიანი განაწილების მოცულობაში მცირეა. ბუნებრივი გაზის სექტორში ქსელურ საქმიანობასა (ტრანსპორტირება, განაწილება) და ქსელურ კომპანიებს, როგორც ბუნებრივ მონოპოლიებს, არეგულირებს კომისია. გაიცემა ორი სახის ლიცენზია: ტრანსპორტირებისა და განაწილების. განსაზღვრულია ტრანსპორტირების სისტემა და გამანაწილებელი ქსელი, რომელთა ექსპლუატაციასაც, შესაბამისად, ეწევიან ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები. ქსელური (ტრანსპორტირება, განაწილება) და კონკურენტული (მიწოდება) საქმიანობები განცალკევებული არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხი ნაწილობრივ დარეგულირებულია 2016 წლის 25 ივლისს სემეკის მიერ მიღებული „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“, რომლის მიზანსაც საწარმოს მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს, წესებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეისათვის არ არის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ტექნიკური ხარისხი და არ არსებობს ბუნებრივი გაზის ქსელის წესები, რაც ხელს უშლის ქსელის ოპერატორების საქმიანობის ტექნიკური ხარისხის განსაზღვრასა და შეფასებას და ნეგატიურად აისახება როგორც მომხმარებლებზე, ისე მთლიანად სისტემის მდგრადობაზე და ბუნებრივი გაზის ბაზარზე მომსახურების არასაკმარის დონეს განაპირობებს.

  4. 5 ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზრის განვითარება და მომხმარებელთათვის გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპული სტანდარტების მიხედვით. საქართველოში დღეს არსებული ბუნებრივი გაზის ბაზრის ევროპულ მოდელზე გადასვლა ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს მთავრობის ხედვა ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით გულისხმობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, კერძოდ, ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულებისა“ და „ენერგეტიკული გაერთიანების“ მოთხოვნების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის მოწყობის ძირითადი პრინციპების (დირექტივა № 2009/73/EC) დანერგვას. მთავრობა გეგმავს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზით კონკურენტული ვაჭრობის განვითარებას, რაც სამართლიან ფასწარმოქმნასა და მომხმარებელთათვის საცალო მიმწოდებლის არჩევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. თუმცა საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება არ იგეგმება, „სოციალური“ სეგმენტის მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნებისა და ბაზარზე მიმწოდებლის არჩევანის შეზღუდულობის გამო. შესაბამისად, ე.წ. „სოციალური“ გაზით თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაყრდნობით ვაჭრობა არ მოხდება. ბუნებრივი გაზის სექტორის როგორც ტექნიკურ, ისე კომერციულ სფეროში განხორციელდება რიგი ორგანიზაციული და საკანონმდებლო რეფორმები, რომელსაც „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმში გათვალისწინებული პირობებით რეგულაციებისა თუ დირექტივების შესრულება მოითხოვს. კერძოდ:  გაზის მიმწოდებელთა და მოვაჭრეთა მიერ მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშესაწყობად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეფასებული იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის, განაწილების სისტემის ოპერატორებისა და ბაზრის ოპერატორის ინსტიტუტების განსაზღვრა/ჩამოყალიბების საკითხები. რომლებიც იმუშავებენ ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის მოწყობის დირექტივისა (№ 2009/73/EC) და ბუნებრივი გაზის გადაცემის ქსელებზე დაშვების შესახებ რეგულაციის (№715/2009) ძირითადი პრინციპების შესაბამისად. შემუშავდება, აგრეთვე, საბაზრო ურთიერთობის სტანდარტები,

  5. 6 უზრუნველყოფილი იქნება საბითუმო ვაჭრობის მონაცემთა საჯაროობა, რომელიც ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან;  მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის მოწყობის დირექტივის (№ 2009/73/EC) შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეფასებული იქნება „საჯარო მიმწოდებლისა“ და „ბოლო ინსტანციის მიმწოდებლის“ ინსტიტუტების განსაზღვრა/ჩამოყალიბების საკითხები;  მიმწოდებლების რაოდენობის შეზღუდულობიდან გამომდინარე აუცილებელია ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა. შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საბოლოო მომხმარებლებისათვის გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის შესახებ №2008/92/EC დირექტივის მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს დარგში აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესებას;  ბაზრის მოდიფიკაციისთვის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო პირობები შემუშავდება ევროპელი ექსპერტების დახმარებით ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა EU4Energy-ის მე-3 კომპონენტის ფარგლებში. აღნიშნული სამართლებრივი ნორმები გამიჯნავს ქსელურ (ტრანსპორტირება, განაწილება) და კონკურენტულ (მიწოდება) საქმიანობებს, განსაზღვრავს ბაზარზე მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, „სოციალურად დაუცველი“ მომხმარებლების კატეგორიას, უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების (მიწოდების საიმედოობა, ბუნებრივი გაზის ტექნიკური ხარისხი, მიმწოდებლების შერჩევის შესაძლებლობა) დაცვას. შემუშავდება ქსელის წესები. ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორის ნორმატიულ აქტებთან დაახლოების გარდა, საქართველოს სამართლებრივი ბაზა, შეძლებისდაგვარად, გაითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების ბაზრებისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ურთიერთობების თავისებურებებს;  მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაინერგება წამახალისებელი სატარაფო რეგულირება და ქსელური კომპანიების სტიმულირება მოხდება დანაკარგების შემცირების სამიზნე მაჩვენებლების დაწესების გზით;  № 2009/73/EC დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად განხორციელდება გაზის მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგი, რაც მოიცავს ბაზარზე მიწოდება/მოხმარების

  6. 7 ბალანსის ანალიზს, მოხმარებისა და მიწოდების პროგნოზს. ასევე, პიკური დატვირთვისა და დეფიციტის პირობებში გასატარებელ ღონისძიებებს;  საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ბუნებრივი გაზით მომარაგების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია, რაც ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულების“ მოთხოვნასაც წარმოადგენს. შესაბამისად, გაგრძელდება მუშაობა კასპიის აუზის ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის დამატებითი იმპორტის პოტენციალის გამოყენების მიმართულებით. ტექნიკური და საბაზრო ფაქტორების გათვალისწინებით სამინისტრო იმუშავებს აღნიშნული ქვეყნებიდან ბუნებრივი გაზის საქართველოს ბაზრისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე. ამასთან, ქვეყნის ბუნებრივი გაზით გარანტირებული მომარაგებისა და მიწოდება-მოხმარების უთანაბრობის ეფექტიანი დაბალანსების მიზნით ხორციელდება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი. სოციალურად დაუცველი მომხმარებლები დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ბუნებრივი გაზი გათბობის, ცხელწალმომარაგებისა და საკვების მომზადების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა იყოს უზრუნველყოფილი ამ რესურსით. ამ მიზნით წარმატებით ხორცილედება საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა. ხორციელდება დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის (3100-ზე მეტი აბონენტი) მიწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურების პროგრამა, რაც ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის დენადობის შემცირებას. ამასთან, საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განსაზღვრულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან 15 აპრილის ჩათვლით) გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. სამომავლოდ იგეგმება ენერგეტიკის მიმართულებით არსებული სოციალური დაცვის მექანიზმების დახვეწა, რათა მეტად ეფექტიანად მოხდეს სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა.

  7. 8 4.2 მიწოდება - მოხმარების ანალიზი, პროგნოზი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები მიწოდება - მოხმარების ანალიზი ბუნებრივი გაზის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და მზარდი სეგმენტია, განსაკუთრებით ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური გაზიფიცირების ფონზე. საქართველოში ბუნებრივ გაზზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება თითქმის 100%-ით იმპორტირებული რესურსით ხორციელდება, ადგილობრივი რესურსების წილი კი უმნიშვნელოა და 0.5%-ს არ აღემატება. 2007 წლამდე ბუნებრივი გაზის პრაქტიკულად ერთადერთ მომწოდებელს რუსეთი წარმოადგენდა, სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის სახით. ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით ქვეყანამ გაზის მიღების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინა და ადგილობრივთან ერთად, დღეს საქართველო ორი აზერბაიჯანული და ერთი რუსული წყაროდან იღებს გაზს, რამდენიმე დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე. 2016 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის წილმა მთლიან მიწოდებაში - 59%, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებულმა - 35%, „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ ტრანზიტის მომსახურების საფასურად მიღებულმა მოცულობამ - 5%, ხოლო ადგილობრივმა რესურსმა - 0.3% შეადგინა. 2017-2018 წლებში ბუნებრივი გაზის მოწოდების სტრუქტურა ჩამოყალიბდება შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით (გრაფიკი №81). 1 2017-2018 წლების მონაცემები წარმოადგენს საპროგნოზოს. 9 გრაფიკი №8 ბუნებრივი გაზის მოწოდება წყაროების მიხედვით, 2007-2018წწ. საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სეზონურობით - ზამთრის მაღალი და ზაფხულის შედარებით მცირე მოხმარებით. საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე, მომხმარებლები პირობითად დაყოფილია საყოფაცხოვრებო, თბოელექტროსადგურებისა და კომერციულ სექტორებად. ბუნებრივი გაზის სეზონურობის ფორმირებაზე მკვეთრ გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო სექტორის მოხმარება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის წარმოებაში თბოელექტროსადგურების წილის ზრდის აუცილებლობა (გრაფიკი №9).

  8. გრაფიკი №9 ბუნებრივი გაზის მოხმარება სეზონების მიხედვით, 2016წ. ბუნებრივი გაზის მოხმარება ბოლო წლებში (2007–2016წწ.) 32%-ით გაიზარდა, 1.7 მლრდ. მ3-დან 2.2 მლრდ. მ3-მდე. ამ პერიოდში მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა საყოფაცხოვრებო სექტორში აღინიშნა - 55% (560 მლნ. მ3-დან 869 მლნ. მ3-მდე). სხვა 10 ფაქტორებთან ერთად ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია 2008 წლიდან მიმდინარე გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ახალი აბონენტების დამატებამ ქვეყნის მასშტაბით. განხილულ პერიოდში კომერციული სექტორის მოხმარება გაზრდილია 24%-ით (685 მლნ. მ3- დან 846 მლნ. მ3-მდე), რისი გამომომწვევი ძირითადი მიზეზიც სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის ბუნებრივ გაზზე მასობრივი გადასვლაა. 2007–2016 წლებში თბოელექტროსადგურების სექტორის მოხმარება 15%-ით არის გაზრდილი (455 მლნ. მ3-დან 522 მლნ. მ3-მდე). თბოსადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება ელექტროენერგიის გენერაციის საჭიროებასა და ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ამ სექტორში ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციას მკვეთრი რყევები ახასიათებს. 2015 წელთან შედარებით ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მოხმარება 6%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად, ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ნავთობპროდუქტების გაიაფებამ განაპირობა. 2016 წელს ქვეყნის მოხმარება შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: საყოფაცხოვრებო სექტორი - 39%, კომერციული - 38%, ხოლო თბოელექტროსადგურები - 23%. მიწოდება-მოხმარების პროგნოზი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე თითქმის სრული დამოკიდებულება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უდიდეს პრობლემას უქმნის. პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მლრდ. მ3-მდე, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მლრდ. მ -მდე. 3 შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება (2026 წლის შემდეგ წყდება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ „შაჰ-დენიზის“ საბადოს „დამატებითი“ გაზის ხელშეკრულება, რაც მისი ჩანაცვლების უზრუნველყოფას მოითხოვს). ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების „საბაზისო“ სცენარით 2026 წლისთვის მოსალოდნელია ბუნებრივი გაზის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 45-50%-ით ზრდა (2.5-2.7 მლნ. ტონა ნავთობის ეკვივალენტამდე), „მშპ-ს პესიმისტური ზრდის“ სცენარით - დაახლოებით 30-35%-ით (2.3-2.4 მლნ. ტონა ნავთობის ეკვივალენტამდე), ხოლო „ოპტიმისტური ზრდის“ სცენარით - დაახლოებით 65-72%-ით (2.7-3.1 მლნ. ტონა ნავთობის 11

  9. ეკვივალენტამდე). 2018-2026წწ. პერიოდში სამივე სცენარით ქვეყნის ბუნებრივი გაზის მოხმარებაში თითოეული სექტორის მონაწილეობის საშუალო მაჩვენებელი შემდეგნაირია: საყოფაცხოვრებო - 34%, თბოსადგურები - 24%, ტრანსპორტი - 20%, კომერციული - 12%, მრეწველობა - 11%, სოფლის მეურნეობა - 0.2%. 2026 წლამდე ბუნებრივი გაზის მოხმარებაში ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო სექტორში, რისი გამომწვევი ძირითადი ფაქტორიც ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და შედეგად, სხვა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის ბუნებრივი გაზით ჩანაცვლება იქნება. მოხმარების მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სექტორებშიც, ხოლო მრეწველობის, კომერციულ და თბოსადგურების სექტორებში - შედარებით ნაკლები (გრაფიკი2 №10). გრაფიკი №10 ბუნებრივი გაზის მოხმარების პროექცია სექტორების მიხედვით, 2018-2026წწ. ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს აზერბაიჯანისა და რუსეთის არსებული მოწოდების წყაროებიდან დაახლოებით 16.5 მლნ. მ3/დღ. გაზის მიღებას, რაც საკმარისია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის ამჟამად და საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პიკური დატვირთვის პირობებში, აღნიშნული წყაროებიდან მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, 2 გრაფიკი მოიცავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მოხმარების მონაცემებს. 2017 წლიდან რუსეთთან ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების ამოქმედების გამო საპროგნოზო მონაცემები მცირედ შეცვლილია. წყარო: „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა 2017-2026“, სნგკ. 12

  10. წარმოიქმნება გაზის მწვავე დეფიციტი და მომხმარებელთა გაზით უზრუნველყოფას საფრთხე შეექმნება. გარდა ამისა, როგორც ანალიზიდან ჩანს, ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდაა მოსალოდნელი, რაც შემდგომ წლებში იმპორტირებულ რესურსზე დამოკიდებულების ზრდასა და მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შედეგად კრიტიკული სიტუაციის მეტ სიმწვავეს განაპირობებს. კრიტიკულ სიტუაციებში საქართველოს მასშტაბით ე.წ. „დაცული“ მომხმარებელებისთვის (მოსახლეობა, თბოგენერაციის ობიექტები), რაც ევრორეგულაციებით დადგენილი ვალდებულებაა, გაზის გარანტირებული მიწოდებისთვის მიზანშეწონილია, დაახლოებით 100 მლნ. მ3 სტრატეგიული რეზერვის არსებობა ზამთრის 1 თვის განმავლობაში, ხოლო ქვეყნის უკლებლივ ყველა მომხმარებლის უზრუნველყოფისათვის ეს მოცულობა დაახლოებით 211 მლნ. მ3-ს აღწევს. ქვეყნისათვის დამახასიათებელი გაზის მოხმარების სეზონურ უთანაბრობასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება. თუმცა, ადგილობრივი მოხმარებისა და სატრანზიტო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდების მოთხოვნა-მოწოდების უთანაბრობის დაბალანსება მომავალში უფრო რთული იქნება, განსაკუთრებით აზერბაიჯანული წყაროებიდან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში, რაც სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვა-რეალიზაციას მოითხოვს. 4.3 ბუნებრივი გაზის მოპოვება საქართველოს ბაზარზე გაზის ადგილობრივი საბადოებიდან მოწოდების პოტენციალი მცირეა. 1974 წლიდან საქართველოში სულ მოპოვებულია დაახლოებით 3 მლრდ. მ3 გაზი, საიდანაც თავისუფალი გაზის რაოდენობამ 562 მლნ. მ3 შეადგინა. 2007-2016 წლებში ადგილობრივი საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის მოცულობა წლიურად 7.6 მლნ. მ3-დან - 22.4 მლნ. მ3-მდე მერყეობდა, ხოლო 2016 წელს 10.4 მლნ. მ3 შეადგინა. ინვესტიციების ნაკლებობის პირობებში, სალიცენზიო ბლოკების ოპერატორი კომპანიები ძირითადად კონცენტრირებულნი არიან მოქმედი საბადოებიდან ნარჩენი რესურსის მოპოვებაზე და არასათანადო ყურადღებას უთმობენ საძიებო და გაზის მარაგების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაოების ჩატარებას, რის გამოც, გაზის მოთხოვნა-მიწოდების ერთიან ბალანსში ადგილობრივი საბადოების პოტენციალი გათვალისწინებული არ არის. 13

  11. გრაფიკი №11 ბუნებრივი გაზის მოპოვება, 2007-2016წწ. ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების დონის შემცირებისა და ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით მეტი ყურადღება დაეთმობა გაზის მარაგების საძიებო და მოპოვების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაოების ჩატარებას. შესაძლო მარაგის წლიური 1% მოპოვების უზრუნველყოფის შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში გაზის მოპოვებამ შესაძლოა დაახლოებით 120-140 მლნ. მ3 შეადგინოს, რაც ამჟამად არსებული ადგილობრივი მოპოვების წილს ქვეყნის მთლიან მოხმარებაში 0.5%-დან 6%-მდე გაზრდის. 4.4 სატრანზიტო პროექტები და ინფრასტრუქტურა სატრანზიტო პროექტები საქართველო, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში მნიშვნელოვანი პრიორიტეტებით სარგებლობს. სატრანზიტო დერეფანი, რომელიც საქართველოს კვეთს, წარმოადგენს კასპიის გაზის რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მარშრუტს. საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტი ორი მილსადენით ხორციელდება - „სამხრეთ-კავკასიური მილსადენით“ (SCP) და „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ (NSMGP). ორივე სატრანზიტო მილსადენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე სტრატეგიული მნიშვნელობისაა (რუკა №2). „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ სისტემით წარმოებს აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმამდე. მილსადენის საქართველოს სექციის სიგრძე – 248 კმ-ია (მთლიანი სიგრძე 690 კმ), საპროექტო გამტარუნარიანობა დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 8 მლრდ. მ3/წელია, რეალური დატვირთვა კი - 6.5-7 მლრდ. მ3/წ. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ სისტემა მოიცავს „სამხრეთ-კავკასიურ მილსადენს“ და მასთან დაკავშირებულ მოწყობილობა-

  12. 14 ნაგებობებს. ქვეყანა, ტრანზიტის მომსახურების სანაცვლოდ, „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ იღებს ბუნებრივ გაზს საბაზროსთან შედარებით დაბალ ფასად. აზერბაიჯანის სხვა საბადოებში („შაჰ-დენიზის“ საბადოს გარდა) მოპოვებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება საქართველო-აზერბაიჯანის გაზსადენების სისტემის გამოყენებით ხორციელდება. „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენის“ საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზის მიწოდება რუსეთიდან სომხეთისთვის. მილსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება. მისი სიგრძე 253 კმ-ს შეადგენს. მილსადენის მფლობელია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ხოლო ოპერირებას საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენის“ საშუალებით განხორცილებული ტრანზიტის მომსახურების ანაზღაურების პირობები განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებებით. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობა უკანასკნელ წლებში საშუალოდ დაახლოებით 6 მლრდ. მ3-ს შეადგენდა წლიურად. „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენის“ დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირებულია და ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა დაახლოებით 2 მლრდ. მ3-ს შეადგენს, რაც ძირითადად სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტისათვის არის განკუთვნილი (გრაფიკი №12). გრაფიკი №12 ბუნებრივი გაზის ტრანზიტი, 2007-2016წწ. 15

  13. შიდა ინფრასტრუქტურა საქართველოს შიდა ბაზრის მომარაგებას ემსახურება მაგისტრალური გაზსადენების სისტემა ჩრდილოეთის (ყაზბეგის), კახეთის, სამხრეთის და აჭარის განშტოებებით. გაზსადენების სისტემა დაკავშირებულია „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალურ გაზსადენთან“ (შემკრავებით), „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემასთან“ (12 კმ-იანი ინტერკონექტორით) და აზერბაიჯანიდან შემომავალ 1000 მმ-იან გაზსადენთან, უშუალოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან (რუკა №2). ერთიანი გაზმომარაგების სისტემა მოიცავს აგრეთვე გამანაწილებელ (დისტრიბუციის) გაზსადენებს, ამჟამად უმოქმედო ორ საკომპრესორო სადგურს, გაზგამანაწილებელ სადგურებსა და გაზის გამზომ კვანძებს. საქართველოს (სნგკ-ს) კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენების საერთო სიგრძე დაახლოებით 2200 კმ-ს შეადგენს. სხვადასხვა მიმართულების მაგისტრალური გაზსადენები თავს იყრის საგურამოს კვანძში, საიდანაც წარმოებს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბუნებრივი გაზის გადანაწილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. რუკა №2 საქართველოს გაზის სატრანზიტო და ადგილობრივი მაგისტრალური მილსადენები 16 საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ზოგიერთი კრიტიკული მონაკვეთი განლაგებულია რთულად მისადგომ მთიან რეგიონებში და უამინდობის დროს ავარიის შემთხვევაში მათი სწრაფი რეაბილიტაცია გაძნელებულია. ტრანსპორტირების, განსაკუთრებით კი განაწილების დროს, მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის დანაკარგები ფიქსირდება. ტრანსპორტირება/განაწილების სისტემაში ჯამური დანაკარგები ჯერ კიდევ მაღალია და მთლიანად სისტემაში მიღებული გაზის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. დანაკარგების დიდი ნაწილი გამანაწილებელ ქსელზე მოდის. დანაკარგები ძირითადად განპირობებულია ქსელის ტექნიკური გაუმართაობითა და აღრიცხვის კონტროლის მოუწესრიგებლობით. გარდა ამისა, დანაკარგების მიზეზი ხდება ბუნებრივი კატასტროფებით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული მილსადენების ავარიები. ფაქტიური დანაკარგების შემცირებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი ქსელების რეაბილიტაცია-განვითარებასა და თანამედროვე მარეგულირებელი, საკონტროლო და საზომი მოწყობილობით აღჭურვას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო სისტემების ოპერირება (გარდა „სამხრეთ-კავკასიური მილსადენისა“) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ (სგტკ) მიერ ხორციელდება. გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა, სისტემის ნაგებობები და გაზსადენები წარმოადგენს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებას და საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემულია შპს „სგტკ“-ზე. ახალი გაზსადენების მშენებლობასა და ქსელის კაპიტალურ რეაბილიტაციას სნგკ ახორციელებს. ამასთან, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ (საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში) მიერ ხორციელდება მოსახლეობის ეტაპობრივი გაზიფიცირება. 2016 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ცენტრალური ხელისულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობა დაახლოებით 70%-ია. ეტაპობრივად მიმდინარეობს გაზიფიცრებულ ქსელზე მომხმარებელთა მიერთებაც. ქვეყანაში ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ბუნებრივი გაზის ინფრატსტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საქართველოს გაზსადენების შიდა სისტემის ოპერატიული მოქნილობისა და ექსპლუატაციის მაღალი საიმედოობის უზრუნველყოფა, რაც

  14. 17 კიდევ უფრო აქტუალური გახდება „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ. გასულ ათწლეულში გლობალური ეკონომიკური კრიზისის, რუსული სამხედრო აგრესიისა და სხვა ხელისშემშლელი პირობების გამო მნიშვნელოვნად შეიზღუდა ინვესტიციების მოზიდვა და ინდუსტრიის აღდგენა-განვითარების გეგმები, რამაც ენერგეტიკულ რესურსებზე დაგეგმილი მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. თუმცა, ბოლო წლებში აღინიშნება მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, რის დასაკმაყოფილებლადაც საჭიროა განხორციელდეს ბუნებრივი გაზის სატრანზიტო და ქვეყნის ერთიანი გაზმომარაგების სისტემის შემადგენელი მაგისტრალური მილსადენებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები. სისტემის გამტარუნარიანობისა და ექსპლუატაციის საიმედოობის გაზრდის მიზნით ამჟამად მიმდინარეობს გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და განვითარების შესაბამისი პროექტების რეალიზაცია. ქვეყანაში ბუნებრივი გაზის სტრატეგიული მარაგების არარსებობა შესაძლოა, კრიტიკული სიტუაციის შექმნის მიზეზი გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ამგვარი მარაგის დარეზერვების საშუალება არ გააჩნია, რაც ქვეყნის თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების გამო სისტემის საიმედოობის განსაკუთრებით დაბალ დონეს განაპირობებს. ამასთან, 2020 წლიდან სატრანზიტო ნაკადებისა და „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემიდან“ მისაღები მოცულობების მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში, კიდევ უფრო პრობლემატური გახდება გაზის მიღება-რაციონალურ გადანაწილებისა და მოხმარებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ის გაზის მიწოდება-მოხმარების სეზონური უთანაბრობის დარეგულირების საუკეთესო და ყველაზე იაფი საშუალებაა.

  15. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის განხორციელება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომზადებულია „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა 2017-2026“, საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნების, ევროკომისიის გაზის შიდა ბაზრის საერთო წესების №2009/73 დირექტივისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. დოკუმენტი მოიცავს დროის მიხედვით 18 განაწილებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის: 2017 წლის დაფინანსებით უზრუნველყოფილ და 2018-2019 წლების გარდამავალი პერიოდის იდენტიფიცირებულ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაზე მიღებულია წინასწარი გადაწყვეტილება; 2020-2022 წლებისა და შემდგომი პერიოდის პერსპექტიულ პროექტებს, რომელთა დაფინანსების საკითხები გადაწყდება მათი რეალიზაციის საჭიროებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით. ათწლიან გეგმაში 3 მოცემული დეტალური ინფორმაციის გათვალისწინება მოკლე და საშუალო ვადიანი პერიოდის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შესახებ, აგრეთვე გრძელვადიანი პერიოდის წინასწარი (პერსპექტიული) საინვესტიციო გეგმების შესახებ (დანართი №1), საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილ იქნას მომავალი საინჟინრო- ტექნოლოგიური სამუშაოებისა და ფინანსური რესურსების დაგეგმვის ოპტიმიზაცია. ინფრასტუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებული მომარაგება დღეისათვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის შიდა სატრანსპორტო, ტრანსსასაზღვრო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარებისა და სტაბილური ფუნქციონირების მეშვეობით; ხელი შეუწყოს ადგილობრივი და რეგიონული ბაზრების ფორმირებას ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის საფუძველზე. მოკლევადიანი პერიოდის პრიორიტეტულად განსახორციელებელ საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიეკუთვნება მაგისტრალური გაზსადენების კრიტიკული მონაკვეთების რეაბილიტაცია და განვითარება (მათ შორის, ძირითადად, აღმოსავლეთ- დასავლეთის მიმართულების ცალკეული მონაკვეთები წითელი ხიდიდან საგურამოს გავლით ზესტაფონამდე). ამ პროექტების რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. გარდა ამისა, განახლებული სისტემა საშუალებას იძლევა მომავალში იგი განხილულ იქნას როგორც ახალი სატრანზიტო პროექტების საფუძველი, კასპიის საბადოებიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე დამატებითი გაზის მიწოდებისათვის მისი შემდგომი რეექსპორტის მიზნით.

  16. 3 „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა 2017-2026“, სნგკ. 19 პრიორიტეტულობის მიხედვით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების გაზსადენების სარეაბილიტაციო-განვითარების სამუშაოები შემდეგნაირად არის განაწილებული: - აზერბაიჯანის საზღვარი-გარდაბანისა და ფცა-ვაყას მონაკვეთები; - ნატახტარი-წილკანის, ქსანი-ლეხურას და ლეხურა-სვენეთის მონაკვეთები; - წილკანი-ქსანის მონაკვეთი და საჰაერო გადასასვლელი არაგვზე; - ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი (პროექტის რეალიზაცია დაიწყება 2018 წელს, დასრულება კი საშუალოვადიან პერიოდშია გათვალისწინებული). ჰიდრავლიკური გაანგარიშების შედეგები საფუძველზე 4 , დასავლეთი მიმართულების მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება არსებული მაგისტრალური გაზსადენებით გარანტირებული არ არის. მაგალითად, 2016 წლის სავარაუდო პიკური მოხმარებისათვის გათვლილი წნევა, ვაყის გამზომი კვანძის გამომსვლელ მილტუჩზე, პრაქტიკულად დღეისათვის დასაშვები წნევის ზღვარზეა და მისი შემდგომი ზრდა, წინასწარი გამოკვლევებისა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ღონისძიებების გარეშე, სარისკოა. გაზის დაგეგმილი მოცულობების ტრანსპორტირებისა და სტანდარტული წნევების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სისტემის სრულყოფილი რეაბილიტაცია, რითაც მიიღწევა დასავლეთის მიმართულების მომხმარებელთა პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება პერსპექტიული განვითარების გათვალისწინებით. რეაბილიტაციის სტრატეგია ითვალისწინებს მაგისტრალური გაზსადენის ყველა არსებული 500 მმ-იანი მილსადენის მონაკვეთის შეცვლას ახალი 700 მმ-იანი მილსადენებით და არსებული 700 მმ-იანი დიამეტრის მილსადენის ყველა დაზიანებული, ან ექსპლუატაციის ვადაგასული მილებით დაკომპლექტებული უბნის ეტაპობრივ რეაბილიტაციას. გარდა ამისა, ახალი მილსადენების მშენებლობის ან არსებულის რეკონსტრუქციის დროს, ორიენტაცია იქნება აღებული მაღალწნევიანი მილსადენების გამოყენებაზე (ყველა შესაძლებელ შემთხვევაში), რაც დანახარჯების ფაქტიური უცვლელობის დროს სისტემის გამტარუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს წნევის ნაზრდის პროპორციულად და შეესაბამება თანამედროვე მილსადენმშენებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

  17. 4 მილსადენებისა და განშტოებების დეტალური ჰიდრავლიკური გაანგარიშების შედეგები მოცემულია დოკუმენტში: „საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმა 2016-2025“, სნგკ. 20 აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის მთლიანად 700 მმ დიამეტრის მილებით დაკომპლექტება უზრუნველყოფს ქვეყნის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონების მოსახლეობის, კომერციული სექტორისა და ინდუსტრიის გარანტირებულ გაზმომარაგებას, მათ შორის განვითარებადი ინდუსტრიული ზონებისა და შავი ზღვისპირა რეკრეაციული ზონის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით. მაგისტრალური გაზსადენების აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რეაბილიტაცია-განვითარების სამუშაოთა კომპლექსის დასრულების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონების მოსახლეობის (დაახლოებით 1.35 მლნ. ადამიანის), კომერციული სექტორისა და ინდუსტრიის გარანტირებული გაზმომარაგება. სხვა, გეგმით გათვალისწინებული ინტერკონეკტორების პროექტების რეალიზაციის შემდეგ კი უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის ერთიანი გაზმომარაგების ქსელის სისტემური საიმედოობა და გაზის შეუფერხებელი მიწოდება სხვადასხვა წყაროდან ნებისმიერი მსხვილი მომხმარებლისა და სადისტრიბუციო კომპანიისათვის. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოების შესრულება იგეგმება აგრეთვე მაგისტრალური გაზსადენების სხვა მიმართულებებსა და განშტოებებზე. დასრულდება „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის გაზსადენების სისტემის“ ყუროს საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა 1200 მმ-იან გაზსადენზე, კახეთის განშტოების თელავი-ახმეტის 300 მმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და საგარეჯო-გურჯაანის 500 მმ-იანი მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2017 წელს დაიწყება ქობულეთის განშტოების 500 მმ-იანი მილსადენის 45 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2018 წელს იგეგმება. იგეგმება აგრეთვე ალასტანი-ახალქალაქის 5.5 კმ სიგრძის პოლიეთილენის მილსადენის შეცვლა ფოლადის 300 მმ დიამეტრის მილსადენით. ამ პროექტის ინიცირების საფუძველი გახდა არსებული მილსადენის შეზღუდული გამტარუნარიანობა, პოლიეთილენის მილების დასაშვები სამუშაო წნევის შეზღუდვის გამო, რაც ვერ უზრუნველყოფს რეგიონის შეუფერხებელ გაზმომარაგებას ზამთრის პიკური მოხმარების დროს. ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი გეგმა ძირითადად რამდენიმე ინტერკონექტორის, მათ შორის, ვალე-ვანისა და ტაბაწყური-ბაკურიანის შემკრავი მილსადენისა და გაზის მიმღები მე-2 პუნქტის მშენებლობის პროექტებს ითვალისწინებს, რომელთა რეალიზაციის შემთხვევაში პრაქტიკულად დასრულდება დასავლეთ და სამხრეთ

  18. 21 საქართველოს, აგრეთვე ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის გაზმომარაგების სისტემის ჩიხური არქიტექტურის შეცვლა მაღალი უსაფრთხოების რგოლური გაზმომარაგებით, რაც საშუალებას იძლევა კრიტიკულ სიტუაციებში მოხდეს გაზის ნაკადების გადამისამართება ნებისმიერი მომწოდებლიდან ნებისმიერი მსხვილი მომხმარებლისა და/ან გამანაწილებელი კომპანიისათვის. ამასთან, გათვალისწინებულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, რომელთა დანიშნულებაა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი სისტემების გამტარუნარიანობის გაზრდა ან ნაკადის რევერსირება გაზის გადამისამართების მიზნით კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყანაში წარმოშობილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. გათვალისწინებულია, ასევე, მიმდინარე ან დაგეგმილი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების (SCP, AGRI) ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებლი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. მაგისტრალური მილსადენების სამხრეთის განშტოების ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებთან დამაკავშირებელი ტაბაწყური-ბაკურიანის შემკრავის ძირითადი დანიშნულებაა ბორჯომ-ბაკურიანის ურბანული საკურორტო-რეკრეაციული ზონისათვის გარანტირებული გაზმომარაგების უზრუნველყოფა გაზის მიწოდების რგოლური სისტემის მეშვეობით. გარდა ამისა პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა კრიტიკულ სიტუაციაში განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური (ან სამხრეთი) რეგიონების გაზმომარაგება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ გაზის მე-2 მიმღები პუნქტიდან (ან სამხრეთ საქართველოს გაზომარაგების სისტემის „წითელი ხიდი-წალკა-ახალციხის“ მილსადენიდან ქვეყნის ცენტრალური რეგიონების მაგისტრალურ გაზსადენებამდე, ანდა პირიქით). მილსადენის სიგრძე დაახლოებით 18 კმ-ია, დიამეტრი 300 მმ. სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაგეგმილია 2020-2021 წლებში.

  19. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტი მიმდინარეობს „შაჰ-დენიზის“ საბადოს განვითარება, რომელიც გულისხმობს მე-2 ფაზას – კაპიტალური ხარჯებით 45 მლრდ. აშშ დოლარი და 16 მლრდ. მ3/წ. პიკური წარმოებით. პირველი გაზის მიწოდება იგეგმება 2018 წლიდან. სავარაუდოდ, 2030 წლიდან განიხილება საბადოს განვითარების მე-3 ფაზის შესაძლებლობა, წარმოების 28-30 მლრდ. მ3/წ.-მდე გაზრდით. მე-2 ფაზის განვითარების ფარგლებში, „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის“ გამტარუნარიანობის 22-24 მლრდ. მ3-მდე გაზრდის მიზნით, დაგეგმილია მილსადენის გაფართოების პროექტი (SCPX), რომელიც ითვალისწინებს პარალელური გაზსადენის, 22 დამატებითი 2 მძლავრი საკომპრესორო სადგურისა და ახალი გამზომი კვანძის მშენებლობას. საქართველოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 63.8 კმ ჯამური სიგრძის პარალელური მილსადენის და ორი, ჯამურად 122 მგვტ, დადგმული სიმძლავრის საკომპრესორო სადგურის (გარდაბანსა და წალკაში) მშენებლობა, ასევე, არსებული წნევის დამწევი და გამზომი სადგურების მოდიფიკაცია. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის“ ღირებულება, დაახლოებით 4.9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობების სავარაუდო ღირებულება 2 მლრდ. აშშ დოლარს უტოლდება. ამასთან, დაგეგმილი კაპიტალდაბანდების დაახლოებით 20% დაიხარჯება ადგილობრივი მომწოდებლებისგან საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულება საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილია 2018 წელს. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემა“ დაუკავშირდება დაგეგმილი სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელ მილსადენებს - „ტრანსანატოლიის მილსადენს“ (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც, თავის მხრივ, 1900 კმ-თ დაშორებულ „ტრანსადრიატიკის მილსადენს“ (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტების რეალიზაცია საშუალებას იძლევა, აზერბაიჯანული, მომავალში კი, შესაძლოა, კასპიის სხვა საბადოების გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიეწოდოს თურქეთისა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს (რუკა №3).

  20. რუკა №3 პერსპექტიული სატრანზიტო პროექტები 23 აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტი (AGRI) აზერბაიჯანული გაზის ევროპულ ბაზარზე მიწოდების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტი (AGRI) განიხილება, 3 რომელიც შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე (ფოთში) 2, 5 ან 8 მლრდ. მ /წ. ბუნებრივი გაზის გათხევადების (LNG) ტერმინალის მოწყობასა და პროდუქციის ტანკერებით რუმინეთის სანაპირომდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, სადაც მიღება-რეგაზიფიკაციისა და განაწილების სისტემები მოეწყობა (რუკა №3). მომზადებულია AGRI-ს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიში, რომლითაც დადგენილია პროექტის კომერციული მიზანშეწონილობა გარკვეული ხელშემწყობი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც დასრულდება აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს მე-2 ფაზისა და სხვა საბადოების ათვისების სამუშაოები (სავარაუდოდ, 2022-2025 წლების შემდეგ). AGRI LNG პროექტის რეალიზაციისათვის საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური მილსადენის გამოყენება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ან პარალელური მაგისტრალის აშენების შემდეგ, აზერბაიჯანის საზღვრიდან შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე განლაგებული გაზის გათხევადების საწარმომდე. ალტერნატულ ვარიანტად განიხილება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემასთან დამაკავშირებელი ახალი მიმღები კვანძისა და მაგისტრალური გაზსადენების დასავლეთის განშტოებასთან დამაკავშირებელი ვალე-ვანის მაღალწნევიანი მილსადენის (ინტერკონექტორის) მშენებლობა.

  21. ტრანსსასაზღვრო მილსადენები და ინფრასტრუქტურა დაგეგმილია საქართველოს შიდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ანალოგიურ სისტემებთან დამაკავშირებელი ტრანსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სრულყოფის სამუშაოები (საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების რეალიზაციის შესახებ მიიღება პარტნიორ ქვეყნებთან შესაბამისი შეთანხმების შემთხვევაში): გარდაბნის საკომპრესორო სადგური - მოხმარების მოსალოდნელი ზრდისა და „სოკარის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული მოწოდების მიღწევის (8 მლნ. მ3-მდე დღეში) შემთხვევაში, აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის ყველა მომხმარებლისათვის (განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინდუსტრიული ობიექტებისთვის) შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით განიხილება 8-10 მლნ. მ3/დღ. მწარმოებლურობის, 24 დაახლოებით 7-10 მგვტ სიმძლავრის საკომპრესორო სადგურის მშენებლობა გარდაბანში (სამშენებლო სამუშაოების შესრულების დრო და პირობები შეთანხმდება პარტნიორ მხარესთან კოორდინაციით). სომხეთ-საქართველოს ინტერკონექტორი - საერთო სიგრძით, დაახლოებით, 20 კმ (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 11.5 კმ), გათვალისწინებულია წითელი ხიდისა (საქართველო) და კოღბის (სომხეთი) გაზგამზომი სადგურების დასაკავშირებლად. მილსადენის სავარაუდო გამტარუნარიანობაა - 1-4 მლნ. მ /დღ. საპროექტო ტექნოლოგიური 3 პარამეტრები დაზუსტდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისას (სამშენებლო სამუშაოების შესრულება პირობითად დაგეგმილია 2020-2022 წლებში). აღსანიშნავია, რომ სომხეთი ევროპის „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამკვირვებელის სტატუსით სარგებლობს და პერსპექტივაში წევრობის კანდიდატია. გაწევრიანების შემთხვევაში იგი ისარგებლებს „ენერგეტიკული გაერთიანების“ პარტნიორი ქვეყნებისათვის გათვალისწინებული დახმარებით, სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნული ინტერკონეკტორის მშენებლობა შესაძლებლობას შექმნის, ორგანიზებულ იქნას გაზის რევერსული ურთიერთგადადინებები სომხეთსა და საქართველოს შორის, საგანგებო სიტუაციებში პარტნიორი ქვეყნისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით. ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გაზსადენის რეაბილიტაცია-განვითარება - რუსეთთან საქართველოს 1200 მმ დიამეტრის, ძირითადად სატრანზიტო დანიშნულების, „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენი“ აკავშირებს, რომელიც საგურამოში უერთდება 1000 მმ დიამეტრის ყაზახი-საგურამოს მაგისტრალს, წითელ ხიდთან კი სომხეთის განშტოებას. სატრანზიტო ნაკადების გარანტირებული მიწოდებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია აღნიშნულ გაზსადენებზე მსხვილი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს ნეიტრალურ, აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე მილსადენის დაახლოებით 11 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას (ახალი მილსადენის მშენებლობას შეცვლილი მარშრუტით), გარდაბანი-წითელი ხიდის მონაკვეთის დაზიანებული უბნების რეაბილიტაციას, მილგამტარი გვირაბების აღდგენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მდ. თერგის ხეობაში, მილსადენების გამწმენდი და ელექტროქიმიური დაცვის სიტემების აღდგენას და ა.შ. წინასწარი შეფასებით აღნიშნული სამუშაოებისათვის საჭიროა ათეულობით მილიონი საინვესტიციო დანახარჯები.

  22. 25 ვალე-ვანი-სენაკი-ფოთის ინტერკონეკტორი დასავლეთ საქართველოს რეგიონების ყველა პოტენციური მომხმარებლის, მათ შორის პერსპექტიული მაღალტექნოლოგიური პროექტების, გაზის ჯამური მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია ვალეში, „სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალის“ AREA 80-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაზის მიღების მეორე პუნქტის მოწყობა, ახალი, დაახლოებით 70 კმ სიგრძის „ვალე-ვანის“ შემკრავი მილსადენის მშენებლობა და მაგისტრალური გაზსადენების თერჯოლა-ფოთის მონაკვეთთან დაკავშირება. „სამხრეთ- კავკასიური მილსადენიდან“ გაზის მიღების მეორე პუნქტი მოეწყობა ახალციხის მახლობლად, მილსადენის მიერ საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე. პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა, ქვეყნის გაზმომარაგების სისტემაში ჩაერთოს მიწოდების ფაქტობრივად ახალი წყარო, რომლის შემდგომი განვითარებით უზრუნველყოფილი იქნება სისტემის რგოლური გაზმომარაგება, ნაცვლად ამჟამინდელი ჩიხურისა და ხარისხობრივად გაიზრდება მისი ფუნქციონირების საიმედოობა. მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების გასაუმჯობესებლად საუკეთესო და ყველაზე იაფი საშუალებაა მიწისქვეშა გაზსაცავი. უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე დაგეგმილია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, გაზის აქტიური 3 3 მოცულობით - 210-280 მლნ. მ და მთლიანი მოცულობით - 400-500 მლნ. მ . საბადო საქართველოს მაგისტრალური მილსადენების ქსელიდან დაშორებულია 5-8 კმ-ით. მომზადებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიში. 2021 წლისათვის, როცა „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების მე-2 ფაზის ამოქმედების შემდეგ ქვეყანა გაზის მნიშვნელოვნად გაზრდილ მოცულობებს მიიღებს, გაზსაცავი ექსპლუატაციისათვის მზად იქნება. ამასთან, საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებში არსებული გაზის ნაკადის წნევის მომატებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, გაზის დასავლეთის მიმართულებით მიწოდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაძლო კრიზისულ სიტუაციაში, აზერბაიჯანის ჩრდილო- დასავლეთი რეგიონის მომხმარებლებისათვის, პროექტით გათვალისწინებულია გაზსაცავის მომსახურე საკომპრესორო სადგურისა და მაკავშირებელი მილსადენების გამოყენების შესაძლებლობა.

  23. 26 საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. შედეგად: მნიშვნელოვნად ამაღლდება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება; უზრუნველყოფილ იქნება საკუთარი რესურსებით გაზის სეზონური მიწოდება- მოხმარების მკვეთრი უთანაბრობის დაბალანსება, საგრძნობლად შემცირდება შესაბამისი დანახარჯები; გამოირიცხება დარგის მონოპოლიზება უცხო ქვეყნ(ებ)ის სახელმწიფო კომპანი(ებ)ის მიერ; ჩამოყალიბდება წინაპირობები ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და მიწოდების სტანდარტების სავალდებულო პირობების დაკმაყოფილებისათვის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სატრანზიტო პროექტების განვითარების ხელშეწყობისათვის. პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2017-2020 წლებში. მცირე მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები სისტემის გამართულად მუშაობისა და მომხმარებლებისათვის გაზის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით დაგეგმილია შემდეგი მცირე მასშტაბის, ლოკალური დანიშნულების პროექტების განხორციელება: არსებული გაზსადენების კოროზიული მონაკვეთების შეცვლა; სახაზო ონკანებისა და წნევის მარეგულირებელი და გამზომი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მაგისტრალური მილსადენების გამწმენდი ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია; ელექტროქიმიური დაცვის სისტემის აღდგენა-განვითარება; მწყობრიდან გამოსული მილსადენების დემონტაჟი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. წინასწარი შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, პირველ ეტაპზე, შერჩეულია რამდენიმე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გაზგამანაწილებელი სადგური, რომელთა რეაბილიტაცია მიჩნეულია პრიორიტეტულად. პირველ რიგში, გათვალისწინებულია რუსთავის გაზგამანაწილებელი სადგურის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება, აგრეთვე, ძირითადი საპროექტო სამუშაოების შესრულება სხვა გაზგამანაწილებელი სადგურებისათვის (სამუშაოების დაწყება რეკომენდებულია 2018 წლიდან). აღმოსავლეთ-დასავლეთის 700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენის აზერბაიჯანის საზღვრიდან ზესტაფონამდე არსებულ მონაკვეთზე დასამონტაჟებელია გამწმენდი და/ან მონიტორინგის ხელსაწყოს ერთი გამშვები და სამი მიმღებ-გამშვები სადგური. „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენის“ 1200 მმ-იან მილსადენზე საჭიროა ერთი სადგურის აღდგენა, დასამონტაჟებელია ერთი გამშვები სადგური რუსეთის 27

  24. საზღვართან დევდორაკში და ერთი მიმღები სადგური - საგურამოში. ამავე მილსადენის 1000 მმ-იან მონაკვეთზე დასამონტაჟებებლია ერთი გამშვები (საგურამოში) და ერთი მიმღები სადგური (წითელ ხიდთან). აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სისტემის ოპერატიულ მოქნილობასა და საავარიო მონაკვეთების სწრაფ ლოკალიზებას, უზრუნველყოფილი იქნება სისტემის მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაცია და მინიმუმამდე შემცირდება გაზის დანაკარგები; მნიშვნელოვნად გაიზრდება ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობა, მინიმუმამდე შემცირდება მილსადენების კოროზიული ცვეთა და გაიზრდება სისტემის ფუნქციონირების საიმედოობა. პროექტების განხორციელება დაგეგმილია 2017-2019 წლებში. გრძელვადიანი პერიოდისათვის დაგეგმვა განხორციელდება ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმის დაზუსტების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ასევე საჭიროებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მოძველებული ინფრასტრუქტურაც. რეგიონების გაზიფიცირების სამუშაოები ენერგეტიკის სამინისტროს კოორდინაციით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოების ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დამატებით დაახლოებით 35 ათასი პოტენციური აბონენტისთვის გახდება ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი. გაზიფიცირების სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2020 წელს დასრულდება. შედეგად, 2021 წლისთვის დამატებით დაახლოებით 200 ათასი ახალი აბონენტი მიიღებს ბუნებრივ გაზს (ოჯახები, ფერმერული მეურნეობები, ადგილობრივი საწარმოები და ორგანიზაციები). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში (ზემო სვანეთი, მთიანი აჭარა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი და ა.შ.), ძვირადღირებული და ეკონომიკურად გაუმართლებელი მილსადენების მშენებლობის ნაცვლად, მიზანშეწონილია ენერგიის ავტონომიური წყაროების ექსპლუატაციაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული მეურნეობების განვითარება, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნული რეგიონების მომარაგება ბუნებრივი გაზის სხვადასხვა პროდუქტით (თხევადი გაზი - LNG, შეკუმშული გაზი - CNG, ნავთობის თხევადი გაზი - LPG).

  25. 28 4.5 რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაძლო ზეგავლენა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გეოგრაფიული და ენერგეტიკული რესურსების სატრანზიტო ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო ევროპისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ამჟამად, ევროპისა და მთლიანად დასავლეთისათვის კასპიის რესურსების ხელმისაწვდომობაში საქართველო ერთ- ერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს - ქვეყანას, ერთი მხრივ, ესაზღვრება რუსეთი, აზერბაიჯანი და კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც ნახშირწყალბადების რესურსებით მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენენ, მეორე მხრივ, სომხეთი და თურქეთი, რომლებიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ რესურსზე არიან დამოკიდებულნი. ამასთან, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა საქართველოს გავლით, უმოკლესი, ახალი ალტერნატიული მარშრუტით, განხორციელდეს იმპორტზე დამოკიდებული ევროპის ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების მიწოდება. თუმცა, ბუნებრივია, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტები არ არის ერთადერთი და შეუცვლელი. საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ამაღლების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს რეგიონში არსებული გაზის უხვი მარაგები. თუმცა, კასპიის მომპოვებელი ქვეყნების იზოლირებული გეოგრაფიული განლაგება (გარდა რუსეთისა) და უშუალო კავშირის არარსებობა საექსპორტო საზღვაო პორტებთან ან ენერგეტიკული რესურსების მოხმარების მსხვილ ცენტრებთან, აგრეთვე არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეზღუდული გამტარუნარიანობა და ტექნიკური მდგომარეობა (თითქმის ნახევარი 30 და მეტი წლისაა), მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს ქმნის საბადოთა პოტენციალის ეფექტიანი ათვისების გზაზე. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ასევე, ენერგეტიკული რესურსებით საერთაშორისო ვაჭრობაში ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება. რეგიონში არსებული კონიუნქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შეიქმნას საორიენტაციო მიმართულებები განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით:  აზერბაიჯანისათვის ბუნებრივი გაზის ყველაზე უფრო მისაღებ საექსპორტო მიმართულებად ითვლება „სამხრეთის გაზის დერეფანი“ საქართველოსა და თურქეთის (ან შავი ზღვის) გავლით. ეს მარშრუტი გამორიცხავს კონკურენტი რუსეთისა და ირანის გამოყენების აუცილებლობას. ამასთან, აღნიშნული მარშრუტი მას აძლევს ექსპორტის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობებით წარმოების შესაძლებლობას. „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტთან“ (SCPX) ერთად, აზერბაიჯანული გაზის ევროპულ

  26. 29 ბაზარზე მიწოდების ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტი (AGRI) განიხილება. საქართველოთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია მისი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორის როლი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონში სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მომარაგების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია, რისთვისაც განიხილება ბუნებრივი გაზის მოწოდების სხვა შესაძლებლობებიც.  თურქმენეთი უახლოეს პერიოდში გეგმავს გაზის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას. ექსპორტის მიზნებისათვის ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს მიწოდების სხვადასხვა მარშრუტს, მათ შორის „ტრანსკასპიური მილსადენის“ (TCP) განვითარებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპისაკენ. ამასთან, განიხილება კასპიური გაზის საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის ოფშორული მილსადენების გავლით ევროპულ ბაზარზე მიწოდების „თეთრი ნაკადის“ (WS) კონცეფცია „ტრანსკასპიურ მილსადენთან“ კომპლექსში.  განიხილებოდა ყაზახური გაზის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების ახალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობები. კერძოდ, „ტრანსკასპიური გაზსადენისა“ და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტებში ყაზახეთის ჩართვა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ყაზახური გაზის ექსპორტი ევროპული ბაზრისაკენ „სამხრეთის გაზის დერეფნის“, მათ შორის საქართველოს გავლით, შედარებით ნაკლებ პერსპექტიულად ფასდება, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გაზის ჩინეთის, ინდოეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე მიწოდების რეალური შესაძლებლობებისა და ფაქტიური მიწოდების ზრდის გამო.  ევროპის ქვეყნებში ენერგორესურსების ერთ-ერთი ძირითადი ექსპორტიორი რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი როლი საერთაშორისო ბაზარზე. გაზის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ალტერნატიულ, მათ შორის ახალ, სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობას, როგორიც არის: „ცისფერი ნაკადის“ (BS) გაზსადენი - შავი ზღვის რუსეთის სანაპიროდან თურქეთში სამსუნამდე; „ჩრდილოეთის ნაკადი“ (NS) - ბალტიის ზღვაში განლაგებული ჩრდილო- ევროპული გაზსადენი, აგრეთვე დაგეგმილი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (NS-2) და „თურქეთის ნაკადის“ (TS) წყალქვეშა მილსადენი - უკრაინის სატრანზიტო სისტემის გვერდის ავლით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დასაკავშირებლად თურქეთთან ოფშორული გაზსადენით.

  27. 30 ამასთან, რუსეთი გეგმავს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) წარმოების გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზარზე წილის ზრდას.  დასავლეთის მიერ ირანზე სანქციების მოხსნის შემდეგ აქტიურად განიხილება ირანული გაზის ევროპისთვის მიწოდების საკითხი. ტექნიკური და კომერციული ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოსთვის ირანული გაზი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სეზონური დეფიციტის შევსების დამატებითი წყარო. ამასთან, შესაძლებელია დასაშვები იყოს ბაზრის მცირე სეგმენტზე დამატებით გარკვეული მოცულობის კომერციული იმპორტის განხორციელება.  პროგნოზის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მოხმარება მნიშნველოვნად გაიზრდება თურქეთში. შესაბამისად, გაიზრდება საქართველოს გავლით სატრანზიტო ნაკადები თურქეთის მიმართულებით. თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს ახალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებს. მიმდინარეობს მუშაობა თურქეთის ტერიტორიის გავლით ახალი, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი პროექტების: „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების“ (SCPX), „ტრანსანატოლიური მილსადენის“ (TANAP) და „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ (TAP) რეალიზაციის დაჩქარების მიზნით. პროექტების რეალიზაციით თურქეთთან ერთად კიდევ უფრო ამაღლდება საქართველოს როლი სატრანზიტო დერეფანში.  სომხეთი გაზს ძირითადად რუსეთიდან იღებს საქართველოს ტერიტორიის გავლით, ასევე ირანიდან - შედარებით მცირე მოცულობით. კომერციული მოსაზრებების გათვალისწინებით, რუსეთიდან გაზის მიღების შესაძლებლობის გამო სომხეთი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სავარაუდოდ, ძირითადად ისევ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური მილსადენით“ რუსეთიდან მიწოდებული გაზის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, რომელიც შესაძლოა მეტად დაიტვირთოს სომხეთში მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის შესაბამისად. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სატრანზიტო დერეფნისა და ტრანზიტის მოცულობების შენარჩუნება.  აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო პროექტების განვითარების პერსპექტივები ძირითადად დაკავშირებულია აზერბაიჯანიდან და, შესაძლოა, თურქმენეთიდან გაზის ევროპულ ბაზარზე მიწოდების „სამხრეთის გაზის დერეფნისა“ და სხვა პროექტებთან.

  28. 31 უახლოეს პერიოდში არ განიხილება კავკასიაზე გამავალი ახალი მილსადენის მშენებლობა, რადგან აზერბაიჯანს იმ მოცულობის დამატებითი გაზი, რასაც „სამხრეთ- კავკასიური მილსადენი“ ვერ გაატარებს, 2025 წლამდე არ ექნება (ოპტიმისტური გათვლითაც კი). ამასთან, თურქმენეთის გაზის მიწოდება კასპიის ზღვით შეფერხებულია და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. მსგავსი პროექტების გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებიდან მათ ამოქმედებამდე საშუალოდ 7-10 წელია საჭირო. შესაბამისად, საქართველოს დიდი ძალისხმევა მოეთხოვება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოს არსებული და განვითარდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. 32

Georgian Strategy for Energy Sector Development 2017-2026 (Natural Gas) · Nelum