Food Safety Strategy 2025-2028
颁布于 2025-05-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- სურსათის უვნებლობის სტრატეგია 2025-2028 წლები.
- 语言
- Georgian
- 类型
- policy
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development, Food and nutrition
- 关键词
- agricultural development, biosecurity, good practices, intellectual property rights, capacity building, Codex Alimentarius, consumer protection, food loss and waste, food safety and quality, geographical indication, HACCP, hygiene/sanitary procedures, inspection, international cooperation, monitoring, risk assessment/management, standards, traceability, international trade, enforcement/compliance, innovation
- 类别
- *
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
სურსათის უვნებლობის სტრატეგია 2025 – 2028 წლები სარჩევი შესავალი........................................................................................................................................................4 1. არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა - მიღწევები და გამოწვევები............................5 1.1 მიღწევები ............................................................................................................................................5 1.2 გამოწვევები ........................................................................................................................................8 2. ხედვა ......................................................................................................................................................9 3. მიზანი და ამოცანები ..........................................................................................................................9 3.1 სტრატეგიული მიზანი......................................................................................................................9 3.2 სტრატეგიული ამოცანები ..............................................................................................................10 4. ამოცანები და განსახორციელებელი აქტივობები......................................................................10 ამოცანა 1. სურსათს უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომპეტენტურ და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ................................10 ამოცანა 2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული სისტემის ეფექტურობის გაძლიერება, უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების და მეთოდური მითითებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; .......................................................................................................12 ამოცანა 3. კრიზისული მდგომარეობის დროს გაუმჯობესებული მზადყოფნის მიღწევა.......13 ამოცანა 4. სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობა გაზრდა ............................................14 ამოცანა 5. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა ....................................................................................................................................................15 ამოცანა 6. რისკის ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება......................................................16 1
5.მონიტორინგი და შეფასება ...................................................................................................................17 2 აბრევიატურები DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება EIDSS - დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა FAO - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია HACCP - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა MRL - ნარჩენების მაქსიმალური ლიმიტი NCDC PH - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი RASFF - ევროკომისიის სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემა SPS - სანიტარიული და ფიტოსანიტარიული SRCA - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი FBO - სურსათის ბიზნესოპერატორი WHO - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია SOP - სტანდარტული ოპერაციული პროცედურები UNECE - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია BTSF - უკეთესი ტრენინგები სურსათის უვნებლობაში MRL - ნარჩენების მაქსიმალური დონე 3 შესავალი წინამდებარე „სურსათის უვნებლობის სტრატეგია (2025-2028 წლები)“(შემდგომ- სტრატეგია) შემუშავდა ევროკავშირის მიერ მომზადებული გაფართოების ანგარიშის 12.2 A რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ-სამინისტრო) მიერ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD)-IV-ის ფარგლებში. სტრატეგიის მომზადების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.
სტრატეგია ეყრდნობა 2023-2024 წლებში შემუშავებულ სხვადასხვა ანალიტიკურ დოკუმენტებს. აღნიშნული დოკუმენტებია: სურსათის უვნებლობის 2020-2023 წლების სტრატეგიის დოკუმენტის სწრაფი შეფასების ანგარიში (2023-2024)1; სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების ფარგლებში მომზადებული ქვეყნის პროფილი (2023)2; სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების ყოვლისმომცველი ანგარიში (2023-2024)3; ანგარიში სურსათის ბიზნესოპერატორების საჭიროებათა კვლევის შესახებ (2024)4. დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრების დროს, აღნიშნული დოკუმენტების განხილვისას, შესწავლილი და გაანალიზებული იქნა საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემაში არსებული პროგრესი, ძირითადი გამოწვევები, გათვალისწინებული იქნა განვლილი გამოცდილება, მიმდინარე ტენდენციები და განხორციელდა სამომავლო სტრატეგიული ხედვების იდენტიფიცირება. 1 სურსათის უვნებლობის 2020-2023 წლების სტრატეგიის დოკუმენტის სწრაფი შეფასების ანგარიში (2023-2024) 2 სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების ფარგლებში მომზადებული ქვეყნის პროფილი 3 სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის შეფასების ყოვლისმომცველი ანგარიში (2023-2024) 4 ანგარიში სურსათის ბიზნესოპერატორების საჭიროებათა კვლევის შესახებ (2024) 4 1. არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა - მიღწევები და გამოწვევები 1.1 მიღწევები საქართველომ, მას შემდეგ, რაც 2005 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ,“ სურსათის უვნებლობის სფეროს რეფორმირების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს მიღწევები განსაკუთრებით აღსანიშნავია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ (შემდგომში ასოცირების შეთანხმება) და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (შემდგომში DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ.
ქვეყანაში შექმნილია სურსათის კონტროლის მყარი სამართლებრივი საფუძველი 2012 წელს მიღებული ძირითადი კანონის - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის სახით. 2024 წლისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებულია სურსათის უვნებლობის სფეროს მარეგულირებელი ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრული იყო ასოცირების შეთანხმებით.5 უწყვეტად მიმდინარეობს კანონმდებლობის დინამიური დაახლოების პროცესი. გარდა ამისა, დამტკიცებულია მთელი რიგი „ვერტიკალური“ დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც შემუშავებული იქნა საერთაშორისო სტანდარტების (Codex alimentarius, UNECE) და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული სისტემა, როგორც ქვეყნის შიგნით ტერიტორიაზე, რომელსაც სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ-სააგენტო), ისე საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს 5 ასოცირების შეთანხმების XI-B დანართი, რომელიც ითვალისწინებს სანიტარული და ფიტოსანიტარიული კანონმდებლობის სიას, რომელიც უნდა იყოს დაახლოვებული. ამ სიაში ბოლო ცვლილებები აღებულია ევროკავშირი-საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის 2023 წლის 6 მარტის №1/2023 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც შეიცვალა ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის (2023/812) მიხედვით.
5 ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ-სამსახური), ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ რისკზე დაფუძნებულ მიდგომას. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 სერტიფიცირების პროცესი -„სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ (State food safety control) მიმართულებით და სერტიფიკატის მფლობელი გახდა. ხოლო 2024 წელს სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი (“State Food Safety Control. State Veterinary Control”) მიმართულებით მიანიჭა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015- ის სერტიფიკატი (აკრედიტაციის მქონე ორგანო - UNITED REGISTAR OF SYSTEMS). სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს HACCP-ის აუდიტის დაგეგმვა/განხორციელებას და ასევე სურსათისმიერი დაავადებების და ეპიდაფეთქებების მართვას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში SPS შეთანხმების აღსრულების, ვაჭრობის წახალისების მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავებისათვის, ასევე სურსათის უვნებლობის სფეროში მონაწილე მხარეთა შორის კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებისათვის. SPS ზომებთან დაკავშირებული საკითხები ასახულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021 – 2027 სტრატეგია და სამოქმედო გეგმაში6. ამ გეგმის ერთ-ერთი მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები, რომლის მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაა. ამ მიზნით 2023 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში სურსათის/აგროლაბორატორიების განვითარების კონცეფცია“7. კონცეფციამ განსაზღვრა არსებული გამოწვევები, ხედვა და გამოწვევების გადაჭრის გზები. დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს კონცეფციით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაციის, ტრანსფერული (მ.შ. Soft) უნარ-ჩვევების და ლაბორატორიული
6 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027. 7 „საქართველოში სურსათის/აგროლაბორატორიების განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 17 აგვისტოს N 2-668 ბრძანება. 6 გამოკვლევების ხარისხის/ვალიდურობის უზრუნველყოფისთვის საჭირო მექანიზმების გაუმჯობესება. ქვეყანაში გაუმჯობესდა რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების და რისკის კომუნიკაციის შესაძლებლობები. რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებას, ინიცირების დოკუმენტების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (SRCA). მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, შემუშავებული და დანერგილი იქნა „რისკის შეფასებისათვის ინიცირების პროცედურები“ და „SOP“-ების დარგობრივი ინოვაციური სისტემური ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ რისკის კომუნიკაციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად სამინისტროში შეიქმნა რისკის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფი8 და განისაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები. საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდინგის, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისათვის, სამინისტროში მომზადდა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“, გეოგრაფიულ აღნიშვნით დაცულ საქონლად რეგისტრაცია გაიარა სხვადასხვა დასახელების სურსათმა9,10,11,12,13 ამ მიმართულებით გრძელდება და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დარგობრივ ასოციაციებთან.
პირველად, სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტში შემუშავებული იქნა „სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია“14, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულების შესახებ“. კონცეფცია წარმოადგენს ოთხწლიან ხედვას ქვეყანაში სურსათის ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. დონაციისთვის განკუთვნილი სურსათის უვნებლობის, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების, ასევე სურსათით საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრისათვის, სამინისტროში მომზადდა და საქართველოს მთავრობის 8 „რისკის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 02 აპრილის N2-408 ბრძანება. 9 გორის ვაშლი, რეგისტრაციის № 29,რეგისტრაციის თარიღი: 19/12/2024. 10 სვანური მარილი, რეგისტრაციის № 30, რეგისტრაციის თარიღი: 19/12/2024. 11 კახური შაშხი, რეგისტრაციის № 31, რეგისტრაციის თარიღი: 19/12/2024. 12 საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდი, რეგისტრაციის № 32, რეგისტრაციის თარიღი: 13/02/2025. 13 ასხის მთის სულგუნი. რეგისტრაციის N 178. რეგისტრაციის თარიღი 2.05.2025 14 „სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 დეკემბრის N444 დადგენილება. 7 დადგენილებებით დამტკიცებული იქნა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები15 16. 1.2 გამოწვევები მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დღეისათვის სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს კანონმდებლობის სრულყოფილად აღსრულებაზე.
შეზღუდული ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსები სურსათის უვნებლობის სფეროს განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება არასაკმარისი ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსები, რაც შესაბამისად ხელს უშლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესს. არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსები ნაწილობრივ აკმაყოფილებს საჭიროებებს, ლაბორატორიული ქსელების განახლება, სათანადო კადრებით და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა საჭიროებს განახლებას, მოდერნიზაციასა და ტექნიკურ გაძლიერებას. ინსტიტუციური კოორდინაცია სურსათის უვნებლობის სფეროში ჩართული სხვადასხვა უწყების საქმიანობა ხშირად მიმდინარეობს ერთმანეთთან სისტემური კოორდინაციის გარეშე, რაც ზღუდავს რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას და აფერხებს შედეგებზე ორიენტირებულ პროცესებს. ეფექტიანი კოორდინაციისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სისტემური მექანიზმების არსებობა, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და მონაცემების დროულად გაცვლას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, საქმიანობის დაგეგმვას და სფეროში არსებულ გამოწვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. სურსათის ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის ნაკლებობა ბიზნესოპერატორების მხრიდან ჯერ კიდევ შეინიშნება საჭირო ინფორმაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს მათი საქმიანობის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის ხარისხზე. ეს გამოწვევა უკავშირდება როგორც ნაკლებ ინფორმირებულობას, ისე სათანადო ტრენინგებისა და ტექნიკური დახმარების სიმცირეს.
15 „სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2024 წ. 30 აპრილის N 161-ე დადგენილება 16 „სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის N 149-ე დადგენილება 8 მომხმარებელთა ქცევა და ბაზრის სტიმულების სიმწირე მაღალი ხარისხის და უვნებელ სურსათზე მომხმარებელთა მოთხოვნა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ბაზარზე ფასის ფაქტორი ხშირ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს ასრულებს, რაც იწვევს მომხმარებელთა მხრიდან დაბალი ხარისხის პროდუქციისადმი შედარებით მაღალი მოთხოვნის არსებობას. შედეგად, ბიზნესისთვის სურსათის უვნებლობაში ინვესტირება ნაკლებად მიმზიდველ სტრატეგიად რჩება, რაც მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების პრაქტიკულ და სრულყოფილად აღსრულებაზეც. პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამის არ არსებობა სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალისათვის, კომპეტენციის სფეროს შესაბამისად, თავიანთი მოვალეობების კომპეტენტურად შესრულებისა და სათანადოდ განხორციელებისათვის არ არსებობს წინასწარ შემუშავებული ტრენინგის/სწავლების პროგრამები, შესაბამისი თემებით. გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებული გამოწვევები საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებზე ორიენტირებულ ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეულწილად იზღუდება სურსათის უვნებლობის და ხარისხის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, ლაბორატორიულ გამოკვლევებთან სრული შესაბამისობის ნაკლებობით.
2. ხედვა 2028 წლისთვის საქართველოში სურსათის უვნებლობის ეროვნულ სისტემა გარდაიქმნება მოდელად, რომელიც იფუნქციონირებს სურსათის უვნებლობის სისტემის რეგულირების ეფექტიანობის გაზრდით, რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის და რისკის ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერებით, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით, ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიების გამოყენებით. 3. მიზანი და ამოცანები 3.1 სტრატეგიული მიზანი რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის და რისკების პროაქტიული მართვით, სურსათის უვნებლობის ეფექტიანი და მდგრადი სისტემის 9 ფუნქციონირება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. 3.2 სტრატეგიული ამოცანები ამოცანა 1. სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომპეტენტურ ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; ამოცანა 2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული სისტემის ეფექტურობის გაძლიერება, რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების და მეთოდური მითითებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ამოცანა 3. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობის დროს გაუმჯობესებული მზადყოფნის მიღწევა; ამოცანა 4. სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობის გაზრდა; ამოცანა 5. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა; ამოცანა 6. რისკის ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება. 4.ამოცანები და განსახორციელებელი აქტივობები
ამოცანა 1. სურსათს უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კომპეტენტურ და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება 1.1 2028 წლისთვის დასრულდება სურსათის უვნებლობის სფეროში ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული „ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან დაახლოება“. გაგრძელდება კანონმდებლობის დინამიურობის უზრუნველყოფა და მოქმედი ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. რეგულარული მრგვალი მაგიდისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება/განხორციელებით გაიზრდება კერძო სექტორისა და 10 დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სურსათის უვნებლობის და ხარისხის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. 1.2 უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა, ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელების მიზნით, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ერთობლივ დაგეგმვასა და აღსრულებას. აღნიშნული მულტიპროფილური საკოორდინაციო ჯგუფი შეასრულებს ასევე რისკის ანალიზის საკოორდინაციო პლატფორმის ფუნქციასაც. განისაზღვრება უწყებებს შორის მკაფიო როლები, პასუხისმგებლობები და საკომუნიკაციო პროტოკოლები, რომელიც უზრუნველყოფს რისკის ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერებას და სურსათის უვნებლობის სფეროში პროაქტიული სისტემური მიდგომების განხორციელებას. 1.3 კოდექს ალიმენტარიუსის ეროვნული კომიტეტის შექმნა, რისთვისაც საჭიროა განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება, რომელიც უხელმძღვანელებს ინიციატივას და კოორდინირებას გაუწევს კომიტეტის შექმნას. კოდექს ალიმენტარიუსის სახელმძღვანელო რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრული იქნება ეროვნული კომიტეტის სტრუქტურა და წევრები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. კომიტეტი, თავისის საქმიანობის ფარგლებში, ხელს შეუწყობს კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტების ჰარმონიზაციის, რაც გაზრდის ქართული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალს. ეროვნული კომიტეტი, ასევე იქნება თანამშრომლობის პლატფორმა სახელმწიფოს, მეცნიერებისა და კერძო სექტორისთვის.
1.4 დაინტერესებული მხარეების, მათ შორის მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა, უფრო აქტიურად გაგრძელდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები, დაინტერესებული მხარეებისათვის შეხვედრები, გაუმჯობესდება კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება ახალ ნორმატიული აქტებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისთვის; 1.5 სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამოყენებისა და მიზნობრივი ბაზრების კონსოლიდირებული მოთხოვნების დაცვის შესახებ (სურსათის უვნებლობის კრიტერიუმები, MRL, ეტიკეტირება, საკვებ დანამატები და სხვ.). 11 ამოცანა 2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული სისტემის ეფექტურობის გაძლიერება, უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების და მეთოდური მითითებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; 2.1 სურსათის ბიზნესოპერატორებისათვის რისკის კატეგორიზაციის კრიტერიუმების სრულყოფა და რისკის კატეგორიზაციის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება FAO-სა და WHO-ს რეკომენდაციების და სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით. ასევე, საჭიროების შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის მონაცემების საფუძველზე, რისკის კატეგორიზაციის განახლება; HACCP-ის აუდიტის გაფართოება და გაძლიერება რისკის კატეგორიზაციის შესაბამისად, მაღალი და საშუალო რისკის FBO-ებისთვის; 2.2 რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვისა და განხორციელების ციფრული სისტემის განვითარება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო კონტროლის მონაცემებს/შედეგებს, მათ შორის ლაბორატორიული ტესტირების/გამოკვლევების მონაცემებს. სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტების ავტომატიზაცია რისკის კატეგორიზაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ეფექტურობას, ობიექტურობასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ასევე უზრუნველყოფს სურსათით გამოწვეულ დაავადებებზე (ეპიდაფეთქებებზე) ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და სურსათის კონტროლის მონაცემებზე რეალურ დროში ხელმისაწვდომობას;
2.3 რისკზე დაფუძნებული მონაცემთა გამოყენების გაუმჯობესება, რომელიც მოიცავს სურსათით გამოწვეული დაავადებების ტენდენციების უფრო ღრმა ინტეგრაციას რისკზე დაფუძნებულ სახელმწიფო კონტროლში. დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის - დზეის (EIDSS) სურსათის უვნებლობის მოდულის ფუნქციური განახლება; EIDSS სისტემაში სურსათის იდენტიფიკაციის შესაძლებლობების გაძლიერება „ადრეული შეტყობინების“ ფუნქციის დამატებით; 2.4 მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესება, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების სპექტრის გაფართოება სურსათის კატეგორიების, RASFF-ის სისტემიდან შემოსული შეტყობინების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი მონაცემთა შეკრების სისტემების დანერგვა. ასევე ადრეული გაფრთხილების მექანიზმების ჩამოყალიბება სურსათის უვნებლობის პოტენციური კრიზისული მდგომარეობის დროულად გამოსავლენად; 2.5 იმპორტის კონტროლის გაძლიერება, რისთვისაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება სამსახურსა და სააგენტოს შორის ეფექტური სასაზღვრო კონტროლის 12 უზრუნველსაყოფად, „კარგი იმპორტის პრაქტიკის (Good Import Practice)“ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, სასაზღვრო ინსპექტირების პუნქტების განახლების უზრუნველყოფა (5 პუნქტი); მოლაპარაკებები სასაზღვრო ოპერატორებთან, სადაც ეს შესაძლებელია, მშენებლობისა და აღჭურვილობის დაფინანსების მოძიება; პოსტების აღჭურვის შესახებ საერთაშორისო საექსპერტო დასკვნის მოპოვება. ასევე მნიშვნელოვანია იმპორტიორთა სარეგისტრაციო სიის შექმნა, რათა გაძლიერდეს შესაბამისობის გადამოწმება და უზრუნველყოფილი იყოს იმპორტიორების რისკის კატეგორიზაცია.
2.6 ორგანული, გეოგრაფიული აღნიშვნით და „ხარისხის ნიშნებით“ დაცული სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება და შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც საჭიროა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების, კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო გაიდლაინების ან/და მეთოდოლოგის, ასევე სპეციფიკაციებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურების გზამკვლევების შემუშავება, უფლებამოსილი პირებისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების და სენსორული ანალიზის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება; 2.7 საქართველოში სურსათის/აგროლაბორატორიების განვითარების კონცეფციის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად განხორციელება, რაც თავის მხრივ მოიცავს პერსონალის კვალიფიკაციის, ტრანსფერული (მ.შ. Soft) უნარ-ჩვევების და ლაბორატორიული გამოკვლევების ხარისხის / ვალიდობის უზრუნველყოფისთვის საჭირო მექანიზმების გაუმჯობესებას, ეროვნული რეფერენსლაბორატორიის გაძლიერებას, ლაბორატორიების ეროვნული ასოციაციის განვითარების ხელშეწყობას და კონცეფციით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულებას. ამოცანა 3. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობის დროს გაუმჯობესებული მზადყოფნის მიღწევა 3.1 შესაძლებლობების გაძლიერება კრიზისული მდგომარეობის მზადყოფნისათვის. საქართველოს კანონმდებლობით 17 განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის საფუძველზე, სურსათისმიერი კრიზისების, სურსათის მიერ დაავადების აფეთქების გავრცელების და სხვა ინციდენტების მართვასთან, მათ შორის კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებთან დაკავშირებული მოწინავე სასწავლო მოდულების
17 „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბერის №419 დადგენილება, 13 შეთავაზება და BTSF-ის (Better Training for Safer Food) მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება. 3.2 რეაგირების პროტოკოლების შემუშავება, ასევე სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული მდგომარეობისთვის მზადყოფნისა და რეაგირების სრულყოფილად განხორციელებისათვის, სურსათის უვნებლობის ინციდენტების სხვადასხვა ტიპის სამართავად, გადაწყვეტილების მიღების პროცესების განსაზღვრა, სურსათით გამოწვეული დაავადებების ზედამხედველობის სისტემასთან კავშირების გაძლიერება. 3.3 სურსათთან დაკავშირებული ინციდენტების იმიტაციური სავარჯიშო სწავლების ორგანიზება, სააგენტოს მიერ, პერიოდულად, რომელშიც ყურადღება უნდა გამახვილდეს კომუნიკაციის ასპექტებზე, ინციდენტების მართვისათვის მზადებაზე, მიკვლევადობის და ამოღების პროცედურებზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, კრიზისის შემთხვევაში, შეტყობინებების სტანდარტული ფორმების მომზადება. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სავარჯიშო სწავლებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა. 3.4 სურსათით გამოწვეული დაავადებების ზედამხედველობის სისტემების გაუმჯობესება, რისთვისაც საჭიროა სააგენტოსა და NCDC PH-ს შორის კოორდინაციის გაძლიერება და მათ შორის რეალურ დროში ანგარიშგების და ციფრული მონაცემების ინტეგრაციის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ასევე სტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების გამოყენება რისკების პრიორიტეტიზაციისთვის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით;
ამოცანა 4. სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობა გაზრდა 4.1 შიდა ტრენინგის სისტემის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მისი განხორციელების საბიუჯეტო უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელებისათვის, სააგენტოს და სამსახურის პერსონალისათვის პერიოდული ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა, წლიური სასწავლო გეგმის შემუშავება და თვითშეფასების დანერგვა. 4.2 სასწავლო პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების, ცოდნის გადაცემისა და ტრენინგის ეფექტურობის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა. 14 ლოგიკური ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ასახავს კონკრეტული სასწავლო აქტივობების მიზნებს, მონიტორინგის გრაფიკს და პასუხისმგებელი პირებს. 4.3 შესრულების შეფასებისა და უწყვეტი გაუმჯობესების მექანიზმის შემუშავება, რომელიც მოიცავს ყველა შესაბამის კომპეტენტურ უწყებას და შესაბამის შეფასებების ელემენტებს. თითოეული კომპეტენტური უწყებისთვის შიდა შესრულების მიზნებისა და ძირითადი შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრას და შიდა მონიტორინგის განხორციელებას. . ამოცანა 5. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა 5.1 სურსათის უვნებლობის ინტეგრირებული, ცენტრალიზებული ციფრული პლატფორმის შექმნა, სურსათის უვნებლობის მონაცემთა მართვისთვის, რომელიც გააერთიანებს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან. 5.2 ელექტრონული სისტემის გაუმჯობესება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვისა და ანგარიშგებისთვის, რა დროსაც განხორციელდება ციფრული ტექნოლოგიების ინსტრუმენტების და ისტორიული მონაცემების გამოყენება სურსათის უვნებლობის რისკებისა და ტენდენციების პროგნოზირებადი ანალიზისა და პოტენციური პრობლემების იდენტიფიკაციისათვის. მონაცემების დამუშავებისა ინტეგრაციის მაღალი სიზუსტე გამოყენებული იქნება სურსათის სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვისა და რესურსების უკეთ განაწილებისთვის.
5.3 FBO-ების ციფრული რეგისტრაციისა და აღიარების სისტემის გაუმჯობესება, ეკონომიკური აქტივობების კლასიფიკაციის დახვეწა, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან (ბიზნესოპერატორთა რეესტრი) მონაცემების ინტეგრირება სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პროგრამებსა და მონაცემთა ბაზებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სურსათის ბიზნესოპერატორების რეგისტრაციის მონაცემების რეალურ დროში ასახვა. 5.4 TRACE-ის სისტემის დანერგვა ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ სისტემის ოპერირების უზრუნველყოფა. შესაბამისი ინსპექტორების გადამზადება და ექსპორტიორთა ცნობიერების ამაღლება სისტემის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. 15 ამოცანა 6. რისკის ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება 6.1 რისკის შეფასების შესაძლებლობების გაზრდა SRCA-ში რისკის შეფასების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება; სამეცნიერო ბაზებთან წვდომის და პერსონალის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ სპეციალისტებსა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტებს, ასევე ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული სურსათისმიერი პათოგენების სპექტრის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაფართოება; რისკის შეფასების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების გადახედვა და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება. რისკის შემფასებლებისათვის ტრენინგების საჭიროებების შეფასება და მიზნობრივი სემინარებისა და მოწინავე მეთოდოლოგიების ტრენინგ-პროგრამების ორგანიზება და ჩატარება, რისკის შეფასების მეთოდოლოგიების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
6.2 რისკის შეფასების სრულყოფილად განხორციელებისათვის სურსათის ფაქტობრივი მოხმარების კვლევის ჩატარება (Total Diet Study), რისთვისაც უნდა განხორციელდეს წინამოსამზადებელი კონსულტაციები მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან, სათანადო რესურსების მოძიება, სურსათის ფაქტობრივი მოხმარების/სურსათის მოხმარების პროექტის მომზადება და, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, კვლევის ჩატარება, ეროვნული სურსათის მოხმარების მონაცემთა ბაზის შექმნა, მონაცემების გაანალიზება, რომელიც გამოყენებული იქნება რისკის შეფასებისთვის. 6.3 რისკის კომუნიკაციის ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერება რეგულარული თეორიული და პრაქტიკული სწავლებების განხორციელებით. პროტოკოლების შემუშავება კომპეტენტურ ორგანოებს შორის კოორდინირებული შეტყობინებებისთვის, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და საზოგადოების ინფორმირების შესახებ სურსათის უვნებლობის რისკებისა და მართვის აქტივობების შესახებ, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების კომუნიკაციის შესახებ FAO- ს რეკომენდაციების შესაბამისად. 16 5.მონიტორინგი და შეფასება 1. სურსათის უვნებლობის სტრატეგიით (2025–2028 წლები) განსაზღვრული ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები და ინდიკატორები მოცემულია თანდართულ სამოქმედო გეგმაში. 2.მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება სურსათის უვნებლობის სტრატეგიის (2025–2028წლები) განხორციელების ეფექტიანობის გაზომვისათვის. იგი უზრუნველყოფს: ა) სტრატეგიის მიზნისა და ექვსი ამოცანის შესრულების შეფასებას; ბ)შუალედური (2027 წლის დასაწყისი) შეფასებით სტრატეგიის განხორციელების პროცესის გაუმჯობესებას, ხოლო საბოლოო შეფასებით (2029 წლის დასაწყისი), შედეგები მიღწევის გაზომვას. 3.აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტი. 4. შედეგები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისათვის.
17