Decree No. 9 of 2003 of Georgian President on Sanitary Protection Zone of Resort Nabeghlavi
颁布于 2003-01-10 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებულება №9 კურორტ ნაბეღლავის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition, Water, Wild species and ecosystems
- 关键词
- mineral water, water conservation zone, groundwater, freshwater pollution, water abstraction, water quality standards, pollution control, standards, water resources management, tourism, protected area, public health
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №9 2003 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი კურორტ ნაბეღლავის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ კურორტ ნაბეღლავის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნების, მათი დაბინძურებისაგან, დაზიანებისა და გამოფიტვისაგან დაცვის, მის ტერიტორიაზე საწარმოთა განვითარებისა და მოსახლეობის განსახლების საკითხთა მოწესრიგების მიზნით: 1. დამტკიცდეს კურორტ ნაბეღლავის სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა თანდართული გეგმა. 2. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე) ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან ერთად ხელი შეუწყოს სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმის დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს რეკომენდაციები და განახორციელოს დასახულ ღონისძიებათა კოორდინაცია. 3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან ერთად გაითვალისწინონ სანიტარიული დაცვის ზონებისა და მათი რეჟიმის მოთხოვნები ყველა სახის საპროექტო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავებისას, როგორც ერთ ერთი გეგმარებითი შემზღუდავი მნიშვნელოვანი პირობა. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. დვალი) ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან ერთად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კურორტ ნაბეღლავის სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში გათვალისწინებულ ამკრძალავ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა განხორციელება მითითებული ვადების ჩვენებით. 5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე). ე. შევარდნაძე კურორტ ნაბეღლავის სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა გეგმა სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები იგეგმება I, II და III ზონების ფარგლებში. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ჰიდროგეოლოგიურ, ბალნეოტექნიკურ და ეკოლოგიურ სამუშაოთა შესრულება ეთხოვოს ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციას, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისა კურორტ ნაბეღლავის დირექციას და ნაწილობრივ სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს. № ღონისძიებების დასახელება შემსრულებელი შესრულების ვადა 1 2 3 4 სანიტარიული დაცვის პირველი ზონა 1. 2. გაიწმინდოს №№44, 46 და 47 ბურღილების ჭაურები. მოეწყოს№№2კ, 44, 45ა, 47, 66ა, 34 და 46 ბურღილებზე სათავეები სრულფასოვანი რეჟიმული სს „კაპტაჟბალ ნეოსერვისი“ „ --------“ 2004 წ. 2004 წ. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. დაკვირვებისათვის . აშენდეს ახალი საკაპტაჟე ნაგებობები №№2კ, 44, 34 და 46 ბურღილებზე. მოეწყოს დამცავი ჭა 45ა დასაკვირვებელ ბურღილებზე. შემოიღობოს პროექტში წარმოდგენილ საზღვრებში და კეთილმოეწყოს №№1/29, 2კ, 44, 66ა, 47, 34 და 46 ბურღილების I-ლი სანიტარიული ზონები. მოხდეს №№2, 43 და 17 ბურღილების ლიკვიდაცია. აღიჭურვოს საექსპლუატაციო და დასაკვირვებელი ბურღილების ჰიდრომინერალური მეურნეობა ავტო მატური მართვის აპარატურით. მოეწყოს თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. მოეწყოს №№ 44, 47 და 66ა ბურღილებთან მისასვლელი გზები. წყალდიდობებისგან დასაცავად მოეწყოს №№34, 44, 46 და 66ა ბურღილებთან 250 მეტრის სიგრძის დროებითი გრუნტის ჯებირი. „ --------“ „ --------“ „ --------“ „ --------“ „ --------“ „ --------“ „ --------“ „ --------“ 2004-2005წწ. 2003წ. 2004-2006წწ. 2005 წ. 2004 წ. 2005 წ. 2005-2006წწ. 2004-2005წწ. სანიტარიული დაცვის მეორე ზონა 11. კურორტზე №№34 და 46 ბურღილების და №1 ბუნებრივი წყაროს მიწისქვეშა წყლების ხარჯზე აშენდეს ახალი წყალსადენი. შპს „კურორტი ნაბეღლავი“ 2005-2006წწ. 12. მოხდეს ძველად არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობების სრული რეკონსტრუქცია. „ ----------“ 2004-2005წწ. 13. მოხდეს წყალსადენის სათავეზე მკაცრი რეჟიმის სანიტარიული სარტყლის მოწყობა, მისი ტერიტორიის შემოღობვა და კეთილმოწყობა. „ ----------“ 2006წ. 14. აღდგეს არსებული წყალსადენის ქსელი, სატუმბე სადგური და სხვ. „ ----------“ 2006წ. 15. მოხდეს ძველად არსებული კანალიზაციის ქსელის აღდგენა-რეკონსტრუქცია. „ ----------“ 2005-2006წწ. 16. მოხდეს არსებული კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის აღდგენა-რეკონსტრუქცია. „ ----------“ 2006წ. 17. გამწმენდ ნაგებობაზე მოეწყოს სანიტარიული სარტყელი. შპს „კურორტი ნაბეღლავი“ 2006წ. 18. მოხდეს ჩამომსხმელი ქარხნების ტერიტორიების კეთილმოწყობა და რეგულარული გაწმენდა. შპს „წყალი მარგებელი“ მუდმივად 19. აშენდეს მდინარე გუბაზეულზე საავტომობილო ხიდი ზონის დასავლეთ ნაწილში, რათა ტრანსპორტით ყველანაირი ტვირთის გადაზიდვა მოხდეს კურორტის გვერდის ავლით. შპს „კურორტი ნაბეღლავი“ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად 2005-2006წწ. 20. განხორციელდეს ღონისძიებები ბალნეოსამკურნალოს სრული აღდგენა-რეკონ სტრუქციისთვის. „ ----------“ 2004-2006წწ. 21. მოხდეს ყოფილი პოლიკლინიკის შენობის აღდგენა და მისი გამოყენება საკურორტო მიზნებისათვის. „ ----------“ 2004-2005წწ. 22. მოხდეს ყოფილი საძილე კორპუსის აღდგენა-რეკონსტრუქცია და ეტაპობრივად მისი გამოყენება საკურორტო საქმიანობისათვის. შპს „კურორტი ნაბეღლავი“ 2003-2010წწ. 23. კეთილმოეწყოს საკურორტო პარკის ტერიტორია. „ ----------“ 2003-2004წწ. 24. რეგულარულად დასუფთავდეს კურორტის ტერიტორია. „ ----------“ მუდმივად 25. ზონის ტერიტორიაზე განლაგებულ სოფლებში ამოსანიჩბ ტუალეტებში მოეწყოს საიმედო იზოლაცია. ჩოხატაურის რაიონის გამგეობა, შპს „კურორტი ნაბეღლავი“ 2003-2010წწ. მუდმივად 26. აღინუსხოს მეორე ზონის საზღვრები სამარკო ნიშნების აგებით. ფუნქციონალურ საზღვრებად მიღებულ იქნეს ბუნებრივი მიჯნები (წყალგამყოფი, ხევი, მდინარე),გზები, მუდმივი ბილიკები, ხელოვნურად გაჭრილი ხაზები სს „კაპტაჟ-ბალნეო სერვისი“ 27. შენარჩუნებულ იქნეს არსებული ბუნებრივი მდგომარეობა მდ. გუბაზეულისა და მისი შენაკადების ხეობებში, რათა არ დაირღვეს ეკოლოგიური ბალანსი. „ ----------“ მუდმივად სანიტარიული დაცვის მესამე ზონა 28. შენარჩუნებულ იქნეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გუბაზეულის აუზსა და ხეობაში, რომ არ შეიცვალოს კურორტისაკენ მიმავალი სუფთა ჰაერის ნაკადის მოძრაობა. სს „კაპტაჟბალ ნეო სერვისი“ მუდმივად 29. ზონის ტერიტორიაზე განლაგებული სოფლების ამოსანიჩბ ტუალეტებში მოეწყოს საიმედო იზოლაცია. „ ----------“ 2003-2010წ.წ. 30. განისაზღვროს ზონები სამარკო ნიშნებით. „ ----------“ 2004წ.