Decree No. 656 of 2005 of Georgian President on Sanitary Protection Zones of Resort Bazaleti Lake
颁布于 2005-07-22 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება №656 კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Water, Wild species and ecosystems
- 关键词
- surface water, water conservation zone, freshwater pollution, pollution control, water quality standards, public health, zoning, coastal zone management, standards, water resources management, tourism, protection of environment, hygiene/sanitary procedures
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №656 2005 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კურორტ ბაზალეთის ტბის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნების, მათი დაბინძურებისაგან, დაზიანებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით დამტკიცდეს: ა) სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა გეგმა კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონებში (დანართი №1); ბ) კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების აღწერილობა (დანართი №2). მ. სააკაშვილი დანართი №1 სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა გეგმა კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონებში სანიტარიული დაცვის პირველი ზონა № ღონისძიებების დასახელება შემსრულებლები შესრულების ვადა 1 2 3 4 1 სანიტარიული დაცვის I ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები დუშეთის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად 2005 2 კეთილმოეწყოს პლაჟი ,,წყლის ობიექტების სარეკრეაციო ზონების მოწყობისადმი ჰიგიენურ მოთხოვნებში’’ გათვალისწინებული სანიტარიული წესებისა და ნორმების მიხედვით. პლაჟი დაიფაროს წვრილმარცვლოვანი სილით “ 2005 3 საკურორტო კომპლექსის ორი კორპუსის, რესტორნის, კაფე-ბარის კანალიზაციისათვის, რომელიც ხვდება I ზონაში, გატარდეს დამატებითი დამცავი ღონისძიებები; (საკანალიზაციო მილები მოექცეს მეორე მილში) ბაზალეთის ტბის მიმდებარე ყველა საკურორტო ობიექტისა და სხვა შენობა-ნაგებობების კანალიზაცია ჩართულ იქნეს საერთო ქსელში “ 2005 4 გატანილ იქნეს ზონიდან საზოგადოებრივი ტუალეტი მეორე ზონაში “ 2005 5 შესრულდეს სადრენაჟო სამუშაოები ტბის ირგვლივ დაჭაობებული ნაწილის დასაშრობად “ 2005-2006 6 შესწავლილ იქნეს ბაზალეთის ტბის და მისი შემოგარენის მოსალოდნელი ანთროპოგენური 2 დატვირთვის ფონზე გარემოს, ტბის წყლისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლები, არანაკლებ 2-წლიანი დაკვირვებით მიღებული შედეგების მიხედვით განისაზღვროს ტბის ანთროპოგენური დატვირთვა “ 2005-2007 7 აღებულ იქნეს სავაჭრო ჯიხურები და სამწვადე ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან (I ზონა) დუშეთის რაიონის გამგეობა 2005 8 შედგენილ და განხორციელებულ იქნეს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა, სანწიდან 2.1.4.001 – 01; 2.1.4.002-01 დუშეთის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად 9 ბაზალეთის ტბის წყლის დონის დასარეგულირებლად გაიწმინდოს საკრამულის ხევის ჩამშვები არხი, შერმაზანის ხევი არხით ჩაეშვას საკრამულის ხევში “ 2005-2006 10 აიკრძალოს ავტოტრანსპორტისათვის გამჭოლი მოძრაობა კომპლექსში შემავალ არსებულ გზაზე (I ზონა) “ 2005-2006 11 გამომდინარე იქიდან, რომ სანახშირეს წყაროები გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალი კურორტის წყალმომარაგებისათვის, მათთვის უნდა გატარდეს ღონისძიებები ,,სანიტარიული წესებისა და ნორმების’’ თანახმად, სანწიდან 2.14.003-01 “ 2005 12 აღდგეს ,,სანახშირეს” წყაროების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური ქსელი, ტერიტორია გაწმენდილ იქნეს უვარგისი შენობა-ნაგებობებისაგან “ 2005 13 მოეწყოს სანიტარიული დაცვის I მკაცრი რეჟიმის ზონა ,,სანიტარიული წესებისა და ნორმების’’ თანახმად, სანწიდან 2.14.003-01 “ 2005 14 რეზერვუარების ტერიტორიაზე აღებულ იქნეს ძველი რეზერვუარები და სანაცვლოდ აიგოს ორი რკინაბეტონის 350მ3 მოცულობის რეზერვუარი “ 2005 15 ტბაში არსებული წყალმცენარეების მოსასპობად გაშვებულ იქნეს თევზები: თეთრი და შავი ამური “ 2005 სანიტარიული დაცვის მეორე ზონა 1 სანიტარიული დაცვის II ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები დუშეთის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაც. ერთად 2005 2 სისტემატურად გაიწმინდოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბაზალეთის ტბაზე ჩამდინარე ნაკადულების კალაპოტები 3 ტურისტული კომპლექსისათვის და ყველა საკურორტო ობიექტისათვის აუცილებელია მოეწყოს ლოკალური გამწმენდი ნაგებობა სამეურნეო ფეკალური წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის კომპლექსიდან 300 მეტრის დაშორებით სამხრეთით “ “ 4 შედგენილ და განხორციელებულ იქნეს ჩამდინარე წყლების ხარისხის მონიტორინგის პროგრამა “ “ 5 ტბის ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში გაშენდეს წიწვოვანი ხე-მცენარეები (რომლებიც იტანენ მწირ ნიადაგებს და გვალვას) დუშეთის რაიონის გამგეობა 2005-2006 3 6 სანიტარიული დაცვის ზონაში არსებული სოფლების მოსახლეობის ტუალეტები მოეწყოს ღრმა, წყალგაუმტარ (რკინაბეტონის, თიხის) ამოსანიჩბ ორმოებზე დუშეთის რაიონის გამგეობა 2005-2008 სანიტარიული დაცვის მესამე ზონა 1 სანიტარიული დაცვის მესამე ზონაში მოეწყოს ამომცნობი სამარკო ნიშნები დუშეთის რაიონის გამგეობა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად 2005 2 ზონის გარეთ აშენდეს ნაგავსაყრელი დუშეთის რაიონისათვის დუშეთის რაიონის გამგეობა 2005-2007 დანართი №2 კურორტ ბაზალეთის ტბის სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების აღწერილობა I. სანიტარიული დაცვის პირველი ზონის საზღვრები 1. პირველი ზონის I უბნის საზღვრებია: ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც მდებარეობს X წერტილიდან (ტბიდან გა-მომავალი არხის კედლიდან) სამხრეთ აღმოსავლეთით 48 მეტრში. ა. წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 78° აზიმუტით 172 მ მანძილზე ბ. წერტილამდე. ბ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 93° აზიმუტით 91 მ მანძილზე გ. წერტილამდე. გ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 120° აზიმუტით 220 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 30° აზიმუტით 138 მ მანძილზე ე. წერტილამდე. ე. წერტილიდან საზღვარი მიემართება 80° აზიმუტით 91 მ მანძილზე ვ. წერტილამდე. ვ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 100° აზიმუტით 132 მ მანძილზე ზ. წერტილამდე. ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ზ. წერტილში და მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ 134° აზი-მუტით 149 მ მანძილზე თ. წერტილამდე. თ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 155° აზიმუტით 140 მ მანძილზე ი. წერტილამდე. ი. წერტილიდან საზღვარი მიემართება 130° აზიმუტით 269 მ მანძილზე კ. წერტილამდე. კ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 122° აზიმუტით 134 მ მანძილზე ლ. წერტილამდე ლ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 148° აზიმუტით 133 მ მანძილზე მ. წერტილამდე. მ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 160° აზიმუტით 59 მ მანძილზე ნ. წერტილამდე. ნ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 170° აზიმუტით 180 მ მანძილზე ო. წერტილამდე. ო. წერტილიდან საზღვარი მიემართება 158° აზიმუტით 190 მ მანძილზე პ. წერტილამდე. პ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 148° აზიმუტით 124 მ მანძილზე ჟ. წერტილამდე. ჟ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 140° აზიმუტით 209 მ მანძილზე რ. წერტილამდე. რ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 178° აზიმუტით 331 მ მანძილზე ც. წერტილამდე. გ) სამხრეთის საზღვარი იწყება ს. წერტილში, მიამართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ 230° აზიმუტით 114 მ მანძილზე ტ. წერტილამდე. ტ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 237° აზიმუტით 124 მ მანძილზე უ. წერტილამდე. უ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 274° აზიმუტით 200 მ მანძილზე ფ. წერტილამდე. ფ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 284° აზიმუტით 153 მ მანძილზე ქ. წერტილამდე. ქ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 296° აზიმუტით 253 მ მანძილზე ღ. წერტილამდე. ღ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 296° აზიმუტით 142 მ მანძილზე ყ. წერტილამდე. 4 ყ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 280° აზიმუტით 359 მ მანძილზე შ. წერტილამდე. დ) დასავლეთის საზღვარი იწყება შ. წერტილში, მიემართება ჩრდილო-დასავლეთისაკენ 310° აზიმუტით 212 მ მანძილზე ჩ. წერტილამდე. ჩ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 332° აზიმუტით 44 მ მანძილზე ც. წერტილამდე. ც. წერტილიდან საზღვარი მიემართება 342° აზიმუტით 113 მ მანძილზე ძ. წერტილამდე. ძ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 18° აზიმუტით 105 მ მანძილზე წ. წერტილამდე. წ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 280° აზიმუტით 190 მ მანძილზე ჭ. წერტილამდე. ჭ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 315° აზიმუტით 110 მ მანძილზე ხ. წერტილამდე. ხ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 15° აზიმუტით 190 მ მანძილზე ჯ. წერტილამდე. ჯ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 50° აზიმუტით 229 მ მანძილზე ჰ. წერტილამდე. ჰ. წერტილიდან საზღვარი მიემართება 324° აზიმუტით 93 მ მანძილზე ა1 წერტილამდე. ა1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 294° აზიმუტით 255 მ მანძილზე ბ1 წერტილამდე. ბ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 354° აზიმუტით 123 მ მანძილზე გ1 წერტილამდე. გ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 22° აზიმუტით 154 მ მანძილზე დ1 წერტილამდე. დ1 წერტილიდან საზღვარი მიემართება 420 აზიმუტით 80 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს. 2. პირველი ზონის II უბნის საზღვრები: ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია რესტორნიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 35 მეტრში. ა. წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 75° სიგრძით 25 მ ბ. წერტილამდე. ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთისაკენ აზიმუტით 162° 15 მ მანძილზე გ. წერტილამდე. გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება დასავლეთისაკენ აზიმუტით 252° 25 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 338° 15 მ მანძილზე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს ა. წერტილში. 3. პირველი ზონის III უბნის საზღვრები: ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია საქვაბიდან 32 მეტრში, საზღვარი მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 124° 25 მ მანძილზე ბ. წერტილამდე. ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება აზიმუტით 218° 30 მ მანძილზე გ. წერტილამდე. გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება ჩრდილო დასავლეთისაკენ 310° აზიმუტით 25 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება აზიმუტით 38° 30 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს. 4. პირველი ზონის IV უბნის საზღვრები: ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში, რომელიც განლაგებულია სანახშირეს სათავე ნაგებობის აღმოსავლეთით, საზღვარი მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 70° 250 მ მანძილზე ბ. წერტილამდე. ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 142° 250 მ მანძილზე გ. წერტილამდე. გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება სამხრეთ დასავლეთისაკენ აზიმუტით 224° 175 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 232° 425 მ მანძილზე ე. წერტილამდე. გ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 290° 100 მ მანძილზე ვ. წერტილამდე. 5 დ) დასავლეთის საზღვარი იწყება ვ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 10° 125 მ მანძილზე ზ. წერტილამდე. ზ. წერტილიდან საზღვარი მიემართება აზიმუტით 20° 240 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს. 5. პირველი ზონის V უბნის საზღვრები: ა) ჩრდილოეთის საზღვარი იწყება ა. წერტილში და მიემართება აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 90° 60 მ მანძილზე ბ. წერტილამდე. ბ) აღმოსავლეთის საზღვარი იწყება ბ. წერტილში, მიემართება სამხრეთისაკენ აზიმუტით 180° 60 მ მანძილზე გ. წერტილამდე. გ) სამხრეთის საზღვარი იწყება გ. წერტილში, მიემართება დასავლეთისაკენ აზიმუტით 270° 60 მ მანძილზე დ. წერტილამდე. დ) დასავლეთის საზღვარი იწყება დ. წერტილში, მიემართება ჩრდილოეთისაკენ აზიმუტით 360° 60 მ მანძილზე ა. წერტილამდე, სადაც უერთდება ჩრდილოეთის საზღვარს. II. სანიტარიული დაცვის მეორე ზონის საზღვრები 1. ჩრდილოეთის საზღვარი იწყება I წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1225,5 მ ნიშნულზე. საზღვარი მიემართება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ აზიმუტით 84° - 1800 მ მანძილზე II წერტილამდე. II წერტილიდან, რომელიც მდებარეობს მთის 1133 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 109° 550 მ მანძილზე III წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მთის 1086,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება 122° 425 მ მანძილზე IV წერტილამდე. IV წერტილი მდებარეობს მთის 949,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 130° 95 მ მანძილი V წერტილამდე. V წერტილი მდებარეობს მთის 965,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 114° 1025 მ მანძილზე VI წერტილამდე. 2. აღმოსავლეთის საზღვარი იწყება VI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 992,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 185° 750 მ მანძილზე VII წერტილამდე. VII წერტილი მდებარეობს მთის 943,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 175° 1675 მ მანძილზე VIII წერტილამდე. VIII წერტილი მდებარეობს მთის 790,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 182° 1200 მ მანძილზე IX წერტილამდე. IX წერტილი მდებარეობს მთის 924,6 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 205° 1050 მ მანძილზე X წერტილამდე. X წერტილი მდებარეობს მთის 1021,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 192 მანძილზე XI წერტილამდე. 3. სამხრეთის საზღვარი იწყება XI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1049,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 266° 2500 მ მანძილზე XII წერტილამდე. XII წერტილი მდებარეობს მთის 1136,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 210° მ მანძილზე XIII წერტილამდე. XIII წერტილი მდებარეობს მთის 1120,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 300° 850 მ მანძილზე XIV წერტილამდე. XIV წერტილი მდებარეობს მთის 1308 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 282° 1500 მ მანძილზე XV წერტილამდე. 4. დასავლეთის საზღვრები იწყება XV წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1213,0 ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 358° 225 მ მანძილზე XVI წერტილამდე. XVI წერტილი მდებარეობს მთის 984,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 322° 3200 მ მანძილზე XVII წერტილამდე. XVII წერტილი მდებარეობს მთის 1176,9 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 4° 4025 მ მანძილზე XVIII წერტილამდე. XVIII წერტილი მდებარეობს მთის 1225,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 84° 1800 მ მანძილზე I წერტილამდე. III. სანიტარიული დაცვის მესამე ზონის საზღვრები 1. ჩრდილოეთის საზღვარი იწყება 1 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1337,3 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 50° 2675 მ მანძილზე 2 წერტილამდე. 2 წერტილი მდებარეობს მთის 1124,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 72° 2625 მ მანძილზე 3 წერტილამდე. 3 წერტილი მდებარეობს მთის 1110,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება 6 აზიმუტით 360° 675 მ მანძილზე 4 წერტილამდე. 4 წერტილი მდებარეობს მთის 1156,2 მ ნიშნულზე, საზღვარი მდებარეობს აზიმუტით 60° 1125 მ მანძილზე 5 წერტილამდე. 5 წერტილი მდებარეობს მთის 1080,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 44° 1000 მ მანძილზე 6 წერტილამდე. 6 წერტილი მდებარეობს მთის 1225,8 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 98° 750 მ მანძილზე 7 წერტილამდე. 7 წერტილი მდებარეობს მთის 1240,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 110° 400 მ მანძილზე 8 წერტილამდე. 2. აღმოსავლეთის საზღვარი იწყება 8 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1339 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 148° 1129 მ მანძილზე 9 წერტილამდე. 9 წერტილი მდებარეობს მთის 1133,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 132° 1300 მ მანძილზე 10 წერტილამდე. 10 წერტილი მდებარეობს მთის 1204,1 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 160° 1075 მ მანძილზე 11 წერტილამდე. 11 წერტილი მდებარეობს მთის 1167 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 170° 1025 მ მანძილზე 12 წერტილამდე. 12 წერტილი მდებარეობს მთის 1129,2 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 168° 1150 მ 13 წერტილამდე. 13 წერტილი მდებარეობს მთის 1071,5 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება 196° 2000 მ მანძილზე 14 წერტილამდე. 14 წერტილი მდებარეობს მთის 992,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 198° 2450 მ მანძილზე და უერთდება II ზონის საზღვარს VI წერტილში. III ზონის საზღვარი მიჰყვება II ზონის საზღვარს XI წერტილამდე. 3. სამხრეთის საზღვარი იწყება XI წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 1049,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 200° 3050 მ მანძილზე 15 წერტილამდე. 15 წერტილი მდებარეობს მთის 118710 მ ნიშნულზე აზიმუტით 250° 3525 მ მანძილზე 16 წერტილამდე. 16 წერტილი მდებარეობს მთის 967,1 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 298° 2325 მ მანძილზე 17 წერტილამდე. 4. დასავლეთის საზღვარი იწყება 18 წერტილში, რომელიც მდებარეობს მთის 893,0 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 10° 1675 მ მან-ძილზე 18 წერტილამდე. 18 წერტილი მდებარეობს მთის 1081 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 360° 425 მ მანძილზე 19 წერტილამდე. 19 წერტილი მდებარეობს მთის 1123 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 354° 2600 მ მანძილზე 20 წერტილამდე. 20 წერტილი მდებარეობს მთის 937 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 298° 1850 მ მანძილზე 21 წერტილამდე. 21 წერტილი მდებარეობს მთის 936 მ ნიშნულზე, საზღვარი მიემართება აზიმუტით 332° 2975 მ მანძილზე 22 წერტილამდე. 22 წერტილი მდებარეობს მთის 1018 მ ნიშნულზე. საზღვარი მიემართება აზიმუტით 20° 4150 მ მანძილზე, სადაც უერთდება II ზონის ჩრდილოეთის საზღვარს I წერტილში.