Decree No 545 of 2003 of Georgian President on Prohibition of Importing and Selling Poppy Seed
颁布于 2003-10-29 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №545 ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Cultivated plants
- 关键词
- seeds/planting material, internal trade, international trade, prohibited crops, public health, plant production
- 类别
- *, agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №545 2003 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის შესახებ ნარკომანიისა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მძიმე სენის დამარცხება საზოგადოების ჯანმრთელობისა და მომავალი ჯანსაღი თაობის აღზრდის უმთავრესი წინაპირობაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამართლებრივი ბაზის შექმნის თვალსაზრისით ხელისუფლებამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ არასრულყოფილია. ამასთანავე, საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვანწილად აფერხებს ქვეყანაში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ნარკომანია კი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება საქართველოს მოზარდებში. დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალ რეალიზაციაშია ხაშხაშის (ყაყაჩოს – Papaver somniferum) თესლი, რომელიც მოიხმარება როგორც საკვები პროდუქტი და შეუზღუდავად იყიდება სავაჭრო დაწესებულებებსა და ბაზრობებზე. საკონდიტრო ნაწარმისათვის გამოსაყენებელი ხაშხაშის თესლი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ნარკოტიკული ნივთიერების – ოპიუმის ალკოლოიდებს, რის გამოც იგი ფართოდ მოიხმარება მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. იმის გამო, რომ ხაშხაშის თესლი არ არის შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, სამართალდაცვის ორგანოებს საშუალება არა აქვთ განახორციელონ ქმედითი ღონისძიებანი. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და დროებითი ღონისძიების განხორციელების მიზნით: 1. აიკრძალოს ნებისმიერი მიზნით (მათ შორის, საკონდიტრო ნაწარმში გამოსაყენებლად) ქვეყნის ტერიტორიაზე ხაშხაშის (ყაყაჩო – Papaver somniferum) თესლის იმპორტი და რეალიზაცია. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. ნარჩემაშვილი) და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ხაბურძანია) ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან (დ. თარხან-მოურავი) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან (გ. გაჩეჩილაძე) ერთად თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა განხორციელება ხაშხაშის თესლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით. 3. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ე. შევარდნაძე