跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Decree No. 537 of 1996 of Georgia President on Organization of Extraction and Use of Mineral Water Borjomi

颁布于 1996-08-17 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ბრძანებულება №537 მინერალური წყლის „ბორჯომის“ მოპოვებისა და ექსპლუატაციის საკითხთა მოწესრიგების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
classification/declassification, authorization/permit, potable water, thermal and medicinal waters, water abstraction

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №537 1996 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი მინერალური წყლის „ბორჯომის“ მოპოვებისა და ექსპლუატაციის საკითხთა მოწესრიგების შესახებ მინერალური წყლის „ბორჯომის“ საბადოს ჰიდრომინერალური მეურნეობის მოწესრიგებისა და ეკოლოგიური პირობების დაცვის, რესურსების რაციონალურად და ეფექტიანად გამოყენების, მსოფლიო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის აღდგენის მიზნით: 1. მიენიჭოს მინერალურ წყალს „ბორჯომს“, როგორც წიაღისეულს, სახელმწიფო მნიშვნელობის რესურსის სტატუსი და არსებული წესით შეტანილ იქნეს იგი სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულთა ნუსხაში. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებულმა ლიცენზირების საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭომ ერთ თვეში გამოაცხადოს კონკურსი წიაღისეულით – მინერალური წყლით „ბორჯომით“ სარგებლობისათვის. 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან (ანტიმონოპოლიური სამსახური), სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში უზრუნველყოს მინერალური წყლის „ბორჯომის“ №1 და №2 ჩამოსასხმელი ქარხნების ინვესტორებისათვის 5 წლით გამგებლობაში (მართვის უფლებით) გადაცემა კონკურსის მოწყობის გზით. აღნიშნული ქარხნების პრივატიზაციის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს ამ საწარმოთა მუშაკების ინტერესები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს იმ მეწარმე სუბიექტების ლიცენზირება, რომლებიც სანიტარიული და ტექნოლოგიური დონით აკმაყოფილებენ მინერალური წყლის „ბორჯომის“ ჩამოსხმის მოთხოვნებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მეწარმე სუბიექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა. ე. შევარდნაძე

Decree No. 537 of 1996 of Georgia President on Organization of Extraction and Use of Mineral Water Borjomi · Nelum