Decree No. 500 of 2016 of Georgian Government on Measures Against Transmitters of Transmissible Diseases in Resort Zones of Georgia on Black Sea
颁布于 2016-03-24 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის განკარგულება №500 საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Fisheries and aquaculture, Cultivated plants
- 关键词
- animal health, fish diseases, maritime zone, public health, risk assessment/management, tourism, drugs, pests/diseases, pesticides, plant protection
- 类别
- agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის განკარგულება №500 2016 წლის 24 მარტი ქ. თბილისი საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების თაობაზე 1. საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების მიზნით, დაევალოთ: ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის „bacillus thuringiensis var.israelensis“ შესასყიდად „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 100 000 ლარის მიმართვა; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 3500 კგ პრეპარატის – „სიფლუტრინის ჯგუფის“ პირეტროიდის (ინსექტიციდი) შესყიდვისა და შენობათა შიდა ფართობების სადეზინსექციო ღონისძიებების გასატარებელი მომსახურების შესასყიდად „ეპიდზედამხედველობის“ პროგრამისთვის (პროგრამული კოდი: 35 03 02 03) შესაბამისი თანხის დამატება; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს: გ.ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში, არსებული ნაშთების გამოყენებით, გაატაროს ღია სივრცეში „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები დაახლოებით 1000 ჰექტარზე; გ.ბ) 2000 ლიტრი ბიოლოგიური პრეპარატის (bacillus thuringiensis var.israelensis) შესყიდვა და ამ პრეპარატით წყალსატევების დამუშავება, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სამანქანე აგრეგატების გამოყენებით; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს: დ.ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხებით უზრუნველყოს 3500 კგ პრეპარატის – „სიფლუტრინის ჯგუფის“ პირეტროიდის (ინსექტიციდი) შესყიდვის განხორციელება და შესყიდული პრეპარატიდან გადასცეს: დ.ა.ა) ა(ა)იპ – თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს 1200 (ათას ორასი) კგ; დ.ა.ბ) ა(ა)იპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 600 (ექვსასი) კგ; დ.ა.გ) ა(ა)იპ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 300 (სამასი) კგ; დ.ა.დ) ა(ა)იპ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 500 (ხუთასი) კგ; დ.ა.ე) ა(ა)იპ – სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 150 (ას ორმოცდაათი) კგ;
დ.ა.ვ) სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს – 750 (შვიდას ორმოცდაათი) კგ; დ.ბ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსექტიციდების დამუშავების მომსახურების შესყიდვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებისას (საჭიროების შემთხვევაში) ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებაზე ზედამხედველობა. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცეთ უფლება, ამ განკარგულებით გათვალისწინებული პრეპარატების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 3. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების საერთო კოორდინაცია. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი