Decree No 356 of 1998 of Georgian President on Rules for Customs Control of Seed Potato
颁布于 1998-05-28 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №356 სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Cultivated plants
- 关键词
- international trade, seeds/planting material, vegetables/legumes, standards, procedural matters, plant production
- 类别
- *, agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №356 1998 წლის 28 მაისი ქ. თბილისი სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ დამტკიცდეს სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის თანდართული წესი. ე. შევარდნაძე სათესლე კარტოფილის საქართველოში შემოტანის საბაჟო კონტროლის წესი 1. სათესლე კარტოფილის საბაჟო გაფორმებამდე საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის წარმომადგენელი თესლის პარტიიდან შერჩევითი სინჯების აღებისა და თვალთახედვითი შემოწმებით მოქმედი სტანდარტების საფუძველზე გასცემს სათანადო შემოწმების საბუთს „ანალიზის შედეგის” ფორმის მიხედვით. 2. მავნებლებსა და დაავადებებზე სათესლე კარტოფილის თესლის შემოწმებას დადგენილი წესით ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის ინსპექცია და იძლევა სათანადო საბუთს. 3. მიმღების მიერ სათესლე კარტოფილის საწყობში ან ტერმინალში მოთავსების შემდეგ, მიმღების განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია იღებს სინჯებს თესვითი ხარისხის დასადგენად და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით გასცემს სათანადო საბუთს. 4. აკრძალულია დაურაიონებელი ჯიშის სათესლე კატოფილის შემოტანა, გარდა სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციისათვის საკონკურსო და საწარმოო გამოცდის მიზნით გათვალისწინებული საჭირო ჯიშებისა.