Decree No. 344 of 1999 of Georgian President on Establishing Supsa Sea Port
颁布于 1999-05-31 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №344 სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Sea
- 关键词
- harbour, maritime zone, governance, survey/mapping
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №344 1999 წლის 31 მაისი ქ. თბილისი სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 24.01.2014წ. სუფსის ტერიტორიაზე ნავთობსადენის ახალი მაგისტრალისა და ტერმინალის მშენებლობის საექსპლუატაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: 1. სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სუფსის საზღვაო ნავსადგური. 2. (ამოღებულია – 23.01.2014, №25). 3. სუფსის საზღვაო ნავსადგურისათვის მიწისა და აკვატორიის გამოყოფა განხორციელდეს მოქმედი კანონმდელობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს სუფსის საზღვაო ნავსადგურის ფუნქციონირება. 5. სუფსის საზღვაო ნავსადგურში შემოსული ტანკერებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფები განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) ტრანსპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრებიდან გადაანაწილოს თანხები სუფსის საზღვაო ნავსადგურის შესაბამისი სამსახურების დასაფინანსებლად. 7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყონ სუფსის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო რეჟიმის დაცვა და საბაჟო ფუნქციების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე. შევარდნაძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 მარტის ბრძანებულება №97 - სსმ III, №29, 16.03.2004წ., მუხ.249 2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004წ., მუხ.252 3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №211 - სსმ III, №62, 23.04.2008წ., მუხ.704 4. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 24.01.2014წ.