跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Decree No. 2471 of 2011 of Georgian Government on Creating Agricultural Development Fund

颁布于 2011-12-17 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულება №2471 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development
关键词
institution, agricultural development, governance, special fund

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება №2471 2011 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის №817 ბრძანებულების შესრულების მიზნით: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100%-იან წილზე დაფუძნება. 2. განისაზღვროს ფონდის გამგეობის შემდეგი შემადგენლობა: ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გოროზია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლეიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი კონსტანტინე კობახიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი ეთერ ყამარაული – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მომენტიდან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის წესდებით გათვალისწინებული დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

Decree No. 2471 of 2011 of Georgian Government on Creating Agricultural Development Fund · Nelum