跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Decree No. 2051 of 2012 of Georgian Government on Creating Agricultural and Rural Development Fund

颁布于 2012-12-24 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულება №2051 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development
关键词
institution, special fund, agricultural development, rural employment, poverty, governance, procedural matters, rural development, labour

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება №2051 2012 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში ფონდი) დაფუძნება. 2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე დავით კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავით ნარმანია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი ხათუნა გოგალაძე - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი შალვა ფიფია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი დავით საგანელიძე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

Decree No. 2051 of 2012 of Georgian Government on Creating Agricultural and Rural Development Fund · Nelum