Concept of National Policy for Sustainable Pasture Management
颁布于 2022-11 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია
- 语言
- Georgian
- 类型
- policy
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Livestock, Land and soil
- 关键词
- grazing, pastoralism, animal production, agricultural development, agricultural land, classification/declassification, community management, education, gender, governance, land-use planning, lease, local government, policy/planning, private land, public land, soil conservation/soil improvement, soil pollution/quality, soil rehabilitation, sustainable development, sustainable use, zoning, contracts, land tenure, pollution control
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტი “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია სრული ვერსია ნოემბერი, 2022 წელი 2 შინაარსი აკრონიმები და აბრევიატურები ................................................................................................. 4 ტერმინთა განმარტებები ............................................................................................................ 5 1. შესავალი ................................................................................................................................. 7 2. სიტუაციის ანალიზი ............................................................................................................... 9 2.1 ფონური ინფორმაცია ......................................................................................................................... 9 2.2 ძოვების სისტემების სხვადასხვა ტიპები .......................................................................................... 10 2.3 საძოვრებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები/პრობლემები ...................................... 14 2.4 საძოვრებით სარგებლობის უფლებების არაფორმალური დამკვიდრება ........................................... 15 2.5 საძოვრებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივი ჩარჩო ................................................................ 17 2.6 საძოვრებით სარგებლობის არსებული მექანიზმების სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტები .............................................................................................................................................. 22 2.7 საძოვრების მართვის გენდერული ასპექტები ................................................................................... 27 2.8 სისტემური და ინსტიტუციური მოწყობის საკითხები ...................................................................... 29 2.9 დასკვნები ........................................................................................................................................ 32 3. ხედვა .................................................................................................................................... 36 3.1 ხედვის ჩარჩო: პირობები და ხელშემწყობი ღონისძიებები ............................................................... 36 3.1.1. ძირითადი ელემენტები .......................................................................................................................... 36 3.1.2. ხელშემწყობი პირობები და ღონისძიებები .......................................................................................... 37 3.2 საძოვრებით სარგებლობის სისტემები ............................................................................................. 42 3.2.1 საძოვრებით საერთო სარგებლობა ......................................................................................................... 42 3.2.2 საძოვრების იჯარით სარგებლობაში გადაცემის სისტემა ................................................................... 48 3.2.3. კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრები ......................................................................................... 51 3.2.4. საძოვრების ზონირება სარგებლობის სახეობების/რეჟიმების მიხედვით ........................................ 52 3.2.5. გენდერული საკითხების ინტეგრირება................................................................................................ 56 3.3 ინსტიტუციური მოწყობა ................................................................................................................. 58 3.3.1. საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები .................................................................... 58 3.3.2 საძოვრების მართვის ამოცანები ეროვნულ დონეზე ........................................................................... 60 3.3.3 საძოვრების მართვის ამოცანები ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე ........................................ 60 4. თანამშრომლობა საძოვრების მდგრადი მართვისა და მისი საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის (ექსტენციის) სფეროში ..................................................................................................................................... 62 5. სამართლებრივი ასპექტები................................................................................................................ 63 3 6. საძოვრების მართვის ეკონომიკური და ფისკალური ასპექტები ......................................................... 68 6.1. ზოგადი პრინციპები ....................................................................................................................... 68 6.2. იჯარის ქირისა და ქონების გადასახადის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა ............................. 68 7. საძოვრების მდგრადი მართვის სისტემა ............................................................................... 72 8. საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის პრინციპები ..................................................... 77 9. საძოვრების მდგრადი მართვის პრიორიტეტები ................................................................... 79 10. განხორციელების ეტაპები ................................................................................................... 84 11. კონცეფციის მოქმედებისა და განხორციელების ვადები ..................................................... 91 გამოყენებული წყაროები .......................................................................................................... 95 4 აკრონიმები და აბრევიატურები ა(ა)იპ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სსიპ საჯარო სამართლის იურიდიული პირი CPRM საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვა LDN მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი PUU საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება RIA რეგულირების ზეგავლენის შეფასება 5 ტერმინთა განმარტებები საძოვრების/სათიბების იდენტიფიცირება : სასოფლო-სამეურნეო სავარგულების იმ ტერიტორიების გამოვლენა და დარუკება, რომლებიც მიეკუთვნება საძოვრებსა და სათიბებს არსებული მიწათსარგებლობის რუკების, დისტანციური ზონდირების, GIS ანალიზის, საჯარო რეესტრის მონაცემების და საველე გადამოწმების საფუძველზე საძოვრების/სათიბების კატეგორიზაცია: ყველა შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის საძოვრის ან სათიბი მიწის კატეგორიის მინიჭება აღნიშნული ინფორმაციის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ასახვის/ შესაბამისი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გზით ან უკვე რეგისტრირებული ნაკვეთისათვის კატეგორიის მინიჭებით (კატეგორიის რეგისტრაციით). საძოვრების კატეგორიზაციას აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა, რადგან ახალი კანონმდებლობა საძოვრების შესახებ გავრცელდება მხოლოდ საძოვრებსა და სათიბებზე. საძოვრების კლასიფიკაცია: მიწის საფარის სტანდარტული აღწერილობის მიხედვით საძოვრების მცენარეულობის ტიპების იდენტიფიკაცია და დარუკება. საძოვრების კლასიფიკაცია საჭიროა სარგებლობის დაგეგმვისა და საძოვრების სამეურნეო ერთეულების ტევადობის განსასაზღვრად. დეტალების დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა არის პრაქტიკულად საჭირო დაგეგმვისთვის და ასევე, არსებულ მონაცემებსა და რესურსებზე. საძოვრების შეფასება: საძოვრების პროდუქტიულობის/დეგრადაციის ტენდეციის შეფასება მუნიციპალიტეტის დონეზე SDG 15.3.1 ქვე-ინდიკატორების (მიწის საფარი, მიწის პროდუქტიულობა და ორგანული ნახშირბადის შემცველობა) მიხედვით. ეს ეტაპი საჭიროა, იმ მიზნით რომ საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნეს საძოვრების მდგომარეობა, ხელი შეეწყოს აღდგენას იქ, სადაც ეს შესაძლებელია და მიღწეული იქნეს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსი ლანდშაფტის დონეზე, საძოვრების შეფასების მეთოდი მოიცავს ინსტრუმენტებისა და რუკების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ციფრული მონაცემებისა და ინფორმაციის მოწოდებას, ურთიერთგადამკვეთი ანალიზის საშუალებას და მუნიციპალურ დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვის საშუალებას. საძოვრების შეფასების პროცესი ეფუძნება: (i) დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიას; (ii) დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და წვლილს და (iii) საველე კვლევებს, რეალური სიტუაციისა და ტენდეციების ადგილზე გადამოწმების მიზნით. შესაბამისად, საძოვრების შეფასების ერთერთი შედეგია შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების მიღება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევის პროგრესის გაზომვისათვის და, ამგვარად, ამ პროცესს წვლილი შეაქვს ეროვნული ნებაყოფლობითი მიზნების მიწღევაში (მიზანი #1-მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და დაგეგმვის დოკუმენტებში და მიზანი#4-დეგრადირებული მიწის რეაბილიტაცია). საძოვრების ზონირება: ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის მიზნით, საძოვრების იდენტიფიცირება სასოფლო, ახლომდებარე საზაფხულო, შორეული საზაფხულო და ზამთრის საძოვრად. საძოვრით სარგებლობის რეჟიმის დადგენა დამოკიდებულია მის ზონაზე, ამიტომ საჭიროა ამ ტერმინების სამართლებრივი განმარტება. 6 ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა: მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცესი, რომელიც მოიცავს: (i) მოსარგებლეთა იდენტიფიკაციას - მათ შორის, საძოვრებით დე-ფაქტო მოსარგებლეთა ტრადიციულად ჩამოყალიბებული უფლებების (მოთხოვნების) შეფასებას საძოვრებით სარგებლობაზე (ii) საძოვრების სამეურნეო ერთეულების იდენტიფიკაციას და მათი საზღვრების რუკაზე დატანას; (iii) საძოვრების სამეურნეო ერთეულების სარგებლობის რეჟიმის განსაზღვრას. ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვას ახორციელებს მის მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით (სახელწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტი (მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების შემთხვევაში). საძოვრის სამეურნეო ერთეული: საძოვრის და სათიბის ტერიტორია, რომელიც იდენტიფიცირებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სარგებლობის სეზონი (ზაფხულის, ზამთრის, წლის განმავლობაში), ზღვის დონიდან სიმაღლე, დაშორება დასახლებებიდან, ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრები ან ბარიერები და მოსარგებლეთა ვინაობა და ტიპი. საძოვრის ყოველი სამეურნეო ერთეულისთვის განისაზღვრება სარგებლობის რეჟიმი (საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემა ან იჯარა (კომერციული გამოყენება). საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება: საძოვრით მოსარგებლეთა ჯგუფი, რომელსაც აქვს საძოვრის კონკრეტული სამეურნეო ერთეულით სარგებლობის უფლება, რომელიც განპირობებულია მისი მუდმივი ბინადრობით იმ დასახლებულ პუნქტში და რომელიც საძოვრის ამ სამეურნეო ერთეულით სარგებლობს ტრადიციულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სახელმწიფო/მუნიციპალური პასუხისმგებელი ორგანო: ცენტრალური სახელმწიფო სააგენტო (ამჟამად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო და მომავალში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელია საძოვრის კონკრეტული სამეურნეო ერთეულის მართვაზე და/ან მუნიციპალიტეტი, რომლის საკუთრებაშიც რეგისტრირებულია საძოვარი. 7 1. შესავალი საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). პროექტი შედგება ოთხი კომპონენტისგან, რომელთაგან პირველი მიზნად ისახავს საძოვრების მართვის სფეროში მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაძლიერებას ეროვნულ დონეზე. პირველი კომპონენტის ფარგლებში პროექტი მხარს უჭერს საძოვრების მართვის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებას, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ინტეგრირებულია მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ამოცანები. ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების უწყებათაშორისი საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის კოორდინაციით, რომელიც შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. დოკუმენტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართულია დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრე. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესისა“ და „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალიწინებული იქნა ევროპის ქვეყნებში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის მიდგომები და გამოცდილება, რაც გაზიარებული იქნა აშშ-ს სატყეო სამსახურის (USFS)-ის სპეციალისტების და ექსპერტების მიერ ევროპის ქვეყნებიდან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში. დოკუმენტი ძირითადად ეფუძნება ევროპის ქვეყნების (საფრანგეთი, შვეიცარია) მაღალ მთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებულ მიდგომებს, რომლებიც ესადაგება საქართველოში საძოვრებით სარგებლობის ტრადიციებს. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დანიშნულებაა საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და 8 ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხელს შეუწყობს საძოვრების ნაყოფიერების გაუმჯობესებას, მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას და პროდუქტიულობის გაზრდას. კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ (ინტეგრირებულ) მიდგომას, რომელიც საძოვრების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის საკითხებს განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. ამასთან, საძოვრები განიხილება ბუნებრივი და ნახევრად-ბუნებრივი ეკოსისტემების ნაწილად, რომლებიც გამოიყენება ფერმერთა განსხვავებული სოციალურ ეკონომიკური კატეგორიების მიერ, რომელთაც აქვთ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები მეცხოველეობის განვითარების კუთხით. დოკუმენტში ასევე, გათვალისწინებულია ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების ინტეგრირებული მართვისა და ტრადიციული მომთაბარეობის საკითხები. აღნიშნულის საფუძველზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი (კონცეფცია) აყალიბებს საძოვრების მდგრადი მართვის ხედვასა და პრინციპებს, განსაზღვრავს საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხებს, ინსტიტუციურ მოწყობას საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული მიდგომების სამართლებრივ შედეგებს (რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო), განიხილავს საძოვრების მართვის ეკონომიკურ და ფისკალურ ასპექტებს, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვას და მონიტორინგს. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტი საფუძვლად დაედება შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას საძოვრების მართვის სფეროში, რაც, ასევე, მხარდაჭერილი იქნება პროექტის მიერ. 9 2. სიტუაციის ანალიზი 2.1 ფონური ინფორმაცია საძოვრების მნიშვნელობა მეცხოველეობის სექტორისათვის: საქართველოში საძოვრები მოიცავს დაახლოებით 1,7 მილიონ ჰა ფართობს, რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 25%-ს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს. საძოვრები მეცხოველეობის სექტორს უზრუნველყოფს იაფი და ხელმისაწვდომი საკვები ბაზით, რომლის გამოყენება შესაძლებელია წლის სხვადასხვა დროს, სეზონური პირობების გათვალისწინებით ძოვებისთვის ოპტიმალური პირობების მქონე ადგილებში პირუტყვის გადაადგილებით. საძოვრების გამოყენება პირუტყვის გამოსაკვებად მნიშვნელოვნად ამცირებს საკვების შესყიდვის აუცილებლობას, განსაკუთრებით მეცხვარეობაში, ასევე საქონლის ხორცის კომერციული წარმოების შემთხვევაში და იმ მცირე ოჯახური მეურნეობებისთვის, რომლებიც მისდევენ მესაქონლეობას, რაც წარმოადგენს მათი შემოსავლების დივერსიფიკაციის და/ან საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული საკვების წყაროს. მეურნეობების განაწილება პირუტყვის სულადობის მიხედვით: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების დაახლოებით 46% ფლობს პირუტყვს, თუმცა, მათი უმრავლესობა მცირე ზომის მეურნეობაა. მაგალითად, დაახლოებით 270,000 შინამეურნეობიდან, სადაც ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 80% ფლობს ხუთ სულზე ნაკლებს და მხოლოდ 5% ფლობს ათ სულ ან მეტ პირუტყვს (დიაგრამა 1). ცხვრის მეპატრონეებიდან მხოლოდ 15%-ს ჰყავს 50 სულზე მეტი ცხვარი. წარმოებული პროდუქციის 80%-ს მოიხმარენ ოჯახში (FAO, 2017), რაც ხაზს უსვამს მეცხოველეობის მნიშვნელობას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის როგორც საარსებო წყაროს, ისე შემოსავლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, მეცხოველეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლად სიღარიბის შემცირებაში. დიაგრამა 1. მეურნეობების განაწილება პირუტყვის რაოდენობის მიხედვით 20 000 40 000 60 000 80 000 100 000 120 000 140 000 160 000 1-2 3-4 5-9 10-19 20-49 50-99 ≥100 შ ი ნ ამ ეუ რ ნ ეო ბ ე ბ ი ს რ აო დ ე ნ ო ბ ა მსხვილი რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 10 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), 2014 2.2 ძოვების სისტემების სხვადასხვა ტიპები პირუტყვის ძოვება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე: მცირე რაოდენობის პირუტყვის მფლობელთა უმრავლესობა მათ აძოვებს საცხოვრებელი ადგილის ახლოს, უშუალოდ სასოფლო დასახლების მიმდებარე ახლომდებარე საძოვრებზე. პირუტყვი ყოველ საღამოს ბრუნდება პირტყვის მფლობელის (მეპატრონის) მეურნეობაში. როგორც წესი, სასოფლო დასახლების მიმდებარე ახლომდებარე საძოვრებზე შინამეურნეობები პირუტყვს აძოვებენ კოლექტიურად/ერთობლივად. ამგვარად ფორმირებულ სოფლის ნახირს შინამეურნეობები მწყემსავენ მორიგეობით ან ერთობლივად ქირაობენ მწყემსს. ძოვებისათვის გამოიყენება არა მხოლოდ მიმდებარე ახლომდებარე საძოვრები, არამედ ასევე სასოფლო დასახლების ფარგლებში მდებარე შეუღობავი მდელოები, ასევე დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწები (რომლებიც უმეტესად კერძო საკუთრებაშია), მინდვრები მოსავლის აღების შემდეგ შემოდგომასა და ზამთარში და გზის პირები. ზოგან ზამთარში პირუტყვი იმყოფება ბაგურ კვებაზე. ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა 1 000 2 000 3 000 4 000 5 000 6 000 7 000 8 000 1-4 5-9 10-19 20-49 50-99 ≥100შ ი ნ ამ ეუ რ ნ ეო ბ ე ბ ი ს რ აო დ ენ ო ბ ა ცხვრის რაოდენობა საკვანძო საკითხები : საქართველოში საძოვრებს იყენებს სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების დიდი ნაწილი და ასევე მეცხოველეობის პროდუქციის მრავალი სხვადასხვა მწარმოებელი. მოსახლეობა მეცხოველეობას მისდევს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების უმრავლესობისთვის მეცხოველეობა საარსებო წყაროა, მათი ნაწილისთვის შემოსავლების დივერსიფიკაციის საშუალება, თუმცა ასევე ვითარდება საშუალო და მსხვილი კომერციული და სპეციალიზირებული მეცხოველეობა. საძოვრების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩოები უნდა ცნობდნენ ამ სხვადასხვა ტიპის საძოვრებით მოსარგებლეთა საჭიროებებს - ყველა მათგანისთვის საძოვრებზე ხელმისაწვდომობის უფლების სამართლებრივი უზრუნველყოფის მეშვეობით. 11 ზაფხულის განმავლობაში მეწველი საქონლის (ფურების) დატოვება სოფელში, ხოლო არამეწველი საქონლის გადარეკვა საზაფხულო საძოვარზე სოფლის ნახირთან ერთად. ამ ტიპის მეურნეობა ექსტენსიურია. დამხმარე სერვისები საქონლის კვებასა და მოვლაზე მინიმალურია და შესაბამისად პროდუქტიულობაც დაბალია. ასეთი ტიპის მეურნეობებში ძირითადად არის ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი და ხშირ შემთხვევაში წველადობა საშუალოდ არის 6-8 ლიტრი დღეში. ამ ტიპის მეურნეობებისათვის მესაქონლეობა შეიძლება არ იყოს მთავარი საქმიანობა და შესაბამისად შემოსავლის მთავარი წყარო, ან პირიქით, წარმოადგენდეს ძირითად საარსებო წყაროს შინამეურნეობისათვის. საქონლის ყოლის მთავარ მოტივაცია უმეტეს შემთხვევაში მესაქონლეობის პროდუქციის საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებაა. მცირე ზომის მეურნეობები ძირითადად ამ გზით ინახავენ მეწველ საქონელს. მოზარდი და არამეწველი პირუტყვი სოფლების ნაწილიდან ზაფხულის განმავლობაში შესაძლოა გაიგზავნოს მაღალმთიან საძოვრებზე სოფლის ნახირთან ერთად. ძოვების ამ სისტემაში მნიშვნელოვანი შეზღუდვაა საძოვრების სიმწირე, განსაკუთრებით დაბლობი რეგიონების მჭიდროდ დასახლებული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე. მიწის პრივატიზაციის რეფორმის შედეგად სოფლების ფარგლებში და მათ მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები ამჟამად ძირითადად გადასულია კერძო საკუთრებაში. ზოგჯერ საძოვრებად გამოიყენება დროებით დაუმუშავებელი მიწები და სახნავ-სათესი მიწები მოსავლის აღების შემდეგ. გარდა ამისა, მიწათმფლობელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დამუშავების მზარდი ტენდეციის შედეგად მცირდება საძოვარი ადგილები სოფლის ნახირისათვის, რაც იწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს. ახლომდებარე მაღალმთიან საძოვრებზე სეზონური გადარეკვა: საქართველოს ბევრ სასოფლო დასახლებაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ზაფხულობით საქონლის გადარეკვა ახლომდებარე მაღალმთიან საძოვრებზე, ძირითადად მოზარდი და არამეწველი პირუტყვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მეწველი პირუტყვის გადარეკვასაც ქონდეს ადგილი. ახლომდებარე მაღალმთიან საზაფხულო საძოვრებს იყენებენ მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. ფერმერებს უმეტეს შემთხვევაში ჰყავთ 5-დან 20-მდე სული საქონელი. ახლომდებარე საზაფხულო საძოვრებზე საქონელს/ცხვარს მიერეკებიან კოლექტიურად - ნახირის/ფარის სახით, რომელიც შედგება სხვადასხვა შინამეურნეობების მფლობელობაში არსებული პირუტყვისაგან. ზაფხულის განმავლობაში მთის საძოვრებზე საქონლის გამოკვება გარკვეულწილად ახდენს ზამთრის პერიოდში არაეფექტრი კვების დაბალანსებას და იძლევა მწარმოებლურობის ზრდის საშუალებას. რძის გადამუშავება ხდება მთაში. დამზადებული ყველის რეალიზაცია მთაში ან დაბლობ რეგიონებში. გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე საქონელი ბალახობს სოფლების გარშემო მდელოებსა და ტყეში. ზამთარში საქონელი ბოსელშია 4-5 თვის მანძილზე, სადაც თივითა და მოსავლის ნარჩენებით იკვებება. მომთაბარე მეცხოველეობა შორეული ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების გამოყენებით: 12 ძოვების ეს სისტემა ძირითადად მეცხვარეობისთვისაა დამახასიათებელი და უმეტესწილად აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული. სისტემა ეფუძნება ბუნებრივი მდელოებით სარგებლობას - ზაფხულობით მაღალმთაში, ხოლო ზამთრის პერიოდში - დაბლობში. ცხვარს, ასევე საქონელს, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით, მაისიდან მიერეკებიან ალპურ საძოვრებზე, ხოლო გამოსაზამთრებლად (ოქტომბრიდან) დაბლობში მდებარე ზამთრის საძოვრებზე. ძოვების ამ სისტემის მაგალითია ცხვრის სეზონური გადარეკვა კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საძოვრებიდან (შირაქის ზამთრის საძოვრები) თუშეთის ალპურ საძოვრებზე. ძოვების ასეთ სისტემაში ძირითადად მონაწილეობენ პირუტყვის მსხვილი მფლობელები. თუმცა მათ საკუთრებაში არსებულ ნახირს/ცხვარს ემატება მცირე მეურნეობების მიერ მიბარებული პირუტყვიც. ზაფხულისა და ზამთრის საძოვრები შესაძლოა იქირავოს პირუტყვის რამდენიმე მფლობელმა ერთობლივად. საქართველოში არსებული ცხვრის უმეტესი ნაწილის ძოვება სწორედ ამგვარად წარმოებს. პირუტყვის გადასარეკი ტრასები მოიცავს დაახლოებით 12,000 კმ-ს, სადაც ნაწილობრივ ხელმისაწვდომია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ვეტერინარული კონტროლი. ძოვების ამ სისტემისთვის ძირითად შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს ზამთრის საძოვრების სიმწირე (ნაკლებობა). ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის მეურნეობები: ამ ტიპის მეურნეობებს განეკუთვნებიან საშუალო და მსხვილი მწარმოებლები მეცხოველეობის სექტორში, რომლებიც იყენებენ მაღალმწარმოებლურ პირუტყვის ჯიშებს ხორცისა და რძის პროდუქტების ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური წარმოების მოდელების ფარგლებში. ნახევრად ინტენსიური (შერეული) ტიპის მოდელი გულისხმობს, რომ ფერმერები ფლობენ 20 სულზე მეტ საქონელს. ამ ტიპის მეურნეობები მეტ-ნაკლებად ბაზარზეა ორიენტირებული, რადგან ფერმერები აწარმოებენ რძესა და ხორცს (დაკლულს ან ცოცხალს) მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით და ყიდიან გადამამუშავებელ საწარმოებზე. ფერმერები შესაძლოა ფლობდნენ გაუმჯობესებული ჯიშის საქონელს (cross-breeds) და აწარმოებდნენ ხარისხიან საკვებს (სიმინდი და იონჯა), რათა გამოკვებონ საქონელი ზამთარში (ასევე იყენებენ კომბინირებულ საკვებს). ფერმერთა მცირე რაოდენობა მისდევს ინტენსიურ მეცხოველეობას და იყენებს თანამედროვე მიდგომებს. ისინი ფლობენ 50 სულზე მეტ გაუმჯობესებული ჯიშის საქონელს (მერძეული: ჰოლშტეინი, შვიცი. მეხორცული: სალერსი, ანგუსი). ამ მოდელში ფერმერები ძირითადად იყენებენ მათ საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით (შეღობვა, დასარწყულებელი), ასევე აწარმოებენ ხარისხიან საკვებს სახნავ სათეს მიწებზე, იყენებენ კონცენტრატებს საკვებში, ასევე ვეტერინალურ მომსახურებას და ხელოვნურ განაყოფიერებას. ასეთი ფერმების რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა, თუმცა მომავალში მოსალოდნელია როგორც ფერმერების რაოდენობის, ისე წარმოების მოცულობის ზრდა. ძოვების ამ სისტემისთვის ძირითადი შემზღუდავი ფაქტორია საშუალო და მცირე ფერმების სიახლოვეს მდებარე საძოვრებით სარგებლობა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის მიერ, რის გამოც მსხვილი მწარმოებლები ვერ ახერხებენ დამატებით მიწის იჯარით აღებას საძოვრად გამოყენების მიზნით, რაც ხდება ხელისშემშლელი მიზეზი მათი შემდგომი გაფართოებისთვის. 13 საკვანძო საკითხები: საქართველოში საძოვრების რესურსების ოპტიმალური გამოყენება დამოკიდებულია პირუტყვის სეზონურ გადარეკვაზე შორეულ მაღალმთიან საძოვრებზე. აღნიშნული სათანადოდ უნდა იქნეს ასახული შესაბამის მარეგულირებელ ნორმებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საძოვრებით სეზონური სარგენლობისას მათზე ექსტერიტორიული და თანაბარზომიერი წვდომის უფლება (საძოვრებით ყველა მოსარგებლეს უნდა ჰქონდეს მათთვის საჭირო სეზონურ საძოვრებზე წვდომის უფლება, თუნდაც ეს საძოვრები მდებარეობდნენ სხვა რეგიონში). მცირე და საშუალო შინამეურნეობები საძოვრებით სარგებლობენ კოლექტიური ძოვების სისტემების მეშვეობით, რადგან მცირე რაოდენობით პირუტყვის გადაადგილებისა და ძოვების ხარჯები ძალიან მაღალია, მაშინ როდესაც, მსხვილ მესაქონლეებს შეუძლიათ საძოვრების უფრო ცალკეულალურ საფუძველზე გამოყენება. იმ საძოვრებისთვის, სადაც კოლექტიური ძოვება ან მართვა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, ისეთი მარეგულირებელი რეჟიმი უნდა შემუშავდეს, რომელიც აღიარებს და ხელს შეუწყობს სარგებლობის ამ ფორმას. მსხვილ კომერციულ ფერმებს ასევე სჭირდებათ მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ გაფართოებას ახალ საძოვრებზე. 14 2.3 საძოვრებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები/პრობლემები 1990-იანი წლებიდან საქართველოში პირუტყვის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო დაახლოებით 2010 წლის შემდეგ, 2017 წელს ცხვრის რაოდენობამ 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 56%, ხოლო პირუტყვისამ - 70% შეადგინა. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში საძოვრებზე დატვირთვა შემცირდა. თუმცა, ამავდროულად ხელმისაწვდომი აღარაა აზერბაიჯანისა და დაღესტნის ზამთრის საძოვრები, რომლებითაც ადრე სარგებლობდა საქართველო. ზამთრის საძოვრები ამჟამად მოიცავს საქართველოს საძოვრების მხოლოდ 25%-ს, რაც აბრკოლებს საკვების ხელმისაწვდომობას წლის შესაბამისი სეზონის განმავლობაში. ამ საძოვრებზე პირუტყვის სულადობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია. საძოვრების ფაქტობრივი დეგრადაციის მტკიცებულება ცვალებადია: ზოგიერთი ზამთრის საძოვარი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო სხვები ძალიან დეგრადირებულია, განსაკუთრებით სოფლების მიმდებარე საძოვრები სემიარიდულ რეგიონებში, ან მაგალითად, საძოვრები ჭაჭუნას აღკვეთილის ფარგლებში. ქვეყნის სემიარიდულ რეგიონებში მდებარე საძოვრები ასევე ყველაზე მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. საზაფხულო საძოვრებზე ძოვების დატვირთვა დაბალია, რასაც ადასტურებს ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე ტყე-ბუჩქნარის გავრცელების მიმდინარე პროცესი, ასევე ალპური და სუბალპური მდელოების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, უკანასკნელ წლებში განხორციელებული შესწავლები აჩვენებს, რომ ძოვების დატვირთვა ძალზე არარეგულირებული და არათანაბარია, რაც იწვევს ზოგიერთი ტერიტორიის დაზიანებას. სოფლების მიმდებარედ არსებული საძოვრები განსხვავებულად არის დატვირთული, რაც დაკავშირებულია ძოვების რაციონალური ორგანიზების ადგილობრივი პრაქტიკის ნაკლებობასთან და არასაკმარისი მმართველობის და ხელშემწყობი სამართლებრივი გარემოს არარსებობასთან. ეს საძოვრები შეიძლება განსაკუთრებით დაუცველი იყოს დეგრადაციის მიმართ, რადგან გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში. პირუტყვის რაოდენობის ზრდასთან ერთად, უფრო მეტად იზრდება შორეულ საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვის ტენდენციაც, რაც გარკვეულწილად ამცირებს ამ დატვირთვას. 15 2.4 საძოვრებით სარგებლობის უფლებების არაფორმალური დამკვიდრება პირუტყვის მფლობელები იყენებენ როგორც სოფლებთან ახლომდებარე, ისე შორეულ საძოვრებს სხვადასხვა გზით, მაგრამ როგორ ადგენენ მოსარგებლეები, ვის რომელი საძოვრით სარგებლობის უფლება აქვს? საძოვრებით სარგებლობის ფორმალური სისტემის (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გაცემა) ორგანიზებული დანერგვა ახლახან დაიწყო და მხოლოდ საძოვრების მცირე ნაწილზე ვრცელდება. პასტორალური სისტემების უმეტესობაში, საკუთრების/სარგებლობის უფლებების ფორმალური სისტემების დანერგვამდე, საძოვრებზე არაფორმალური, მაგრამ ფართოდ გავრცელებული და მიღებული ტრადიციული უფლებები მკვიდრდებოდა დროთა განმავლობაში - მოსარგებლე თემების მოთხოვნის უფლების (პრეტენზიების) აღიარების კვალობაზე. მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად არსებობენ ისინი საქართველოში. საქართველოში საძოვრების მართვის საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ადგილობრივი მოსარგებლეები (სასოფლო დასახლებული პუნქტების მცხოვრებთა ჯგუფები) დე-ფაქტო სარგებლობენ ტრადიციული უფლებებით სოფლის საძოვრებზე ამ საძოვრებზე სარგებლობის უფლების გარეშე პირებისთვის ფაქტობრივი მინიჭების და/ან შეზღუდვის განხორციელების უფლების ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს არ გააჩნია ფორმალური სამართლებრივი საფუძველი. სხვა პასტორალური სისტემების მსგავსად, საძოვრებით ადგილობრივი მოსარგებლეები (ამ შემთხვევაში სოფლის მცხოვრებლები) განასხვავებენ ადგილობრივი მუდმივი მაცხოვრებლების (რეზიდენტების) და არარეზიდენტების ტრადიციულ უფლებებს და ამ უკანასკნელებს, როგორც წესი, ნაკლებ უფლებებს ანიჭებენ. რაც შეეხება შორეული საზაფხულო საძოვრებით ტრადიციული სარგებლობის უფლებებს, კონკრეტული სოფლის მაცხოვრებლები, როგორც წესი, იყენებენ სპეციფიკურ ალპურ საძოვრებს, დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის საფუძველზე, ან, უფრო მობილური მოსარგებლეების შემთხვევაში, ტრადიციულ უფლებებს შორეული საძოვრებით სარგებლობაზე, როგორიც ეს ხდება საკვანძო საკითხები: საძოვრების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს არასაკმარისი გამოყენება ან არათანაბარი ძოვება საზაფხულო საძოვრებზე და ძოვების მაღალი ინტენსივობა ზამთრის საძოვრებზე. სოფლების მიმდებარე საძოვრები, ზამთრის საძოვრები, პირუტყვის გადასარეკი ტრასები და არიდული რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია დეგრადაციის მიმართ. როდესაც არათანაბარი ძოვების გამო საძოვარზე პრობლემები წარმოიქმნება, ერთერთ გამოსავალს წარმოადგენს მოსარგებლეებისთვის მხარდამჭერი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც ლანდშაფტზე ძოვების დატვირთვის უკეთესი მართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, სადაც ზამთრის საძოვრებია გავრცელებული, საერთო დატვირთვა ძალზე მაღალია და შესაძლოა, საჭირო გახდეს მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც საერთო დატვირთვის მაჩვენებლის შეზღუდვაზე იქნებიან ორიენტირებული. 16 თუშეთსა და შირაქში. აღნიშნული ხშირად ეფუძნება საძოვრებით სარგებლობის გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არსებულ მოდელებს, რომლებიც, თავის მხრივ, ეფუძნებოდნენ ბევრად უფრო ადრინდელ ტრადიციებს. მაღალმთიან საძოვრებზე თითოეულ მწყემსს შეუძლია დაიკავოს კონკრეტული ბანაკი/ბინა (და, შესაბამისად, საძოვარი) მოსარგებლეთა შორის დიდი ხნის დამკვიდრებული შეთანხმებების შესაბამისად (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტრადიციული ზონის მაგალითი). თუმცა, ზემოთ აღნიშნულ უფლებებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი (არ არსებობს შესაბამისი საკანონდმებლო ბაზა). აღნიშნული კი ხდება მნიშვნელოვანი ბარიერი საძოვრებით სარგებლობის ფორმალური სისტემის დანერგვისათვის. ასევე გასათვალისწინებელია საძოვრებით სარგებლობის მართვის კუთხით ადგილობრივი ინსტიტუტების სისუსტე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად კი ადგილი აქვს საძოვრებზე ღია წვდომას ან გაურკვეველ მდგომარეობას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აქვს კონკრეტული საძოვრით სარგებლობის ტრადიციული უფლება, ასევე ადგილი აქვს კონფლიქტური სიტუაციების ზრდას, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია პირუტყვის სულადობის მატებასთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შენარჩუნებული აქვს კონკრეტული საძოვრებით სარგებლობის ტრადიციული უფლებების გაგება/ცოდნა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს საძოვრების მართვის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმის შემუშავებისას. საკვანძო საკითხები: ამჟამად საქართველოში საძოვრებით სარგებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა არ ცნობს ყოფილი თემების (ამჟამად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების) ან ცალკეული სასოფლო დასახლებების (სოფლების) მცხოვრებთა ტრადიციულ უფლებებს საძოვრებით სარგებლობაზე - არც ფაქტობრივად გამოყენებული საძოვრების მასშტაბის და არც ამ საძოვრების კონკრეტული უბნების ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. საძოვრებით სარგებლობისა და საძოვრებზე საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არსებული, დე ფაქტო ტრადიციული უფლებები და ფორმები. უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და ინტეგრირება სამართლებრივ სისტემაში - იმგვარი კრიტერიუმების დაწესებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობის (მათ შორის სოციალური) ხელშეწყობას და კონფლიქტების რისკების არიდებას და რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება დე ფაქტო მოსარგებლეების დიდი ხნის (ტრადიციული) მოთხოვნის უფლებათა (პრეტენზიების) შეფასება და ფორმალური აღიარება. 17 2.5 საძოვრებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივი ჩარჩო საძოვრებზე ხელმისაწვდომობის (საძოვრებით სარგებლობის და საძოვრებზე საკუთრების) მარეგულირებელი კანონმდებლობა დღეისათვის არ ითვალისწინებს სოფლების ახლომდებარე საძოვრებით ადგილობრივი მოსარგებლეების ან შორეული საძოვრებით სარგებლობის ტრადიციულ უფლებებსა და მოთხოვნებს (პრეტენზიებს) საძოვრებზე და არც კოლექტიური ძოვების პრაქტიკას. საქართველოში საძოვრებით სარგებლობაზე ფორმალური უფლების მოპოვების/მინიჭების სამართლებრივი მექანიზმები და პროცედურები განსხვავდება საძოვრებზე საკუთრების ფორმებისა და საძოვრების განკარგვასა და მართვაზე უფლებამოსილი უწყებების მიხედვით (დიაგრამა 2). საძოვრებისა და სათიბების კატეგორიზაციასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საძოვრების დიდი ნაწილი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. არარეგისტრირებული საძოვრების უმეტესი ნაწილი განიკარგება სახელმწიფოს მიერ. თავის მხრივ, არარეგისტრირებული საძოვრების ნაწილი შეიძლება რეგისტრირებული და შემდგომ სარგებლობაში (იჯარით) გაცემული ან პრივატიზებული იქნეს როგორც სახნავი მიწა. დიაგრამა 2. საძოვრების განაწილება საკუთრებისა და მართვის ორგანოების მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამჟამად პასუხისმგებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ არ დასრულებულა მიწის რეგისტრაციის პროცესი, სავარაუდოდ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწები მოიცავს საძოვრების უმეტეს ფართობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო 7% ეროვნული სატყეო სააგენტო 2% სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 7% მუნიციპალიტეტები 5% კერძო საკუთრება 10% არარეგისტირებული 70% 18 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების პრივატიზება აკრძალულია და კანონის1 თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცემა იჯარით, მაქსიმუმ, 49 წლით. განაწილება ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული აუქციონის გზით, სადაც საძოვრის იჯარის საწყისი ფასი იწყება ერთი ჰექტარისთვის დადგენილი წლიური მინიმალური ფასით2. 2015 წლიდან საძოვრების იჯარით გაცემაზე გამოცხადებული იყო არაფორმალური მორატორიუმი, ხოლო 2021 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამამ3 ხელახლა გახსნა სახელმწიფო საძოვრების იჯარით აღების შესაძლებლობა, ამჯერად სამი წლით. ამ პროგრამის ფარგლებში, დადგენილი იქნა პროცედურები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებები ამავე პროგრამის ფარგლებში საძოვრების განკარგვის პროცესში4. პროგრამის მიხედვით, შეთავაზებული თანხის გარდა, საძოვრის იჯარით მიღების ერთადერთი კრიტერიუმია პირუტყვის საკუთრებაში ყოლა. განმცხადებლის მიერ საძოვრით წარსულში სარგებლობის ისტორია, მოსარგებლეების საცხოვრებელი ადგილი ან დიდი ხნის განმავლობაში არსებული მოთხოვნები (პრეტენზიები) კონკრეტული საძოვრით სარგებლობასთან მიმართებაში მხედველობაში არ მიიღება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება გასცენ უარყოფითი რეკომენდაცია კონკრეტული საძოვრის იჯარით გაცემაზე - მათ შორის იმ მოტივით, რომ კონკრეტული საძოვრის იჯარით გაცემა გამოიწვევს კონფლიქტის წარმოშობის რისკების ზრდას ამავე საძოვრით ფაქტობრივად მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობასთან. საძოვრით სარგებლობისთვის საიჯარო ხელშკრულებები იდება პირუტყვის ფიქსირებულ რაოდენობაზე, რომლის გადაჭარბებაც არ შეიძლება. მონიტორინგს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ახორციელებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ საძოვრების პრივატიზება აკრძალულია, სასოფლო-სამეურნეო მიწების კატეგორიაზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მიწა რომელიც რეალურად გამოიყენება 1 საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, 2010. 2 მინიმალური ფასი დადგენილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის No15 დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ და შეადგენს 15 ლარს ჰა-სთვის საძოვრების უმეტესობაზე და 8 ლარს - ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საძოვრებზე. 3 დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2021 წლი 6 ოქტომბრის N497 დადგენილებით. 4 სააგენტო განსაზღვრავს საძოვრების იმ ტერიტორიებს, რომლებიც იჯარით უნდა გაიცეს ან ცალკეულმა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება დაადგინონ ნაკვეთები, მოამზადონ საკადასტრო ნახაზები და წარუდგინონ სააგენტოს (თუ ფართობი 100 ჰა და მეტია) ან ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, თუ ფართობი 100 ჰა-ზე ნაკლებია. საძოვრის რეგისტრაციის შემდგომ გამოცხადდება აუქციონი. პროგრამის ფარგლებში საიჯარო ხელშეკრულების მხარეები არიან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტო და მოიჯარე. 19 საძოვრად, შესაძლოა საჯარო რეესტრში დარეგისტრირედეს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სასოფლო-სამეურნეო მიწის კონკრეტული კატეგორიის (ა) სახნავი /მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული/; ბ) სათიბი; გ) საძოვარი; დ) საკარმიდამო) მითითების გარეშე, ან დარეგისტრირდეს როგორც სახნავი ან საკარმიდამო მიწა და ამგვარი კატეგორიების გამოყენებით ან კატეგორიების მითითების გარეშე მოხდეს შემდგომში მისი პრივატიზება. დაცული ტერიტორიების სააგენტო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს დაახლოებით 189,209 ჰა საძოვრებს, რაც შეადგენს ქვეყნის საძოვრების (1990 წლების მონაცემებით) დაახლოებით 10%-ს. სააგენტოს მიერ უშუალოდ მართული სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონებში დაშვებულია ძოვება.5 აქაც, საძოვრით სარგებლობის უფლება მიიღება იჯარით, თუმცა საძოვრები ნაწილდება არა აუქციონის წესით, არამედ არსებულ (დე-ფაქტო) მოსარგებლეებზე მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. საძოვრით მოსარგებლეები იდენტიფიცირდება და მათი ტრადიციული უფლებები ფასდება ამ თუ იმ დაცული ტერიტორიიის საძოვრების მართვის დაგგემვის პროცესში. დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი კანონმდებლობით მოითხოვება საძოვრების გამოყენების დაგეგმვა, მათ შორის, საძოვრად გამოსაყენებელი ტერიტორიის საზღვრების განსაზღვრა, მცენარეული საფარის მდგომარეობის შეფასება, პირუტყვის სულადობის დადგენა და ძოვების კალენდრის შემუშავება.6 საიჯარო ხელშეკრულებები განსაზღვრავს საძოვრებით სარგებლობის პირობებს, რომლებიც ბევრად უფრო დეტალურია, ვიდრე დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გაცემის შემთხვევაში, საძოვრების განაწილების აღსრულებას და ზედამხედველობას უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო. ეროვნული სატყეო სააგენტო. საქართველოს ტყის მიწების მთლიანი ფართობიდან, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, უმეტესი ნაწილი იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უშუალო მართვის ქვეშ არსებული ტყის მიწები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, გარდა ტყით დაფარული ფართობებისა მოიცავს ასევე საძოვრებსაც. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული სააგენტო მართვას დაახოლოებით 38,495 ჰა საძოვარს (ანუ საძოვრების 2%-ს) და 3,098 სათიბს (2003 წლის მონაცემებით). 2020 წელს მიღებული საქართველოს ტყის კოდექსის თანახმად, ტყითსარგებლობა დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, ძოვების ჩათვლით, სპეციალური ან საერთო სარგებლობის უფლებების ფარგლებში, რომლებიც ნაწილდება ტყის მართვის ორგანოს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სისტემაში შემავალი ეროვნული სატყეო სააგენტო, 5 ეროვნულ პარკებსა და აღკვეთილებში (იქ სადაც ძოვება შეიძლება დაშვებული იქნეს) საძოვრებით სარგებლობისა და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილებით „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. 6 2013 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, შემუშავდა მართვის მთელი რიგი გეგმები, საძოვრების შეფასების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებამდე პერიოდში განხორციელებული შეფასებები. 20 ხოლო აჭარის არ-ის ტერიტორიაზე აჭარის სატყეო სააგენტო) მიერ, ტყის მართვის გეგმების შესაბამისად. ათი წლის განმავლობაში სპეციალური სარგებლობის უფლებები ნაწილდება აუქციონის საშუალებით.7 საერთო სარგებლობის უფლებები ხელმისაწვდომია ძოვებისთვის, „ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით“, მაგრამ სარგებლობის უფლებების დეტალური მექანიზმები ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები მუნიციპალიტეტები: მუნიციპალურ საკუთრებაში საძოვრების დაახლოებით 5%-ია მოქცეული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები, მათ მიერვე შექმნილი სპეციალიზირებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით, მართავენ (განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის უფლებამოსილების გარეშე) იმ საძოვრებს, რომლებიც მოქცეულია დაცული ტერიტორიების ისეთი კატეგორიების ფარგლებში, როგორებიც არის დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. თავის მხრივ, დაცული ტერიტორიების ეს ორი კატეგორია არ იმართება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ და ისინი შეიძლება მოიცავდნენ სახელმწიფო, მუნიციპალურ ან კერძო საკუთრებაში არსებულ როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვრების ჩათვლით), ასევე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებს. არსებული კანონმდებლობა უშვებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას.8 მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების პრივატიზება არ არის დაშვებული, თუმცა, შესაძლებელია მათი გაცემა იჯარით - აუქციონის და/ან პირდაპირი განკარგვის გზით.9 კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრები კერძო მესაკუთრეები. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ამჟამად კერძო საკუთრებაშია საძოვრების 10%, მაგრამ რეალური მონაცემი სავარაუდოდ არის უფრო მაღალი (ვინაიდან საკუთრებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რომელიც გამოიყენება როგორც საძოვარი, შესაძლოა არ ჰქონდეს მითითებული საძოვრის ან სათიბის კატეგორია. 7 ტყის მართვის ორგანოს მიერ ან პოტენციური მოსარგებლის ინიციატივით, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით და საძოვებლად გამოსაყვანი პირუტყვის სულადობის მიხედვით შერჩეული ტერიტორია. 8 საქართველოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა (მათ შორის, საძოვრები), რომელიც კერძო საკუთრებაშია ან სახელმწიფო საკუთრებად არის რეგისტრირებული, არ ჩაითვლება მუნიციპალურ საკუთრებად (მუხლი 107). ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი მუნიციპალიტეტებს უფლებას აძლევს, მიმართონ საჯარო რეესტრს იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციისთვის, რომელიც ჯერ არ არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს გულისხმობს, რომ თეორიულად მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ ჯერ არ დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაცია. 9 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 122-ე მუხლი. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მაგრამ პირდაპირი განკარგვით გადაცემას ასევე სჭირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა. პირდაპირი განკარგვა შეიძლება განხორციელდეს იქ, სადაც აუქციონში არ არის საკმარისი მონაწილეები ან ფიზიკური პირების განცხადების საფუძველზე. მუნიციპალიტეტებმა შეიძლება დააწესონ სხვადასხვა პირობები ასეთი პირდაპირი განმცხადებლებისთვის და ასევე შეიძლება დაუმატონ პირობები აუქციონებს (პირობითი აუქციონი), სატენდერო ფასზე მაღალი და მეტი. 21 ამ მიწების მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შეუძლიათ მისი გასხვისება და სარგებლობაში იჯარით გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების შესაბამისად. საკვანძო საკითხები: საქართველოში საძოვრებით სარგებლობაზე ფორმალური უფლების მოპოვების/მინიჭების სამართლებრივი მექანიზმები და პროცედურები განსხვავდება საძოვრებზე საკუთრების ფორმებისა და საძოვრების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით. სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების (გარდა დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეული საძოვრებისა) სარგებლობაში იჯარით გადაცემა ხორციელდება აუქციონის წესით, რომლის მიხედვითაც საძოვრით სარგებლობის უფლებას იღებს ყველაზე მაღალი ფასის შემომთავაზებელი. აუქციონში მონაწილეობის ერთადერთი კრიტერიუმია პირუტყვის ყოლა საკუთრებაში. ასეთი გზით საძოვრების განაწილება არ ითვალისწინებს საძოვრის ადგილზე დე-ფაქტო გამოყენების ან ტრადიციული სარგებლობის ფორმებს, რომლებიც აღიარებულია საძოვრებით ადგილობრივი მოსარგებლეების მიერ. კანონმდებლობით მოწესრიგებულია საძოვრების იჯარით გაცემა აუქციონის გარეშე დაცული ტერიტორიების ფარგლებში, რომელიც გარკვეულწილად ითვალისწინებს ადგილობრივი მოსარგებლეების ტრადიციულ და დე ფაქტო უფლებებს. მაგრამ ამ მოდელში, არ არსებობს სტანდარტიზებული პროცედურები ან კრიტერიუმები შესაბამისი ადგილობრივი მოსარგებლეების იდენტიფიკაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი მოსარგებლის (შინამეურნეობის) მიერ საძოვრები დე ფაქტო გამოიყენება საერთო სარგებლობის ფორმით (კოლექტიურად), კანონმდებლობით არ წესრიგდება საძოვრებით სარგებლობის აღნიშნული ფორმა. კანონმდებლობით არ მოითხოვება ასეთი საძოვრების იდენტიფიცირება და არ არის განსაზღვრული ამ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი მოწესრიგების გზები. შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ამ საძოვრების სარგებლობაში გადაცემა იჯარის ფორმით გარეშე მოსარგებლეებზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის გარემოება, რომ სოფლების ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები ძირითადად პრივატიზებულია მიწის რეფორმის ფარგლებში. შესაბამისად, კანონმდებლობით საძოვრების საერთო სარგებლობის მოწესრიგების შემთხვევაშიც კი, სასოფლო დასახლებების საკმაო ნაწილში შესაძლოა ვერც კი მოხდეს ძოვებისთვის გამოსადეგი ისეთი მიწის ფართობების იდენტიფიცირება, რომლებითაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ საერთო სარგებლობის ფორმით. ეს განსაკუთრებით შეეხება საქართველოს დაბლობ რეგიონებში მდებარე მჭიდროდ დასახლებულ დასახლებებს (სოფლებს). 22 2.6 საძოვრებით სარგებლობის არსებული მექანიზმების სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტები იჯარით არ არის გაცემული საძოვრების უდიდესი ნაწილი. უკანასკნელი სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2014) მიხედვით, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების სარგებლობაშია (საკუთრებაში ან იჯარით) 265,200 ჰა საძოვარი. რაც ნიშნავს, რომ არსებული 1,7 მილიონი ჰა ფართობის საძოვრებიდან, მხოლოდ 17%-მდეა ფორმალურ სარგებლობაში - საკუთრებაში ან იჯარით გაცემული. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგეტოს მონაცემებით, საძოვრების 24%, რომელიც იმართება აღნიშნული უწყების მიერ, იჯარით არის გაცემული. თუმცა ეს ციფრი ასახავს იჯარით გაცემული საძოვრების ხვედრით წილს საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების ფართობთან მიმართებაში, რაც ცხადია არ ასახავს იჯარით გაცემული საძოვრების ხვედრით წილს საძოვრების საერთო ფართობთან (არარეგისტრირებული საძოვრების ჩათვლით) მიმართებში (იხ. დიაგრამა 2). მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი გაიცემა იჯარით, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოიყენება არაფორმალურად - საერთო (კოლექტიური) სარგებლობის ფორმით. ჯერ კიდე არ არის იჯარით გაცემული დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეული საძოვრების დიდი ნაწილი. მოსარგებლეთა უმრავლესობას არ გააჩნია საძოვრით სარგებლობის რაიმე ფორმალური უფლება. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა აჩვენებს, რომ დაახლოებით 400,000 შინამეურნეობიდან, რომლებიც ფლობენ პირუტყვს, მხოლოდ 20%-ს გააჩნდა საძოვრებით ფორმალური სარგებლობის უფლება (დიაგრამა 3). ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია იმ შინამეურნეობებისთვის, რომლებიც იყენებენ სოფლების მიმდებარე საძოვრებს და ყველაზე მაღალია ზამთრის საძოვრებით მოსარგებლეებისათვის10. დღეისათვის არსებული ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით ძნელია შეფასდეს საძოვრებზე ფორმალური წვდომის წილი იმ მოსარგებლეებში, რომლებიც იყენებენ მაღალმთიან საზაფხულო საძოვრებს, თუმცა პირუტყვს აზამთრებენ საკუთარ მეურნეობებში (და არა ზამთრის საძოვრებზე). თუმცა აშკარაა, რომ ამ მოსარგებლეების მიერ მაღალმთიანი საძოვრები უმეტესწილად არაფორმალურად გამოიყენება. საძოვრით მოსარგებლეები, რომელთაც არ აქვთ საძოვრით სარგებლობის ფორმალური უფლება, ვერ ინტეგრირდებიან საძოვრებით სარგებლობის მართვის სისტემაში და შესაბამისად არ იხდიან საფასურს საძოვრით სარგებლობისათვის, რაც ზეგავლენას ახდენს საგადასახადო შემოსავლებზე ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე. საძოვრების მოსარგებლეთა დიდ უმრავლესობას არა აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა აუქციონის სისტემასთან, რომელში მონაწილეობაც ადგილობრივი მოსარგებლეებისათვის მაღალ ხარჯებთან 10 მაგალითად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის საძოვრით არცერთ მოსარგებლეს, თუმცა, მობილური მოსარგებლეების 67%-ს აქვს წერილობითი საიჯარო ხელშეკრულება ზამთრის საძოვრებზე ადმინისტრაციასთან (Kruwinus et al. 2019). კახეთის რეგიონში უფრო გაფართოებულად სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მობილური მეურნეობების 50%, ხოლო ადგილობრივი მოსარგებლეების მხოლოდ 15% ფლობდა საძოვრებს ან იჯარით ჰქონდა აღებული. თუმცა, იჯარის მიმღებთაგან დაახლოებით მესამედს ჰქონდა მხოლოდ ქვეიჯარა (Westerberg et al. 2021). 23 არის დაკავშირებული და საძოვრით სარგებლობის უფლებას ანიჭებს პირს, რომელიც იხდის ყველაზე მაღალ ფასს. საძოვრების აუქციონის წესით გაცემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებია: საინფორმაციო ტექნოლოგიების არმცოდნე მოსარგებლეებს უჭირთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. მცირე და საშუალო ფერმერთა ჯგუფები, რომლებიც პირუტყვს აძოვებენ კოლექტიურად, არ არიან ორგანიზებული რაიმე ფორმალური ჯგუფის სახით, ამიტომ არ შეუძლიათ ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონში საძოვრის იჯარით მიღების მიზნით. ამისათვის ერთადერთი გზაა აირჩიონ წარმომადგენელი აუქციონში მონაწილეობისთვის, მაგრამ გამარჯვების შემთვევაში, იჯარის უფლება სამართლებრივად მიენიჭება მხოლოდ ამ ერთ პირს ინდივიდუალურად და არა საძოვრით მოსარგებლე ყველა პირს კოლექტიურად. საძოვრით დე-ფაქტო ადგილობრივ მოსარგებლეს/მოსარგებლეებს არ ენიჭებათ რაიმე სახის პრეფერენცია (უპირატესობა და/ან შეღავათი) აქუციონში მონაწილეობისას. დიაგრამა 3. შინამეურნეობები ქვე-იჯარა და კონფლიქტების წარმოშობასთან დაკავშირებული რისკები: იმ გარემოების გამო, რომ საძოვრები იჯარით გაიცემა ელექტრონული აუქციონის საშულებით, რაც იწვევს საძოვრებზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას, აუქციონში მონაწილეობად იღებენ და ნომინალურად იმარჯვებენ პირები, რომლებიც პრაქტიკულად უშუალოდ არ არიან დაკავებული მესაქონლეობით. აუქციონის შედეგების მიხედვით ამ პირებთან ხდება საძოვრებით სარგებლობაზე იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება. ამ კატეგორიის საძოვრის მოიჯარეები უმეტესად საძოვარს ქვე-იჯარით გადასცემენ 10 000 20 000 30 000 40 000 50 000 60 000 70 000 80 000 90 000 100 000 შ ი ნ ამ ე უ რ ნ ეო ბ ე ბ ი შინამეურნეობები საძოვრებით და სათიბებით შინამეურნეობები პირუტყვით 24 უშუალო მოსარგებლეებს. ამის გამო საძოვრის ბევრმა ადგილობრივმა მოსარგებლემ დაკარგა წვდომა ტრადიციულად გამოყენებულ საძოვრებზე გარეშე მოსარგებლეების სასარგებლოდ, რომლებმაც გაიმარჯვეს აუქციონზე ან შეძლეს მიწის პრივატიზება, რომელიც ფაქტობრივად გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ როგორც საძოვარი, მაგრამ არ იყოს რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიით, რაც საბოლოო ჯამში ადგილობრივ დონეზე იწვევდა და ამჟამადაც იწვევს კონფლიქტებს. თუმცა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მუნიციპალიტეტები, თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმებიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ისეთი მიწების პრივატიზებას ან იჯარით გაცემას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოიყენება საძოვრად. დე-ფაქტო მოსარგებლეებისათვის საძოვრების იჯარით მიღება პრობლემატურია დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც, სადაც საძოვრები იჯარით გაიცემა აუქციონის გარეშე. ეს პროცესი ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე იწვევს დაპირისპირებას საძოვრების მოსარგებლეებს შორის. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადად კოლექტიური მესაქონლეობის/მეცხვარეობის პრაქტიკით, რაც ცუდად ესადაგება საძოვრების იჯარით განაწილების სისტემას, ასევე დამატებითი ფინანსური და მართვის ვალდებულებებით, რასაც საძოვრის იჯარა აკისრებს მცირე ფერმერებს. საძოვრების მართვის გეგმები წარმატებით განხორციელდა/ხორციელდება ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაში, მაგრამ არა ყველგან. დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც გრძელდება მიმდებარე სოფლების მიერ საძოვრებით ყოველდღიური სარგებლობა, ან მაღალმთიანი საძოვრებით სარგებლობა იჯარის სისტემის გვერდის ავლით, რაც მართალია ამცირებს ან თავიდან აცილებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტებს, თუმცა წარმოადგენს საძოვრებით არაფორმალური სარგებლობის მაგალითს. პირუტყვის გადასარეკი ტრასების სამართლებრივი დაცვა და მართვის სისტემა არ არის ეფექტური: გადასარეკი ტრასები ბევრგან ბლოკირებულია პრივატიზებული მონაკვეთებით, არაადეკვატურია პირუტყვის მოსასვენებლი ადგილებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი და პარამეტრები. მნიშვნელოვანი პრობლემაა სუსტი სანიტარიულ-ვეტერინარული კონტროლი. საძოვრით სარგებლობაზე მკაფიო უფლებების არარსებობა იწვევს დაპირისპირებებს, განსაკუთრებით ადგილობრი მოსარგებლეებსა და მომთაბარე მესაქონლეებს შორის, თუ გადასარეკი ბილიკი გადის სოფლის საძოვარზე. მომთაბარე მწყემსებმა შესაძლოა დააზიანონ მინდვრები და სათიბები და კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ პირუტყვს სოფლის საძოვარზე, რაც არის კონფლიქტებსი ძირითადი მიზეზი. საძოვრის იჯარის ხარჯები შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი მეცხოველეების დარგის განვითარებისათვის და ხელისშემშლელი ფაქტორი მდგრადი მართვისთვის: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გაცემის საბაზისო ფასები მაღალია (1 ჰა / 15 ლარი), რასაც ემატება ქონების გადასახადი მიწაზე. შესაბამისად, ყველა სახის გადასახდელებთან დაკავშირებულმა საერთო ხარჯებმა შეიძლება მიაღწიოს 30 ლარამდე ნიშნულს ერთ ჰექტარზე. საძოვრების იჯარით გაცემა აუქციონის წესით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ზრდის იჯარის ღირებულებას. საძოვრის იჯარასთან დაკავშირებული ეს ხარჯი მიიჩნევა დამაბრკოლებელ გარემოებად მეცხოველეობის სექტორის განვითარებისთვის. იჯარის ხარჯები ეკონომიკურად 25 არარაციონალურს ხდის ინტერვენციებს საძოვრების მართვაში, როგორიცაა მაგალითად, პირუტყვის სულადობის შემცირება, ან საძოვრების მონაცვლეობა. საკუთრების ან სარგებლობის უფლების ტერიტორიის ფართობის და არა პირუტყვის სულადობის მიხედვით განაწილების სისტემა, ქმნის ძლიერ სტიმულს, იჯარით რაც შეიძლება ნაკლები ფართობის მიწის აღებისა და საჭირო მთლიანი ფართობის დანარჩენი (იჯარით არ აღებული) ნაწილით არაფორმალური სარგებლობისთვის.11 გარემოსდაცვითი/ეკოლოგიური პრობლემები (საძოვრებზე მიწების დეგრადაცია და საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები): საძოვრების საკუთრებისა და სარგებლობის საკითხის მოუგვარებლობა ასევე იწვევს საძოვრებით არამდგრად სარგებლობას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსარგებლემ, რომელსაც არ აქვს სარგებლობის ფორმალური უფლება, განახორციელოს საძოვრის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები. დაცული ტერიტორიების გარეთ სახელმწიფო მიწებზე საიჯარო ხელშეკრულებები არ მოიცავს მოსარგებლეთა (მოიჯარეთა) დეტალურ უფლებებსა და ვალდებულებებს საძოვრების მართვასთან დაკავშირებული ასპექტების სრულ სპექტრთან მიმართებაში. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საძოვრების მართვის მოქნილ მექანიზმებს, რაც პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, დაცულ ტერიტორიებსა და ასევე არიდულ და სემიარიდულ ლანდშაფტებში (მაგ., კახეთის რეგიონში). 11 ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ზამთრის საძოვრებზე იჯარით აღებული ტერიტორიების საშუალო ფართობი შეადგენს 274 და 209 ჰა-ს, შესაბამისად (Kruwinus et al. 2019, Westerberg et al. 2021). თუმცა, არიდულ ზონებში, ტერიტორიები, რომლებზეც ცხვრის ფარა ძოვს წყალმომარაგების პუნქტის ან ბეღელის გარშემო 5 კმ რადიუსში - სავარაუდოდ, რეალურად გამოყენებული ტერიტორიების ზუსტი ასახვაა - იქნება 5000 ჰა-ზე მეტი. 26 საკვანძო საკითხები: ოფიციალურად იჯარით გაცემულია საძოვრების მხოლოდ მცირე ნაწილი. პირუტყვის მესაკუთრეთა დიდი ნაწილი იმყოფება საძოვრებით სარგებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი სისტემის და, შესაბამისად, საგადასახადო სისტემის მიღმა. მოსარგებლეებმა, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური უფლებამოსილება რესურსზე, შეიძლება დაკარგონ მასზე წვდომა, რაც სოციალური თვალსაზრისით უსამართლოა და პოტენციური კონფლიქტის მიზეზს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების ფარგლებში საძოვრები შეიძლება გამოიყოს პირდაპირი განკარგვისა და ტრადიციული მოსარგებლის იდენტიფიკაციის გზით, არ არსებობს ფორმალიზებული და დეტალური სამართლებრივი პროცედურები და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში საძოვრებით სარგებლობის პრეტენდენტთა განცხადებების შეფასება და დაკმაყოფილება, ისე რომ საძოვრებით ისარგებლოს მხოლოდ ტრადიციულმა მოსარგებლეებმა. იჯარა არეფექტურია იმ შინამეურნეობებთან მიმართებაში, რომლებიც ფლობენ მცირე ან საშუალი ოდენობის სულადობის პირუტყვს. სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირუტყვის კოლექტიური ძოვების, ასევე, ზოგიერთი საზაფხულო საძოვრით ერთობლივი სარგებლობის არსებული პრაქტიკა მოითხოვს საძოვრით საერთო სარგებლობის სისტემის ფორმალიზებას და სამართლებრივ სივრცეში მოქცევას. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით თითქმის ყველა სასოფლო დასახლების მიერ არაფორმალურად გამოიყენება სასოფლო დასახლების ფარგლებში ან/და მასთან ახლომდებარე საძოვრები და, ასევე დასახლებათა ნაწილის მიერ, ამგვარდვე გამოიყენება საზაფხულო საძოვრები, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, საძოვრების, როგორც საერთო სარგებლობის რესურსით სარგებლობის ფორმა და მასთან დაკავშირებული უფლებები. 27 2.7 საძოვრების მართვის გენდერული ასპექტები უთანასწორობა გავლენას ახდენს ქალების როლსა და პასუხისმგებლობაზე, საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და რესურსებზე წვდომაზე. ასევე, შემოსავლის გამოყენება-კონტროლზე, ქონებაზე, რესურსებსა და მომსახურებაზე. მსგავსი უთანასწორობა ზღუდავს ქალების პოტენციალს და ლიმიტს უწესებს მთლიანი ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქალებისთვის მიწაზე, განათლებაზე, ფინანსურ მომსახურებაზე, განვითარებაზე, ტექნოლოგიებსა და სასოფლო-სამეურნეო დასაქმებაზე წვდომის გაზრდა იქნება მათი პროდუქტიულობის გაზრდის საფუძველი, რაც თავისთავად გაზრდის მოგებას სოფლის მეურნეობის სფეროში, საკვების უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ კეთილდღეობაში (FAO 2018). გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან (SDGs) ერთერთი მიზანი 5.A ქვეყნებს მოუწოდებს, რომ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარონ რეფორმები, რომელიც ქალებს მიანიჭებს თანასწორ უფლებებს ეკონომიკურ რესურსებზე, ასევე საკუთრებასა და მიწაზე წვდომაზე, ფინანსურ მომსახურებაზე, ბუნებრივ რესურსებზე. საქართველო 1994 წელს შეუერთდა გაეროს კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომლის ერთერთი მოთხოვნაა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე სოფლად მცხოვრები ქალების შესაბამისი წვდომისა და სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა. კონვენციით ასევე მოითხოვება დროებითი სპეციალური მექანიზმების შემოღება გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, როგორიცაა მაგალითად კვოტების მექანიზმი. გენდერის როლი მეცხოველეობის სექტორში: საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების ხვედრითი წილი მაღალია. ქალები ფლობენ შინამეურნეობების 31%-ს. მაგრამ ზოგადად, შინამეურნეობებში საქმიანობის განაწილება მკვეთრად გენდერულ ხასიათს ატარებს. მამაკაცები ძირითადად პასუხისმგებელი არიან საძოვრებზე ნახირის მწყემსვაზე. ქალები მნშვნელოვან დროს უთმობენ საკუთრივ პირუტყვის მოვლას და მერძევეობას, რადგან სწორედ ისინი ახდენენ რძის მიღება-გადამუშავება. შინამეურნეობის შემოსავალი და საკვები დამოკიდებულია საძოვრებზე გასული პირუტყვის ჯანმრთელობასა და ხარისხზე, შესაბამისად, ქალების როლი საძოვრების მართვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. თუმცა სოფლის წარმომადგენელი ქალების სოციალური სტატუსი კვლავ დაბალია, მათი შრომის „უხილავი“ ბუნება ნიშნავს, რომ შეიძლება დაუფასებელი დარჩეს მათი როლი მეცხოველეობისა და საძოვრების მართვასთან დაკავშირებით და არსებობს რისკი, რომ ზემოთ აღნიშნული საერთოდ არ იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მენეჯერულ პოზიციებსა და ტექნიკურ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ინჟინერია და მშენებლობა, კაცების მაღალი წარმომადგენლობა ზრდის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დებულებების შემუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სოფლის წარმომადგენელი ქალების მიერ პროდუქტიული აქტივების ფლობა. პირუტყვის მფლობელობის კუთხით, კაცებისა და ქალების პროპორცია თითქმის თანაბარია (კაცები - 42%, ქალები -39%). აღნიშნული მაჩვენებელი მეტწილად განპირობებულია პასუხებით შინამეურნეობის ერთობლივი ფლობის შესახებ. შინამეურნეობების მესაკუთრეთა მხოლოდ 10% (რომელთაგანაც 28 ნახევარზე მეტი ქალია) მიიჩნევს, რომ ისინი პირუტყვს ფლობენ ინდივიდუალურად. თუმცა, გამოიკვეთება აშკარა უთანასწორობა მიწაზე წვდომის ასპექტში: მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელთა 58% მიიჩნევს, რომ მიწა ეკუთვნის ოჯახს ან წყვილს, 48%-ის შემთხვევაში მიწა რეგისტრირებულია ოჯახის წევრი მამაკაცის სახელზე და მხოლოდ 16%-ის შემთხვევაში არის ოჯახის წევრი ქალის საკუთრება (დანარჩენ შემთხვევაში მიწა არის ერთობლივი საკუთრება). აღნიშნული კი, თავის მხრივ, ზღუდავს ქალების წვდომას სახელმწიფო სუბსიდიებზე, საკრედიტო და საგრანტო სქემებზე, რომლებიც ოპერირებს რეგიონში შესაბამისი უზრუნველყოფის უქონლობის/არარსებობის გამო (FAO 2018). სასოფლო არეალების საგრანტო სქემები ქალებისთვის ნაკლებად წვდომადია, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული სპეციალურად ქალებისთვისაა მიზანმიმართული. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა: საოჯახო მეურნეობაში მამაკაცები ძირითადად ჩართულნი არიან ისეთ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში, რომელიც მოითხოვს ტექნოლოგიებსა და მანქანებს/დანადგარებს, ქალები კი ძირითადად ჩართულნი არიან ხელობასა და შრომის ინტენსიურ სამუშაოებში, მაგრამ ნაკლები წვდომა აქვთ შრომის დაზოგვის ტექნოლოგიებზე. მსგავსი პრობლემაა მეცხოველეობის წარმოება/პროდუქციაშიც. სოფლის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტსა და თანამედროვე ენერგომომარაგებაზე შეზღუდული წვდომა პირდაპირ აისახება ქალების დროის რაციონალურ გნაწილებაზე. ეს კი კიდევ უფრო მეტად აუარესებს და ართულებს მათ გამოწვევებს საძოვრების მართვაში მონაწილეობასა და მასთან დაკავშირებული შემოსავლის გამომუშავებაში. საძოვრების მართვის ახალ ინსტიტუტებში ქალების ჩაურთველობამ კი შეიძლება პრიორიტეტი მიანიჭოს მხოლოდ იმ პროექტებსა და ხარჯებს, რომელთაც, როგორც წესი, ატარებენ მამაკაცები. საკვანძო საკითხები: ქალები უთმობენ მნიშვნელოვან დროს მეცხოველეობას, თუმცა მათი დე ფაქტო სოციალური სტატუსი სასოფლო რეგიონებში მაინც დაბალია გენდერული სტერეოტიპების შენარჩუნების პარელელურად. ქალებს აქვთ შეზღუდული წვდომა მიწისა და სხვა სახის საკუთრების ფლობაზე, რაც შესაბამისად ზღუდავს მათ წვდომას ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე. აგრარულ და სოფლის განვითარების სფეროებში - ტექნიკური და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობის კუთხით არის გენდერული სახის ხარვეზები. ქალების წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე, მანქანებზე და მიწოდების არხებზე არის ნაკლები, ვიდრე მამაკაცების. აღნიშნული პრობლემები/საკითხები, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ქალების თანაბარ წვდომაზე საძოვრებზე, აგრარულ სერვისებსა და მეცხოველეობის წარმოებისთვის საჭირო გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. 29 2.8 სისტემური და ინსტიტუციური მოწყობის საკითხები კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანო (გარდა დაცული ტერიტორიების სააგნტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უშუალო მართვის ქვეშ მოქცეული საძოვრებისა). მოსარგებლეებისათვის გამოსაყოფი საძოვრის სამეურნეო უბნების იდენტიფიცირება, საძოვრების კლასიფიკაცია, მცენარეული საფარის შეფასება, ძოვების დაგეგმვა (სამეურნეო უბნის გეგმის შედგენა), ძოვების მონიტორინგი და ზედამხედველობა - საძოვრების მართვის კომპონენტებია, რომელთა ჯეროვანი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. თუმცა, მნიშვნელოვანი ხარვეზია ტექნიკური სტანდარტებისა და მოთხოვნების არარსებობა ზემოაღნიშნული საკითხების რეგულირებისათვის. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის მიხედვით, საძოვრების განკარგვაში მონაწილეობა და მოსარგებლეების მიერ იჯარის ხელშეკრულების პირობების დაცვის მონიტორინგი არის მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ფუნქცია, რომელსაც გააჩნია ზოგადი სამართლებრივი უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სფეროში. შესაძლებლობები დაცულ ტერიტორიებზე: დაცული ტერიტორიების ფარგლებში საძოვრებით სარგებლობის დეტალური დაგეგმვის ვალდებულება მართვის ორგანოს (დაცული ტერიტორიების სააგენტოს) მხრიდან კიდევ უფრო მეტ უნარებს მოითხოვს. მართალია დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკანასკნელ წლებში მოიზიდა დონორთა დაფინანსება და საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების ტექნიკური დახმარება დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის სამუშაოების განხორციელების მიზნით, მაგრამ თავად სააგენტოს არ გააჩნია ადამიანური რესურსები შესაბამისი უნარებითა და ტექნიკური რესურსებით შემდგომი მოქმედებისთვის. მეორე მხრივ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გააჩნია ტერიტორიული ორგანოები (დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ადგილობრივი პერსონალი - რეინჯერების ჩათვლით), შესაბამისად, სააგენტოს გააჩნია პოტენციალი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის. მიუხედავად მოსარგებლეებთან ყველაზე მეტი წვდომისა, მუნიციპალიტეტების მონაწილეობა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის სფეროში ნომინალურ ხასიათს ატარებს: მუნიციპალური მმართველობის დონეზე მომუშავე აქტორებს გააჩნიათ ადგილობრივი პირობების ცოდნა, რომელიც საჭიროა საძოვრების მართვის მრავალი ასპექტისთვის. კერძოდ, პრედენდენტების დასაშვებობის შეფასებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის. თუმცა, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზეც კი მათი როლი მხოლოდ საძოვრების განკარგვის ფორმალური პროცედურის ჩატარებით შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება საძოვრების მართვისა და მონიტორინგის უფრო ფართო ამოცანების შესასრულებლად როგორც მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებთან მიმართებაში. მუნიციპალურ დონეზე სივრცითი დაგეგმარება, რაც მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება, არის ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი, რომლის გამოყენება გააუმჯობესებდა საძოვრების მართვას ადგილობრივ დონეზე, მაგრამ 30 საძოვრებისა და მდელოების მართვის საკითხების გათვალისწინება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისას და არც მუნიციპალიტეტის საძოვრების მართვის გეგმების შემუშავებას სავალდებულო არ არის. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საძოვრების მართვისა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ადგილობრივ მოსარგებლეთა მონაწილეობას: საძოვრების მართვის და მართვასთან (მათ შორის განკარგვასთან) დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისა და ასევე მონიტორინგის პროცესი, საძოვრების მოსარგებლეთა აქტიური მონაწილეობისა და მათი ჩართვის ჩართვის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში წარმატებული იყოს. მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმები, რომ საძოვრების მფლობელმა და განმკარგავმა ორგანოებმა ეროვნულ ან მუნიციპალურ დონეებზე საძოვრების მართვაში ჩართონ მოსარგებლეები და განავითარონ მათი შესაძლებლობები საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. არ არსებოს სამართლებრივი ჩარჩო საკუთრივ საძოვრებით მოსარგებლეთა ინსტიტუტების შექმნისათვის ადგილებზე, ან საკანონმდებლო მოთხოვნები მუნიციპალიტეტებისა და საძოვრების უშუალო მოსარგებლეების მიერ საძოვრების ერთობლივი მართვის თაობაზე - მაშინ როდესაც ასეთი მექანიზმები აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეს საკითხი კი, თავის მხრივ, ზოგადად დაკავშირებულია საქართველოში საძოვრების, როგორც საძოვრებით საერთო სარგებლობის (საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების /CPRM/), მართვის პრინციპის განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის არარსებობასთან. პასუხისმგებლობა პირუტყვის გადასარეკ ტრასებზე: სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების ვადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს. სააგენტო პასუხისმგებელია ნახირის/ფარის გადასაადგილებელ სამარშრუტო ტრასებზე ვეტერინარული კონტროლის პუნქტებზე, რომელთა ფუნქციონირება რეგულირდება შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული წესებით.12 წესების შესაბამისად, პირუტყვის გადაადგილების სამარშრუტო ტრასებზე უნდა იყოს მოწყობილი ცხოველთა დასასვენებელი ადგილები და სარწყურებლები. თუმცა, საკუთრივ ამ ღონისძიებების განსახორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არის განსაზღვრული. საძოვრებთან დაკავშირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა: საძოვრების მართვის არსებული სისტემის რეფორმის ან ახალი სისტემის დანერგვისთვის აუცილებელია საძოვრების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის არსებობა, რომელიც, სულ მცირე უნდა მოიცავდეს ამომწურავ და დინამურად განახლებად ინფორმაციას როგორც არარეგისტრირებული ასევე რეგისტრირებული საძოვრების, საკუთრების ფორმების, მათ განკარგვასა და მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების, მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებებისა და მიწის სხვა კატეგორიებსა და კატეგორიებისთვის მიკუთვნებული საძოვრების, საძოვრების მესაკუთრეებისა და მფლობელების/მოსარგებლეების, გაცემული იჯარების, საიჯარო (ან სარგებლობის სხვა ფორმით გაცემული) ხელშეკრულებების 12 საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №422 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების“ დამტკიცების შესახებ“. 31 რეკვიზიტებისა და ძირითადი პირობების, ნებადართული პირუტყვის სულადობის ოდენობის, მდებარეობის, ფართობების, საბაზისო მონაცემების შესახებ და ა.შ. ამგვარი მონაცემთა ბაზა დღეის მდგომარეობით შექმნილი არ არის. მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებს ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაკვეთების რეგისტრაციისას ხშირად არ ახდენს ამ ნაკვეთების კატეგორიების (საძოვარი, სახნავი, მრავალწლიანი ნარგაობა) რეგისტრაციას. შედეგად, საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია როგორც ‘სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა“ - საძოვრის (ან რომელიმე სხვა) კატეგორიის მითითების გარეშე. ეს გარემოება ერთი მხრივ, ართულებს რეგისტრირებული და ფორმალურად სარგებლობაში გაცემული საძოვრების რეალური ოდენობის დადგენას, ხოლო მეორე მხრივ, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გზას უხსნის სახელმწიფო და/ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების პრივატიზაციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი ხდება იმ საძოვრების პრივატიზაცია, რომელთა სარეგისტრაციო მონაცემებში არ არის დაზუსტებული მიწის კატეგორია. 32 2.9 დასკვნები საკვანძო საკითხები: საძოვრების მართვა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიც არის: (i) საძოვრებზე საკუთრების/სარგებლობის უფლებების მოწესრიგება, (ii) საძოვრების შეფასება და დაგეგმარება და (iii) კანონმდებლობის აღსრულება და მონიტორინგი. თავის მხრივ, მართვის ეს კომპონენტები შეიძლება დაინერგოს და განხორციელდეს მხოლოდ სისტემურად, მართვის ყველა დონეზე - ადგილობრივი დონიდან ეროვნულ დონემდე. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საძოვრების მართვის ისეთ ზოგადსისტემურ ასპექტებს, როგორებიც არის საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის (კონსერვაციის) დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ/ადგილობრივ დონეებზე (საქართველოს საძოვრი სავარგულების ბუნებრივი მცენარეული საფარის ტიპოლოგიზაციის /ტიპოლოგიური აღწერის/; ქვეყნის მასშტაბით საძოვარი სავარგულების ზონირების /ფუნქციონალური დანიშნულებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული ნიშნით საძოვარი რეგიონების/ზონების იდენტიფიცირების/ და საძოვრების მცენარეული საფარის /მათ შორის ბუნებრივი საკვები რესურსების შეფასების სტანდარტიზაციის/ ჩათვლით); სარგებლობაში გაცემის მიზნით საძოვრების სამეურნეო უბნებად დაყოფის კრიტერიუმები; სარგებლობაში გასაცემ სამეურნეო უბნებზე ძოვების დაგეგმარება (სამეურნეო უბნების გეგმების შედგენა); ძოვების გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებასა და გეგმით დადგენილი პარამეტრების დაცვაზე მონიტორინგი და დაკვირვება და სხვ. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრების მართვაზე უფლებამოსილი ორგანო (გარდა დაცული ტერიტორიებისა და სატყეო მეურნეობის სისტემების მართვის ქვეშ მოქცეული საძოვრებისა). მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს მართალია გააჩნია ზოგადი სამართლებრივი უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სფეროში. მუნიციპალიტეტების მონაწილეობა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის სფეროში ნომინალურ ხასიათს ატარებს. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზეც კი მათი როლი მხოლოდ საძოვრების განკარგვის ფორმალური პროცედურის ჩატარებით შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება საძოვრების მართვისა და მონიტორინგის უფრო ფართო ამოცანების შესასრულებლად როგორც მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებთან მიმართებაში. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საძოვრების მართვისა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ადგილობრივ მოსარგებლეთა მონაწილეობას. დაცული ტერიტორიების სააგენტო ჩართულია საძოვრების მართვაში, თუმცა არ გააჩნიათ საკმარისი ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობები საძოვრების მართვასთან დაკავშირებული ამოცანების სრული სპექტრის მხოლოდ საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად შესასრულებლად. არასაკმარისია ინფორმაცია საძოვრების, მათ შორის საკუთრებაში არსებული და იჯარით გაცემული საძოვრების ფაქტობრივი პროპორციისა და ფართობების, შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კატეგორიის ('საძოვარი’) მითითების გარეშე, მაშინ თეორიულად შესაძლებელია ამგვარი მიწის ნაკვეთის პრივატიზება, მაშინაც კი, თუ ის ფაქტობრივად საძოვარს წარმოადგენს. 33 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საძოვრების მართვის ისეთ ზოგადსისტემურ ასპექტებს, როგორებიც არის საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის (კონსერვაციის) დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ/ადგილობრივ დონეებზე (საქართველოს საძოვრი სავარგულების ბუნებრივი მცენარეული საფარის ტიპოლოგიზაციის /ტიპოლოგიური აღწერის/; ქვეყნის მასშტაბით საძოვარი სავარგულების ზონირების /ფუნქციონალური დანიშნულებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული ნიშნით საძოვარი რეგიონების/ზონების იდენტიფიცირების/ და საძოვრების მცენარეული საფარის /მათ შორის ბუნებრივი საკვები რესურსების შეფასების სტანდარტიზაციის/ ჩათვლით); სარგებლობაში გაცემის მიზნით საძოვრების სამეურნეო უბნებად დაყოფის კრიტერიუმები; სარგებლობაში გასაცემ სამეურნეო უბნებზე ძოვების დაგეგმარება (სამეურნეო უბნების გეგმების შედგენა); ძოვების გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებასა და გეგმით დადგენილი პარამეტრების დაცვაზე მონიტორინგი და დაკვირვება და სხვ. არ არსებობს საძოვრების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელშიაც, სულ მცირე შეტანილი იქნებოდა სანდო და დინამურად განახლებადი ინფორმაცია როგორც არარეგისტრირებული ასევე რეგისტრირებული საძოვრების, საკუთრების ფორმების, მათ განკარგვასა და მართვაზე უფლებამოსილი ორგანოების, მიზნობრივი დანიშნულების ცვილებებისა და მიწის სხვა კატეგორიებსა და კატეგორიებისთვის მიკუთვნებული საძოვრების, საძოვრების მესაკუთრეებისა და მფლობელების/მოსარგებლეების, გაცემული იჯარების, საიჯარო (ან სარგებლობის სხვა ფორმით გაცემული) ხელშეკრულებების რეკვიზიტებისა და ძირითადი პირობების, ნებადართული პირუტყვის სულადობის ოდენობის, მდებარეობის, ფართობების, საბაზისომონაცემების შესახებ და ა.შ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაკვეთების რეგისტრაციისას ხშირად არ ახდენს ამ ნაკვეთების კატეგორიების (საძოვარი, სახნავი, მრავალწლიანი ნარგაობა და სხვ.) რეგისტრაციას. შედეგეგად, საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია როგორც ‘სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა“ - საძოვრის (ან რომელიმე სხვა) კატეგორიის მითითების გარეშე. საქართველოში არსებობს საძოვრებით მოსარგებლეთა მრავალი სხვადასხვა ტიპი და საძოვრებით სარგებლობის განსხვავებული სისტემები/მეთოდები, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობის/მესაქონლეობის ადგილობრივ ტრადიციებსა და ცოდნაზეა დაფუძნებული. ამასთან, საძოვრების განაწილებისა და საძოვრების მართვის არსებული სისტემა მთლიანობაში არ პასუხობს საძოვრებისა და მეცხოველეობა/მესაქონელობის მდგრადი მართვის მოთხოვნებს. ძოვების მეთოდები და შესაბამისად ძოვების ინტენსივობა დამოკიდებულია საკვები სავარგულების ხელმისაწვდომობაზე - მათი ადგილმდებარეობისა და გამოყენების სეზონური ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, საძოვრების ოპტიმალური გამოყენება მიიღწევა პირუტყვის მობილური გადაადგილებით/გადარეკვით სხვადასხვა ადგილმდებარეობის/დაშორებისა და ვერტიკალური ზონალობის მქონე საძოვარ სავარგულებს შორის. საქართველოში დღეისათვის არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საძოვრებით სარგებლობა და ძოვება წარმოებს არა არსებული საძოვარი სავარგულების „ერთობლივი პოტენციალის“ რაციონალური ათვისების გზით, რაც საძოვარ სავარგულებს შორის ურთიერთდამოკიდებული კავშირების არსებობას გულისხმობს, არამედ საძოვარი სავარგულების 34 სარგებლობაში ნაწილ-ნაწილ (ფრაგმენტირებული და ერთმანეთთან შემხებლობის არმქონე მონაკვეთების სახით) გადაცემის გზით. სამართლებრივ ჩარჩოებში არ არის მოქცეული საძოვრებით (კოლექტიური) სარგებლობის ტრადიციული უფლებები, რომლებიც ფართოდ არის გამოყენებული და აღიარებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ამგვარი უფლებები აღაიარებული არ არის არც ყოფილი თემების (ამჟამად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების) და არც ცალკეული დასახლებების მიერ გამოყენებული საძოვრების მასშტაბით არსებულ მოსარგებლეთა დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საძოვრებით მოსარგებლეთა უმეტესობა პირუტყვის მცირე ოდენობის მფლობელთა კატეგორიას განეკუთვნება, ქვეყანაში ძირითადად ფუნქციონირებს მხოლოდ საძოვრების სარგებლობაში გაცემის აუქციონის სისტემა, რომელიც უპირატესად პირუტყვის მსხვილი მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი - აუქციონში მონაწელობისთვის საჭირო ტრანზაქციის მაღალი ხარჯებისა და ტენდერში გასამარჯვებლად ფინანსურ კრიტერიუმებზე აქცენტის გამო. პირუტყვის მფლობელთა მხოლოდ მეოთხედზე ნაკლებს გააჩნია ფორმალური უფლება საძოვრით სარგებლობაზე. აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს კონფლიქტის წყაროს ადგილებზე და პირუტყვის მფლობელთა უმეტესობას ტოვებს საძოვრების მართვის მართვის ფორმალური მექანიზმების მიღმა. იჯარის ხარჯები (საიჯარო ქირის გადასახადი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი) მაღალია, რაც ამცირებს როგორც მეცხოველეობის დარგის რენტაბელობას, ასევე საძოვრების მდგრადი გამოყენებით მოსარგებლეთა დაინტერესებას (რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა დიდი ტერიტორიების გამოყენებას და პირუტყვის ხშირ გადაადგილებას ან როტაციას). დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ არსებულ სახელმიწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობაზე დადებული საიჯარო ხელშეკრულებები მოიცავენ რამდენიმე დეტალს საძოვრების მართვის ვალდებულებებზე; თუმცა, ისინი არ შეიცავენ მონიტორინგთან, აღსრულებასა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებულ მკაფიო მექანიზმებს. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრების მართვაზე უფლებამოსილი ორგანო (გარდა დაცული ტერიტორიებისა და სატყეო მეურნეობის სისტემების მართვის ქვეშ მოქცეული საძოვრებისა). მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ახლადშექმნილ სააგენტოს გააჩნია ზოგადი სამართლებრივი უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სფეროში. ამასთან ერთად, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვის სფეროში საკუთრივ მუნიციპალიტეტების მონაწილეობაც ნომინალურ ხასიათს ატარებს. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზეც კი მათი როლი მხოლოდ საძოვრების განკარგვის ფორმალური პროცედურის ჩატარებით შემოიფარგლება. მუნიციპალიტეტებს (რომლებსაც, ობიექტურად, ყველაზე „ახლო“ წვდომა აქვთ ადგილობრივ პირობებთან) არ გააჩნიათ უფლებამოსილება საძოვრების მართვისა და მონიტორინგის უფრო ფართო ამოცანების შესასრულებლად როგორც მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებთან მიმართებაში. 35 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი მოსარგებლის (შინამეურნეობის) მიერ საძოვრები დე ფაქტო გამოიყენება საერთო სარგებლობის ფორმით (კოლექტიურად), კანონმდებლობით არ წესრიგდება საძოვრებით სარგებლობის აღნიშნული ფორმა. კანონმდებლობით არ მოითხოვება ასეთი საძოვრების იდენტიფიცირება, ფაქტობრივი უფლებების აღიარება, მოსარგებლეთა კოლექტიური უფლებამოვალეობების განსაზღვრა, კოლქტიური მართვის გაუმჯობესების მხარდაჭერა (მაგ., ე.წ. თანამმართველობის /co-managment/ მექანიზმით) ან ამ საძოვრებით სარგებლობის მოწესრიგების სხვა გზები. კანონმდებლობამ უნდა: (i) მოაწესრიგოს საძოვრებით მდგრად სარგებლობასა და საძოვრების დაცვასთან (კონსერვაციასთან) დაკავშირებული ზოგადსისტემური საკითხები როგორც ეროვნულ და რეგიონულ/ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეებზე; (ii) მკვეთრად განსაზღვროს ეროვნულ დონეზე საძოვრების მართვის საერთო კოორდინაციაზე ინსტიტუციურად პასუხისმგებელი ორგანო (ცენტრალური მაკოორდინერებელი ორგანო), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების (დაცული ტერიტორებისა და სატყეო მეურნეობის ორგანოების მმართველობაში არსებული საძოვრების გარდა) უშუალო მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო; (iii) უზრუნველყოს მფლობელობის/სარგებლობის იმგვარი სხვადასხვა მექანიზმებისა და სახეების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, რაც შესატყვისობაში იქნება საქართველოში არსებულ სხვადასხვა მოსარგებლეთა ჯგუფების ინტერესებთან და პასტორალური/ძოვების სისტემების ტიპებთან და (iv) ჩამოაყალიბოს ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის საჭირო მარეგულირებელი ნორმები. 36 3. ხედვა 3.1 ხედვის ჩარჩო: პირობები და ხელშემწყობი ღონისძიებები 3.1.1. ძირითადი ელემენტები როგორც სიტუაციის ანალიზშია ასახული, საქართველოში არსებობს საძოვრებით სარგებლობის სხვადასხვა პრაქტიკა და მოსარგებლეთა სოციალური ჯგუფები და ეს მრავალგანზომილებიანი ბუნებრივ და სოციალურ-ეკონომიკური გარემო, გათვალისწინებული უნდა იქნეს საძოვრების მართვის პოლიტიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემულია საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველმყოფი ძირითადი დაშვებები და პირობები: საძოვრების განმარტება და საძოვრების მართვის პოლიტიკის კონცეფციის ფარგლები. ამჟამად საძოვრები საქართველოში განიმარტება, როგორც: ბალახოვანი ან/და ბუჩქოვანი მცენარეებით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველების საძოვრად (გამოსაკვებად) მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობებით ან/და დამხმარე ნაგებობებით, ან მათ გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.13 საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის საგანი არის საძოვრები, ზემოთ მოყვანილი განმარტების შესაბამისად და ის ვრცელდება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის შესაბამისად საძოვრის კატეგორიისათვის მიკუთვნებულ მიწებსა და სათიბებზე14. შემხებლობა მიწის საკუთრების სხვადასხვა ფორმებთან. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებს ამჟამად მართავენ დაცული ტერიტორიების სააგეტო, ეროვნული სატყეო სააგენტო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საძოვრებს მართავენ მუნიციპალიტეტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მართავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ტყის მიწებს მის ტერიტორიაზე. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ვრცელდება ყველა აღნიშნული ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებულ საძოვრებზე და ადგენს საძოვრების მართვის ზოგად პრინციპებს და მიდგომებს. ამასთანავე, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით აღიარებულია დაცული ტერიტორიებისა და 13 საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“, 2019. 14 ამავე კანონის თანახმად სათიბი განიმარტება შემდეგნაირად: ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება თივის, სენაჟის, სილოსის, ბალახეული ფქვილის ან ცხოველის სხვა დამატებითი საკვების დასამზადებლად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული; 37 ტყის მიწების ფარგლებში მოქცეული საძოვრების მართვის სპეციფიკა და, ამ მხრივ, პრიორიტეტი ენიჭება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და ტყის კოდექსი). პოლიტიკის დოკუმენტი ასევე ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ გარკვეულ რეგულაციებს. სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების სტატუსი. სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები მომავალშიც უნდა დარჩეს სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში. ამგვარი მიდგომა განამტკიცებს საძოვრების, როგორც ბუნებრივი გარემოს შემადგენილი ნაწილის და საჯარო/საზოგადოებრივი სიკეთის მატარებელი ობიექტის სტატუსს, რომელსაც აქვს მრავალმხრივი გამოყენება, მათ შორის ძოვებისათვის, ტურიზმისა და სამთო სპორტის, ბუნების შენარჩუნებისა და სხვა ეკონომიკური და სამეურნეო მიზნებისთვის, როგორიცაა მაგალითად მეფუტკრეობა და სხვა. საძოვრების ფლობა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში განაპირობებს მათ მრავალმხრივ მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციას ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით. ბუნებრივ საძოვრებს ანალოგიური სტატუსი გააჩნიათ მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, საფრანგეთი, შვეიცარია და სხვ.) და შეესაბამება მათ როლს, როგორც ბუნებრივი სივრცის, რომელიც მოიცავს დაბალპროდუქტიულ და შორეულ ტერიტორიებს. ამგვარად, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების პრივატიზაცია კვლავ აკრძალული იქნება კანონმდებლობით, თუმცა, კვლავინდებურად დაშვებული იქნება მათი სარგებლობაში გადაცემა ცალკეული პირებისა და ჯგუფებისთვის განსაზღვრული პირობებითა და ვადით. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრები (დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით), ისევე როგორც მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც საძოვრებით საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. კერძო საკუთრებაში არსებულ საძოვრებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მათ მდგრად მართვას შესაბამისი სახელმძღვანელობის შემუშავებით და ექსტენციის სერვისების საშუალებით. განხილული უნდა იქნეს მიწის ბაზრის რეგულირების საკითხი იქ, სადაც არსებობს ძლიერი არგუმენტები საჯარო ინტერესების სასარგებლოდ. მაგალითად, იქ, სადაც კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების დიდი ფართობები ქვეიჯარით არის გაცემული, ან ფაქტობრივად მიტოვებულია და ხდება მათი არაფორმალური (კოლექტიური) გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სარგებლობის რომელი ფორმის გამოყენებაა მიზანშეწონილი სხვადასხვა ტერიტორიაზე, მიღებული უნდა იყოს თითოეული შემთხვევისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტის დონეზე, საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცესში, რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანო, რომელიც მართავს საძოვარს, ასევე საძოვრით მოსარგებლეები. 3.1.2. ხელშემწყობი პირობები და ღონისძიებები ხელშემწყობი პირობები სისტემურ დონეზე 38 საძოვრების მდგრადი მართვის ყველა კომპონენტის მოწესრიგებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს) შემდეგ საკითხებს: დეტალური კრიტერიუმები საძოვრების/სათიბების იდენტიფიცირებისა და კატეგორიზაციისათვის; ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობისა და კონსერვაციის დაგეგმვის ნორმატიული მოთხოვნები და ტექნიკურ სტანდარტები (მათ შორის საძოვრების მცენარეული საფარის ტიპების სტანდარტული აღწერილობები საძოვრების კლასიფიკაციისთვის და საძოვრების ზონირება ისეთი გეოგრაფიული ატრიბუტების მიხედვით, როგორიცაა რეგიონი, დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე და ზღვის დონიდან სიმაღლე). მუნიციპალურ დონეზე საძოვრების მართვის გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოები, მათ შორის საძოვრების მოსარგებლეთა იდენტიფიცირება, საძოვრებით სარგებლობის ზონირება, პირუტყვის გადარეკვა და ტექნიკური ინსტრუქციები საძოვრების სამეურნეო ერთეულების სარგებლობაში გადასაცემად. საძოვრების სამეურნეო ერთეულების გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო, ძოვების ინტესივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. მითითებები და სტანდარტები ძოვების მონიტორინგისა და ზედამხედველობის შესახებ. მცენარეული საფარის შეფასების და მონიტორინგის მეთოდები. უნდა მომზადდეს შესაბამისი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა აღნიშნული ჩარჩოს შემუშავებისთვის. საინფორმაციო საჭიროებები საძოვრებისა და სათიბების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და რუკების შედგენა. საქართველოს საძოვრებზე არსებული მონაცემები მოძველებულია და არ განახლებულა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ პერიოდში. საძოვრების მართვის ახალი პოლიტიკისა დანერგვამდე, უნდა მოხდეს არსებული ბუნებრივი საძოვრების ტერიტორიების იდენტიფიცირება, , კატეგორიზაცია, სრული ზონირება, კლასიფიცირება და ინტეგრირება შესაბამის მონაცემთა ბაზებში. აუცილებელია საძოვრის კატეგორიისთვის მიკუთვნებული და/ან მისაკუთვნებელი ყველა ტერიტორიის სივრცითი იდენტიფიცირება და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია (საძოვრის კატეგორიის მინიჭება) და კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მიწის რეგისტრაციის დოკუმენტებში ამ ინფორმაციის შეტანა უნდა იყოს სავალდებულო და უნდა დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. არარეგისტრირებული საძოვრები და სათიბები უნდა იქნეს რეგისტრირებული როგორც სახელმწიფო საკუთრება. საძოვრების კლასიფიკაცია. საძოვრების კლასიფიკაცია უნდა მოხდეს მცენარეული საფარის ტიპების მიხედვით საძოვრების მცენარეული საფარის ტიპების სტანდარტული აღწერილობების გამოყენებით. კლასიფიკაციამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ ბუნებრივი და ნახევრად-ბუნებრივი საძოვრები, არამედ გაუმჯობესებული საძოვრები და საძოვრები, სადაც ითესება ბალახი. ეს ხელს შეუწყობს საძოვრების მართვის დაგეგმვას და საძოვრის თითოეული სამეურნეო უბნის ტევადობის 39 განსაზღვრას. დეტალიზაციის დონე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის პრაქტიკულად საჭირო საძოვრების მართვის დაგეგმვისთვის, ასევე არსებულ მონაცემებსა და რესურსებზე. საძოვრების ზონირება. ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვისათვის იდენტიფიცირებული უნდა იქნეს სოფლის, ახლო საზაფხულო, შორეული საზაფხულო და ზამთრის საძოვრები მცენარეული საფარის, ზღვის დონიდან სიმაღლის, რეგიონის, დასახლებებთან სიახლოვის და ფაქტობრივი სარგებლობის კრიტერიუმების საფუძველზე. საძოვრების აღნიშნული ზონების იდენტიფიცირება აუცილებელია სარგებლობის რეჟიმების განსაზღვრისათვის აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგით. საძოვრების შეფასება. ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საძოვრების დეგრადაციის მდგომარეობა და ტენდეციები. მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული ნებაყოფლობითი მიზნებიდან გამომდინარე, საძოვრების დეგრადაციის ტენდეცია ფასდება SDG 15.3.1 მიზნის ქვე-ინდიკატორების (მიწის საფარი, მიწის პროდუქტიულობ და ნიადაგის ორგანული ნახშირბადი) მიხედვით და, შესაბამისად, საძოვრების შეფასების ერთერთი შედეგია შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემების მიღება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევის პროგრესის გაზომვისათვის. ამგვარად, ამ პროცესს წვლილი შეაქვს ეროვნული ნებაყოფლობითი მიზნების მიღწევაში (მიზანი #1-მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკაში, სტრატეგიებსა და დაგეგმვის დოკუმენტებში და მიზანი#4-დეგრადირებული მიწის რეაბილიტაცია). მოსარგებლეთა იდენტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული უნდა იქნეს საძოვრებით ყველა ფაქტიური მოსარგებლე, რაც აუცილებელია საძოვრებზე ტრადიციული მოთხოვნის უფლებების (პრეტენზიების) შეფასებისათვის. უნდა ჩამოყალიბდეს საძოვრით სარგებლობის უფლებისა და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრობის საფუძვლები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საძოვრის იჯარით მიღების უპირატესი უფლების საფუძვლები. ინფორმაციის მართვა. საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიის მინიჭებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა საჯარო რეესტრისთვის, ასევე,კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ. სავალდებულო უნდა გახდეს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის დროს მისი კატეგორიის მითითება და მისი დაფიქსირება საჯარო რეესტრში. საძოვრების კლასიფიკაცია და ზონირების ინფორმაცია დამატებით უნდა იყოს დაცული სასოფლო სამეურნეო მიწის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც უნდა მართოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტომ. დაგეგმვის პროცესი ადგილობრივ დონეზე: საძოვრების სამეურნეო ერთეულების იდენტიფიცირება და გადაცემა სარგებლობაში მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რეალურად რომელი ტერიტორიები წარმოადგენს საძოვრებს (საძოვრების იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია), შემდეგი ნაბიჯი იქნება საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმების შემუშავება საძოვრების სამეურნეო ერთეულების იდენტიფიცირება სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე. საძოვრის სამეურნეო ერთეული არის ტერიტორია, რომელიც განისაზღვრება კრიტერიუმების 40 მიხედვით, მათ შორის, საძოვრის კლასი და ზონა, სეზონური გამოყენება, სარგებლობა, მოსარგებელე, მესაკუთრე, სახელმწიფო საკუთრების შემთხვევაში მმართველი სახელმწიფო ორგანო, ბუნებრივ გეოგრაფიული საზღვრები, ამასთან, საძოვრის თითოეულ სამეურნეო ერთეულს მინიჭებული აქვს სარგებლობის კონკრეტულ ტიპი და რეჟიმი (კერძო, იჯარა, საერთო) და შესაბამისად განიკარგება. შესაბამისად, ამგვარი დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია საძოვრების ზონირება და მოსარგებლეთა იდენტიფიცირება და შეფასება. საძოვრის სამეურნეო ერთეულზე შეიძლება ძოვდეს ერთი ნახირი/ფარა ან რამდენიმე ნახირი/ფარა საძოვრების ტიპისა და მოსარგებლეების მიხედვით. საძოვრის სამეურნეო ერთეულების განსაზღვრა უნდა ითვალისწინებდეს არსებული სარგებლობის გეოგრაფიას და ხელს უწყობდეს და ინარჩუნებდეს მიგრაციის მაგალითებს იმის გაცნობიერებით, რომ პირუტყვის გადაადგილება სხვადასხვა ეკოსისტემას შორის საძოვრების მართვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. საძოვრის ტიპსა და ზონაზე, ასევე მისი ადგილმდებარეობისა (მაგ., მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე ტერიტორიებზე მდებარე საძოვრები), საძოვრებით არაფორმალური სარგებლობის ფაქტობრივი გარემოებების და უსაფრთხოების (სასაზღვრო ზოლში განთავსებულ საძოვრებთან მიმართებაში) ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სარგებლობაში გადასაცემი სამეურნეო ერთეულების ფიქსაცია და სარგებლობის შესაძლო რეჟიმის (იჯარა ან საერთო სარგებლობა) განსაზღვრა. საძოვრით სარგებლობის რეჟიმზე (იჯარა თუ საერთო სარგებლობა) გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივ დონეზე. რეკომენდირებულია, რომ სოფლისა და სოფლებთან ახლომდებარე საზაფხულო საძოვრებით სარგებლობა მოხდეს საერთო სარგებლობის რეჟიმით, ხოლო ზამთრის საძოვრები გაიცეს იჯარით. შორეული ზაფხულის საძოვრების სარგებლობის რეჟიმის განსაზღვრა დამოკიდებულია ფაქტიურ მოსარგებლეთა ტიპსა და ბინადრობის ადგილზე. რიგ შემთხვევვებში, სოფლის საძოვარი შესაძლოა შედგებოდეს რამდენიმე ნაკვეთისაგან, რომელთა ნაწილი იყოს რეგისტრირებული როგორც სახელმწიფო საკუთრება ან მუნიციპალური საკუთრება, ან იყოს დაურეგისტრირებელი. რეკომენდირებულია, რომ საერთო სარგებლობაში არსებული სოფლის საძოვრების მართვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მართვის ორგანოებმა. ამისათვის საჭირო იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სოფლის საძოვრების გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში. დაურეგისტრირებელი ნაკვეთები შესაძლოა თავდაპირველად რეგისტრირებული იქნეს როგორც სახელმწიფო საკუთრება და შემდგომ მოხდეს მათი სარგებლობაში გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის ან პირდაპირ იქნენ რეგისტრირებული, როგორც მუნიციპალური საკუთრება. საძოვრის სამეურნეო ერთეულები უნდა დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში სამეურნეო ერთეულის რეგისტრაციის გზით, ხოლო ინფორმაცია ამის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე დაინტერესებული პირების ინფორმირებისა და საძოვრის შემდგომი განკარგვის მიზნებისთვის. მუნიციპალურ დონეზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საძოვრის სამეურნეო ერთეულების რუკა. ამის შემდეგ, შედგენილი უნდა იქნეს თითეული სამეურნეო ერთეულისთვის საძოვრის გამოყენების გეგმა (ძოვების გეგმა), რომელშიაც, სხვა მონაცემებთან ერთად, მოცემული უნდა იყოს ძოვების გრაფიკი, ინტენსივობა და ძოვების როტაციული სქემა. მუნიციპალიტეტებს შორის პირუტყვის მიგრაციის მექანიზმები 41 პირუტყვის სეზონური გადარეკვების გამო საძოვრის სამეურნეო ერთეულების მართვა და გამოყოფა შეიძლება მოითხოვდეს მუნიციპალიტეტთაშორის კოორდინაციას ან ერთ მუნიციპალიტეტში (მასპინძელი) საძოვრების გამოყოფას მართვისთვის მეორე (მოსარგებლე მუნიციპალიტეტი) მუნიციპალიტეტისათვის. ამის მაგალითია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ზამთრის საძოვრები, რომლებიც ეკუთვნის და იმართება ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ, რომლის მოსახლეობაც არის ამ საძოვრებით ძირითადი მოსარგებლე. გარდა, ამ ერთი შემთხვევისა, საძოვრების მართვა მოხდება იმავე მუნიციპალიტეტის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საძოვარი. თუმცა, ამოქმედდება მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსარგებლეების წვდომა იმ საძოვრებზე, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებულია გარკვეული სეზონის განმავლობაში. პირუტყვის გადასარეკი ტრასები უნდა დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და არ უნდა მოხდეს მათი იჯარით გაცემა. ისინი სრულად უნდა მიეკუთვნოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საძოვრის კატეგორიას, რათა თავიდან იქნეს აცილებული პრივატიზაციის შესაძლებლობა. არსებობის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს ამ საძოვრებზე ადრე გაცემული იჯარა შესაბამისი კომპენსაციის გაცემით, ან უნდა მოხდეს ადგილმონაცვლე ტერიტორიების შერჩევა და მათთვის პირუტყვის გადასარეკი ტრასის სტატუსის მინიჭება. ამასთან, იმის გამო, რომ მეცხოველეობის დარგის მიგრირებადი მწარმოებლები მოდიან შორიდან და არ წარმოადგენენ მოსარგებლეთა კომპაქტურ/მდგრად ჯგუფს, (მხოლოდ გადარეკვის დროს) მოსარგებლეები ვერ შეძლებენ მართონ ეს რესურსი, როგორც საერთო სარგებლობის ობიექტი და, შესაბამისად, ამ ტერიტორიების შენახვა და აღჭურვა უნდა იყოს სახელმწიფოს (საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს სახით) ან მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა. 42 3.2 საძოვრებით სარგებლობის სისტემები საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ არის გავრცელებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის ორი ძირითადი სისტემა (რეჟიმი) - საძოვრების იჯარით გაცემა და საძოვრებით საერთო სარგებლობა. თუ რომელი რეჟიმი უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული საძოვრით სარგებლობისათვის, როგორც წესი, წყდება ადგილობრივ დონეზე განხორციელებული დაგეგმვისა და ზონირების პროცესის დროს, როდესაც თავდაპირველად გამოიყოფა საძოვრები საერთო სარგებლობისთვის (ადგილობრივი და ტრადიციული მოსარგებლეებისათვის), ხოლო დანარჩენი საძოვრები გაიცემა იჯარით. 3.2.1 საძოვრებით საერთო სარგებლობა საძოვრებით საერთო სარგებლობის ძირითადი პრინციპები საძოვრებით საერთო სარგებლობა ეფუძნება საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის (CPRM) ძირითად პრინციპს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საზიარო ბუნებრივ რესურსს მართავს მოსარგებლეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჯგუფის მიერ ან კანონით მიიჩნევიან რესურსით სარგებლობაზე უფლებების მფლობელებად. ამრიგად, ჯგუფი აკონტროლებს რესურსს ექსკლუზიურად, გარეშე პირებისთვის წვდომის შეზღუდვით. ჯგუფს აქვს საკუთარი შიდა წესები და რეგულაციები, მონიტორინგი და სანქციები. ეს არის ის, რაც განასხვავებს საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვას (CPRM) ღია წვდომის მექანიზმებისგან, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო დონეზე კარგად ცნობილ „საერთო რესურსებით სარგებლობის“ პრაქტიკასა და თეორიასთან15. საძოვრით მოსარგებლეთა ჯგუფს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დასახელებები აქვს. წინამდებარე კონცეფციაში გამოყენებულია ტერმინი - საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება (PUU). გასათვალისწინებელია, რომ საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება ეფუძნება საძოვრით ერთობლივ სარგებლობას. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება არ მოიცავს საძოვრების ცალკეული მოიჯარეების გაერთიანებას. თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვას (CPRM), ემყარება ამავე სისტემით წყლის, თევზისა და საძოვრების რესურსების მართვის გამოცდილებისა და პრაქტიკის ხანგრძლივ გამოკვლევებსა და ანალიზს. საერთო სარგებლობის რესურსების მართვის თეორია დიდწილად შეიმუშავა ელინორ ოსტრომმა (Elinor Ostrom), რომელმაც ამ სამუშაოსთვის 2009 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში16. საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტები საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის დანერგვის საჭიროება. საძოვრებით საერთო სარგებლობის ფორმალიზებული სისტემის დანერვის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც არსებობს შემდეგი წინაპირობები: ადამიანები კოლექტიურად აძოვებენ და მწყემსავენ პირუტყვს კონკრეტულ იდენტიფიცირებულ საძოვარზე (სადაც შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე არის საერთო სარგებლობაში); ან უფრო მასშტაბურად, შეიძლება იყოს რამდენიმე ნახირი და ფარა ერთი 15 Tragedy of the commons, Hardin, 1968 16 Ostrom, 1990 43 სოფლიდან, რომლებიც ერთად მიგრირებენ და აქვთ კოორდინირებული წვდომა საძოვრებზე; საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემაში ჯგუფის სარგებლობაშია ერთი საძოვრის სამეურნეო ერთეული, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ძოვდეს სხვადასხვა მფლობელის კუთვნილი რამდენიმე ნახირი; საძოვარი არ არის განაწილებული საქონლის/ნახირის მფლობელებს შორის (არ არსებობს სამართლებრივად დადგენილი შიდა საზღვრები), თუმცა, ჯგუფის მიერ შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვროს შიდა სექტორები, რაც შეექმნის მნიშვნელოვან მოქნილობას რესურსით სარგებლობისა და რესურსის მართვისათვის. აექედან გამომდინარე, დგება საჭიროება იმისა, რომ საძოვრის გარე საზღვარი, რომლის ფარგლებშიც საძოვრით ერთობლივად მოსარგებლეთა ჯგუფის წევრებს აქვთ ტრადიციული არაფორმალური უფლება, რომ აძოვენ პირუტყვი, უნდა იქნეს სამართლებრივად დადგენილი და რეგისტრირებული. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) სამართლებრივი ფორმები: საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში საძოვრებით არსებული არაფორმალური ტრადიციული სარგებლობის ფორმალიზაცია მოითხოვს ახალი ტიპის იურიდიული ერთეულის - საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (ანუ საძოვრით მოსარგებლეთა ჯგუფის) შექმნას, საკუთარი შიდა წესდებით. ქვეყნების უმრავლესობაში საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება (PUU) რეგისტრირდება ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სამართლებრივი ფორმით, მაგალითად, როგორც არა-კომერციული ასოციაცია ან კოოპერატივი. არა-კომერციული ორგანიზაციის ფორმა არის უფრო მიზანშეწონილი, როცა საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებაში ერთიანდებიან ცალკეული შინამეურნეობები (შინამეურნეობების წარმომადგენელი ფიზიკური პირები), რომლებიც არ ეწევიან ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად არ გააჩნიათ ერთობლივი ვალდებულებები და, რომლებიც გაერთიანებას აყალიბებენ მხოლოდ საძოვრით ერთობლივი სარგებლობის პროცესის წარმართვის მიზნით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ფორმა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მართებული, როდესაც წევრები რეალურად აერთიანებენ საწარმოო და ფინანსურ რესურსებს ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება (PUU) შეიძლება შეიქმნას, როგორც წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე იურიდიული პირის, დაფუძნებისა და ფუნქციონირებისთვის სამართლებრივი საფუძველი უნდა შეიქმნას საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობით, რომლითაც, საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები და სპეციალური ნორმები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საძოვრების მართვის შესახებ ახალმა კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს შემდეგი საკითხები: 44 წევრების იდენტიფიცირება: საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებაში შეიძლება გაერთიანდეს ყველა ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს კონკრეტული საძოვრით. წევრობის შესაბამისობის დადგენა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ (ბინადრობის) ადგილს, მოსარგებლის მოთხოვნის უფლებებს/პრეტენზიებს საძოვრით ტრადიციულ სარგებლობაზე და სხვა კრიტერიუმებს. არსებობს მოსაზრება, რომ საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემები ყალიბდება მხოლოდ მცირე ფერმერებისთვის. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა (მაგ., საფრანგეთი, შვეიცარია) გვიჩვენებს, რომ ერთი და იგივე საძოვარი შეიძლება ერთობლივად იქნეს გამოყენებული როგორც შედარებით მცირე ფერმერების, ასევე საშუალო და მსხვილი ფერმერების მიერ - იმ პირობით, რომ ყველა მათგანი არის საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრი. საერთო სარგებლობის საძოვრებით სარგებლობის უფლება: საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებას (PUU) უნდა მიენიჭოს საძოვრით უვადოდ სარგებლობის უფლება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. მიწოდებისა და მოთხოვნის მექანიზმები საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემებში: საძოვრებად გამოსაყენებელი რესურსების უსარგებლოდ დარჩენის ასარიდებლად, საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემების უმეტესობას გააჩნია მექანიზმები, რომლებიც ე.წ. „გარეშე ნახირს“ აძლევს ძოვების საშუალებას - საძოვრის რესურსის სიჭარბის შემთხვევაში. ამრიგად, ასეთი სისტემების წევრები „გარეშე ნახირს“ აძლევენ დროებით ძოვების საშუალებას, თუკი ბალახი საკმარისია და არ აძლევენ მათ ძოვების უფლებას უფრო რთულ წლებში, ან თუ მათი პირუტყვის რაოდენობა იზრდება. ეს ხელს უწყობს საძოვრების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და, ასევე, წარმოადგენს შემოსავლის წყაროს საძოვრით მოსარგებლეთა მასპინძელი ჯგუფისათვის. ეს შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო სარგებლობის საძოვრის ცაკლეული ნაწილის(ების) საძოვრის მოსარგებლეთა გაერთიანების არა-წევრ მოსარგებლეებზე იჯარით გაცემის ფორმით, ასევე მათთვის საფასურის დაწესებით დროებითი ძოვებისთვის. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) წესდება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, წესდებით განსაზღვრული უნდა იქნეს: გაერთიანების საქმიანობის მიზანი; წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი; რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა; ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა; გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა და სხვა. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) უმაღლეს მმართველობით ორგანოს უნდა წარმოადგენდეს დამფუძნებელთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს კი გამგეობა. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წესდებით შეიძლება განისაზღვროს (დადგინდეს) გაერთიანების დამატებითი მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი მიღების წესი. დამატებითი მარეგულირებელი დოკუმენტები შეიძლება მოიცავდნენ შემდეგ ასპექტებს: გეოგრაფიული არეალი, რომელსაც მოიცავს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება; 45 წევრობის დამატებითი კრიტერიუმები; საშუალებები და მექანიზმები, რომლითაც გაერთიანება უზრუნველყოფს გაერთიანების წევრების საძოვრებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას; გადაწყვეტილების მიღების დეტალური პროცედურები; საძოვრებზე დაშვების შიდა წესები (საძოვრებზე ძოვების დაწყება და დასრულება, გადაადგილების წესები და სხვ.); წლიური საწევრო შენატანის ოდენობა; გაერთიანების არა-წევრი პირებისთვის საძოვრით სარგებლობის საფასური; საძოვრის მაქსიმალურ ტევადობა ან მისი განსაზღვრის მეთოდები; სანიტარული წესები (ვაქცინაცია, პირუტყვის იდენტიფიცირების დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა წევრობისთვის და ასევე შორეულ საძოვრებზე წვდომისთვის); მწყემსის როლი, ამოცანები და გაერთიანების პასუხისმგებლობა მის მიმართ (მაგალითად, შრომის ანაზღაურება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მარილის მიწოდება და სხვ.); წესების აღსრულებისა და შიდა კონტროლის მექანიზმები; და სხვ. საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის უპირატესობები მრავალი მოსარგებლე პირის მიერ ერთი შუამავალ იურიდიულ პირზე უფლებამოსილებათა დელეგირება: საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის უპირატესობა ხელისუფლების ორგანოებისთვის (ისევე, როგორც საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებისთვის) არის ის, რომ ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებსა და მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს შორის შეიძლება დაიდოს გაერთიანების მეშვეობით, რაც ძალზე ეფექტურია საძოვრებით სარგებლობის მართვის შესაძლებლობათა ზრდის, საერთო ინფრასტრუქტურისთვის სუბსიდიების მოზიდვის, ვეტერინარული რეგულაციების გამოყენების და სისტემის ფუნქციონირების მთელი რიგი სხვა ასპექტების გაუმჯობესების კუთხით. ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობათა ზრდა. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებას (PUU) შეუძლია შეასრულოს ფინანსური რესურსების გამტარის ფუნქცია, რომელებიც თავად შეიძლება მოიზიდოს და გამოიყენოს საძოვრების ინფრასტრუქტურის (საძოვრების შეღობვა, პირუტყვის დარწყულებისა და მოსასვენებლი /საჩრდილობელი/ სისტემების მოწყობა და ა.შ.) განვითარებისთვის. სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაძლო ფინანსურმა მხარდაჭერამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საძოვრების ინფრასტრუქტურის განვითარებას. თვითმონიტორინგი და დადგენილი რეგულაციებისა და წესების დაცვა: საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებები პასუხისმგებელი იქნებიან მათთვის საერთო სარგებლობაში გადაცემული საძოვრების ფარგლებში თვითმონიტორინგის ჩატარებასა და დადგენილი რეგულაციებისა და წესების დაცვის აღსრულების კონტროლზე. საწყის ეტაპზე, სანამ საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებები შეიძენენ სათანადო ცოდნას და გამოცდილებას, საერთო სარგებლობაში გადაცემულ საძოვრებზე მონიტორინგი და დადგენილი რეგულაციებისა და წესების შესრულებაზე კონტროლი შეიძლება განახორციელონ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო და მუნიციპალურმა ორგანოებმა. 46 გარემოსდაცვითი ასპექტები, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და სხვა (ეკოსისტემურ დონეზე მართვა და დაგეგმვის მოქნილობა): როგორც ზემოთ აღინიშნა, საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემით მართული საძოვრები მოიცავს მოსარგებლეთა ჯგუფის ყველა წევრის მიერ გამოყენებული რესურსის (საძოვრის) მთელ ტერიტორიულ არეალს, რომლის შიგნითაც არ არის გამოყოფილი შიდა მონაკვეთების საზღვრები მოსარგებლეთა რაოდენობის მიხედვით. ეს იძლევა მოქნილობას რესურსით ეფექტური სარგებლობისა და მართვისთვის, ასევე, საძოვრის მიწის გამოყენების რაციონალური დაგეგმვისთვის, მაგალითად, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევისათვის. აღნიშნული ასევე, იძლევა საშუალებას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და საადაპტაციო ღონისძიებების ეფექტური განხორციელების კუთხით. საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფორმირების წინაპირობები ქვეყანაში საძოვრებით საერთო სარგებლობის გარკვეული ფორმა ჯერ რეალურად უნდა არსებობდეს არაფორმალიზირებული სახით. ანუ, ფაქტობრივად უნდა ჰქონდეს ადგილი საძოვრით საერთო სარგებლობას და მოსარგებლე ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ განაწილებული საძოვრები (არაფორმალურად). ასეთი მოწყობა ხშირად ემყარება ტრადიციულად დამკვიდრებულ არაფორმალურ უფლებებს და ისტორიულ პრეცედენტებს. საერთო სარგებლობის საძოვრების იდენტიფიცირება და მათი საზღვრების დადგენა: იმ საძოვრების ფიზიკური საზღვრები, რომელთა მართვა საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში მოხდება, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პროცედურების საფუძველზე უნდა დაადგინოს უფლებამოსილმა სახელმწიფო ორგანომ იმგვარად, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მკაფიოდ იქნეს განსაზღვრული საძოვრით მოსარგებლეთა რომელი გაერთიანება (PUU) რომელი საძოვრით სარგებლობს და მართავს მას - რათა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იქნეს საძოვრით მოსარგებლე ჯგუფებს შორის შესაძლო კონფლიქტების წარმოშობის პრევენცია და მინიმიზაცია. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების, მიღებისა და აღსრულების გზით. საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ურთიერთქმედება საიჯარო სარგებლობის სისტემასთან. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დაწყებული იქნა საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის დანერგვა - საძოვრების იჯარით გაცემის მოქმედი სისტემის პარალელურად არსებობის პირობებში, იჯარის მფლობელები, როგორც წესი, იჯარით იღებდნენ პირველ რიგში საუკეთესო საძოვრებს და ამის გამო ხშირად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები მოსარგებლეთა ამ ორ ტიპს შორის საძოვრების განაწილების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში საძოვრების მართვის ახალი სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი უნდა იყოს საძოვრის სამეურნეო ერთეულების განსაზღვრა და საძოვრების ზონირება/კლასიფიკაცია, რათა იდენტიფიცირებული იქნეს პირველ რიგში ის საძოვრები, სადაც მოხდება საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ამოქმედება, ხოლო შემდეგ კი ის ადგილები, რომლებიც დაექვემდებარება იჯარით გაცემას. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა მოიცავდეს თითოეული სამეურნეო ერთეულის ან ზონის საზღვრებისა და სარგებლობის ფორმის (საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვა ან იჯარა) მკაფიოდ დადგენას. 47 საძოვრის სამეურნეო ერთეულების მდებარეობა და საზღვრები, რომლებიც უნდა იმართებოდეს საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის (ან სარგებლობის სხვა რეჟიმის) ფარგლებში უნდა განისაზღვროს ადგილობრივ დონეზე. ეს საზღვრები და მოსარგებლეთა იდენტიფიცირება უნდა ითვალისწინებდეს დე-ფაქტო მდგომარეობას და, შესაბამისად, შეიძლება მოიცავდეს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებს, რომლებიც ამჟამად განიკარგება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, განიკარგება და ამავე დროს იმართება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ასევე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწებსა და დღეის მდგომარეობით დაურეგისტრირებელ საძოვარი სავარგულების მიწებს, რომლებიც ნომინალურად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების (PUU) წევრობის საფუძველი საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრობის საფუძველი დამოკიდებული იქნება საძოვრის მდებარეობასა და დე ფაქტო მოსარგებლეთა ჯგუფის შემადგენლობაზე. თუმცა საძოვრებით საერთო სარგებლობის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ამოსავალი წერტილი საძოვრით საერთო სარგებლობის ტრადიციული მოთხოვნის უფლების ფორმალური აღიარებისთვის უნდა იყოს მოსარგებლის ბინადრობის ცენზი (მუდმივი ბინადრობის ადგილი) და/ან ქონებრივი ცენზი (კონკრეტული სასოფლო დასახლებული პუნქტის ფარგლებში უძრავი ქონების /შენობა-ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი/ ფლობა), კერძოდ: საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს: იმ სასოფლო დასახლებული პუნქტის (სოფლის) მუდმივი მცხოვრები (რეგისტრირებული პირი), რომელიც ტრადიციულად იყენებს საერთო სარგებლობის კონკრეტულ საძოვარს. იმ სასოფლო დასახლებული პუნქტის (სოფლის) ფარგლებში უძრავი ქონების (შენობა ნაგებობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის) მესაკუთრე, რომელიც ტრადიციულად იყენებს საერთო სარგებლობის კონკრეტულ საძოვარს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ის შემთხვევა, როცა საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებას აქვს იმავე მუნიციპალიტეტში, მაგრამ მათი დასახლებული სასოფლო პუქნტიდან (სოფლიდან) მოშორებით მდებარე საძოვრით სარგებლობის მოთხოვნის ისტორიული და ტრადიციული გარემოებებით განპირობებული მოთხოვნის უფლება (პრეტენზია), რაც აღიარებულია საძოვრის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდებარე საძოვრით ტრადიციულად სარგებლობენ სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) პირები, მათ საძოვრით სარგებლობის უფლება უნდა მიიღონ მასზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების გზით. შესაბამისად, საძოვრით ყველა მოსარგებლე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მოცემულ სასოფლო დასახლებულ პუქნტში (სოფელში) და/ან ამავე პუნქტის ფარგლებსი ფლობს უძრავ ქონებას და საერთო სარგებლობის ფორმით ტრადიციულად სარგებლობს საძოვრით, შეიძლება გახდეს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრი. 48 საერთო სარგებლობის საძოვარზე პირუტყვის საერთო სულადობა არ უნდა აღემატებოდეს საძოვრის ტევადობას. შესაბამისად, შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იქნეს საძოვრის ტევადობის შეფასების მეთოდოლოგია. იმ შემთხვევაში, თუ, პირუტყვის საერთო სულადობა, რომელსაც ფლობენ საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრები, აღემატება საძოვრის ტევადობას, გაერთიანების წევრებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას პირუტყვის რაოდენობის შემცირებაზე, ან მიმართონ სხვა მოსარგებლეთა გაერთიანებას მათ სარგებლობაში არსებული საძოვრის ან მისი ნაწილის იჯარით აღების თაობაზე. ყველა შემთხვევაში, გარეშე პირებს (პირებს რომლებიც არ განეკუთვნებიან უფლებამოსილ ჯგუფს) ასევე უნდა შეეძლოთ ამ საძოვრებით სარგებლობა, მოთხოვნისა და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისთვის (PUU-სთვის) საძოვრით სარგებლობის საფასურის გადახდის საფუძველზე. საძოვრების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის თვალსაზრისით ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება - იმდენად, რამდენადაც ის ხელს შეუწყობს საერთო სარგებლობის საძოვრებზე ძოვების უფლების ყიდვა-გაყიდვას და ამით საძოვრების გამოყენების სისტემაში საბაზრო ეფექტურობის ელემენტის შემოტანას. ზემოთქმულიდან გამომდინარე შემუშავებული უნდა იქნეს საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების წესდებისა და საძოვრით სარგებლობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმები. წესდებით უნდა განისაზღვროს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრების უფლებები და მოვალეობები საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად. წევრები, რომლებიც არ დაიცავენ შეთანხმებულ წესებს, გაირიცხებიან საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებიდან და დაკარგავენ წვდომას საძოვარზე. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებმა უნდა დაიცვან საერთო სარგებლობის საძოვრის მართვის გეგმით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის საძოვრის ტევადობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. კანონმდებლობით უნდა იქნეს დადგენილი საერთო სარგებლობის საძოვრით სარგებლობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება არ შესარულებს საძოვრებით საერთო სარგებლობის პირობებს. 3.2.2 საძოვრების იჯარით სარგებლობაში გადაცემის სისტემა მოქმედი საიჯარო სისტემა და მისი რეფორმირების ძირითადი ასპექტები სიტუაციის ანალიზმა გამოკვეთა აუქციონის წესით საძოვრების იჯარის გაცემის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი მათგანი განპირობებილია ზოგადად იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან, სხვა პრობლემები კი დაკავშირებულია საძოვრების იჯარის გაცემასთან აუქციონის გზით. კანონმდებლობის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე საძოვრის იჯარით გაცემა პირდაპირი გზით, მაგრამ მისი პირობები ამჟამად საკმარისად დეტალიზებული არ არის. საძოვრების სარგებლობაში იჯარით გაცემის ახალი რეფორმირებული სისტემა უნდა იყოს მონაწილეთათვის უფრო ნაკლებ ხარჯიანი, მარტივი და სამართლიანი, გამჭვირვალე მექანიზმებით, რამაც უნდა უზრუნველყოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ საძოვრებით მოსარგებლეებს და პირუტყვის მფლობელებს, ჰქონდეთ იჯარით სარგებლობაში მიღების პრიორიტეტული უფლება. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს, რომ ერთმა პირმა ვერ მოახდინოს იმ 49 ტერიტორიების სარგებლობაში აღება და/ან პრივატიზება, რომლებიც, როგორც საძოვრები უკვე გამოიყენება მრავალი სხვა ადგილობრივი მოსარგებლის მიერ და, რომელთაც აქვთ ამ ტერიტორიაზე ტრადიციული საერთო სარგებლობის ისტორია, მაგრამ არ შეუძლიათ აუქციონის პროცესში მონაწილეობა ფინანსური ან სხვა ტექნიკური ხაისიათის შემზღუდავი ფაქტორების გამო. საერთო სარგებლობაში პოტენციურად გადასაცემი ფართობების დაყოფა საძოვრის სამეურნეო ერთეულებად დიდწილად შეამცირებს არსებულ პრობლემას საძოვრებით საერთო (არაფორმალურ) სარგებლობასთან მიმართებაში. თუ ეს პროცესი სწორად და მიზანდასახულად წარიმართება, საძოვრების იჯარით განაწილების მექანიზმი მთლიანობაში იქნება ბევრად უფრო დაფუძნებული ბაზარზე და ღია კონკურენციაზე, რადგან პოტენციური მოიჯარეები არ შევლენ პირდაპირ კონკურენციაში უფრო მცირე მწარმოებლებთან, ან სოფლად მოსარგებლეთა ჯგუფებთან, რომლებიც ტრადიციულად სარგებლობენ მოცემული საძოვრით. იჯარით გაცემის დასაშვებობის ალტერნატიული კრიტერიუმები ამჟამად, ფინანსური კრიტერუმი წარმოადგენს საძოვრების სარგებლობაში იჯარით გადაცემის ძირითად კრიტერიუმს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ საძოვრებთან მიმართებაში, რომლებსაც განკარგავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნულის ერთერთ ალტერნატივას წარმოადგენს კრიტერიუმის სახით ფაქტობრივი (დე-ფაქტო) ტრადიციული სარგებლობის დაწსება. სწორედ ამგვარ კრიტერუმს იყენებს მაგალითად დაცული ტერიტორიების სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ მიწებზე. ტრადიციულ მოთხოვნის უფლებაზე დაფუძნებული საძოვრების ამგვარი განაწილება მიზანშეწონილია მხოლოდ საძოვრებით საერთო სარგებლობის ახალი სისტემის დანერგვის პროცესის დასაწყისში, როდესაც სისტემას უშუალო შეხება ექნება ერთდროულად ბევრ ტრადიციულ (არაფორმალურ) მოსარგებლესთან. თუმცა, შემდგომში ახალი სისტემის დანერგვა იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ გათვალისწინებული იქნეს მასში ახალი მონაწილეების შემოსვლისა და იმ საძოვრების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც შეიძლება გამოთავისუფლდნენ სისტემიდან მონაწილის გასვლის შემდგომ. აქ შეიძლება სხვადასხვა მოდელის განხილვა. მაგალითად, ახალი მონაწილეების მხრიდან საძოვრებით სარგებლობაზე განაცხადის შეფასების პროცედურა შეიძლება დაეფუძნოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში (მესაქონლეობაში) განმცხადებლის გამოცდილებას; განაცხადში გარემოსდაცვითი ასპექტების სრულყოფილ ასახვას; საბაზო ინფრასტრუქტურის მფლობელობას; მიმდებარე მიწებზე გაფართოების საჭიროებას; ან დაინტერესებული მხარის მიერ შემოთავაზებული სხვა კრიტერიუმებს. მაგალითისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც კერძო, ისე საჯარო სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობა რეგულირდება მრავალი სხვადასხვა კრიტერიუმის გამოყენებით. ზოგიერთ ქვეყანაში სარგებლობის უფლება იჯარის ფორმით გაიცემა კონკურენტული აუქციონის გზით, თუმცა, არსებობს იჯარის მიღების უპირატესი უფლებებიც, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივ რეზიდენტობას (საბინადრო ცენზს), გამოცდილების არსებობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში განათლების ცენზს ან იჯარით გასაცემი ფართობის ადგილმდებარეობას და მის სიახლოვეს განმცხადებლის მფლობელობაში არსებულ დამუშავებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან და სხვა. 50 აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ საქართველოში შემუშავებული და მიღებული იქნეს საძოვრების იჯარით გაცემის უნიფიცირებული სისტემა ერთიანი წესებით, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა საძოვართან მიმართებით, რომლებიც გაიცემა იჯარით - მიუხედავად იმისა თუ რომელი ორგანო განკარგავს საძოვარს (დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანო თუ მუნიციპალიტეტი). საძოვრის იჯარით გაცემის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ტრადიციულად სარგებლობენ საძოვრით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პრეტენდენტის მიერ საძოვარზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ასევე, საძოვრით სარგებლობის ისტორიული/ტრადიციული გარემოებებით განპირობებული მოთხოვნის უფლებები (პრეტენზიები), რომლებიც შესაძლოა გააჩნდეს სხვა არარეზიდენტ (არაადგილობრივ) მცხოვრებლებს, რომლებიც სეზონურად სარგებლობენ ამ საძოვრით. ასეთი მოსარგებლეების არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა საძოვრის იჯარით გაცემა ღია აუქციონის წესით. საძოვრის იჯარით გაცემის კრიტერიუმები და მათი გამოყენების გამჭვირვალე სისტემები სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში და დეტალურად უნდა იქნეს მასში ასახული. იჯარით სარგებლობის თავისებურებები საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისათვის როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მცირე სულადობის პირუტყვის მფლობელები, რომლებიც საძოვარს უპირატესად იყენებენ კოლექტიურად, საძოვარით სარგებლობის უფლებას მიიღებენ საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემაში მონაწილეობის საშუალებით - საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებაში (PUU) გაწევრიანების გზით. ხოლო ის საძოვრები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან აღნიშნული სისტემით სარგებლობასა და მართვას, ხელმისაწვდომი იქნება მათი იჯარით გადაცემის მეშვეობით როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, ასევე საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის (PUU-ებისთვის), რომლებსაც, როგორც იურიდიულ პირებს, ექნებათ უფლება საძოვარი მიიღონ იჯარით გადაცემის გზითაც. საძოვრის იჯარით გაცემის ადმინისტრირება ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე საძოვრების ზონირების პროცესში უნდა მოხდეს იმ საძოვრების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება გაიცეს იჯარით. საძოვრების იჯარით გაცემა და განაწილება ასევე უნდა მოხდეს ადგილობრივ (მუნიციპალიტეტის) დონეზე საძოვრის მართვასა და განკარგვაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სახელმწიფო უწყების ან მუნიციპალიტეტის მიერ. შესაბამისად, საძოვრის მეიჯარე იქნება სახელმწიფო ორგანო (რომელიც განკარგავს და მართავს მოცემულ საძოვარს), ხოლო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრის იკარით გაცემის შემთხვევაში საძოვრის მეიჯერე იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტი. საიჯარო ხელშეკრულების პირობები ხელშეკრულების ხანგრძლივობა გრძელვადიანი იჯარა შეიძლება იყოს სასარგებლო დიდი ოდენობის პირუტყვის მფლობელებისთვის, რომლებიც პირუტყს განცალკევებულად აძოვებენ. ზამთრის საძოვრებზე 51 არსებული ინფრასტრუქტურა (ბოსლები, გამოსაზამთრებელი ნაგებობები), ჩვეულებრივ, ასეთი მეცხოველეების ინვესტიციებით არის განვითარებული. ხანმოკლე ან საშუალო ხანგრძლივობის იჯარა იძლევა საძოვრებით მდგრადი სარგებლობის დაგეგმვის საშუალებას, რადგან შესაძლებელეს ხდის დაკორექტირდეს იჯარით გაცემული ფართობები, მათი საზღვრები, მოსარგებლეები, ან აღარ მოხდეს საძოვრის იჯარით გაცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ ეს საჭირო გახდება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისიწინებით საქართველოს პირობებისთვის რეკომენდირებულია, რომ იჯარის მაქსიმალური ხანგრძლივობა იყოს 10 წელზე ნაკლები, თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. საიჯარო ხელშეკრულების სხვა პირობები გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია საძოვრების ამჟამინდელი მოიჯარეების უპირატესობის უფლებისა საიჯარო ხელშეკრულებების ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობის გათვალისწინება. ასევე, გასათვალისინებელია იჯარის სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიც არის გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა, საძოვრების მდგომარეობაზე თვითმონიტორინგის ვალდებულებები, ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფასების ზუსტი კრიტერიუმები და ინდიკატორები და სხვ. საძოვრების მოიჯარეები, რომლებიც არ ფლობენ პირუტყვს თუ პირუტყვის მფლობელობა და საცხოვრებელი ადგილი იქნება საძოვრის იჯარით გაცემის ძირითადი კრიტერიუმები, მაშინ გადასაწყვეტი იქნება, უნდა გაუქმდეს თუ არა იმ პირებზე გაცემული იჯარები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, თუ უნდა შენარჩუნდეს იჯარა მისი ვადის ამოწურვამდე. ეს საკითხი ნათლად უნდა აისახოს საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალ კანონმდებლობაში, ხოლო შემდგომ, ცალკეული შემთხვევები უნდა გადაწყდეს ადგილობრივი პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამასთან, უნდა განისაზღვროს კომპენსაციის წყაროები და მექანიზმები, რომელთა გამოყენება შეიძლება საჭირო გახდეს იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობაში რეტროაქტიულად ასახული იქნება ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე არსებული საიჯარო ხელშეკრულებების მათი ვადის ამოწურვამდე შეწყვეტის შესაძლებლობა. 3.2.3. კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრები საძოვრების მდგრადი მართვის ახალ კანონმდებლობაში შენარჩუნებული უნდა იქნეს სახელმწიფო და/ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრების კერძო საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზების) ამკრძალავი იმპერატიული ნორმები. კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით, თანამესაკუთრეებს და კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების არსებულ მოიჯარეებს კანონმდებლობით აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება მიწის გასხვისების შემთხვევაში. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება ასევე მიენიჭოს ადგილობრივ მცხოვრებლებს ან მიმდებარე 52 ნაკვეთების მფლობელებს, მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით. უპირატესი შესყიდვის მექანიზმები შესაძლოა გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ პრივატიზებული საძოვარი, მის პრივატიზებამდე, ტრადიციულად ერთობლივად გამოიყენებოდა მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ. თუ მესაკუთრეს სურს ასეთი მიწის გაყიდვა, კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს აგრეთვე მისი უპირატესი გამოსყიდვა მუნიციპალიტეტის და/ან სახელწიფოს მიერ - შემდგომში საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემაში მისი ჩართვის მიზნით. კერძო საკუთრებაში არსებულ საძოვრებით სარგებლობაში გადაცემა იჯარის ფორმით კვლავ დაშვებული უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს (მოიჯარეს) შორის. კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გაცემის წესები უნდა მოიცავდეს იჯარით აღებული ქონების სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების და ამ მიწაზე ნებისმიერი ინფრასტრუქტურის მოვლა/შენარჩუნების ვალდებულებას. საიჯარო ხელშეკრულება შეიძლება გადაიხედოს და გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით მხარეების შეთანხმების საფუძველზე. კანონმდებლობის დონეზე შესაძლოა დაწესდეს გარკვეული დამატებითი პირობები და მოთხოვნები საძოვრის დატვირთვის ნორმების, იჯარის ხანგრძლივობის, საიჯარო ქირის მაქსიმალური ზედა ზღვარის ან იჯარის შეწყვეტის პირობებთან დაკავშირებით. სახელმწიფომ ხელი უნდა შეიწყოს კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების მდგრად მართვას შესაბამისი მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებისა და საინფორმაციო საკონსულტაციო (ექსტენციის) მომსახურების სერვისების საშუალებით. საძოვრის მართვის გეგმის შემუშავება არ უნდა გახდეს სავალდებულო კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრებისათვის, მაგრამ უნდა იქნეს რეკომენდირებული და მომზადდეს იმავე მეთოდებისა და სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, რომლებიც შემუშავებული იქნება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრების მართვის გეგმების შესამუშავებლად. 3.2.4. საძოვრების ზონირება სარგებლობის სახეობების/რეჟიმების მიხედვით სარგებლობის რეჟიმის შერჩევის პრინციპები სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვარი ან უნდა ექცეოდეს საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში ან შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაცემა იჯარით. შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცესში უნდა გამოვლინდეს, არსებული საძოვრებიდან რომელი შეიძლება გაიცეს იჯარით და რომელი უნდა იქნეს მართული, როგორც საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსი. საძოვრები, რომლებიც მოექცევა საერთო სარგებლობაში, უნდა გამოირიცხოს იჯარით გაცემის პროცესიდან. მართვის რეჟიმის არჩევანი შეიძლება ეფუძნებოდეს სარგებლობის ფაქტობრივ დომინანტურ ფორმებს (ინდივიდუალური ან კოლექტიური) და საძოვრების ტიპებს (ზამთრის, საზაფხულო, სასოფლო, შორეული, ბუნებრივი და გაუმჯობესებული). ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს საძოვრების კლასიფიკაციისა და ზონირების, ასევე მოსარგებლეთა იდენტიფიცირების პროცესის 53 შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რომელიც შეკრებული და შეფასებული უნდა იქნეს ადგილობრივ დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცესში. გადაწყვეტილება თუ რომელი მართვის რეჟიმი უნდა იქნეს გამოყენებული, მიღებული უნდა იქნეს ადგილობრივ დონეზე. მიზანშეწონილია, რომ საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემა დანერგილი იქნეს: სასოფლო დასახლებული პუნქტების ახლომდებარე საძოვრებზე (სოფლის საძოვრებზე), სადაც სოფლის ნახირი ძოვს დღის განმავლობაში და ღამით ბრუნდება მესაკუთრის მეურნოებაში. ეს საძოვრები, როგორც წესი გამოიყენება კოლექტიურად სოფლის მცხოვრებთა მიერ და საშუალოდ მდებარეობენ სასოფლო დასახლებული პუნქტები 5-10 კმ მანძილზე. შესაბამისად, საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იქნეს სოფლის საძოვრის ცნება. ახლომდებარე საზაფხულო საძოვრებზე, რომლებიც მდებარეობენ სოფლებთან ახლოს და, რომელსაც ერთობლივად იყენებს ერთი ან რამდენიმე სოფლის ნახირი ზაფხულის განმავლობაში; ზოგიერთ შემთხვევაში საზაფხულო საძოვრებზე, რომლებიც ტრადიციულად და ხანგრძლივად გამოიყენება კონკრეტული მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ და, შესაბამისად, მათი მდგრადი მართვისათვის უმჯობესია საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის გამოყენება. ასეთი საძოვრები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს მდგრადი მართვის მისაღწევად სოციალურად სამართლიანი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნების მიზნით. იჯარა მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს: ზამთრის საძოვრებზე, სადაც ხშირია დე ფაქტო იჯარით სარგებლობა და ხორციელდება კერძო ინვესტიციები ინფრასტრუქტურის შექმნისათვის; სოფლებთან ახლომდებარე საძოვრებზე, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება ცალკეული მოსარგებლეების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში. ასეთი საძოვრების უმეტესობა უკვე იჯაროთ არის გაცემული, მაგრამ შესაძლებელია ახალი იჯარის გაცემაც, თუ საძოვრის ფართობი და ტევადობა აღემატება სოფელში არსებული პირუტყვის სულადობას. ამასთან, ამ ტერიტორიების იჯარით მიღების პრიორიტეტული უფლება უნდა ჰქონდეს საძოვრით ტრადიციულ ან დე ფაქტო მოსარგებლეს. შორეულ საზაფხულო საძოვრებზე, რომლებითაც ტრადიციულად არ სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ამ საძოვრებზე იჯარის პრიორიტეტული უფლება უნდა მიენიჭოს იმ პირებს (მათ შორის არარეზიდენტებს), რომლებიც ფლობენ პირუტყვს და ამ საძოვრით სარგებლობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შორეული (საზაფხულო) ბუნებრივი საძოვრები ბევრ ქვეყანაში იმართება როგორც საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსი, მაშინ როცა გაუმჯობესებული ან ფერმის მახლობლად მდებარე საძოვრები ძირითადად არის კერძო საკუთრებაში ან გაცემული იჯარით და მათზე ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები. 54 სურათ 1-ზე სქემატურად წარმოდგენილია საძოვრებით სარგებლობის სახეობები/რეჟიმები სხვადასხვა ტიპის საძოვრებზე. წარმოდგენილი სქემის მიხედვით საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემას ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან, თავდაპირველად იდენტიფიცირდება და სარგებლობაში გაიცემა სწორედ ის საძოვრები, რომელთა მართვა უნდა მოხდეს აღნიშნული სისტემით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საძოვრები გაცემულია იჯარით, იჯარის ვადის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მათი საერთო სარგებლობაში გადაცემა. საძოვრები, რომლებიც უნდა გაიცეს იჯარით, პირველ რიგში სარგებლობაში უნდა გადაეცეს ტრადიციულ მოსარგებლეებს, ხოლო დანარჩენი საძოვრები შეიძლება გაიცეს ღია აუქციონის წესით. საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებას (PUU-ს) აქვს უფლება მის სარგებლობაში არსებულ საძოვარზე დაუშვას გარე მოსარგებლეები, თუ მის წევრთა მფლობელობაში არსებული პირუტყვის სულადობა არის უფრო მცირე, ვიდრე საძოვრის ტევადობა. სურათი 1. სხვადასხვა ტიპის საძოვრებით სარგებლობის სისტემები საძოვრის სამეურნეო ერთეულების იდენტიფიცირება საძოვრების განაწილება სარგებლობის რეჟიმების მიხედვით არის საძოვრის სამეურნეო ერთეულის განსაზღვრის უფრო ფართო პროცესის ნაწილი, რომელიც საძოვრებს ყოფს მართვის პირველად ერთეულებად სარგებლობის სეზონის, ზღვის დონიდან სიმაღლის, დასახლებული პუნქტებიდან და ბუნებრივი ბარიერებიდან დაშორებისა და მოსარგებლეთა ჯგუფების მიხედვით. საძოვრის სამეურნეო ერთეულების განსაზღვრა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც დასრულდება საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და კლასიფიკაცია, ასევე, საძოვრების ზონირება სოფლის, 55 ახლომდებარე და შორეულ ზაფხულის საძოვრებად და ზამთრის საძოვრებად. დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ფარგლებში მოქცეული საძოვრებისთვის შეიძლება განისაზღვროს დამატებითი, კონსერვაციაზე ორიენტირებული კრიტერიუმები საძოვრის სამეურნეო ერთეულების განსაზღვრისათვის. საერთო სარგებლობაში არსებული საძოვრებზე, საძოვრის სამეურნეო ერთეული იმართება საძოვრით მოსარგებლეთა ერთი გაერთიანების მიერ. საძოვრის სამეურნეო ერთეული შეიძლება იჯარით გაიცეს რამდენიმე პირზე, თუ ერთი პრედენდენტი არ ფლობს იმ რაოდენობით პირუტყვს, რაც შეესაბამება საძოვრის ტევადობას. შესაბამისად, საძოვრის სამეურნეო ერთეულზე შეიძლება იყოს რამდენიმე ნახირი/ფარა. საძოვრის სამეურნეო ერთეულის საზღვრების იდენტიფიცირება, რომელიც უნდა იმართოს საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემით, არ არის დამოკიდებული პირუტყვის ოდენობაზე, რომელსაც ფლობს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრები. ასეთი საძოვრის სამეურნეო ერთეული გამოიყოფა გეოგრაფიული ან სოციალური ნიშნით (მაგალითად, მთის ხეობაში არსებული საძოვრების გამოყოფა იმ მოსარგებლებიისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ხეობასთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებაში). ქვემო მოყვანილია საძოვრის სამეურნეო ერთეულის იდენტიფიცირების მაგალითები: ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ერთობლივად გამოყენებული სოფლის საძოვრები შეიძლება მოიცავდეს საძოვრის ერთ სამეურნეო ერთეულს, რომელსაც მართავს საძოვრით მოსარგებლეთა ერთი გაერთიანება. ან, დიდი სოფლის შემთხვევაში, შეიძლება იყოს საძოვრის რამდენიმე ერთეული, თუ ისინი გეოგრაფიულად განცალკევებულია ან გამოიყენება/იმართება პირუტყვის სხვადასხვა სახეობებისთვის ან ერთი და იმავე თემის სხვადასხვა ჯგუფის მიერ. იჯარით გაცემული სოფლის საძოვრები: ეს შეიძლება მოიცავდეს იჯარით უკვე გაცემულ ტერიტორიებს რომლებიც, სავარაუდოდ, არასოდეს მოექცევა საერთო სარგებლობის რეჟიმის ქვეშ, მაგალითად, გაუმჯობესებული და შემოღობილი საძოვრები, რომლებიც გამოიყენება დიდი ფერმების მიერ. ახლომდებარე საზაფხულო საძოვრები: სოფლის მახლობლად მთის ხეობაში მდებარე საზაფხულო საძოვარი, რომელსაც ერთობლივად იყენებს ერთი ან რამდენიმე სოფლის ნახირი, ასევე, წარმოადგეს ბუნებრივ, კოლექტიურად მართულ საძოვრის სამეურნეო ერთეულს. შორეული საზაფხულო საძოვრები: შეიძლება დაიყოს საძოვრის სამეურნეო ერთეულებად მოსარგებლეთა ჯგუფების, ბუნებრივი საზღვრების (წყალშემკრები აუზები) და ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით. თითოეული ერთეული შეიძლება იმართებოდეს საძოვრით მოსარგებლეთა ერთი გაერთიანების მიერ. ან, თუ არ არსებობს ტრადიციული მოთხოვნები/პრეტენზიები ამ საძოვრებზე, მაშინ შეიძლება მისი იჯარით გაცემა. ზამთრის საძოვრები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის ერთ ერთეულთან (ბეღელი, სარწყულებელი) ბუნებრივად წარმოადგეს საძოვრის სამეურნეო ერთეულს, რომელიც იმართება იჯარის რეჟიმით. 56 სოფლისა და ახლომდებარე საზაფხულო საძოვრების უმეტესი ნაწილი უნდა იმართოს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების მიერ საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში, ხოლო ზამთრისა და ფერმებთან ახლომდებარე საძოვრების უმეტესობა, რომელზეც არის ინფრასტრუქტურა უნდა გაიცეს იჯარით. შორეული ზაფხულის საძოვრები შეიძლება მოექცეს საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემაში ან გაიცეს იჯარით. სასოფლო დასახლებული პუნქტის (სოფლის) მიმდებარე საძოვრების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები საძოვრების მართვის დაგეგმვის ზემოთ აღწერილი პროცესის ფარგლებში უნდა განისაზღვროს საძოვრების სამეურნეო ერთეულები, რომელთა მართვა მოხდება საძოვრებით საერთო სარგებლობის რეჟიმით. თუმცა, არსებობს მთელი რიგი სირთულეები იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც, ფაქტიურად, არ არის ბუნებრივი საძოვრები სოფლების მიმდებარედ, ძირითადად საქართველოს დაბლობ რეგიონებში. აქ პირუტყვი ძოვს გამოუყენებელ სახნავ მიწებზე, გზების გასწვრივ, ან სავარგულებზე, მოსავლის აღების შემდეგ. მიწის უმეტესი ნაწილი შესაფერისია მიწათმოქმედებისთვის და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელმისაწვდომი იყოს საძოვრად. აქ არის მთელი რიგი შესაძლებლობები. მაგალითად: მუნიციპალიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაუშვებელია ძოვება იმ მიწების ფარგლებს გარეთ, რომლებიც იჯარით არის აღებული პირუტყვის მფლობელების მიერ, ან რომლებიც მათ საკუთრებაშია, რითაც ფაქტიურად აიკრძალება ასეთი სახის უსისტემო ძოვება. შესაძლებელია სახნავად და მრავალწლიანი ნარგავებისთვის გამოუსადეგარი, გამოუყენებელი ან დაბალი ხარისხის მიწების იდენტიფიცირება, რომლებიც არის მუნიციპალურ/სახელმწიფო საკუთრებაში, არის გამოსადეგი ძოვებისთვის, არ არის გაცემული იჯარით ან იწურება იჯარის ვადა და ასეთი მიწები იქნეს გამოყოფილი ძოვებისთვის. კონფლიქტები სოფლის საძოვრებით ადგილობრივ მოსარგებლეებსა და მომთაბარე მწყემსებს შორის შესაძლებელია გადაიჭრას შემდეგი გზით: პირუტყვის გადასარეკ ტრასებზე მხოლოდ მომთაბარე მწყემსების დაშვება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ნახირისთვის მათზე წვდომის შეზღუდვა; სოფლის საძოვრების მართვა საერთო სარგებლობის რეჟიმით საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების მიერ, რომელსაც ექნება უფლება მომთაბარე მწყემსს მისცეს საშუალება გარკვეული საფასურით ისარგებლოს სოფლის საძოვრით. 3.2.5. გენდერული საკითხების ინტეგრირება საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობა საძოვრებზე, ასევე, უნდა გააუმჯობესოს წვდომა შესაბამის სერვისებზე. სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების 57 ხვედრითი წილი, რომელთაც ხელმძღვანელობენ ქალები, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია ქალთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცესში, მონაწილეობა საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნაში და შემდგომში მის მართვაში. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანასწორი წვდომა იჯარაზე, დროებითი სპეციალური მექანიზმების საშუალებით, როგორც ეს რეკომენდირებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციით (CEDAW). ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მექანიზმი აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად: საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ჩამოყალიბება: ეს პროცესი მოიცავს პოტენციურ წევრთა სიის შედგენას და შეხვედრების სერიებს, რომლის განმავლობაშიც მოხდება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ფორმირება და წარმომადგენლების არჩევა აღმასრულებელ ორგანოში. პირუტყვის მფლობელი ყველა შინამეურნეობიდან ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა იყოს გაერთიანების დამფუძნებელი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმის უზრუნველყოფას, რომ შინამუერნეობის მფლობელი ქალები აუცილებლად გახდნენ საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების დამფუძნებელი წევრები და რეგულარულად დაესწროს ყველა შეხვედრას. იმ შემთხვევაში, თუ ქალი პირუტყვს ფლობს მეუღლესთან ერთად, სურვილის შემთხვევაში ორივე მათგანს შეუძლია იყოს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრი. ქალები უნდა იყვნენ დამფუძნებელთა საერთო კრების მონაწილეები, ასევე არჩეული საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების გამგეობაში. ამ მიზნით რეკომენდირებულია, რომ დამფუძნებელთა სულ მცირე 30%-ს შეადგენდნენ ქალები, ხოლო გამგეობაში წარმოდგენილი იყოს ერთი ქალი მაინც. ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა: საძოვრების მართვის პროცესი მოიცავს საძოვრების ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებამ შესაძლოა გადაწყვიტოს გარკვეული ინვესტირების განხორციელება იმ საძოვარზე, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს მინიჭებული. ორივე შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს ქალთა პრიორიტეტებს და რომ ინფრასტრუქტურული გეგმები იყოს გენდერულ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული. ამ მიზნით, რეკომენდირებულია, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც უნდა შემუშავდეს საძოვრების სარგებლობის დაგეგმის მიზნით, შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. საძოვრების იჯარა: საერთო საძოვრების გარდა, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია ითვალისწინებს ახალი კრიტერიუმების შემუშავებას საძოვრების იჯარით გაცემისთვის. რეკომენდებულია, რომ შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელთა საშუალებით მოხდება იმ შინამეურნოებების გათვალისწინება, რომელთაც ხელმძღვანელობენ ქალები. ქულების სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ქალთა მიერ წარდგენილ განაცხადს უნდა მიენიჭოს დამატებითი ქულა. ასევე იჯარის საბანკო გირაოს სახით გამოყენების მექანიზმის დანერგვა გაზრდის და გააუმჯობესებს ქალთა ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე. 58 3.3 ინსტიტუციური მოწყობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საძოვრების მართვის ინსტიტუციური მოწყობის სქემა წარმოდგენილია სურათ 2-ზე. 3.3.1. საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები დაცული ტერიტორიებისა (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა) და ტყის მიწების ფარგლებში არსებულ საძოვრებს მართავენ შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო. დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების გარეთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები ამჟამად განიკარგება (აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის სააგენტოს ჩართულობით. მაგრამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ არის პასუხისმგებელი საძოვრების უშუალოდ მართვაზე, დაგეგმარებაზე, მდგრადი გამოყენების ღონისძიებების შემუშავებაზე, შესაძლებლობების ამაღლებაზე, მოსარგებლეების მხარდაჭერაზე და სხვა საკითხებზე. ამრიგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ამ საძოვრების მართვის სფეროში არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური ხარვეზი. საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მდგრადი მართვის შესახებ“ განსაზღვრავს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებებს, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და მონაცემთა ბაზის მართვას, მიწის დეგრადაციის თავიდან აცილებას და შერბილებას და მონაწილეობას სასოფლ-სამეურნეო დანიშნულების მიწების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში. სააგენტოს გააჩნია ზოგადი უფლებამოსილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მართვა განახორციელოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, რაც მოიცავს არა მხოლოდ საძოვრების განკარგვას (სარგებლობაში გადაცემას), არამედ საძოვრების მდგრად მართვასთან დაკავშირებულ სხვა უფლება მოვალეობებსაც, რაც განხილულია ქვემოთ. მუნიციპალიტეტების საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების მართვას განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად. 59 სურათი 2. საძოვრების მართვის ინსტიტუციური მოწყობისა და ფუნქციების განაწილების სქემა 60 3.3.2 საძოვრების მართვის ამოცანები ეროვნულ დონეზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო კოორდინაციას გაუწევს საძოვრების იდენტიფიცირების, კატეგორიზაციისა და კლასიფიკაციის პროცესს ეროვნულ დონეზე, მათ შორის მუნიციპალურ საკუთრებაში და ავტონომიური რესპუბლიკების ფარგლებში არსებული საძოვრების, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემედებარებული საძოვრების. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ამოცანა იქნება საძოვრების მართვისა და სარგებლობის დაგეგმვის ერთიანი მეთოდოლოგიებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება, მათ შორის საძოვრის სამეურნეო ერთეულების ტევადობის განსაზღვრისა და მართვის დაგეგმვის მეთოდოლოგიის. ეს ამოცანები უნდა განხორციელდეს ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით (დაცული ტერიტორიების სააგენტოს უკვე აქვს საძოვრების შეფასებისა და სარგებლობის დაგეგმვის მნიშვნელოვანი გამოცდილება). მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ამოცანა უნდა იქნეს ასევე, რეგულაციებისა და წესების შემუშავება საძოვრების განაწილების, მონიტორინიგისა და ექსტენციის საკითხებზე, საძოვრებით სარგებლობის საიჯარო ხელშეკრულებების ტიპიური ფორმის/შაბლონის (იჯარის შემთხვევაში) და საძოვრებით უვადო სარგებლობის უფლების შეთანხმების ტიპიური ფორმის/შაბლონის (საერთო სარგებლობის შემთხვევაში) შემუშავება, ასევე საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების სანიმუშო წესდების შემუშავება. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფლება ექნებათ შეიმუშავონ საძოვრებით სარგებლობის დამატებითი პირობები მათ მართვას დაქვემდებარებულ საძოვრების იჯარით გაცემის ან სარგებლობის უფლების შეთანხმების გაფორმების შემთხვევებისთვის. 3.3.3 საძოვრების მართვის ამოცანები ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა (მოსარგებლეთა იდენტიფიკაცია, საძოვრების ზონირება და საძოვრის სამეურნეო ერთეულების გამოყოფა), სარგებლობაში გადაცემა, ხელშეკრულების დადება, მონიტორინგი და მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს ადგილობრივ (მუნიციპალიტეტის) დონეზე. თუმცა ამ პროცესს კოორდინაცია უნდა გაუწიოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მათ მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. პროცესების ნაწილი, განსაკუთრებით, საძოვრებით მოსარგებლეთა იდენტიფიცირება და საძოვრის სამეურნეო ერთეულების გამოყოფა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების მართვის ორგანოებთან თანამშრომლობით, რომლებიც ფლობენ ცოდნას და ინფორმაციას ადგილობრივი პირობების შესახებ. 61 მუნიციპალიტეტების მართვის ორგანოებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნას საძოვრების მართვის კომისიები თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორც სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანოები, რომელთა ამოცანა იქნება ხელი შეუწყონ საძოვრების მართვის დაგეგმვისა და სარგებლობის განხორციელების კოორდინაციას ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე. საძოვრების მართვის კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი სხვა ინსტიტუტები (დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის მართვის ორგანო, სურსათის ეროვნული სააგენტო (ვეტერინარიის დეპარტამენტი), სოფლის განვითარების სააგენტო და საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტები. საძოვრების მართვის კომისიის ამოცანები იქნება: 1. რეკომენდაციების შემუშავება საძოვრების ზონირებისა და საძოვრების სამეურნეო ერთეულების საზღვრების დადგენის თაობაზე; 2. რეკომენდაციების შემუშავება საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვის რეჟიმზე (საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემა თუ იჯარა, განსაკუთრებით შორეულ საზაფხულო საძოვრებთან მიმართებით); 3. საძოვრებით ტრადიციულ მოსარგებლეთა მოთხოვნების/პრეტენზიების შეფასება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ჩამოყალიბების პროცესში ან საძოვრების იჯარით განაწილების პროცესში და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. საძოვრების შემდგომი განაწილება მოსარგებლეებისათვის და მონიტორინგი უნდა მოხდეს ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც წარმოადგენს საძოვრის მართვის ორგანოს (მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო) ან მუნიციპალიტეტები, რომელთა საკუთრებაშიც რეგისტრირებულია საძოვარი. თუმცა, აღნიშნული პროცესი უნდა განხორციელდეს ერთიანი, ეროვნულ დონეზე დამტკიცებული უნიფიცირებული წესებისა და მეთოდების შესაბამისად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას ადგილობრივ დონეზე, არის საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა და განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარგებლეთა გაერთიანებები უნდა შეიქმნას საძოვრებით სარგებლობის არსებული არაფორმალური ტრადიციული ფორმების საფუძველზე, მათი შექმნა დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესი უნდა წარიმართოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საერთო კოორდინაციითა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მხარდაჭერით. 62 4. თანამშრომლობა საძოვრების მდგრადი მართვისა და მისი საინფორმაციო საკონსულტაციო მხარდაჭერის (ექსტენციის) სფეროში საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანების შექმნა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება კომპლექსური ამოცანაა, რომლის გადასაჭრელადაც შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი ამოცანის დელეგირება გარეშე (პარტნირორ) ორგანიზაციაზე ან ორგანიზაციებზე. საერთაშორისო პრაქტიკაში ამგვარი პარტნიორი ორგანიზაცოების როლს, როგორც წესი, ასრულებენ დარგობრივი სპეციალიზაციის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - პასტორალური ასოციაციები, საძოვრებით მოსარგებლეთა ასოციაციები და ა.შ., რომლებიც ახდენენ სახსრებისა და რესურსების მობილიზებას როგორც კერძო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებათა განსახორციელებლად. განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს პარტნიორი ორგანიზაცოების ჩართვა საპილოტე პროექტების განხორციელებაში. რაც შეეხება საკუთრივ საძოვრების შეფასებისა და მართვის დაგეგმვის სამუშაოებს, ისინი საწყის ეტაპზე უნდა განხორციელდეს უშუალოდ პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ - სტანდარტიზებული წესების, პროცედურებისა და მიდგომების შესაბამისად. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა საგენტომ, უნდა გააძლიეროს შესაბამისი ინსტიტუციონალური შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. მომავალში შესაქმნელმა საძოვრების მართვის მუნიციპალურმა კომისიებმა, ასევე, შესაძლოა გამოავლინონ დამატებითი ადგილობრივი შესაძლებლოებები. რეკომენდირებულია აღნიშნულ პროცესში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სოფლის განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) ტერიტორიული ქსელის გამოყენება - საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოების ჩართულობით, რომლებმაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყონ იჯარის მფლობელების, საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებებისა და ასევე კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების მფლობელებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების მეთოდური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. მიზანშეწონილი იქნება საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) ტერიტორიული ქსელის ბაზაზე შესაბამისი პერსონალის მომზადება. გასათვალისიწინებელი იქნება აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაძლებლობები, რომელიც ამჟამად ტექნიკურ დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის განვითარებას სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. 63 5. სამართლებრივი ასპექტები წინამდებარე კონცეფციის თანახმად, საძოვრების განკარგვა და მართვა უნდა მოხდეს სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისაგან განსხვავებულად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საძოვრებით სარგებლობა იდენტიფიცირდეს, როგორც მიწათსარგებლობის დამოუკიდებელი ტიპი, რომელიც დარეგულირდება სპეციალური დარგობრივი კანონმდებლობით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა (საქართველოს 2010 წლის კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“) ადგენს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა კატეგორიის მიწები (სახნავი, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა) შეიძლება პრივატიზებული იყოს. გამონაკლისს წარმოადგენს საძოვრები, რომელთა პრივატიზება ამავე კანონით (მუხლი 4, პუნქტი 1) აკრძალულია. ამგვარი იმპერატიული ამკრძალავი ნორმის არსებობა ლოგიკურად წარმოშობს საძოვრების, როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის, სივრცული იდენტიფიცირების (დარუკების) და საჯარო რეესტრში ამ კატეგორიის მითითებით რეგისტრაციის აუცილებლობას. ამჟამად, მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიზაციის პროცესი და საძოვრების იდენტიფიცირება, თუმცა აუცილებელია ამ პროცესის დასრულება, ვიდრე დაიწყება საძოვრების მდგრადი მართვის ახალი სისტემის შემდგომი საფეხურების დანერგვა. საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და შემდგომ შესაბამისი ინფორმაციის მართვა უნდა გახდეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია. საძოვრების კლასიფიკაცია და ზონირება საძოვრების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის დაგეგმვის მიზნით საჭირო იქნება მათი კლასიფიკაცია მცენარეული საფარის სტანდარტიზებული ტიპების მიხედვით. საძოვრების მართვის წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული მართვის მიდგომების დასანერგად მნიშვნელოვანია საძოვრების ზონირება სოფლის, ახლო და შორეულ ზაფხულის და ზამთრის საძოვრებად, რაც ასახული უნდა იქნეს კანონმდებლობაში. გაუმჯობესებული (კულტივირებული) საძოვრები ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით მიეკუთვნება საძოვრის კატეგორიას ბუნებრივ და ნახევრად-ბუნებრივ საძოვრებთან ერთად. თუმცა, მიწათსარგებლობის ეს ფორმა უფრო ახლოსაა სახნავ-სათესი მიწებით სარგებლობასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობამ განასხვავოს კულტივირებული საძოვრები ბუნებრივი და ნახევრად-ბუნებრივი საძოვრებიდან, ვინაიდან მათი მართვა, განაწილება და სარგებლობა შესაძლოა მოხდეს სხვა საძოვრებიდან განსხვავებულად. საძოვრების ახალი სამართლებრივი სისტემის (სამართლებრივი ჩარჩოს) სამიზნე მიწები საძოვრების მართვის წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი და ახალი კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს ყველა საძოვარზე, მათ შორის სახელწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე. საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოები სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეებზე საძოვრების მართვას უნდა ახორციელებდნენ საძოვრების შესახებ 64 ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში. თუმცა, გათვალისწინებული უნდა იქნეს საძოვრების მართვის სპეციფიკა დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ფარგლებში და, ამ მხრივ, პიროტიტეტი უნდა მიენიჭოს დაცულ ტერიტორიებისა და ტყის მართვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობას. მართვის საერთო ელემენტები და პასუხისმგებელი სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო ჩარჩოს) ზოგადი პრინციპები (საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, კლასიფიკაცია, ზონირება და ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის წესები და სარგებლობაში გადაცემის პროცედურები) უნიფიცირებული უნდა იყოს ყველა საძოვრისთვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა (სახელმწიფო, მუნიციპალური). თუმცა, საძოვრების სამეურნეო ერთეულების იდენტიფიცრებისას სახელწიფო ან მუნიციპალურმა ორგანომ შესაძლოა არ დაუშვას ძოვება ზოგიერთ ტერიტორიაზე მისი დარგობრივი პრიორიტეტების გათვალისწინებით (მაგალითად, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ან მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის /LDN/ მიღწევა). საძოვრებით სარგებლობის სპეციფიკური პირობები (რომელებიც მითითებული იქნება საიჯარო ხელშეკრულებებში, საერთო სარგებლობის ფორმით უვადო სარგებლობის შეთანხმებებში, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების წესდებებსა და რეგულაციებში) შესაძლოა იქნეს დამატებული ძირითად საბაზისო პირობებზე, რომლებიც უნდა განსაზღვრული უნდა იქნენ ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო ჩარჩოს) ფარგლებში. შესაბამისად, საძოვრის მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს ექნებათ საშუალება, ერთიან საბაზისო მოდელით განსაზღვრულ პირობებთან ერთად, დაადგინონ საძოვრით სარგებლობის სპეციფიკური პირობები მათი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ახალი კანონმდებლობით შეიძლება ასევე შემოღებული იქნეს შესასრულებლად არასავალდებულო (სარეკომენდაციო ხასიათის) ნორმები, რომლებიც მიმართული იქნება საძოვრებით მდგრადი სარგებლობის პრინციპებისა და მიდგომების კერძო საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე დანერგვის წახალისებასა და სტიმულირებაზე. საძოვრების შესახებ ახალი კანონმდებლობით განპირობებული ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობა (ახალი სამართლებრივი ჩარჩო) მომზადებული უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით - იმდენად, რამდენადაც, დასარეგულირებელი ნორმების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ის გამოწვევს ცვლილებათა შეტანის აუცილებლობას სულ მცირე შემდეგ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებში: საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ (2010) საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ (2019) 65 საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ (1996) საქართველოს ტყის კოდექსი (2020) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (2014) გარდა ამის, უნდა განხილული და გაანალიზებული იქნეს შემდეგი მოქმედი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მათში ცვლილებების შეტანის საჭიროების განსაზღვრის მიზნით: საქართველოს საგადასახადო კოდექსი (2010) საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ (2015) სურსათის/ცხოველის საკვების უსაფრთხოების, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის კოდექსი (2015) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (2018) საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ (2008) საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ (2007) საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემატური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (2016) საქართველოს კანონი „ ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა გაუმჯობესების შესახებ“ (2003) საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“ (1994) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ (1998) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (1984) და სხვა ახალი კანონმდებლობა საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობის (ახალი სამართლებრივი ჩარჩოს) საკვანძო ნორმები კონსოლიდირებული უნდა იქნეს საძოვრების მდგარდი მართვის სხვადასხვა ასპექტთან (მართვა, სარგებლობა, დაცვა/კონსერვაცია) დაკავშირებულ ერთ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტში - საქართველოს კანონში „საძოვრების შესახებ“, რომლის პროექტი უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს) შემდეგ სამართლებრივ ელემენტებს: წინაპირობების ჩამოყალიბება უნდა განისაზღვროს, თუ რომელი საძოვრები უნდა მოექცეს კანონის რეგულირების სფეროში; დებულებები საძოვრების იდენტიფიცირების, კატეგორიზაციის, კლასიფიკაციისა და ზონირების შესახებ; 66 უნდა განისაზღვროს საძოვრების განკარგვაზე, მართვის დაგეგმვაზე, მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოები (დამატებით, უნდა ჩამოყალიბდეს დებულებები ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისო სათათბირო ორგანოების - „საძოვრების მართვის კომისიების“ შექმნისა და მათი ამოცანების შესახებ). საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცესის ძირითადი ელემენტები და მითითებები საძოვრების ზონირების, ტრადიციულ მოსარგებლეთა იდენტიფიკაციის, საძოვრის სამეურნეო ერთეულების გამოყოფისა და საზღვრების დადგენის შესახებ გარდამავალი დებულებების ჩათვლით შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების თაობაზე.; სარგებლობის რეჟიმის განსაზღვრის საბაზისო კრიტერიუმები და გარდამავალი დებულებები შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების თაობაზე; საძოვრების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული უნიფიცირებული პროცედურების აღწერა; პირუტყვის გადასარეკი ტრასების სამართლებრივი სტატუსისა და მათ უშუალო მართვაზე პასუხისმგებელი ხელისფლების ცენტრალური ორგანოს განსაზღვრა. მოსარგებლეთა უფლებები და საძოვრის სარგებლობაში გადაცემა მოსარგებლისთვის საძოვრებზე ხელმისაწვდომობის (სარგებლობის) ფორმების/რეჟიმების განსაზღვრა. ხელმისაწვდომობის ღონისძიებები საძოვრებით სარგებლობის სხვადასხვა ფორმებისთვის/რეჟიმებისთვის: საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის შემთხვევაში (რადგან არ არსებობს ამგვარი მოწყობისთვის მოქმედი სამართლებრივი ნორმები, კანონმა უნდა შექმნას საფუძველი საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების, როგორც სპეციალური სტატუსის მქონე წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტის შექმნისათვის; განსაზღვროს წევრობის კრიტერიუმები; დაადგინოს საძოვრებით საერთო სარგებლობის უფლების მინიჭების შესაძლებლობა საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის. უნდა ჩამოყალიბდეს გარდამავალი დებულებები შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების თაობაზე (მაგალითად, სანიმუშო წესდება და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების შიდა წესები და სხვ.). საძოვრებზე იჯარის გაცემის კრიტერიუმები და პროცედურები. საქონლის ძოვების უფლების მესამე პირებისთვის გადაცემის მექანიზმები საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში. მოსარგებლეთა უფლებები და ვალდებულებები. და სხვ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ყველა ზემოთ აღნიშნული ელემენტის სამართლებრივი რეგულირება საბოლოო ჯამში მოითხოვს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებას, რომლებითაც 67 განისაზღვრება დეტალური ნორმები. კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით უნდა განისაზღვროს: სათათბირო ორგანოების - საძოვრების მართვის მუნიციპალური კომისიების მოდელური წესდება; ადგილობრივ დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვის პროცედურები, მათ შორის საძოვრების ზონირების, მოსარგებლეთა იდენტიფიცირების, საძოვრის სამეურნეო ერთეულების განსაზღვრისა და სარგებლობაში გადაცემის მარეგულირებელი დეტალური წესები; საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ტიპიური წესდება, შიდა წესები და ვეტერინარული რეგულაციები; საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცედურები, თუ კანონმდებლობით დადგინდება დაგეგმვის ფორმალური სისტემა; საიჯარო ხელშეკრულებების სანიმუშო (ტპიური) ფორმა, რომლიც უნდა მოიცავდეს იჯარის პირობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობებს განყოფილებებს. და სხვ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე, შესაძლოა განისაზღვროს პირუტყვის სულადობის საბაზისო ნორმების გამოთვლის მეთოდები, იჯარის ქირის გაანგარიშების წესი, საძოვრების მონიტორინგის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების ფორმები, ოქმები და სხვ. 68 6. საძოვრების მართვის ეკონომიკური და ფისკალური ასპექტები ფისკალური ინსტრუმენტების გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია საძოვრების ეფექტური მართვისა და საძოვრებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობისთვის. დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საძოვრებზე მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ხარჯები, პირუტყვის მფლობელების სტიმულირების ამაღლებით, რათა განახორციელონ თანაინვესტირება რესურსების მდგრად გამოყენებაში. 6.1. ზოგადი პრინციპები საძოვრების მდგრადი მართვა (მათ შორის საძოვრებით მდგრადი სარგებლობა) მიიჩნევა საზოგადოებრივ სიკეთედ, რადგან საზოგადოებას მიეწოდება მრავალი სახის მომსახურება სეკვესტრირებული ნახშირბადის, გაუმჯობესებული ჰიდროლოგიური რეჟიმის, ეროზიის შემცირების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის და სხვა გზებით. ეს ეკოსისტემური სერვისები წარმოადგენენ დამატებითი სარგებლის მომტანი ფაქტორები, რადგან ისინი მიეწოდება საზოგადოების უფრო ფართო სპექტრს - გამოყენებული საძოვარი მიწის მწარმოებლურობის ზრდიდან უშუალოდ პირუტყვის მფლობელების მიერ მიღებული ღირებულების პარალელურად. დღეის მდგომარეობით, საქართველოს შიდა ბაზრის საშუალებით ვერ ხდება იმ მოსარგებლეების წახალისება, რომლებიც საძოვრებს მართავენ მდგრადად, ან პირიქით, საძოვრის დეგრადაციის შემთხვევაში არ არსებობს ჯარიმების მექანიზმი. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ნაკლოვანების გამოსწორება. ეკონომიკური თეორიის ლოგიკის თანახმად, სასარგებლო აქტივობები, როგორიცაა, მიწის მდგრადი მართვა, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგის რეგენერაციას, უნდა წახალისდეს, მაგალითად, სუბსიდირების გზით. მეორეს მხრივ, ისეთი მავნე საქმიანობები, რომლებიც იწვევს მიწის დეგრადაციას, უნდა იყოს დესტიმულირებული, მაგ., დაბეგვრის გზით. ამრიგად, ფისკალური ინსტრუმენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას პოზიტიურ და უარყოფით გარე ფაქტორებზე ზემოქმედებისთვის. შესაბამისად, მოსაკრებლები და გადასახადები შეიძლება დაწესდეს არა მხოლოდ რესურსების ადმინისტრირების ხარჯების დასაფარად, არამედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი დივერსიფიცირებულად იქნეს გამოყენებული გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. 6.2. იჯარის ქირისა და ქონების გადასახადის ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრა საძოვრების მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება (ან მისი შემცირება) მნიშვნელოვნად შეამცირებს საძოვრებით სარგებლობის საერთო ხარჯებს, რაც დღეისათვის არის მაღალი და ხელს უშლის საძოვრის სრულყოფილ მართვასა და მოვლა-პატრონობას, როგორც ეს დასტურდება მთელი რიგი კვლევების შედეგებით. ქონების გასახადი და იჯარის ქირის საფასური საძოვრებზე, როგორც წესი, უფრო ნაკლებია, ვიდრე სახნავ მიწებზე - თუმცა, ამავე დროს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოსარგებლეები იჯარით იღებენ საძოვრებს, მაგრამ 69 იყენებენ მათ სახნავ მიწად. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არის საჭირო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიაზაცია და დაურეგისტრირებელი მიწების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შეღავათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებებთან მიმართებითაც, განსაკუთრებით მათი ფორმირების პირველ წლებში, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის საფუძველზე. ამჟამად საძოვრების სარგებლობის საფასური გადაიხდება იჯარის საფასურის სახით (საძოვრის იჯარით გაცემის შემთხვევაში). ხოლო საძოვრებით საერთო სარგებლობის სისტემის ფარგლებში სარგებლობის საფასური გადახდილი იქნება საერთო სარგებლობის საძოვრებით უვადო სარგებლობის საფასურის სახით - საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის საძოვრის საერთო სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში. საშუალო ან ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში საძოვრით უვადო სარგებლობის საფასური გახდება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების საწევრო შენატანების ნაწილი. საწევრო შენატანებმა ასევ უნდა დაფარონ მიწაზე ქონების გადასახადი და საძოვრით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები (ნახირის მწყემსვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა). საწევრო შენატანის ნომინალური ოდენობა ყოველწლიურად უნდა შეთანხმდეს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების საერთო კრებაზე. დამატებითი ხარჯები შესაძლოა ყოველწლიურად იყოს განსხვავებული იმ აქტივობებისა და ინვესტიციების მიხედვით, რომლის განხორციელებასაც დაგეგმავს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება. საბოლოო ჯამში, საძოვრით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (ქონების გადასახდი, უვადო სარგებლობის საფასური და სხვა ხარჯები) ჩვეულებრივ ასახვას პოულობს და იფარება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრთა საწევრო შენატანებით, რომლებიც გამოითვლება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს შორის პროპორციულად, თითოეული მათგანის საკუთრებაში არსებული პირუტყვის სულადობის მიხედვით. საერთო სარგებლობის საძოვრებით უვადო სარგებლობის საფასური და იჯარის საფასური უნდა განისაზღვროს კანონმდებლობით - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მათი საფასურის ოდენობა დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის საძოვრის ხარისხზე (პროდუქტიულობაზე), ხელმისაწვდომობაზე, ძოვების ხანგრძლივობაზე, საძოვარზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე და სხვ. მიზანშეწონილია, რომ საძოვრებით უვადო სარგებლობის საფასური იყოს უფრო მცირე, ვიდრე საიჯარო ქირის საფასური. დღეისათვის საძოვრებით არაფორმალური მოსარგებლეები არ იხდიან არანაირ გადასახადს საძოვრით სარგებლობისთვის. ამიტომ საჭიროა, გარკვეული წახალისება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების დაფუძნებისა და გაძლიერებისათვის. საძოვრით უვადო სარგებლობის უფლებისთვის დაბალი გადასახადი საძოვრით 70 მოსარგებლეთა გაერთიანებას საშუალებას მისცემს განახორციელონ ინვესტიციები საძოვრის მოვლა-პატრონობაში. განხილული უნდა იქნეს ასევე საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის საძოვრის სარგებლობაში გადაცემა უფასოდ (საძოვრით სარგებლობის უფლების საფასურის დაწესების გარეშე), რაც, თავის მხრივ, შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის საძოვრის სარგებლობაში გადაცემის საშუალებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, უზუფრუქტმა შეიძლება იარსებოს მისი მიმღები იურიდიული პირის (საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების) ლიკვიდაციამდე, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი. დაბეგვრის ობიექტი: ფართობი ან პირუტყვის სულადობა საძოვრით სარგებლობის გადასახადის განსაზღვრა ტერიტორიის ფართობის მიხედვით შეიძლება იყოს პრობლემური, რადგან მეცხოველეობის მწარმოებელმა შეიძლება იჯარით აიღოს საძოვრის მცირე ფართობი და შემდეგ გამოიყენოს გაცილებით დიდი ფართობის მიწა საძოვრად. ფართობის მიხედვით დაბეგვრა ხელს უშლის პირუტყვის გადაადგილებას (მრავალი საძოვრის იჯარით აღება) და როტაციულ სქემების დანერგვას. თუმცა ფართობის მიხედვით დაბეგვრა შესაძლებელია მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სათანადოდ დელიმიტერებული საზღვრებით, ასევე ბევრ დაბლობ რაიონში, სადაც საძოვრები შეიძლება უფრო ინტენსიურად იყოს გამოყენებული და შემოღობილი. პირუტყვის სულადობის მიხედვით დაბეგვრის შემთხვევაში, ჯამური გადასახადი ბევრად მეტად შეესაბამება მოსარგებლეების რეალურ ეკონომიკურ მოგებას და რესურსზე ზემოქმედებას. ამ მექანიზმის საშუალებით, გადასახადი პროპორციულად ნაწილდება საკუთრებაში არსებული პირუტყვის სულადობის მიხედვით, რამაც შესაძლოა აღმოფხვრას იჯარით და საერთო სარგებლობისთვის სხვადასხვა განაკვეთების შემოღების საჭიროება. აღნიშნული მიდგომის დანერგავს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირუტყვის იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის მიმდინარე პროგრამა. მწვანე ფისკალური პოლიტიკის გამოყენება დღეისათვის მწვანე ფისკალური პოლიტიკა არასაკმარისად არის გამოყენებული მიწათსარგებლობის მართვის სფეროში. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს მწვანე ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტურობას მიწის მდგრადი გამოყენების საქმეში. შედეგად, შეინიშნება მზარდი ინტერესი ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნეს როგორც მიწით მდგრადი სარგებლობა, ასევე ამგვარი სარგებლობით მიღებული შემოსავლების ზრდა. მწვანე ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება დადებითად იმოქმედონ საძოვრებით სარგებლობაზე საქართველოში და გამოანთავისუფლონ რესურსები საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის განხორციელებისა და ზოგადად მდგრადი განვითარებისთვის, მოიცავს: 71 ეკოლოგიურ ფისკალურ ტრანსფერებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც სტიმულირების მექანიზმი იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც მიწის რესურსები და მათ შორის საძოვრები უკეთ იმართება. მწვანე სუბსიდიების სისტემის დანერგვას სოფლის მეურნეობაში, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ ფერმერული მეურნეობების წასახალისებლად, რომლებიც უკეთეს გარემოსდაცვით შედეგებს აღწევენ. საგადასახადო შეღავათების მექანიზმს, რომელიც საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს საძოვრებით მოსარგებლე პირუტყვის იმ მფლობელების, რომლებიც დააკმაყოფილებენ აკმაყოფილებენ მდგრადობის მინიმალურ მოთხოვნილ სტანდარტებს (როგორიცაა მაგალითად საძოვრების როტაცია, ან პროდუქტიულობის ზრდა პირუტყვის სულადობის შემცირების პარალალურად /დატვირთვის ნორმების შემცირება/ და სხვ.). იჯარის ქირის დანიშნულება და გამოყენება სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის საიჯარო ქირა (იჯარის საფასური), ხოლო მომავალში საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის უვადო სარგებლობაში გადაცემული საძოვრების სარგებლობის საფასური შეიძლება წარიმართოს საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელ ამა თუ იმ ცენტრალურ ან მუნიციპალურ ორგანოს ბიუჯეტში. ეს ფინანსური რესურსი გამოყენებული შეიძლება იქნეს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. სახსრების გარკვეული ნაწილი შეიძლება დაუბრუნდეს საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებას მათ მიერ განსაზღვრული ინვესტიციების განხორციელებისათვის (მაგალითად, კონკურსების ორგანიზების გზით). საძოვრების ფისკალური პოლიტიკის შემუშავება საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში უნდა განხორციელდეს დამატებითი კვლევა და ეკონომიკური ანალიზი საძოვრებით სარგებლობისთვის სხვადასხვა სახის გადასხდელების (ქონების გადასახადი, საიჯარო ქირა და ა.შ.) ოპტიმალური ოდენობების განსაზღვრის მიზნით. ანალიზის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაზარზე არსებული ფასები, სხვა გარე ფაქტორები, ასევე დაცულ ტერიტორიებზე საძოვრის იჯარით გაცემის საფასურის დადგენის უკვე აპრობირებული მექანიზმი და სხვ. საბაზისო განაკვეთები შეიძლება დარეგულირდეს ეკონომიკური სტიმულირების (წახალისების) მექანიზმის შესაქმნელად, რაც კავშირში იქნება საძოვრებით მდგარდი სარგებლობისა და მათი მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელებასთან. ეკონომიკური ანალიზით ასევე გამოვლინდება დაბეგვრის ობიექტის (საძოვრის ფართობი თუ პირუტყვის სულადობა) განსაზღვრის შედეგები. ეკონომიკური კვლევით ასევე უნდა შეფასდეს მწვანე ფისკალური პოლიტიკის გამოყენების პოტენციალი. 72 7. საძოვრების მდგრადი მართვის სისტემა საძოვრების მართვაში მდგრადობის ჩამოყალიბების მექანიზმები მოიცავს სარგებლობის ნორმებისა და წესების დადგენას, საძოვრების შეფასების და მონიტორინგის სისტემებს, დაგეგმვას და მიწის ნეიტრალური ბალანსის (LDN) მიღწევის მიზნების შემუშავების და განხორციელების საკითხებს. საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დონეები/კომპონენტები საძოვრების მდგრადი მართვის სისტემას აქვს რამდენიმე დონე ან კომპონენტი. ესენია: (i) საძოვრებით სარგებლობის წესების დადგენა; (ii) საძოვრებით სარგებლობის წესების აღსრულება და (iii) ძოვების, მცენარეული საფარისა და ნიადაგის ფაქტობრივი მდგომარეობის მონიტორინგი. დონე 1. ძოვების წესებისა და ნორმების დადგენა მოიჯარეებისა და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებისთვის. აღნიშნული დონე შეიძლება მოიცავდეს საძოვრის ტევადობის, ძოვების წესების (გადარეკვის თარიღები და როტაციის სქემები), განაყოფიერების, ვეტერინარული წესების დაცვას და სხვა პირობებს, რომლებიც განისაზღვრება საძოვრის მფლობელი მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ. ასეთი წესები შეიძლება ჩაითვალოს საძოვრებით სარგებლობის გეგმის ელემენტებად, თუმცა, ეს დოკუმენტი შეიძლება არც იყოს ზუსტი. საძოვრით სარგებლობის ზოგადი წესები უნდა განისაზღვროს ეროვნულ დონეზე, ხოლო სპეციფიური დეტალები შემუშავდება და დაემატება ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელი სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოს მიერ - საძოვრების მართვის კომისიებთან ან უშუალოდ მოსარგებლეებთან კოსულტაციების საფუძველზე. შესაბამისად, შესაძლოა დაცული ტერიტორიების საგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ან მუნიციპალიტეტების მიერ მართულ საძოვრებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ძოვების წესები და ნორმები ექნეს. ამიტომ, აღნიშნული სააგენტოები და მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელი იქნებიან შეიმუშაონ ძოვების დამატებითი სპეციფიკური პირობები მათ მართვას დაქვემდებარებული საძოვრებისთვის. აღნიშნული პირობები შემდგომში უნდა აისახოს იჯარის ხელშეკრულებეებსა და საერთო სარგებლობის საძოვრების სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებებში. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებმა, საჭიროებისამებრ, შეიძლება განსაზღვრონ დამატებითი პირობები მათ სარგებლობაში გადაცემულ საძოვრებთან მიმართებაში. დონე 2. წესებისა და ნორმების დაცვის (ან წახალისების/სტიმულირების) მონიტორინგი და აღსრულება. ეს დონე მოიცევს სანქციების სისტემას წესების დარღვევისთვის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჯარიმას ან საძოვრით სარგებლობის აკრძალვას. დონე 3. რესურსების შეფასება და შედეგების მონიტორინგი - პირუტყვის, საძოვრებისა და ნიადაგების მდგომარეობასთან მიმართებით. ამ დონეზე შესაძლოა მონაცემების 73 მიღება მოხდეს მცენარეულ საფარსა და პირუტყვის მდგომარეობაზე ვიზუალური დაკვირვებით და/ან მცენარეული საფარისა და ნიადაგების უფრო დეტალური, მეცნიერულად დასაბუთებული შეფასებით. ეს დონე მოიცავს მცენარეული საფარის შეფასებას სტანდარტული ინდიკატორებით, მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და მათი მიღწევის პროგრესის შეფასებას. საძოვრებით საერთო სარგებლობაზე დაფუძნებული სისტემის დანერგვის შემთხვევაში, პირველი ორი ფაზა და, გარკვეულწილად, მესამე ფაზაც კონცეპტუალურად შეიძლება განხორციელდეს თავად საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების მიერ, რადგან ისინი ფუნდამენტურად აკონტროლებენ თითოეული წევრის საკუთრებაში არსებული პირუტყვის სულადობას და, შესაბამისად, ამ წევრის წვლილს საძოვრის მდგრად მართვაში. პირველი და მეორე დონეები: წესების დადგენა და აღსრულება გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ძოვების უზრუნველსაყოფად არსებობს სხვადასხვა გზა. ზოგიერთი ქვეყანა ადგენს საძოვრის სტანდარტულ ტევადობას (დატვირთვის ნორმას/სარგებლობის ინტენსივობის ნორმას) ან ძოვების პერიოდებს მცენარეული საფარის კონკრეტული ტიპებისთვის, ზოგი კი თითოეული საძოვრის სამეურნეო ერთეულისთვის განსაზღვრავს იგივე მაჩვენებლებს. თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს ამ მაჩვენებლების ადაპატირება გვალვიან წლებში ან კლიმატის ცვლილებასთან. ძოვების წესები შეიძლება მოიცავდეს განაყოფიერების ან როტაციული სქემის დანერგვის მოთხოვნას. მოსარგებლეთა მიერ გამტარუნარიანობის (დატვირთვის ნორმის/სარგებლობის ინტენსივობის) ნორმის დადგენა და აღსრულება საძოვრებით საერთო სარგებლობის ხანგრძლივვადიანი სისტემები ტრადიციულად ადგენდნენ ძოვების საკუთარ წესებს, როგორიცაა, პირუტყვის სეზონური გადარეკვის თარიღები და საძოვრების მაქსიმალური ტევადობა. ეს წესები განისაზღვრება ადრინდელი გამოცდილებისა და პირუტყვისა და მცენარეული საფარის მდგომარეობაზე ხანგრძლივვადიანი დაკვირვების საფუძველზე. მცენარეული საფარის შეფასების თანამედოვე მეთოდები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ძოვების უფრო ზუსტი ან განახლებული ნორმების დასადგენად. თუ საძოვარი იმართება საძოვრებით საერთო სარგებლობის მართვის რეჟიმით, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება (რომლის წევრობაც შეზღუდულია გარკვეული კრიტერიუმებით) აფასებს საძოვრის რესურსის მდგომარეობას და განსაზღვრავს მის ოპტიმალურ ტევადობას, რაც ქმნის საძოვრის მდგრადი მართვის საფუძველს. საძოვარზე არ დაიშვება მის ტევადობაზე მეტი პირუტყვის გაშვება, რისი აღსრულებასაც თავად საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანება უზრუნველყოფს. ამგვარი მიდგომა ეკონომიკურად უფრო ეფექტურია, ვიდრე გარე მონიტორინგი, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებები ინსტიტუციურად სუსტია ან თავად ფლობენ თავიანთი საძოვრის სამეურნეო ერთეულისთვის ზედმეტი 74 პირუტყვის რაოდენობას, მაშინ ზედამხედველობა უნდა განახორციელოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა ორგანომ. ნორმის დადგენა და აღსრულება მფლობელის ან პასუხისმგებელი ორგანოს მიერ საძოვრების ნორმები და წესები შეიძლება განსაზღვროს მის მართვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანომ ან მუნიციპალიტეტმა, რაც აისახება საძოვრის იჯარის ან საერთო სარგებლობის საძოვრებით უვადო სარგებლობის უფლების მინიჭების ხელშეკრულებაში. საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების მიერ ეს ნორმები და წესები გამოყენებული იქნება საძოვრის მართვის დაგეგმვისათვის, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს საძოვრის მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ზედამხედველობით. საძოვრის საიჯარო ხელშეკრულებები დღეისათვის ზოგადია და არ მოიცავს სპეციფიკურ პირობებს, გარდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დადებული ხელშეკრულებებისა, სადაც მითითებულია პირუტყვის მაქსიმალური ოდენობა და როტაციული სქემების გამოყენების ვალდებულება. დაცული ტერიტორიების საგენტომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყონ იჯარისა და საძოვრით სარგებლობის უფლების მინიჭების სანიმუშო ხელშეკრულებების შემუშავება, რომელიც მოიცავს საძოვრით მდგრადი სარგებლობის პირობებს და რომელზეც შესაძლებელი იქნება სპეციფიკური პირობების დამატება ყოველ კონკრეტულ საძოვრის სამეურნეო ერთეულთან მიმართებით. აღნიშნული სანიმუშო ხელშეკრულებები გამოყენებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტების მიერ მათ საკუთრებაში არსებული საძოვრის იჯარით გაცემის ან სარგებლობის უფლების მინიჭების პროცესში. ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით, პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამსახურები. საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვის გეგმები კანონმდებლობით უნდა იქნეს მოთხოვნილი საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვის გეგმების შემუშავება. საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვის გეგმა განსხვავდება უფრო ზოგადი კონტექსტის მქონე საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმისაგან, რომელიც უნდა შემუშავდეს ყოველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული აეღტეულისთვის (მუნიციპალიტეტისთვის) და მოიცავდეს საძოვრების კლასიფიკაციას, ზონირებას და სარგებლობის რეჟიმების დადგენას. საძოვრების სამეურნეო ერთეულის მართვის გეგმა შეიძლება მოიცავდეს საძოვრის მცენარეული საფარის სრულ ბოტანიკურ აღწერას და პროდუქტიულობის შეფასებას (ბიომასის განსაზღვრას), ძოვების სექტორების დეტალურ აღწერას, ნახირის/ფარის განაწილებას საძოვარზე (თუ საძოვარზე რამდენიმე ნახირი/ფარა ძოვს), წლიურ და მოკლევადიან როტაციის სქემებს, წყლის მიწოდებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. 75 საძოვრის მართვის გეგმის შემუშავება არ უნდა იყოს სავალდებულო, ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერებისა და ხარჯების თავიდან ასაცილებლად. სავარაუდოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებს, მოიჯარეებს, პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს არ ექნებათ საკმარისი შესაძლებლობა საძოვრის სამეურნეო ერთეულის მართვის გეგმების შესამუშავებლად. შესაბამისად, საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის საწყის ეტაპზე მოთხოვნილი უნდა იქნეს მხოლოდ საძოვრის მართვის მარტივი წესების შემუშავება და განხორციელება, ხოლოს საძოვრის სამეურნეო ერთეულის მართვის დეტალური გეგმების შემუშავების ვალდებულება გაჩნდება მოგვიანებით, მათი შემუშავებისა და შეფასებისათვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის კვალობაზე. მცენარეული საფარის შეფასება და საძოვრების ტევადობა საძოვრების რესურსის მონიტორინგი შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც ძოვების ნორმების (ტევადობა) დადგენისთვის, ასევე ცვლილებებისა და მართვის შედეგების შესაფასებლად. საძოვრის ტევადობის განსაზღვრა საჭიროა საძოვრის სამეურნეო ერთეულებზე დასაშვები პირუტყვის ოდენობის ზედა ზღვარის დასადგენად. ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული საძოვრისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაადგინა ტევადობის ნორმები მცენარეული საფარის და საკვები რესურსების დეტალური შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ასახა ისინი მოსარგეებლებთან დადებულ იჯარის სახელშეკულებო პირობებში. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობით დგინდება სტანდარტიზებული ნორმები ან ტევადობის გამოთვლის სტანდარტიზებული მეთოდოლოგიები. თუმცა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ტევადობის მკაცრი ნორმების, როგორც მართვის ინსტრუმენტის, გამოყენებასთან დაკავშირებით: მშრალ (მცირე ნალექიან) რეგიონებში, როგორც ნალექის ცვალებადობა, ასევე საძოვრების პროდუქტიულობა ძალზე ცვალებადია და მოსარგებლეებისათვის უფრო გონივრულია, მოახდინონ არა მხოლოდ სულადობის ნორმის დაცვა (რომელიც მაღალი იქნება ზოგიერთ წლებში და ძალიან დაბალი - სხვა წლებში), არამედ ძოვების ზემოქმედების (საძოვრების გადატვირთვის) ადაპტაცია ცვალებად პირობებთან. ტევადობის დადგენსათან დაკავშირებულ გაზომვებს გააჩნიათ ცდომილების უზარმაზარი ზღვარი, რის გამოც, ერთი და იგივე საძოვრის სხვასახვა შეფასება შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს. საბოლოოდ ჯამში მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს მცენარეული საფარისა და პროდუქტიულობის დეტალური შეფასება თითოეული საძოვრის სამეურნეო ერთეულისთვის და ეს შესაძლოა იყოს გონივრული გრძელვადიანი მიზანი. გასათვალისწინებელია, რომ 76 მცენარეული საფარის ძალზე დეტალური შეფასებების ჩატარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი მოიცავს ბიომასის შეგროვებას, საკვებად ვარგისი ნაწილის გამოყოფას და ამ ფრაქციის საკვები ღირებულების გაზომვას წლის სხვადასხვა სეზონზე. მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, პრაგმატული იყოს საძოვრის სამეურნეო ერთეულების სარგებლობის სახელმძღვანელო მითითებების დადგენა, უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების, წარსულში გამოყენებული ნორმებისა და ადგილობრივი ცოდნის გათვალისწინების საფუძველზე, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბუნებრივ-კლიმატური პირობების ცვალბადობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საძოვრების მცენარეულობის კლასიფიკაცია და მცენარეული საფარის სტანდარტული ტიპების დადგენა. მცენარეული საფარის შეფასება და ხანგრძლივვადიანი მონიტორინგი მცენარეული საფარის შეფასება საჭირო იქნება გრძელვადიანი მონიტორინგისთვის, ძოვების შედეგების გასაზომად, სხვადასხვა ადგილას პირუტყვის სულადობის ნორმების სტანდარტიზებისთვის და მიწის დეგრადაციის შესაფასებლად. თუმცა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება დეტალური შეფასებების ჩატარება რეგულარულად მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიზანშეწონილია, რომ მცენარეული საფარის შეფასება პრიორიტეტულად განხორციელდეს დაცულ ტერიტორიებზე. დღეისათვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ აპრობირებულია რამდენიმე მეთოდი, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება გამოყენებული იქნეს დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ მდებარე საძოვრებზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ. საძოვრებზე მცენარეული საფარის შეფასების არსებული მეთოდების ათვისებისათვის საჭიროა შესაბამისი პერსონალის ტრენინგი. ერთ-ერთი შესაძლებლობაა, დაცული ტერიტორიების სააგენტოში სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საძოვრების შეფასებასა და მონიტორინგზე. აღნიშნული საკითხები ასევე გასათვალისწინებელია მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული საგენტოს მიერ, რადგან აღნიშნულ სააგენტოს მოუხდება მსგავსი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფის შექმნა. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში წარმატებით გამოიცადა საძოვრების მცენარეული საფარის შეფასებისა და გაზომვების „სწრაფი და მარტივი“ მეთოდები, როგორიცაა, ფოტო მონიტორინგი, ტრანსექტები და სატელეფონო აპლიკაციები. საძოვრების მდგარიდ მართვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება საძოვრების მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მონიტორინგის ეროვნული ჩარჩოს შერჩევა - საძოვრებით მოსარგებლეებზე ორიენტირებული მეთოდების შესაძლო გამოყენებით. 77 8. საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის პრინციპები საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს - გარემოსდაცვით მდგრადობას და სოციალურ სამართლიანობას. საძოვრებით სარგებლობის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს ამ რესურსით გრძელვადიან მდგრად სარგებლობას და მის შენარჩუნებას, მაგრამ ამასთანავე უნდა უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება და მეცხოველეობის სექტორის ყველა ტიპის მწარმოებლის ეკონომიკური სარგებელი. ეს ყოვლისმომცველი პრინციპებია: საძოვრების გამოყოფა უშუალო მოსარგებლეებისათვის და საძოვრებით სარგებლობის (მიწათსარგებლობის) რეჟიმის იდენტიფიცირება საძოვრების მართვის მდგრადობის განმსაზღვრელი უპირველესი ფაქტორია. აღნიშნული პრინციპი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება საძოვრით სარგებლობა ლანდშაფტის ან ეკოსისტემის მასშტაბით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილური სისტემების კონტექსტში, სადაც საძოვრებით მოსარგებლეებს სჭირდებათ წვდომა სხვადასხვა საძოვრებზე, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდებარეობს და, რომლებიც საჭიროებენ მოქნილობას მოსარგებლეთა რაოდენობის ცვალებადობის მიხედვითა და კლიმატის ცვლილების კონტექსტში. სძოვრებით სარგებლობისა და მართვის მექანიზმები განსხვავდება სხვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობისა და მართვის მექანიზმებისგან და, შესაბამისად, ისინი უნდა მოწესრიგდეს საძოვრების შესახებ სპეციალური კანონმდებლობით. საძოვრებით მოსარგებლეთა ჯგუფებს, რომელებიც საძოვრებს იყენებენ არაფორმალურად - საერთო სარგებლობის ტრადიციული ფორმით, უნდა შეეძლოთ საძოვრებზე ხელმისაწვდომობის ფორმალიზება (ლეგალიზება) იჯარის ან საერთო სარგებლობის საძოვრებით სარგებლობაზე შეთანხმებების გაფორმების საშუალებით. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაიცვას თუ არა ტრადიციული მოსარგებლეების ინტერესები საძოვრებით საერთო სარგებლობის მართვის რეჟიმის დანერგვის მეშვეობით და შესაბამისად, საძოვრებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებისას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს დე ფაქტო მოსარგებლეებს და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს სხვა განმცხადებლებთან მიმართებით. საძოვრების მართვაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპები. ხელმისაწვდომი საძოვრები შესაძლოა ეფექტურად იქნეს ათვისებული საბაზრო მექანიზმების გამოყენებით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ტრანზაქციის/საოპერაციო ხარჯებს და უზრუნველყოფს საძოვრების მართვის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას. საძოვრებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება უნდა განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე - პასუხისმგებელი უწყებების და 78 ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით. ეს უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე არსებული ინფორმაციისა და ცოდნის ეფექტურ გამოყენებას და საძოვრების განაწილების მექანიზმების ფაქტობრივი სარგებლობის სქემებთან ადაპტაციას. საძოვრების მდგრადი მართვის სისტემა უნდა ასახავდეს საძოვრებით ფაქტობრივი სარგებლობის სურათს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ თუ საძოვრებით სარგებლობა წარმოებს საერთო სარგებლობის ტრადიციული ფორმით და შესაბამისად, სასოფლო დასახლებული პუნქტების (სოფლების) მოსახლეობა ნახირს აძოვებს კოლექტიურად, საძოვრებით სარგებლობის ფორმალურმა სისტემამ უნდა გაითვალისწინოს სარგებლობის ამგვარი ფორმა. ხოლო, თუ საძოვრების გამოყენება ხდება ცალკეული მოსარგებლეების მიერ, მაშინ უპირატესობა შეიძლება მიეცეს ამგვარ სარგებლობაზე მორგებული მექანიზმების დანერგვას (მაგალითად იჯარას). 79 9. საძოვრების მდგრადი მართვის პრიორიტეტები საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვისათვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები და მათი შემადგენელი ნაწილები შეიძლება დაჯგუფებული იქნეს ქვემოთ მოყვანილი სახით: 1. საქართველოში არსებული საძოვრების ფართობისა და ტიპების დადგენა, შესაბამისი რუკების შედგენა და რეგისტრაცია (i) საძოვრებისა და სათიბების იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია ეროვნულ დონეზე (ყველა შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის საძოვრის ან სათიბი მიწის კატეგორიის მინიჭება), და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ასახვა - შესაბამისი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გზით. იდენტიფიცირებამ და კატეგორიზაციამ უნდა მოიცვას როგორც არარეგისტრირებული, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული და შესაბამისად უკვე რეგისტრირებული მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არიან როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები - მიწის კონკრეტული კატეგორიის (საძოვარი, სათიბი, სახნავი და ა.შ.) მითითების გარეშე. (ii) საძოვრების კლასიფიკაციისთვის საჭირო საძოვრების/მდელოების მცენარეული საფარის დამახასიათებული ტიპების სტანდარტული აღწერილობების შემუშავება. (iii) საძოვრის/მდელოს მცენარეული საფარის სტანდარტული აღწერილობის გამოყენებით საძოვრების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია და შესაბამისი რუკების შედგენა. (iv) საძოვრების ზონირება სოფლის საძოვრებად, ზამთრის საძოვრებად და ახლო და შორეული ზაფხულის საძოვრებად და ზონირების შესაბამისი რუკების შედგენა. (v) საძოვრების დეგარდაციის მდგომარეობისა და ტენდეციის შეფასება მუნიციპალურ დონეზე SDG 15.3.1 მიზნის ქვე-ინდიკატორების (მიწის საფარი, მიწის პროდუქტიულობ და ნიადაგის ორგანული ნახშირბადი) მიხედვით. 2. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთვის საჭირო დამატებითი კვლევებისა და ანალიზის ჩატარება საძოვრების მართვისა და სარგებლობის ახალი მექანიზმის დეტალური დამუშავება მოითხოვს დამატებით კვლევებს, განხილვებსა და ანალიზს რიგი ციფრობრივი ნორმების ოპტიმალური პარამეტრების დასადგენად, ასევე სხვადასხვა მექანიზმების ტესტირებას საპილოტე პროექტების მეშვეობით, რაც მოიცავს: (i) საძოვრებით სარგებლობისთვის სხვადასხვა სახის გადასახდელების (საიჯარო ქირა, ქონებაზე გადასახადი და სხვ.) ოპტიმალური ოდენობების გაანგარიშება და დასაბუთება შესაბამისი დამატებითი კვლევებისა და ანალიზის ჩატარების გზით 80 საძოვრების ტიპისა და ხარისხის, ბაზრებზე არსებული ფასების, გადახდის მოდალობისა და მწვანე ფისკალური პოლიტიკის ასპექტების გათვალისწინებით. (ii) საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის ძირითადი ასპექტების მექანიზმების პილოტირება: საძოვრების ზონირება, მოსარგებლეთა იდენტიფიკაცია და საძოვრების სამეურნეო ერთეულების გამოყოფა. (iii) საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემის რეჟიმის გამოყენებისა და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრობის კრიტერიუმების შემუშავება და ტესტირება. ასევე, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების სამართლებრივი ფორმისა და ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება-ტესტირება მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველსაყოფად. (iv) იჯარის მექანიზმით საძოვრების გადანაწილების კრიტერიუმების შემუშავება, მათ შორის: ზოგ შემთხვევაში - უპირატესობის უზრუნველმყოფი უფლებების, ხოლო საჯარო ინტერესის შემთხვევაში - არსებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების კრიტერიუმების შემუშავება. აღნიშნული ანალიზი ასევე უნდა მოიცავდეს პოტენციური მექანიზმების შეფასებას, რომელებიც საიჯარო უფლებების სესხისა სხვა ქონებრივ ვალდებულებათა უზრუნველყოფის სახით გამოყენების საშუალებას იძლევა. 3. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება (i) ახალი კანონმდებლობის შემუშავება, რომლითაც უნდა შეიქმნას საფუძველი საძოვრების მდგრადი მართვის უნიფიცირებული მიდგომების დანერგვისათვის ყველა სახეობის საძოვარზე (მიუხედავად საკუთრების, სარგებლობის და/ან უწყებრივი დაქვემდებარების ფორმისა), ასევე საძოვრების ზონირების შესატყვისი სარგებლობის რეჟიმების შემოღებისათვის და ინსტიტუციური მექანიზმებისათვის ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საძოვრების მართვისათვის. (ii) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, საძოვრების მართვის ახალის სისტემის, ნორმების, წესებისა და პროცედურების დეტალური შინაარსის განსაზღვრის მიზნით, მათ შორის საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვისა და საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნისათვის, რაც მოიცავს შემდეგს: საძოვრების მართვის მუნიციპალური კომისიების შექმნის პროცედურა და აღნიშნული კომისიების ტიპური დებულება; საძოვრით სარგებლობის დაგეგმვის პროცედურები მუნიციპალურ დონეზე, საძოვრების ზონირების წესები, მოსარგებლეთა იდენტიფიკაციის კრიტერიუმები, საძოვრების სამეურნეო 81 ერთეულების იდენტიფიკაციისა და რუკების შედგენის წესები და საძოვრებით სარგებლობის რეჟიმის განსაზღვრის წესები; საძოვრით სარგებლობის ტრადიციული უფლების შეფასება და საძოვროთ მოსარგებლეთა გაერთიანების ჩამოყალიბების პროცედურები. საძოვრის მესაკუთრე ან მის მართვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტსა და საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებას შორის საძოვრით სარგებლობის უფლების ტიპური ხელშეკრულების ფორმის შემუშავება (ასევე, საძოვრით სარგებლობის ტიპური ბილეთის ფორმის შემუშავება); საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების ტიპური წესდების, შინაგანაწესის, საოპერაციო სახელმძღვანელოსა და ვეტერინარული რეგულაციების შემუშავება. საძოვრით სარგებლობის ტიპური საიჯარო ხელშეკრულების ფორმის (ნიმუშის) შემუშავება. საძოვრის იჯარით გაცემის დეტალური პროცედურის შემუშავება (განაცხადის საფუძველზე და აუქციონის გზით). (iii) ახალი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე საძოვრების მართვის სტრატეგიისა და დეტალური სამოქმედო გეგმის, როგორც საძოვრების მართვის პოლიტიკის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტის, შემუშავება. 4. დეტალური მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და პროცედურული წესების შემუშავება (i) მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის სახელმძღვანელოს შემუშავება, საძოვრების სამეურნეო ერთეულების იდენტიფიკაციისა და ფაქტიურ მოსარგებლეთა ტრადიციული გარემოებებით განპირობებული მოთხოვნის უფლებების (პრეტენზიების) შეფასების კრიტერიუმების ჩათვლით. (ii) საძოვრების შეფასებისა და მონიტორინგის ეროვნული ჩარჩოს შემუშავება. ასევე, მონიტორინგის სხვადასხვა დონეზე გამოსაყენებელი მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და პასუხისმგებლობებების განსაზღვრა. (iii) საძოვრის სამეურნეო ერთეულის მართვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს შემუშავება მოსარგებლეთათვის. 5. საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცესის უზრუნველყოფა ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე 82 საძოვრების მართვის ახალი სისტემის დანერგვის პირველი ეტაპს წარმოადგენს ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე საძოვრების მართვის დაგეგმვა, რომელმაც უნდა მოიცვას შემდეგ: (i) საძოვრების ზონირება სოფლის საძოვრებად, ზამთრის საძოვრებად და ახლო და შორეულ ზაფხულის საძოვრებად. (ii) მუნიციპალიტეტებში საძოვრების ფაქტიურ მოსარგებლეთა იდენტიფიკაცია და საძოვრით სარგებლობაზე ტრადიციული გარემოებებით განპირობებული უფლების/მოთხოვნის შეფასება მოსარგებლეთა გაერთიანების ჩამოყალიბებისა და მასში გაწევრიანების კონტექსტში; (iii) საძოვრების სამეურნეო ერთეულების გამიჯვნა (დელიმინაცია) საძოვრების კლასისა და მცენარეული საფარის, ბუნებრივი საზღვრებისა და მოსარგებლეთა ერთგვაროვანი ჯგუფების მიხედვით. (iv) საძოვრების სამეურნეო ერთეულებზე საძოვრების ტიპისა და არსებული მდგომარების შეფასება, ტევადობის განსაზღვრა და, საჭიროების შემთხვევაში, იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ძოვება არ უნდა იქნეს დაშვებული. დაცული ტერიტორიების და ტყის მიწების ფარგლებში არსებული საძოვრებისთვის დამატებითი კონსერვაციული ღონისძიებების განსაზღვრა. (v) საძოვრის სამეურნეო ერთეულისთვის სარგებლობის ფორმის განსაზღვრა (იჯარა ან საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურსის მართვის სისტემა). (vi) საძოვრის სამეურნეო ერთეულის დონეზე დაგეგმარებისთვის საჭირო შემდეგი ინტერაქტიული რუკების მომზადება: საძოვრების სამეურნეო ერთეულების საზღვრები, მიწის კატეგორია, საძოვრების კლასი და ზონა, მოსარგებლეები და სხვა. 6. საძოვრების განაწილება მოსარგებლეებისათვის (i) სასოფლო დასახლებათა (სოფლების) დონეზე საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების შექმნა. (ii) საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებისათვის სოფლის საძოვრების, ახლომდებარე საზაფხულო საძოვრებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, შორეული ზაფხულის საძოვრების გადაცემა სარგებლობაში საერთო სარგებლობის რეჟიმით (საერთო სარგებლობაში არსებული ბუნებრივი რესურესების მართვის სისტემა) საძოვრების უვადო სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებების საფუძველზე; (iii) საძოვრის სამეურნეო ერთეულებზე, რომლებიც უნდა გაიცეს იჯარით, განაცხადების მიღება ან აუქციონის გამოცხადება; (iv) საძოვრით სარგებლობის საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება. 83 7. საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საძოვრებით მოსარგებლეთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით (i) საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების დაფუძნების, რეგისტრაციისა და ფინანსური მართვისათვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; (ii) საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებისთვის და მოიჯარეებისათვის მხარდაჭერა საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვასა და დაგეგმვაში. 8. მონიტორინგი და შეფასება (i) საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების მიერ ზედამხედველობის (თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის) განხორციელება დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულებაზე; (ii) ძოვების წლიური გეგმების შედგენა და გეგმების მიხედვით ძოვების პროცესის მართვა, ასევე ინვესტიციების მოზიდივის დაგეგმარება საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებებისა და მოიჯარეების მიერ; (iii) პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ საძოვრით სარგებლობის იჯარის ან საძოვრით უვადო სარგებლობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მონიტორინგის/კონტროლის განხორციელება; (iv) საძოვრების მდგომარეობაზე (პროდუქტიულობა, ბალახოვანი საფარის შემადგენლობა და სხვ.) გრძელვადიანი დაკვირვების/მონიტორინგის წარმოება. 84 10. განხორციელების ეტაპები ფაზა I . საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის მიღება 1. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება პოლიტიკის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (SEA) მომზადებული იქნება კონცეფციის ფორმალურ დამტკიცებამდე, საქართველოს კანონმდებლობით (2017 წლის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი) სტრატეგიული დოკუმენტებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. SEA-ს პროცესი მოიცავს სკოპინგს, SEA-ს ანგარიშის მომზადებასა და განხილვას და საჯარო კონსულტაციებს. აღნიშნული გათვალისწინებული იქნება წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტისა და მისგან გამომდინარე გადაწყვეტილებების სტრატეგიული შეფასებისას, რომელიც მიეწოდება საზოგადოებას და დაინტერესებულ უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს. SEA-ს მიზნები იქნება: ა) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება; ბ) პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებასა და მიღება/დამტკიცებაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; გ) პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გარემოსდაცვითი და ადამიანის ჯანმრთელობის ასპექტების გათვალისწინება; და დ) საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება. 2. პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცება საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ვერსია განხილული იქნება დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე. პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ვალიდაცია განხორციელდება საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკოორდინაციო ჯგუფის მიერ (შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის ბრძანებით #2-828). აღნიშნულის შემდგომ, საძოვერბის მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას კანონმდებლობის შესაბამისად. ფაზა II. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება 3. ახალი კანონმდებლობის მომზადებისთვის საჭირო დამატებითი კვლევები და ანალიზი 85 საძოვრით სარგებლობისთვის გადასახადების დადგენის მექანიზმის შეფასება და ანალიზი (საძოვრებით სარგებლობისთვის სხვადასხვა სახის გადასახდელების /საიჯარო ქირა, ქონებაზე გადასახადი და სხვ./ ოპტიმალური ოდენობების გაანგარიშება და დასაბუთება შესაბამისი დამატებითი კვლევებისა და ანალიზის ჩატარების გზით - საძოვრების ტიპისა და ხარისხის, ბაზრებზე არსებული ფასების, გადახდის მოდალობისა და მწვანე ფისკალური პოლიტიკის ასპექტების გათვალისწინებით); საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბების ღონისძიებების შემუშავება, სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა და შესაძლებლობების გაძლიერება; იჯარის გზით საძოვრების განაწილების ახალი მექანიზმების განსაზღვრა, რაც უნდა წარიმართოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ მხარეებთან და საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკოორდინაციო ჯგუფთან თანამშრომლობით. ეს პროცესი მოიცავს საძოვრების მართვის საპილოტე პროექტების განხორციელებას (სხვადასხვა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ტესტრირების მიზნით), დეტალურ კონსულტაციებს ექსპერტებთან და იურისტებთან სხვადასხვა სახის გადასახდელების ეკონომიკურად მიზანშეწონლი ოპტიმალური ოდენობების დადგენის მიზნით, ასევე განხილული უნდა იქნეს საძოვრებით სარგებლობის გადასახადების განსაზღვრის მეთოდები სხვა ქვეყნებში და ა.შ. 4. ახალი კანონმდებლობის შემუშავება და მიღება მიღებული პოლიტიკის დოკუმენტის (კონცეფციის) საფუძველზე შემუშავებული საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო პაკეტის) სამუშაო ვერსიის მომზადების შემდეგ განხორციელდება საკანონმდებლო პაკეტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რაც იქნება საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად შემუშავებული სხვადასხვა ვარიანტის (სცენარის) შესაფასებელი ინსტრუმენტი. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც შედგენილია ახალი მარგულირებელი ნორმები და საჭიროა, შეფასდეს მათი პოტენციური გავლენა დაინტერესებულ მხარეებზე. RIA-ს მიზანია კანონმდებლობის შემუშავების პროცედურების გაუმჯობესება სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, როგორიცაა: გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ანგარიშვალდებულება. RIA-ს აქცენტი დამოკიდებულია კანონშემოქმედებითი პროცესის სტადიაზე და მიმართულია მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე - რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და ლეგიტიმურობის გაზრდის გზით. საქართველოში ამჟამად სწორედ RIA გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესების მხარდასაჭერად. საძოვრების შესახებ ახალი კანონმდებლობის RIA-ს მიზანი იქნება კანონპროექტის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება, ხარჯ სარგებლიანობის ანალიზის ჩატარების გზით, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის პარალელურად. ასევე, შესაძლებელი იქნება ე.წ “RIA+” მეთოდოლოგიის გამოყენებაც, რომელიც ითვალისწინებს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის პრინციპებს და შემოთავაზებული რეგულაციის გავლენას შესაბამისი მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაზე. RIA-ს მიზანს წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ანგარიშვალდებული პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანა. 86 საქართველოს პარლამენტში ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო პაკეტის) წარდგენამდე მოხდება აღნიშნული ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო პაკეტის) პროექტის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და განხილვა - RIA-ს საზოგადოებრივი წარდგენისა და განხილვა ჩათვლით. ფაზა III. სრულმასშტაბიანი განხორციელებისათვის საჭირო წინასწარი ნაბიჯები საძოვრების შესახებ მიღებული ახალი კანონმდებლობის ეტაპობრივი და სრულმასშტაბიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების17 არსებულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში18 ინტეგრირებისთვის მომზადდება საძოვრების მართვის საკითხებთან დაკავშირებული ცვლილება (ცვლილებები). აღნიშნული ცვლილება ყურადღებას გაამახვილებს დეტალური სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რათა უზრუნველყოს საძოვრების ახალი კანონმდებლობის სრულმასშტაბიანი და თანმიმდევრული განხორციელება. განხორციელების ვადები განისაზღვრება შესაბამისი და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე. ახალი კანონმდებლობის გარდამავალი ნაწილი იქნება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საფუძველი. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში შეტანილი ცვლილება უნდა მოიცავდეს ახალი კანონმდებლობის ე.წ „განხორციელების პროგრამას“. აღნიშნული კი ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შედეგად ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ყველა მონაწილესა და დაინტერესებულ მხარეს მისცემს საკმარის დროს იმისთვის, რომ მოერგოს დაგეგმილ ცვლილებებს და დააკმაყოფილოს ახალი კანონმდებლობის მოთხოვნები. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები იქნება ადმინისტრაციული, ინსტიტუციური, ფინანსური და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საძოვრების ახალი კანონმდებლობის ეტაპობრივი ამოქმედებისაკენ. ამ ღონისძიებებს შორის იქნება რამდენიმე წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი, რომელიც საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის სრულმასშტაბიან დანერგვამდე უნდა განხორციელდეს, რომლებიც განხილულია ქვემოთ. 5. საქართველოში არსებული საძოვრების ფართობისა და ტიპების განსაზღვრა, დეგრადაციის ტენდეციის შეფასება და შესაბამისი რუკების შედგენა საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და კლასიფიკაცია უნდა წარიმართოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის 17 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია // დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ - განკარგულება No.2665, 2019 წლის 20 დეკემბერი / ძალაშია 2021 წლის 01 იანვრიდან - ვერსიები ქართულად და ინგლისურად. http://gov.ge/files/524 74660 648714 2665.pdf https://eu4georgia.eu/wp-content/uploads/Agriculture-and-Rural-Development-Strategy-of-Georgia-2021%E2%80%932027.pdf 18 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2023 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა // დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ - განკარგულება No.2665, 2019 წლის 20 დეკემბერი / ძალაშია 2021 წლის 01 იანვრიდან - ვერსია ქართულად. http://gov.ge/files/524 74660 648714 2665.pdf http://gov.ge/files/524 74660 648714 2665.pdf https://eu4georgia.eu/wp-content/uploads/Agriculture-and-Rural-Development-Strategy-of-Georgia-2021%E2%80%932027.pdf http://gov.ge/files/524 74660 648714 2665.pdf 87 ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობითა და საერთო კოორდინაციით. ამ პროცესის მიზანი იქნება სივრცულ მონაცემთა ბაზის შექმნა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. გადაუდებელი ამოცანა იქნება საძოვრებისა და სათიბების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და ამ ინფორმაციის საჯარო რეესტრის მიწის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა. საძოვრების კლასიფიკაცია მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის, საძოვრებით სარგებლობის ხელშკრულებების გაფორმებისა და საძოვრების სამეურნეო ერთეულების მართვის წესებისა და გეგმების განვითარებისთვის, ვინაიდან კლასიფიკაცია ხელს შეუწყობს საძოვრების ტევადობის განსაზღვრას საძოვრების თითოეული სამეურნეო ერთეულისათვის. საძოვრების კლასიფიკაციის პროცესი განხორციელდება მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, ეროვნულ დონეზე შემუშავებული სტანდარტული მეთოდის მიხედვით. მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის მეორე მნიშვნელოვანი წინაპირობაა საძოვრების დეგრადაციის მდგომარეობისა და ტენდეციების შეფასება, რისთვისაც რეკომენდირებულია SDG 15.3.1 მიზნის ქვე-ინდიკატორების (მიწის საფარი, მიწის პროდუქტიულობ და ნიადაგის ორგანული ნახშირბადი) გამოყენება. საძოვრების დეგრადაციის ტენდეციის შეფასება განხორციელდება მწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, ეროვნულ დონეზე შემუშავებული სტანდარტული მეთოდის მიხედვით. ადგილობრივ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის ნაწილი იქნება მათი ზონირება სოფლის, ახლომდებარე და შორეულ საზაფხულო და ზამთრის საძოვრებად, რაც უნდა განხორციელდეს მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების მიერ. 6. დეტალური მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და პროცედურული წესების შემუშავება პირველ ეტაპზე უნდა შემუშავდეს სახელმძღვანელო მუნიციპალურ დონეზე საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვისათვის, რომელიც უნდა მოიცავდეს საძოვრის შეფასებას, ზონირებას, მოსარგებლეთა იდენტიფიკაციას და საძოვრებით სარგებლობაზე მათი ტრადიციული გარემოებებით განპირობებული მოთხოვნის უფლებების (პრეტენზიების) შეფასებას, ასევე საძოვრების სამეურნეო ერთეულების განსაზღვრას. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი იქნება საძოვრების შეფასებისა და მონიტორინგის ეროვნული ჩარჩოს შემუშავებაზე, ასევე საძოვრის სამეურნეო ერთეულის მართვის სახელმძღვანელოს შემუშავებაზე. 7. საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცესის წარმართვა ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე 88 საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა, რაც ასევე გულისხმობს ტრადიციული მოსარგებლეების იდენტიფიცირებასაც, სოფლის, საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე შესაბამისი სამეურნეო ერთეულების დელიმინაციას და შეფასებას, მართვის შესაბამისი რეჟიმების დადგენას, თავისთავად უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი ყველა სახელმწიფო ორგანოს ჩართვას, და, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი პერსონალის ჩართულობას პროცესის მხარდასაჭერად. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით და ყველა დაინტერესებული უწყების/ორგანოს ჩართულობით, შეიქმნება საძოვრების მართვის მუნიციპალური კომისიები. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი იქნება სივრცითი მონაცემთა ბაზის მომზადებაზე, რომელშიაც ასახული იქნება პროცესის შედეგები და მასთან დაკავშირებულ ინტერაქტიული რუკები. სრულმასშტაბიანი განხორციელებისათვის საჭირო წინასწარი ნაბიჯების თანამიმდევრობა მოყვანილია ქვემოთქმოყვანილ სქემაში (იხ. სურათი 3). 89 სურათი 3. განსახორციელებელი ქმედებების სქემა 90 ფაზა IV. სრულმასშტაბიანი განხორციელება 8. საძოვრების განაწილება მოსარგებლეებისათვის საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბების ინსტიტუციური ღონისძიებები წარმოადგენს ანალიზის საგანს, რომელიც უნდა განხორციელდეს კონცეფციის მე-5 თავის პუნქტი 2(iii)-ის მიხედვით. საძოვრით უვადო სარგებლობის უფლების ხელშეკრულებებისა და საძოვრების იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი უნდა წარიმართოს ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოს მიერ. საჭირო იქნება გადაწყვეტილებებისა და ვარიანტების მოძიება იქ, სადაც რამდენიმე სააგენტო მართავს მიწას საძოვრის ერთსა და იმავე სამეურნეო ერთეულზე. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიდოს რამდენიმე ხელშეკრულება ან ერთი ხელშკრულება, რომელშიც მითითებული იქნება საძოვრის სამეურნეო ერთეულში შემავალი ყველა ნაკვეთის საკადასტრო კოდი. 9. საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) მომსახურების გაწევა საძოვრებით მოსარგებლეთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) არსებული ქსელის გამოყენებით, რომელიც იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტომ უნდა უზრუნველყოს იჯარის მფლობელების, საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანებებისა და კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების მფლობელებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების მეთოდური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. საჭიროების შემთხვევაში (და შესაბამისი დასაბუთებით) ამგვარი მომსახურების მიღება შეიძლება აგრეთვე აუთსორსინგის საშუალებით - ერთი ან რამოდენიმე გარე წყაროდან/პროვაიდერიდან მომსახურების შესყიდვის გზით. 10. მონიტორინგი და შეფასება საძოვრების მართვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებმა უნდა განახორციელონ იჯარის ან საძოვრის უვადო სარგებლობის უფლების ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგი/კონტროლი მათ მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. საძოვრების ხარსიხობრივი მდგომარეობის გრძელვადიანი მონიტორინგი უნდა განახორციელოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ საძოვრების შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 91 11. კონცეფციის მოქმედებისა და განხორციელების ვადები საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია ძალაში იქნება საძოვრების სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის მიღებამდე. ახალი კანონმდებლობის მიღების შემდგომ, ამავე კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებით შემუშავებული იქნება კანონმდებლობის ეტაპობრივად და სრულად ამოქმედებისთვის საჭირო სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, რომლებიც ცვლილების სახით შეტანილი იქნება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N2665 განკარგულებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის განხორციელებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ინდიკატური (საორიენტაციო) ვადები: განხორციელების ფაზა განხორციელების ეტაპი დასრულების და/ან დაწყების საორიენტაციო ვადები პასუხისმგებელი ორგანო შენიშვნა ფაზა I. პოლიტიკის დოკუმენტის (კონცეფციის) მიღება 1. კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება კვარტალი 4 (2022) [დასრულება] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) 2. კონცეფციის დამტკიცება კვარტალი 4 (2022) [დასრულება] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაზა II. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება 3. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთვის საჭირო დამატებითი კვლევები და ანალიზი კვარტალი 1 (2023) [დასრულება] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 4. ახალი კანონმდებლობის (საკანონმდებლო პაკეტის) კვარტალი 4 (2023) ა) შემუშავება: გარემოს დაცვისა და სოფლის 92 შემუშავება და მიღება (RIA ს ჩათვლით) [დასრულება] მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ბ) სამთავრობო განხილვა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა დარგობრივი სამინისტროები გ) პარლამენტში წარდგენა: საქართველოს მთავრობა დ) მიღება: საქართველოს პარლამენტი ფაზა III. სრულმასშტაბიანი განხორციელებისათვის საჭირო წინასწარი ნაბიჯები 5. საქართველოში არსებული საძოვრების ფართობებისა და ტიპების განსაზღვრა და შესაბამისი რუკების შედგენა (საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია და მიღებული შედეგების საჯარო რეესტრის მიწის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა, საძოვრების კლასიფიკაცია და შეფასება კვარტალი 3 (2024) [დასრულება] მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათან და მუნიციპალიტეტებთან ერთად „მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ, სავალდებულო მოთხოვნა უნდა გახდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის კატეგორიის (საძოვარი, სათიბი, სახნავი, საკარმიდამო) მითითება. შესაბამისად, არარეგისტრირებული საძოვრების/სათიბების იდენტიფიცორება და კატეგორიზაცია მოხდება „მიწის სიტემური რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში. პარალელურად უნდა წარიმართოს 93 სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კატეგორიზაციის პროცესი. მნიშვნელოვანია საძოვრის/სათიბის იდენტიფიცირებისა და კატეგორიზაციის წესის შემუშავება, რაც მოიცავს სძოვრის/სათიბის კატეგორიის მინიჭბის კრიტერიუმებს და პროცედურას. 6. დეტალური მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და პროცედურული წესების შემუშავება კვარატლი 3 (2024) [დასრულება] გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტოსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით 7. საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვის პროცესის წარმართვა ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე კვარტალი 4 (2024) [დასრულება] მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად - საძოვრების მუნიციპალურ კომისიების ჩართულობით ფაზა IV. სრულმასშტაბიანი განხორციელება 8. საძოვრების განაწილება მოსარგებლეებისათვის კვარტალი 2 (2025) [დაწყება] მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნულ სატყეო სააგენტო და 94 მუნიციპალიტეტები საძოვრების მუნიციპალურ კომისიების ჩართულობით 9. საინფორმაციო საკონსულტაციო (ექსტენციის) მომსახურების გაწევა საძოვრებით მოსარგებლეთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით კვარტალი 3 (2025) [დაწყება] სოფლის განვითარების სააგენტო მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით 10. მონიტორინგი და შეფასება კვარტალი 4 (2025) [დაწყება] მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნულ სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები 95 გამოყენებული წყაროები Congressional Research Service. 2019. Grazing Fees: Overview and Issues. USA. Washington DC. Etzold, J. and R. Neudert. 2013. Monitoring Manual for Summer Pastures in the Greater Caucasus in Azerbaijan. GIZ/Azerbaijan Academy of Sciences/Greifswald University. Feller, J. M. 1991. Grazing Management on the Public Lands: Opening the Process to Public Participation. Land and Water Law Review 26 (2). Hardin, G. 1968. The Tragedy of the Commons. Science 162: 243-1248. Huber, M., A. Joseph, H. Kirchmeir and G. Ghambashidze. 2017. Pilot project on land degradation neutrality in Georgia: Final Report. E.C.O. Institut für Ökologie, Klagenfurt. Jaborov, S., A. Undeland and A. Achilova. 2017. Policy and institutional change for economic performance and social justice in pasture management: Comparing experience in Kyrgyzstan and Tajikistan. in M. Laruelle (ed.) Tajikistan. Islam, Migration, and Economic Changes. The George Washington University, Central Asia Program: Washington, D.C. Kruwinus, R., A. Salzer, J. Etzold and G. Mikeladze. 2019. Assessment of Pasture Condition in Sagarejo Municipality, Georgia. Regional Environmental Centre for the Caucuses. Lagodekhi Protected Areas Pasture Management Plan, 2016 Neudert, R. and M. Rühs. 2013. The race for leasing rights. Pasture access and institutional change during post socialist reforms in Azerbaijan. Institutional Change in Agriculture and Natural Resources (ICAR) Discussion Papers 2/2013. Neudert, R., A. Salzer, N. Allahverdiyeva, J. Etzold and V. Beckmann. 2019. Archetypes of common village pasture problems in the South Caucasus: insights from comparative case studies in Georgia and Azerbaijan. Ecology and Society 24 (3): 5. Ostrom, E. 1990. Governing the Commons: the evolution of institutions for collective action. Cambridge University Press, Cambridge. Regional Environmental Centre for the Caucasus. 2019. Pasture Management in Georgia Background Study. Rohde, R. F., M. M. Moleele, M. Mphale, N. Allsopp, R. Chanda, M. T. Hoffman, L. Magole and E. Young. 2006. Dynamics of grazing policy and practice: environmental and social impacts in three communal areas of southern Africa. Environmental Science and Policy 9: 302-316. Sabuko. 2019. Pasture management plan for the chachuna managed reserve. Shigaeva, J., S. Hagerman, H. Zerriffi, C. Hergarten, A. Isaeva, A. Mamadalieva and M. Foggin. 2016. Decentralizing Governance of Agropastoral Systems in Kyrgyzstan: An Assessment of Recent Pasture Reforms. Mountain Research and Development 36 (1): 91-101. Sibashvili, G. 2022. Analyses of existing national legislation on pastureland and livestock management REC Caucasus. Vranken, L., E. Tabeau and P. Roebeling. 2021. Agricultural land market regulations in the EU Member States. European Commission. UNDP. 2015. Vashlovani Protected Areas Pasture Management Plan. UNDP, Tblisi. Westerberg, V., S. Robinson, E. Stebbings, L. Costa and P. Visetti. 2021. Economics of Land Degradation Initiative: The economics of pasture management in Georgia. GIZ: Bonn, Germany.