Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 9 of 2014 of Georgian Government on Marking Animal Meat

Made 2014-01-03 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის“ დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition
Keywords
meat, packaging/labelling, enforcement/compliance, business/industry/corporations, consumer protection
Categories
*

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 2014 წლის 3 იანვარი ქ.თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58­ე მუხლის მე­2 ნაწილის, 103­ე მუხლის პირველი, მე­5 ნაწილების, 104­ე მუხლის მე­2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ­ „ცხოველთა ხორცის დადამღვის წესი“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25­ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნე­ ობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის N2­204 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017606 ტექნიკური რეგლამენტი ცხოველთა ხორცის დადამღვის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ხორცი და ხორცპროდუქტები (სუბპროდუქტი), მათ შორის ფრინველის, ექვემდებარება სავალდებულო დადამღვას ვეტერინარული დამღებითა და შტამპებით წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ოვალური ფორმის დამღით ხორცისა და ხორცპროდუქტების დადამღვას აწარმოებს ვეტერინარი ექიმი, რომელიც იმყოფება შესაბამისი ვეტერინარული სამსახურის (ლაბორატორიის) შტატში, გაიარა კვალიფიკაცია ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატის არმქონე ვეტერინარ სპეციალისტებს უფლება აქვთ გამოიყენონ დამღა “წინასწარი შემოწმება”. 3. ვეტერინარულ დამღასა და შტამპს ამზადებენ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის შესაბამის ვეტერინართან შეთანხმებით, ბრინჯაოსაგან ან სხვა უჟანგავი მეტალისაგან დადგენილი ფორმით და ზომით, ღრმად ამოჭრილი არშიით, ციფრებითა და ასოებით, რათა მკაფიოდ ეტყობოდეს ანაბეჭდი ხორცის ზედაპირზე. 4. ხორცის დადამღვის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე ვეტერინარ ექიმებს. ხორცის დადაღმვა ხდება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ. 5. დამღა ინახება ვეტერინარ ექიმთან, რომელსაც მიღებული აქვს ხორცის დადაღმვის უფლება. 6. ხორცის დასადამღად გამოიყენება საღებავი, რომელიც ნებადართულია ჯანდაცვის ორგანოების მიერ. მუხლი 2. ვეტერინარული დამღები და ვეტერინარული შტამპები 1. ხორცის დასადამღად დადგენილია ვეტერინარული დამღები და შტამპები ხორცის საკვებად ვარგისიანობის მიხედვით ამ წესის №1 დანართში წარმოდგენილი აღწერილობის შესაბამისად. 2. ოვალური ფორმის ვეტერინარულ დამღას ცენტრში აქვს სამი წყვილი ციფრი, მათგან პირველი ნიშნავს მხარის, რიგით ნომერს; მეორე – მუნიციპალიტეტის (ქალაქის) რიგით ნომერს; მესამე – ვეტერინარი ექიმის პირად ნომერს. დამღის ზედა ნაწილში აღნიშნულია ქვეყნის დასახელება, ხოლო ქვედაში “ვეტსანზედამხედველობა”. ოვალური ვეტერინარული დამღა ადასტურებს, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა ჩატარებულია სრული მოცულობით და პროდუქტი გაიშვება საკვები მიზნით შეუზღუდავად. ხორცს, რომელიც ექვემდებარება გაუვნებლობას, ედება მხოლოდ ვეტერინარული შტამპი, რომელიც უჩვენებს ხორცის გამოყენების წესს მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების თანახმად. 3. სწორკუთხოვანი ფორმის ვეტერინარულ დამღას ზევით აქვს წარწერა “ვეტსამსახური”, ცენტრში – “წინასწარი შემოწმება”, ხოლო ქვევით სამი წყვილი ციფრი: პირველი აღნიშნავს მხარის, რიგით ნომერს; მეორე – მუნიციპალიტეტის (ქალაქის) რიგით ნომერს და მესამე – ვეტერინარი ექიმის პირად ნომერს. სწორკუთხოვანი დამღა “წინასწარი შემოწმება” ადასტურებს, რომ ხორცი მიღებულია საკლავი ცხოველებიდან, რომლებმაც გიარა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება (ცხენები სიცოცხლეში გამოკვლეულია ქოთაოზე) და დაკლულია მეურნეობაში, რომელიც კეთილსაიმედოა საკარანტინო სნეულებებზე, მაგრამ ეს დაბეჭდვა არ იძლევა ხორცის რეალიზაციის უფლებას ვეტსანექსპერტიზის სრული მოცულობით ჩატარების 2 გარეშე. 4. სწორკუთხოვანი ფორმის ვეტერინარულ შტამპს ზევიდან აქვს წარწერა “ვეტსამსახური”, ცენტრში აღნიშნულია გაუვნებლობის სახე “მოხარშვა”, “მოხარშული ძეხვისათვის”, ხორცის პური”, “კონსერვი”, “გადასადნობად” (ცხიმი, შპიგი), “თურქული”, “ფინოზი”, “ტუბერკულოზი”, “უტილი”, ქვევით აქვს სამი წყვილი ციფრი: პირველი აღნიშნავს მხარის, რიგით ნომერს; მეორე – მუნიციპლიტეტის (ქალაქის) რიგით ნომერს და მესამე – ვეტერინარი ექიმის პირად ნომერს. 5. სწორკუთხოვანი ფორმის დამატებით შტამპს ცენტრში აქვს ცხოველის სახეობის აღმნიშვნელი წარწერა ,,ცხენის”, ,,ირემის”, ,,დათვის” და ა.შ. 6. სუბპროდუქტების, ბოცვერისა და ფრინველის ხორცის დასაბეჭდად იყენებენ ოვალური ფორმის ვეტერინარულ დამღას, როგორც ნაჩვენებია ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში, მაგრამ მცირე ზომისას. ხორცისა და ფრინველკომბინატებში, მეფრინველეობის ფაბრიკებში შეიძლება გამოვიყენოთ ელექტროდამღა არშიის გარეშე ციფრით 1 ან 2 (კატეგორიების შესაბამისად), რომელიც ედება ფრინველის კანჭის გარეთა ზედაპირზე. ფრინველის ტანხორცის პოლიმერულ პაკეტში შეფუთვისას მარკირება ხდებ ხორცის სახისა და კატეგორიის ჩვენებით, მხოლოდ ტიპოგრაფიული მეთოდით. 7. ვეტერინარულ დამღებსა და შტამპებზე ციფრების პირველ წყვილს მიაკუთვნებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ვეტერინარი. ციფრის მეორე წყვილს აკუთვნებს მხარის, შესაბამისი ვეტერინარი, ციფრის მესამე წყვილს აკუთვნებს მუნიციპალიტეტის (ქალაქის) შესაბამისი ვეტერინარი. მუხლი 3. ხორცისა და ხორცპროდუქტების დადამღვის (ნიშანდების) წესი 1. ყველა სახის ცხოველის ხორცზე ვეტერინარული დამღის ან შტამპის ანაბეჭდის დადება ხდება შემდეგნაირად: ა) ტანხორცებსა და ნახევარტანხორცებზე – თითო-თითო ყოველ ბეჭსა და ბარძაყზე; ბ) ტანხორცის ყოველ მეოთხედზე, შპიგის ნაჭრებზე – ერთი დამღა; გ) თავზე, გულზე, ენაზე, ფილტვებზე, ღვიძლზე; თირკმელზე – თითო დამღა (სავალდებულოა აგრარული ბაზრისა და ბაზრობის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისათვის (ლაბორატორიისათვის); დ) ბოცვერისა და ნუტრიის ტანხორცზე ედება ორი დამღა; თითო-თითო ბეჭზე და ბარძაყზე გარეთა მხრიდან (ანალოგიურად აწარმოებენ გარეული ფრინველის ხორცის დაბეჭდვას); ე) ხორცკომბინატში, მეფრინველეობის კომბინატსა და ფაბრიკაში ედება ელექსტროდამღა კანჭის გარეთა ზედაპირზე; წიწილების, ქათმის, იხვის ჭუკის, ციცარის ტანხორცზე – ერთ ფეხზე; იხვის, ბატის, ინდაურის ჭუკის, ინდაურის – ორივე ფეხზე. ფრინველის ტანხორცზე, რომელიც ექვემდებარება საწარმოო გადამუშავებას ელექტროდამღა “სგ” ედება ზურგის მიდამოში; ვ) ცხენის, ირმის, დათვის, ვირის, ჯორის ხორცი, რომელმაც გაიარა ვეტსანექსპერტიზა, იბეჭდება ვეტერინარული დამღით და გვერდით ედება დამატებითი შტამპი წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ზ) ცხიმ-ნედლეულზე დამღას არ ადებენ, აწებებენ რამდენიმე ეტიკეტს ვეტერინარული დამღის ანაბეჭდით. 2. ცხოველის ხორცი და სუბპროდუქტი, რომელიც მიღებულია იმ პირობებში, როცა გამორიცხულია სრული ვეტერინარულ-სანიტარიული გამოკვლევების ჩამონათვალის ჩატარება, იბეჭდება სწორკუთხოვანი ფორმის დამღით “წინასწარი შემოწმება” და იგზავნება ერთ-ერთი ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში ან შესაბამის ლაბორატორიაში სრული მოცულობით ვეტსანექსპერტიზის ჩასატარებლად. 3. ხორცი და სუბპროდუქტი, რომელიც ექვემდებარება გამოშვებას მხოლოდ გაუვნებლობის შემდეგ და იგზავნება გადასამუშავებლად ძეხვისა და სხვა ნაწარმისათვის, იდამღება მხოლოდ 3 ვეტერინარული შტამპით, რომელიც აღნიშნავს გაუვნებლობის მეთოდს ან დიაგნოზს. ამ შემთხვევაში ოვალური ფორმის დამღა არ ედება. 4. კერატის ხორცზე ვეტერინარული დამღის გარდა ედება შტამპი “კერატი სგ” (ასოები – “სგ” აღნიშნავს საწარმოო გადამუშავებას). 5. ფრინველის ტანხორცს, რომელიც მოთავსებულია ტარაში და ექვემდებარება გაუვნებლობას, აკრავენ რამდენიმე ეტიკეტს ვეტერინარული შტამპის ანაბეჭდით ხორცისა და ხორცპროდუქტების გაუვნებლობის მეთოდების თანახმად – “მოხარშვა”, “კონსერვისათვის” და სხვა. 6. ყველა სახის ცხოველის ტანხორცი (ფრინველისა და ბოცვერის ჩათვლით), რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შედეგებით ჩაითვლება საკვებად უვარგისად, იდამღება ვეტერინარული შტამპის 3-4 ანაბეჭდით წარწერით “უტილი”. 7. ხორცი, რომელსაც შეეცვალა თავისი ვეტერინარულ-სანიტარიული თვისებები შენახვის პირობების დარღვევის ან ტრანსპორტირების გამო, ექვემდებარება განმეორებით ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერეტიზას და გადადამღვას შტამპების დასმით წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ძველი ოვალური ფორმის დამღის ანაბეჭდის წინსაწარი მოცილებით. მუხლი 4. ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა 1. სპეციალისტი-ვეტერინარი, რომელსაც მიღებული აქვს ხორცის დადამღვის უფლება, პასუხს აგებს დადგენილი წესით ხორცის ვეტერინარულ-სანიტარიულ შეფასებაზე. 2. პასუხისმგებლობა ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის შესრულებაზე ეკისრებათ მეურნეობების, საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მაცივრის, მაცივარკომბინატის და სატრანსპორტო სამსახურებს, აგრეთვე საქონლის მეპატრონეს, რომლებიც ახორციელებენ ცხოველების დაკვლას და დაკვლის პროდუქტების გადამუშავებას. 3. წინამდებარე წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სპეციალისტი ვეტერინარისათვის, ცხოველთა და ფრინველის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, ბაზრების და მაცივრებისათვის საკუთრების ფორმის მიუხედავად, ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის გამონაკლისის გარეშე, აგრეთვე მოქალაქეებისათვის. 4. სავაჭრო საწარმოებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად ნება ეძლევათ მიიღონ, გადაამუშაონ და გაყინონ ხორცი ტანხორცების, ნახევარტანხორცების, მეოთხედების სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს ოვალური ფორმის ვეტერინარული დამღა და თანმხლები ვეტერინარული მოწმობა (სერტიფიკატი). 5. ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის შესრულებაზე კონტროლი ევალებათ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის დანართი ხორცისა და ხორცპროდუქტების (სუბპროდუქტების) ვეტერინარული დამღებისა და შტამპების ნიმუშები 1. ოვალური ფორმის დამღა ზომა: 40X60 არშიის სიგანე – 1,5 მმ ასოების სიგანე – 6 მმ ციფრების სიმაღლე – 12 მმ 4 2. ოვალური ფორმის დამღა (მცირე ზომის) ბოცვერის, ფრინველის და ნუტრიის ხორცის დასაბეჭდად. ზომა: 25X40 არშიის სიგანე – 1 მმ ასოების სიგენე - 3 მმ ციფრების სიმაღლე - 6 მმ 3. სწორკუთხოვანი ფორმის დამღა ვეტსამსახური წინასწარი შემოწმება 17-09-37 ზომა: 40X60 არშიის სიგანე – 1,5 მმ ასოების სიგანე -7 მმ ციფრების სიმაღლე - 12მმ 4. ვეტერინარული შტამპები ვეტსამსახური ვეტსამსახური ვეტსამსახური Fფინოზი Mმოხარშვა ტუბერკულოზი 15-06-42 09-06-41 01-02-03 ვეტსამსახური ვეტსამსახური ვეტსამსახური საკონსერვოდ ხორცის პურად უტილი 02-03-04 03-04-05 04-05-06 ზომები 40X70მმ; არშიის სიგანე – 1,5 მმ; ასოების და ციფრების სიმაღლე 7მმ; 5. დამატებით შტამპები ცხენის ხორცი დათვის ხორცი კერატი – სგ ირმის ხორცი ზომები: 20X50 მმ არშიის სიგანე – 1,5 მმ ასოების სიმაღლე – 7 მმ 6. ელექტროდამღა ფრინველის ტანხორცისათვის, ფრინველკომბინატში, მეფრინველეობის ფაბრიკაში. 1 2 5 დამღის, ციფრის სიმაღლე – 20 მმ

Resolution No. 9 of 2014 of Georgian Government on Marking Animal Meat · Nelum