Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 74 of 2020 of Georgian Government on Rules for Accounting of Energy from Heat Pumps

Made 2020-02-06 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №74 თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Energy
Keywords
energy conservation/energy production, renewable energy, data collection/reporting

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 2020 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი 1. თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული, გეოთერმული ან ჰიდროთერმული ენერგიის რაოდენობა, რომელიც „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად – ERES, გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით: ERES = Qusable *(1 - 1/SPF). 2. ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში გამოყენებულ სიმბოლოებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) Qusable = თბური ტუმბოების მიერ მიწოდებული სავარაუდო მთლიანი გამოყენებადი სითბო, რომელიც აკმაყოფილებს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს. მისი გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ისეთი თბური ტუმბოები, რომელთათვის SPF > 1.15 * 1/η; ბ) SPF = სავარაუდო საშუალო სეზონური მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ თბური ტუმბოებისთვის; გ) η არის თანაფარდობა ელექტროენერგიის მთლიან წარმოებასა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის პირველადი ენერგიის მოხმარებას შორის და გამოითვლება, როგორც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, რაც ეფუძნება ევროსტატის მონაცემებს.

  2. http://www.matsne.gov.ge 30035000010003021783

Resolution No. 74 of 2020 of Georgian Government on Rules for Accounting of Energy from Heat Pumps · Nelum