Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No 634 of 2016 of Georgian Government on Misleading Products that Pose Danger to Consumer Health and Safety

Made 2016-12-30 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition
Keywords
food safety and quality, standards, enforcement/compliance

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIX დანართით − „მომხმარებელთა პოლიტიკა“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე − 58-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მუხლი 1 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2. პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტი მოიცავს პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა. მუხლი 2. აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება. მუხლი 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 4. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბაზარზე არ განთავსდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანება. მუხლი 5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 24011000010003019701

Resolution No 634 of 2016 of Georgian Government on Misleading Products that Pose Danger to Consumer Health and Safety · Nelum