Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 590 of 2020 of Georgian Government on Rules for Classification of Incidents and Emergency Situations

Made 2020-09-23 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №590 ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Environment
Keywords
classification/declassification, hazards, early warning system, governance

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №590 2020 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი“. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციას და მის შესაბამისად ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კოდირების წესს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია 1. ინციდენტი და საგანგებო სიტუაცია, მათი წარმოქმნის ხასიათიდან გამომდინარე, იყოფა შემდეგ სახეებად: ა) ბუნებრივი; ბ) ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური). 2. ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია ბუნებრივი წარმოშობისაა, თუ მისი გამომწვევი წყარო საშიში ბუნებრივი მოვლენა ან პროცესია. ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ ინციდენტს/საგანგებო სიტუაციას წარმოადგენს ყველა ის შემთხვევა, რომელიც წარმოიშობა და ვითარდება ადამიანის საქმიანობის შედეგად. 3. საგანგებო სიტუაცია, მისი შედეგების, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო რეაგირების ძალებისა და მატერიალური რესურსების რაოდენობის გათვალისწინებით, მისი ხასიათის, ადგილისა და http://www.matsne.gov.ge 12016004010003022310 საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მასშტაბის მიხედვით, შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ან ეროვნული მნიშვნელობის. 4. საგანგებო სიტუაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკმარისია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალები და საშუალებები ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალები და საშუალებები. 5. საგანგებო სიტუაცია ეროვნული მნიშვნელობისაა, თუ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოსალოდნელია, წარმოქმნილია ან/და განვითარებულია საგანგებო სიტუაცია: ა) რომლის მართვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეროვნული სისტემის ერთი სუბიექტის რეაგირების ძალებითა და საშუალებებით ან ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა რეაგირების ძალებითა და საშუალებებით; ბ) რომლის ზეგავლენა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, საქართველოს „წითელ წიგნში“ ან „წითელ ნუსხაში“ შეტანილ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს; დ) რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას ან გარემოს; ე) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია ხანგრძლივად გრძელდება; ვ) რომლის ლოკალიზაცია/ლიკვიდაცია საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს. მუხლი 3. ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა 1. ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია იყოფა კლასებად, ჯგუფებად და სახეობებად, წესის დანართ №1-ის შესაბამისად. 2. ინციდენტს და ადგილობრივი ან ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციას ენიჭება სათანადო კოდები, წესის დანართ №2-ის შესაბამისად. 3. ინციდენტის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა შედგება ოთხი ელემენტისგან: ინციდენტის კოდი (III), ინციდენტის კლასი, ინციდენტის ჯგუფი და ინციდენტის სახეობა, რაც ქმნის ინციდენტის კლასიფიკაციის ექვსნიშნა კოდს. 4. საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის კოდის სტრუქტურა შედგება ოთხი ელემენტისგან: საგანგებო სიტუაციის კოდი: ეროვნული დონე (I) ან ადგილობრივი დონე (II), საგანგებო სიტუაციის კლასი, საგანგებო სიტუაციის ჯგუფი და საგანგებო სიტუაციის სახეობა, რაც მთლიანობაში ქმნის საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის ექვსნიშნა კოდს. შენიშვნა: კოდირების მაგალითები ა) ინციდენტის კოდი: III – 10112: „III“ − ინციდენტის აღმნიშვნელი; „1“ − კლასის აღმნიშვნელი: ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტი; http://www.matsne.gov.ge 12016004010003022310 „01“ − ჯგუფის აღმნიშვნელი: სატრანსპორტო ავარიები; „12“ − სახეობის აღმნიშვნელი: ავარიები შიდა სარეწ ნავთობსადენებზე; ბ) საგანგებო სიტუაციის კოდი: I – 10112: „I“ − საგანგებო სიტუაციის აღმნიშვნელი მისი დონის მიხედვით: ეროვნული დონე; „1“ − კლასის აღმნიშვნელი: ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაცია; „01“ − ჯგუფის აღმნიშვნელი: სატრანსპორტო ავარიები; „12“ − სახეობის აღმნიშვნელი: ავარიები შიდა სარეწ ნავთობსადენებზე. http://www.matsne.gov.ge 12016004010003022310 წესის დანართი №1 ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის დასახელება კლასი ჯგუფი სახეობა კოდი I II III IV ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია 1 სატრანსპორტო ავარიები (კატასტროფები) 1 01 სატვირთო მატარებლების ავარიები 01 10101 სამგზავრო მატარებლების ავარიები 02 10102 მეტროპოლიტენის მატარებლების ავარიები 03 10103 საზღვაო სატრანსპორტო და თევზსარეწი გემების ავარიები 04 10104 საზღვაო-სამგზავრო გემების ავარიები 05 10105 სამდინარო-სამგზავრო გემების ავარიები 06 10106 სამგზავრო თვითმფრინავების ავიაკატასტროფები აეროპორტებსა და დასახლებულ პუნქტებში 07 10107 სატვირთო თვითმფრინავების ავიაკატასტროფები აეროპორტებსა და დასახლებულ პუნქტებში 08 10108 სამგზავრო თვითმფრინავების ავიაკატასტროფები აეროპორტებისა და დასახლებული პუნქტების გარეთ 09 10109 სატვირთო თვითმფრინავების ავიაკატასტროფები აეროპორტებისა და დასახლებული პუნქტების გარეთ 10 10110 სატრანსპორტო ავარიები ხიდებზე, სარკინიგზო გადასასვლელებსა და გვირაბებში 11 10111 ავარიები (კატასტროფები) საავტომობილო გზებზე (მსხვილი საავტომობილო კატასტროფები) 12 10112 ავარიები მაგისტრალურ მილსადენებზე 13 10113 ავარიები შიდასარეწ ნავთობსადენებზე 14 10114 ავარიები მცურავ საბურღ დანადგარებზე და საბურღ გემებზე 15 10115 ხანძრები, აფეთქებები, აფეთქების საფრთხეები 1 02 ხანძრები (აფეთქებები) შენობებში, კომუნიკაციებსა და სამრეწველო ობიექტების ტექნოლოგიურ აღჭურვილობებზე 01 10201 ხანძრები (აფეთქებები) ადვილად აალებადი, წვადი და ფეთქებადი ნივთიერებების დაზვერვის, მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ობიექტებზე 02 10202 ხანძრები (აფეთქებები) სატრანსპორტო საშუალებებზე 03 10203 ხანძრები (აფეთქებები) შახტებში, მაღაროებში, მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრებში 04 10204 ხანძრები (აფეთქებები) მეტროპოლიტენის ობიექტებზე 05 10205 ხანძრები (აფეთქებები) საცხოვრებელ, საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების შენობებსა და ნაგებობებში 06 10206 ხანძრები (აფეთქებები) ბიოლოგიურად საშიშ ობიექტებზე 07 10207 ხანძრები (აფეთქებები) ქიმიურად საშიშ ობიექტებზე 08 10208 ხანძრები (აფეთქებები) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე 09 10209 ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების აღმოჩენა (დაკარგვა) 10 10210 ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა (დაკარგვა) 11 10211 ხანძრები (აფეთქებები) ღია სივრცეში, ქუჩებში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში (მიწისზედა ტრანსპორტის გაჩერებებზე, მეტროს სადგურების გამოსასვლელებში, ბაზრობებში, პარკებში, სტადიონებსა და სხვა) 12 10212 ხანძრები (აფეთქებები) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 13 10213 ხანძრები (აფეთქებები) მაგისტრალურ ნავთობ და გაზსადენებზე 14 10214 ხანძრები (აფეთქებები) მშენებარე ობიექტებზე 15 10215 ხანძრები (აფეთქებები) მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებით და წვადი თბოიზოლაციის გამოყენებით შესრულებულ შენობებსა და ნაგებობებში 16 10216 ხანძრები (აფეთქებები) ელექტროენერგეტიკულ სისტემებში 17 10217 ხანძრები (აფეთქებები) მიწისქვეშა გადასასვლელებში, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ქვეშ 18 10218 ხანძრები (აფეთქებები) საკულტო შენობებსა და დაწესებულებებში 19 10219 ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) ტყის ხანძრები 20 10220 ავარიები ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) 1 03 ავარიები ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) მათი წარმოებისას, გადამუშავებისას ან შენახვისას (დამარხვისას) 01 10301 ავარიები ტრანსპორტზე ქიმიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) 02 10302 ქიმიურად საშიში ნივთიერებების წარმოქმნა და გავრცელება ავარიის შედეგად დაწყებული ქიმიური რეაქციის შედეგად 03 10303 ავარიები საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებებით მათი წარმოებისას, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავებისას 04 10304 ქიმიურად საშიში ნივთიერებების წყაროების აღმოჩენა (დაკარგვა) 05 10305 მეთანისა და სხვა საშიში ნივთიერებების, გაზების მოულოდნელი გამოტყორცნა 06 10306 ნავთობისა და გაზის გამოთავისუფლება საბადოებზე (ნავთობისა და გაზის ღია შადრევნები) 07 10307 გარემოში მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება 1 04 მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება გრუნტში 01 10401 მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება ატმოსფეროში 02 10402 მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრების ჰაერში მავნე (დამაბინძურებელი) ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება 03 10403 მიწისქვეშა და სამთო გამონამუშევრების ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება 04 10404 მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება ზედაპირულ წყლებში 05 10405 მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება სასმელ წყალში 06 10406 მავნე ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება მიწისქვეშა წყლებში 07 10407 მიწისქვეშა წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბება 08 10408 ავარიები რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით) 1 05 ავარიები მაიონებელი გამოსხივების წყაროებით 01 10501 ავარიები ატომურ საწარმოო და სამეცნიერო კვლევითი დანიშნულების ატომურ-ენერგეტიკულ დანადგარებზე რადიოაქტიური ნივთიერებების გამოტყორცნით (გამოტყორცნის საშიშროებით) 02 10502 მაიონებელი გამოსხივების წყაროების აღმოჩენა (დაკარგვა) 03 10503 რადიოაქტიური ნარჩენების ავარიები 04 10504 ატომური ან რადიოლოგიური ავარიები სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, რომელიც დაბინძურებით ემუქრება სახელმწიფოს ტერიტორიას 05 10505 ავარიები ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) 1 06 ავარიები ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) საწარმოებში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში (ლაბორატორიებში) 01 10601 ავარიები ტრანსპორტზე ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გაჟონვით (გაჟონვის საშიშროებით) 02 10602 ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების აღმოჩენა (დაკარგვა) 03 10603 შენობების, ნაგებობების, ქანების მოულოდნელი ჩამოქცევა 1 07 სატრანსპორტო კომუნიკაციების ელემენტების ჩამოქცევა 01 10701 საწარმოო დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ჩამოქცევა 02 10702 საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ჩამოქცევა 03 10703 ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის ჩამოქცევა სამთო გამონამუშევრებში, კარიერების ჩათვლით 04 10704 ავარიები მიწისქვეშა ნაგებობებზე 05 10705 ავარიები ელექტროენერგეტიკულ სისტემებში 1 08 ავარიები ჰიდროელექტროსადგურებზე 01 10801 ავარიები თბოელექტროსადგურებზე 02 10802 ავარიები ავტონომიურ ელექტროენერგეტიკულ სადგურებზე 03 10803 ავარიები სხვა ელექტროენერგეტიკულ სადგურებზე 04 10804 ავარიები ელექტროქსელებში 05 10805 სატრანსპორტო ელექტრული საკონტაქტო ქსელების მწყობრიდან გამოსვლა 06 10806 ქვეყნის ერთიანი ენერგოსისტემის მთლიანობის დარღვევა ან ნაწილებად დაყოფა 07 10807 ავარიები ავტონომიურ ელექტროსადგურებზე, ყველა მომხმარების ელექტრომომარაგების ხანგრძლივი შეწყვეტით 08 10808 ავარიები ელექტრო-ენერგეტიკულ სისტემებზე (ქსელებზე) ძირითადი მომხმარებლების ან ვრცელი ტერიტორიების ელექტრომომარაგების ხანგრძლივი შეწყვეტით 09 10809 ავარიები სასიცოცხლო უზრუნველყოფის კომუნალურ სისტემებში 1 09 ავარიები საკანალიზაციო სისტემებში, დამაბინძურებელი ნივთიერებების მასობრივი გამოთავისუფლებით 01 10901 ავარიები გათბობის (ცხელი წყლით მომარაგების) სისტემებში წელიწადის ცივ პერიოდში 02 10902 ავარია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემებზე 03 10903 ავარიები კომუნალურ გაზსადენებზე 04 10904 ავარიები კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემებზე 1 10 ავარიები კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემებზე 01 11001 ავარიები სამრეწველო გამწმენდ ნაგებობებზე 1 11 ავარიები სამრეწველო საწარმოების ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებზე, რომლის დროსაც მასობრივად გამოთავისუფლდება დამაბინძურებელი ნივთიერებები 01 11101 ავარიები სამრეწველო გაზების გამწმენდ დანადგარებზე, რომლის დროსაც მასობრივად გამოთავისუფლდება დამაბინძურებელი ნივთიერებები 02 11102 ჰიდროტექნიკური ავარიები 1 12 კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა დამანგრეველი ტალღისა და კატასტროფული დატბორვის წარმოქმნით 01 11201 კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა დამანგრეველი წყალმოვარდნის წარმოქმნით 02 11202 წყლის ავარიული გაშვება ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავიდან, ჰიდროკაშხლის გარღვევის საშიშროებასთან დაკავშირებით 03 11203 კაშხლების (დამბების, ჩამკეტებისა და სხვა) გარღვევა ვრცელ ტერიტორიაზე ნაყოფიერი მიწების ჩარეცხვით ან დაშლამვით 04 11204 მცურავი ქანების, პულპებისა და თიხოვანი მასის გარღვევა, აგრეთვე მოქმედი სამთო გამონამუშევრების დატბორვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას 05 11205 სანაპირო ზოლის გამორეცხვა შტორმული მოდენებით 06 11206 ავარიები ნავთობისა და გაზის სამრეწველო კომპლექსების სისტემებში 1 13 ავარიები საბურღ დანადგარებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით 01 11301 ავარიები ჭაბურღილებზე ნავთობის, გაზის ან წყლის გამოთავისუფლებით 02 11302 ავარიები მოქმედ ჭაბურღილებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით 03 11303 ავარიები დაკონსერვებულ ჭაბურღილებზე ნავთობისა და გაზის ღია შადრევნების წარმოქმნით 04 11304 ავარიები ნავთობბაზებსა და ნავთობსაცავებზე 05 11305 კოსმოსური ხასიათის საგანგებო სიტუაციები 1 14 კოსმოსური მფრინავი აპარატებისა და მათი ნამსხვრევების ჩამოცვენა 01 11401 რადიაციული ვითარების გაუარესება დედამიწის სიახლოვეს კოსმოსურ სივრცეში 02 11402 სოციალურ-ეკონომიკური 1 15 ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მასობრივი შიმშილი 01 11501 საკვებისა და წყლის დეფიციტით გამოწვეული მასობრივი შიმშილი 02 11502 ენერგეტიკული კრიზისი 03 11503 ჰიპერინფლაცია 04 11504 დეფოლტი 05 11505 კიბერ-შეტევა 06 11506 სოციალურ-პოლიტიკური 1 16 ტერორიზმი (ბიოტერორიზმი, ბირთვული ტერორიზმი) 01 11601 ექსტრემიზმი 02 11602 სეპარატიზმი 03 11603 მასობრივი სუიციდი 04 11604 ვანდალიზმი 05 11605 კონფლიქტები (ეთნიკური, რასობრივი, რელიოგიური) 06 11606 გაფიცვები 07 11607 აჯანყება 08 11608 მასობრივი მღელვალებებით და სოციალურ პოლიტიკური აქციებით გამოწვეული სიტუაციები 09 11609 სხვადასხვა უმართავი სოციალური პროცესებით გამოწვეული მასობრივი პანიკა 10 11610 სოციალურ-ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, გამოწვეული ადამიანების გადამდები დაავადებებით 1 17 ეგზოტიკური და განსაკუთრებით საშიში ინფექციების ერთეული შემთხვევები 01 11701 საშიში ინფექციების ჯგუფური შემთხვევები 02 11702 საშიში ინფექციების ეპიდემიური აფეთქებები 03 11703 ეპიდემიები 04 11704 პანდემიები 05 11705 ადამიანების საშიში ინფექციები დაუდგენელი ეტიოლოგიით 06 11706 სოციალურ-ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, გამოწვეული ადამიანების მოწამვლით 1 18 ადამიანების მოწამვლა კვების პროდუქტების გამოყენების შედეგად 01 11801 ადამიანების მოწამვლა წყლის გამოყენების შედეგად 02 11802 ადამიანების მოწამვლა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (შემთხვევითი ფაქტების გარდა) 03 11803 ადამიანების მოწამვლა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (ჯგუფური შემთხვევები) 04 11804 ადამიანების მოწამვლა ტოქსიკური და სხვა ნივთიერებებით (მასობრივი შემთხვევები) 05 11805 სოციალურ-ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ინფექციური დაავადებებით 1 19 ეგზოტიკური და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ერთეული შემთხვევები 01 11901 ენზოოტიები 02 11902 ეპიზოოტიები 03 11903 პანზოოტიები 04 11904 სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და წყლის ორგანიზმების (ჰიდრობიონტების) ინფექციური დაავადებები გამოუვლენი ეთიოლოგიებით 05 11905 წყლის ცხოველებისა და ჰიდრობიონტების ინფექციური დაავადებები 06 11906 სოციალურ-ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მასობრივი მოწამვლით 1 20 სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მასობრივი მოწამვლა/დაღუპვა 01 12001 გარეული ცხოველების მასობრივი დაღუპვა 02 12002 სოციალურ-ბიოლოგიური საგანგებო სიტუაციები, გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დასნებოვნებით (დაავადებებითა და მავნებლებით) 1 21 პანფიტოტია 01 12101 პროგრესირებადი ეპიფიტოტია 02 12102 სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დაავადება გამოუვლენელი ეთიოლოგიებით 03 12103 მცენარეთა მავნებლების მასობრივი გავრცელება 04 12104 ბუნებრივი ხასიათის ინციდენტი/საგანგებო სიტუაცია 2 სახიფათო გეოფიზიკური მოვლენები 2 01 მიწისძვრები 01 20101 ვულკანის ამოფრქვევა 02 20102 სახიფათო გეოლოგიური მოვლენები 2 02 ტალახოვანი ვულკანის ამოფრქვევა 01 20201 მეწყერები 02 20202 ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა 03 20203 კარსტული ჩამოქცევა 04 20204 ღვარცოფი 05 20205 ფერდობული გამორეცხვა 06 20206 ლიოსისებრი ქანების დაჯდომა 07 20207 აბრაზია, ეროზია 08 20208 კურუმი 09 20209 სახიფათო მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური მოვლენები 2 03 ქარიშხლები (9-11 ბალის) 01 20301 გრიგალები (12-15 ბალის) 02 20302 ქარიშხლები, ქარბორბალები 03 20303 გრიგალები 04 20304 ვერტიკალური გრიგალები 05 20305 მტვრის ქარიშხლები 06 20306 მსხვილი სეტყვა 07 20307 ძლიერი წვიმები (თავსხმა) 08 20308 კოკისპირული წვიმები 09 20309 ხანგრძლივი წვიმები 10 20310 ძლიერი თოვა 11 20311 თოვლის ძლიერი მიკვრა 12 20312 ძლიერი გაყინვა 13 20313 ძლიერი ქარბუქები 14 20314 ძლიერი მოყინულობა 15 20315 ძლიერი ყინვა 16 20316 ძლიერი სიცხე 17 20317 ძლიერი ნისლი 18 20318 გვალვა 19 20319 სუსხი 20 20320 ხორშაკი 21 20321 ძლიერი ჭექა-ქუხილი 22 20322 თოვლის ზვავები 23 20323 ტყის ხანძრების მომეტებული საფრთხე 24 20324 ზღვის სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენები 2 04 ტროპიკული ციკლონი (ტაიფუნი) 01 20401 ცუნამები 02 20402 ძლიერი ღელვა 03 20403 ზღვის დონის ძლიერი ცვალებადობა 04 20404 ძლიერი მორევი პორტებში 05 20405 ადრეული ყინულსაფარი ან ნარჩილი 06 20406 ყინულების დაწნევა, ყინულების ინტენსიური დრეიფი 07 20407 გემებისა და საპორტო ნაგებობების შემოყინვა 08 20408 სანაპირო ყინულის მოწყვეტა 09 20409 გაუვალი (ძნელად გასავლელი) ყინული 10 20410 მცურავი საშუალებების შებოჭვა და მათი დაღუპვა ყინულის დაწნევით 11 20411 სახიფათო ჰიდროლოგიური მოვლენები 2 05 წყლის მაღალი დონე (წყალდიდობა) 01 20501 წყალდიდობა (წყალუხვობა) 02 20502 წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა 03 20503 ხერგილები 04 20504 წყალმცირობა 05 20505 წყლის დაბალი დონე 06 20506 ადრეული მოყინვა და ყინულის წარმოქმნა სანაოსნო წყალსაცავებსა და მდინარეებზე 07 20507 ინტენსიური ყინულსვლა 08 20508 სახიფათო ჰიდროგეოლოგიური მოვლენები 2 06 გრუნტის წყლების დაბალი დონე 01 20601 გრუნტის წყლების მაღალი დონე (შეტბორვა) 02 20602 ბუნებრივი ხანძრები 2 07 ტყის ხანძრები 01 20701 ველებისა და პურეულის მასივების ხანძრები 02 20702 ტორფული ხანძრები 03 20703 წვადი წიაღისეულის მიწისქვეშა ხანძრები 04 20704 ხმელეთის (ნიადაგის, წიაღის, ლანდშაფტის) მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები 2 08 მიწის ზედაპირის კატასტროფული დაწევა, მეწყრები, ჩამოქცევები, რომლებიც გამოწვეულია წიაღისეულის მოპოვებისას წიაღის დამუშავებით და ადამიანის სხვა საქმიანობით 01 20801 ნიადაგის ინტენსიური დეგრადაცია, ნიადაგის ეროზიით, მარილიანობის მომატებით, დაჭაობებით გამოწვეული ვრცელი ტერიტორიების გაუდაბნოება 02 20802 სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავების (ნაგავსაყრელების) გადავსებით და ამ მიზეზის გამო გარემოს დაბინძურებით გამოწვეული კრიტიკული სიტუაციები 03 20803 ატმოსფეროს (საჰაერო გარემოს) შემადგენლობისა და თვისებების ცვლილებასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები 2 09 ანთროპოგენური საქმიანობის შედეგად გამოწვეული ამინდისა ან კლიმატის მკვეთრი ცვლილება 01 20901 ტემპერატურული ინვერსიები ქალაქების თავზე 02 20902 ჟანგბადის უკმარისობა ქალაქებში 03 20903 მჟავური ნალექების მოსვლა 04 20904 ატმოსფეროს ოზონის ფენის დაშლა 05 20905 ატმოსფეროს გამჭვირვალობის მნიშვნელოვანი ცვლილება 06 20906 რადიაციის დონის მომატება 07 20907 უცხო სხეულის შეჯახება დედამიწასთან 08 20908 ჰიდროსფეროს (წყლის გარემოს) მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები 2 10 წყლის მარაგების (წყაროების) გამოლევით, დაბინძურებით გამოწვეული სასმელი წყლის მკვეთრი უკმარისობა 01 21001 სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისა და ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველყოფისათვის საჭირო წყლის რესურსების გამოლევა 02 21002 ბიოსფეროს მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები 2 11 საცხოვრებელი გარემო პირობების ცვლილებებზე მგრძნობიარე ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გაქრობა 01 21101 მცენარეთა დაღუპვა ვრცელ ტერიტორიებზე 02 21102 განახლებადი რესურსების კვლავწარმოებაზე 03 21103 ბიოსფეროს უნარის მკვეთრი ცვლილება წესის დანართი №2 საგანგებო სიტუაციის კოდირება ეროვნული დონე ადგილობრივი დონე I- K II-K ინციდენტის კოდირება ინციდენტი III-K შენიშვნა: „K“ - ხუთნიშნა კოდი წესის დანართი №1-ის მიხედვით.

Resolution No. 590 of 2020 of Georgian Government on Rules for Classification of Incidents and Emergency Situations · Nelum