Resolution No. 565 of 2017 of Georgian Government on Establishment of National Agency of Mineral Resources
Made 2017-12-27 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Mineral resources
- Keywords
- institution, minerals, mining, contracts, fees/royalties, authorization/permit, governance
- Categories
- metals-base, metals-precious, minerals-critical
Where to read it
No source link is recorded for this law.
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2 სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მუხლი 3 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა. მუხლი 4 სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს. მუხლი 5 სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააგენტოს გადასცენ მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6 სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მისთვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, 2017 წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება (ანაზღაურება). მუხლი 7 დაევალოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს სააგენტოსა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისას მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის განაწილება. მუხლი 8 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 04003000010003020275