Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 56 of 2015 of Georgian Government on State Program of “Plant the Future”

Made 2015-02-12 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება №56 „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Cultivated plants, Water, General
Keywords
financing, plant production, seeds/planting material, subsidy/incentive, monitoring, hazards, irrigation
Categories
agriculture

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. 4. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

  2. 5. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

  3. 6. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

  4. 7. (ამოღებულია - 05.03.2020, №148). 8. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ნერგების მესაკუთრეა (საკუთრება პროგრამის მიზნებისათვის არ გულისხმობს იმპორტირებული ნერგების კონსიგნაციით მიღებას), შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობებითა და პირობებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს წვეთოვან სარწყავ სისტემას, მას შეუძლია, მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების შესაძენად, ამ მუხლის მე- 2 პუნქტით დადგენილი ოდენობითა და პირობებით. 10. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. შესაწამლი აპარატების ღირებულების დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

  5. 11. (ამოღებულია - 05.03.2020, №148). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 20.11.2020წ. მუხლი 5. შეზღუდვები 1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღ(ებ)ის გაშენება. 2. თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 3. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში, თანადაფინანსების მოცულობა 0,5 ჰა-ზე განისაზღვროს არაუმეტეს 7 500 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 4. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი შესაწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 5. ბაღების კომპონენტის ფარგლებში პირველ რიგში დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – შესასყიდი ნერგების ღირებულების 80%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 6. ტექნიკური დახმარება 1. ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ, ინტენსიური ბაღის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება; ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM; გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. 2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. 3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება ტრენინგის სახით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. მუხლი 7. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი 1. ბაღის კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიცარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების ათვისებას. 2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

  6. 3. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 8. ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად: ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი; ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები (ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ფაქტორის გამო და მათზე მოეწყობა ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 3. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს.

  7. 4. (ამოღებულია - 15.05.2019, №225). 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში - კოოპერატივში შემავალი წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე და გააჩნდეს ერთიანი პერიმეტრი, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 04.11.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. მუხლი 9. დაფინანსების მიღების წინაპირობები 1. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).“; 2. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 იყოს ჭა ან ჭაბურღილი. 21 . იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას. 22 . იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში იგეგმება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა, მოთხოვნილი არ იქნება ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული წინაპირობები. 3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა. 4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურების ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა (დანართი №4). საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 10. სხვა პირობები 1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი. 2. ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ, ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების, ცენტრის მიერ სანერგე მეურნეობების შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

  8. 3. (ამოღებულია - 15.05.2019, №225).

  9. 4. (ამოღებულია - 15.05.2019, №225). 5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე – info@arda.gov.ge. 6. პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს განაცხადების მიღების/თანადაფინანსების გაცემის ბოლო ვადას. 7. ფსტის (ფისტა), დაფნისა და ზეთისხილის კულტურების, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთან, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კულტურების გარდა, შესაძლებელია პროექტით გათვალისწინებული სხვა კულტურის დაფინანსება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე, თუ ცენტრიდან წარმოდგენილ იქნება აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასტური. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 11. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) (ამოღებულია - 03.07.2020, №409); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); ე) (ამოღებულია - 15.05.2019, №225); ვ) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; ზ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; თ) დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ; ი) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული, თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ი.ა) ნერგების რაოდენობა; ი.ბ) თითოეული ნერგის ფასი; ი.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება; ი.დ) ნერგის მახასიათებლები; ი.ე) მიწოდების პირობები; ი.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები; კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ლ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ; ლ1 ) (ამოღებულია - 05.03.2020, №148); ლ2 ) (ამოღებულია - 05.03.2020, №148); მ) (ამოღებულია - 15.05.2019, №225); ნ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 12. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე. 2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას. 3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. 4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება). 5. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, მიმწოდებლების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს/ჩარიცხოს: ა) ნერგების ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 30%-ისა (ოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 20%-ისა (ოცი პროცენტისა), გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულება – სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული ჯამური თანხის არანაკლებ 50%-ისა (ორმოცდაათი პროცენტისა), ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არანაკლებ 40%-ისა (ორმოცი პროცენტისა). 51 . ნერგების იმპორტის გზით შეძენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ნერგების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად. 6. ბენეფიციარმა საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად გადარიცხვის/ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას. 61 . იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მიზნით, ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობები დაფინანსდება მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის შემდგომ ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ.

  10. 7. (ამოღებულია - 05.03.2020, №148).

  11. 8. (ამოღებულია - 05.03.2020, №148). 9. დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 13. მონიტორინგი 1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 – ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. მუხლი 14. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. მუხლი 141 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 142 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 143 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 144 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 145 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 146 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 147 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 მუხლი 148 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 149 . (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 1410. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 15. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი 1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში – სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას ახალი სანერგე მეურნეობ(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების, ასევე მცენარეთა ახალი ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების მიზნით. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ხოლო მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის/გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. 3. წინასაბაზისო, გასამრავლებელი მასალისგან მიღებულ საძირეებისა და ნერგების, რომელიც განკუთვნილია სადედე ბაღების მოსაწყობად (შემდგომში − საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალა), შესყიდვა უნდა განხორციელდეს აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 16. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში წარსადგენი პროექტი და თანადაფინანსების მოცულობა 1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებს პოტენციური ბენეფიციარი, თუ შესაქმნელი/გაფართოებისთვის/ მოდერნიზებისთვის/გადაიარაღებისთვის განკუთვნილი სანერგე მეურნეობისათვის შეისყიდის საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიისათვის, სადაც განახორციელებს მცენარის ნაწილებისა და ნებისმიერი ვეგეტატიური მასალის, მათ შორის, საძირეების, კალმების, ასევე ნერგების, რომელიც განკუთვნილია გასამრავლებლად და სადედე და/ან ნაყოფის მომცემი მცენარეების გამოსაყვანად (შემდგომში − გასამრავლებელი მასალა), წარმოებას ან/და უკვე გააჩნია სანერგე მეურნეობა ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. 2. თანადაფინანსება განხორციელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობებით წარდგენილი დეტალური პროექტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის: ა) შექმნის/გაფართოების დროში გაწერილ გეგმას; http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ბ) ოპერირებაში ჩართული საკვანძო პირების ჩამონათვალს, მათი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მითითებით; გ) პროექტის ჯამურ ბიუჯეტს; დ) პროექტის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციასა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; ე) ოპერირებისთვის აუცილებელი საბრუნავი საშუალებების მოცულობას და უზრუნველყოფის გეგმას; ვ) თითოეული გასამრავლებელი მასალის თვითღირებულების კალკულაციას; ზ) გასამრავლებელი მასალის გაყიდვების გეგმას; თ) გასამრავლებელი მასალის დაგეგმილ წარმადობას, გასამრავლებელი მასალის სახეობების მიხედვით, სამწლიანი საპროგნოზო პერიოდით. 3. სააგენტო ცენტრთან ერთობლივად შეიმუშავებს პროექტის შედგენის სახელმძღვანელოს/კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისათვის, რათა მოხდეს წარდგენილი პროექტების სტანდარტიზაცია.

  12. 4. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 5. სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ან/და გააფართოებენ/მოახდენენ მოდერნიზებას/გადააიარაღებენ ისეთ სანერგე მეურნეობებს/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიას, რომელშიც იწარმოება დანართ №1- ით გათვალისწინებული კულტურების გასამრავლებელი მასალა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 17. სანერგეების კომპონენტის თანადაფინანსების ზღვრები და მიზნობრიობა 1. სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის თანადაფინანსებას არა უმეტეს ჯამური ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ამასთან, ახალი სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით: ა) სადედე ბაღის მოწყობის მიზნით, საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალის შეძენა; ბ) მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა (შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რემონტი, დანადგარ(ებ)ის/აღჭურვილობ(ებ)ის შეძენა, კომუნიკაცი(ებ)ის მოწყობის ხარჯი − მათ შორის, განბაჟება/დღგ, ტრანსპორტირება და სამონტაჟო სამუშაოები); გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა; დ) სარწყავი სისტემების მოწყობა; ე) დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი − შენობა ან/და სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა და აღჭურვა; ვ) სანერგე მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე − ზამთრის მყნობის ჩასატარებლად სამყნობი სახელოსნოს ან/და საფუმიგაციო ოთახის ან/და გასამრავლებელი მასალის შესანახი მაცივრის მოწყობა; http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ზ) სპეცტექნიკის შეძენა (თანადაფინანსებით დასაშვები სპეცტექნიკის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო ცენტრთან ერთად). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მუხლი 18. ტექნიკური დახმარება 1. სანერგე მეურნეობის მოვლისათვის ცოდნის მიღების მიზნით, ბენეფიციარებს/ბენეფიციარების მინდობილ პირებს, მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) გასამრავლებელი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები; ბ) გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების პრინციპები. 2. ბენეფიციარისათვის/ბენეფიციარის მინდობილი პირისათვის ტრენინგებში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. 3. სურვილის შემთხვევაში, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 19. სანერგეების კომპონენტის ბენეფიციარი 1. სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის შექმნით/განვითარებით დაინტერესებული პირები. 2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

  13. 3. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 4. პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 20. შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად: ა) (ამოღებულია - 24.10.2019, №506); ბ) ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში); გ) ღია გრუნტის გარეშე გასამრავლებელი მასალის წარმოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ინვიტრო ლაბორატორია, სათბური და სხვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან/მუნიციპალიტეტის ორგანოსთან/აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც/რომლებსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 3. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

  14. 4. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა/გაფართოება, არ უნდა ედოს ყადაღა. 6. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის შექმნა, უნდა იყოს დამუშავებული და ვარგისი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად. ვარგისიანობის დადგენა განხორცილედება ცენტრის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და დადგენილი მეთოდოლოგიით. 7. მიწის ნაკვეთი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი. 71 . იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას. 8. ღია გრუნტზე სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობა. 9. არსებული სანერგე მეურნეობა უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნებს, რასაც წერილობით დაადასტურებს ცენტრი. 10. მრავალწლიანი კულტურების (გარდა ვაზისა) ჯიში, რომლის გამრავლებაც ხდება სანერგე მეურნეობაში/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიაში, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს ცენტრი, ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 მუხლი 21. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) დირექტორის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) (ამოღებულია - 15.05.2019, №225); ე) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურების სანერგის მოწყობის ადგილის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; ე1 ) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია „დაცული“ ჯიშის გამრავლება, დამატებით ჯიშის მფლობელის ნებართვა ჯიშის გამრავლების თაობაზე; ვ) მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ზ) საჭიროების შემთხვევაში, დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ; თ) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; ი) ბენეფიციარის წილი თანადაფინანსების თანხის (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებული საფინანსო ინსტიტუტებიდან ცნობა კრედიტის/ლიზინგის დამტკიცების შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები; ლ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა ბენეფიციარის მიერ განხორციელდება განაცხადის/პროექტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 22. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარადგენს შევსებულ განაცხადს, სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალურ პროექტს და თანმდევ დოკუმენტაციას. საწყის ეტაპზე განაცხადის წარდგენა მოხდება წერილობითი ფორმით. სააგენტოს მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შემდგომ განაცხადის წარდგენა განხორციელდება ელექტრონული ფორმით.

  15. 2. (ამოღებულია - 24.10.2019, №506).

  16. 3. (ამოღებულია - 24.10.2019, №506). http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441

  17. 4. (ამოღებულია - 24.10.2019, №506); 5. წარდგენილ პროექტს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად განიხილავს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ცენტრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები. 6. კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროექტის უარყოფის/დამუშავების ან/და სააგენტოს მიერ შექმნილ „თანადაფინანსების კომიტეტზე“ წარდგენასთან დაკავშირებით. 7. „თანადაფინანსების კომიტეტი“ იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების/უარყოფის შესახებ, ამავდროულად, „თანადაფინანსების კომიტეტი“ განსაზღვრავს ყოველწლიურად საწარმოებელი გასამრავლებელი მასალის მინიმალურ რაოდენობას. 8. „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ პროექტის დამტკიცების შემთვევაში, სააგენტო განსაზღვრავს ბენეფიციარის დაფინანსების დეტალურ პირობებს (ტრანშების მოცულობას, თითოეული ტრანშის მიზნობრიობას, თითოეული ტრანშის გაცემის წინაპირობებსა და გაცემის პერიოდულობას) და ბენეფიციართან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.

  18. 9. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 10. განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 23. მონიტორინგი 1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. მუხლი 24. ბენეფიციარების დამატებითი ვალდებულებები და ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის შეუსრულებლობა 1. ბენეფიციარი ვალდებულია, შეუნარჩუნოს დაფინანსებულ სანერგე მეურნეობას პროფილი, რისთვისაც ბენეფიციარი ვალდებულია, სანერგე მეურნეობის შექმნიდან 3 წლის განმავლობაში აწარმოოს დანართ №1-ით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურების გასამრავლებელი მასალა არანაკლებ „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. 2. დაფინანსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო არსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დაიცვას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 26.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 241 . სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს არსებული მრავალწლიანი ბაღების http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 მოდერნიზაციის ან/და ახალი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მიზნით პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. 2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, თანადაფინანსება/ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 242 . ფინანსური დახმარება 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების/ანაზღაურების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, როგორც არსებული მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელი ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის. 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვენახის, ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 20%, მაგრამ არაუმეტეს დანართ №9-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 18 000 ლარისა. 4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება, ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი გეგმავს ან უკვე შეტანილი აქვს განაცხადი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნის წყლით უზრუნველყოფის შესახებ წარდგენის შემდგომ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 243 . სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს საქართველოს მოქალაქე http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.

  19. 2. (ამოღებულია - 03.07.2020, №409). 3. კომპონენტის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 244 . პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის /წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად: ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი; ბ) პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები (პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. იმ შემთხვევაში, თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ხორციელდება რამდენიმე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მათზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან. 2. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის)/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს. 3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა, არ უნდა ედოს ყადაღა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 245 . პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) (ამოღებულია - 03.07.2020, №409); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 დირექტორის/პასუხისმგებელი პირის, ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; ვ) შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება); ზ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულება); ზ1 ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე; თ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი წყლით უზრუნველყოფილია (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული/ ანაზღაურებული იქნება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა და დადასტურებული იქნება მიზნობრიობის შესრულება; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 246 . თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი და ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნით − წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის. 2. ცენტრი განსაზღვრავს და სააგენტო ამტკიცებს ჭიდან/ჭაბურღილიდან (სატუმბი სადგურიდან) მისაღები წყლის საჭირო დებეტს. 3. ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 4. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის დასკვნა, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება. 41 . წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის დასკვნა, რითაც უნდა დასტურდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება. 5. დაფინანსების/ანაზღაურების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 247 . სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი 1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში − ნერგების კომპონენტი) ითვალისწინებს ისეთი სტიქიების შედეგად, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი და წყალდიდობა მრავალწლოვანი კულტურების ბაღებში/პლანტაციებში /ვენახებში დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას, პოტენციური ბენეფიციარებისათვის მრავალწლიანი კულტურების ნერგების ღირებულების დაფინანსების გზით. 2. ნერგების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. 3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურის როგორც იმავე, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის ნერგით ჩანაცვლება, მათ შორის, ვაზი, გარდა რქაწითელის ჯიშისა. 4. ნერგების კომპონენტის ფარგლებში, თუ სტიქი(ებ)ის შედეგად დაზიანებულია ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითელას ჯიშის ვაზის ნერგები, შესაძლებელია მათი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით ჩანაცვლება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 248 . ფინანსური დახმარება 1. ნერგების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ნერგების შეძენის მიზნით. 2. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულება როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. ამასთანავე, დასაფინანსებელი თითოეული ნერგის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს დანართ №10-ში განსაზღვრული ნერგების ღირებულების შესაბამისად. 3. ნერგების კომპონენტის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება არაუმეტეს 250 000 ლარის ოდენობით. 4. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი. http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 20.11.2020წ. მუხლი 249 . ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი 1. ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს და რომლის ბაღიც/პლანტაციაც/ვენახიც სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად დაზიანდა 2020 წლის 15 ივლისიდან. 2. ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 2410. პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი და ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და სარგებლობდეს გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 2411. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში − დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); დ) არსებულ ბაღში/პლანტაციაში/ვენახში დაზიანებული ნერგების სრულად სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგით ჩანაცვლების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; ვ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული, თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ვ.ა) ნერგების რაოდენობა; http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ვ.ბ) თითოეული ნერგის ფასი; ვ.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება; ვ.დ) ნერგის მახასიათებლები; ვ.ე) მიწოდების პირობები; ვ.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები; ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები; თ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების/ვენახების სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 2412. დაფინანსების გაცემის პროცედურები განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 2413. მონიტორინგი 1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. მუხლი 25. პროგრამის განხორციელება 1. პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო, რომელიც ასევე ახდენს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას. 2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, სააგენტოსა და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. მუხლი 26. ინტერესთა კონფლიქტი 1. პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის), სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი ვრცელდება მხოლოდ http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 საქართველოში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებზე. 3. ეს მუხლი ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივლისის დადგენილება №409 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. დანართი №1 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 04.11.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით რეგიონი კურკოვანი კენკროვნები სუბტროპიკული კაკლოვანი თესლოვანი ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, ბროწეული, კივი, კაკალი, ნუში ვაშლი, მსხალი, კახეთი ჟოლო, მაყვალი. თხილი, ფსტა ზეთისხილი, კომში. ლეღვი (ფისტა). ალუბალი, გარგარი. ატამი, ქლიავი, მოცხარი, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, შიდა ქართლი ხურტკმელი, ჟოლო, - ტყემალი, ბალი, ნუში. კომში. მაყვალი. გარგარი, შინდი, ალუბალი. ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, ალუბალი, მოცხარი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, მსხალი, ვაშლი, ქვემო ქართლი ხურტკმელი, ჟოლო, თხილი, ფსტა კომში. მაყვალი. ლეღვი. (ფისტა). ზეთისხილი. ატამი, ქლიავი, მოცხარი, კაკალი, ნუში, ვაშლი, მსხალი, მცხეთა-მთიანეთი ტყემალი, ბალი, ხურტკმელი, ჟოლო, - http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 თხილი. კომში. ალუბალი. მაყვალი. ატამი, ქლიავი, მოცხარი, ვაშლი, მსხალი, სამცხე-ჯავახეთი ტყემალი, ბალი, ხურტკმელი, ჟოლო, - კაკალი კომში. ალუბალი. მაყვალი. მოცხარი, ხურტკმე ქლიავი, ტყემალი, იმერეთი ლი, ჟოლო, ლურჯი ხურმა, ლეღვი, დაფნა**. კაკალი, თხილი. ვაშლი, მსხალი. ბალი, ალუბალი. მოცვი, მაყვალი. რაჭა-ლეჩხუმი ქლიავი, ტყემალი, ვაშლი, მსხალი, მაყვალი, ჟოლო. ხურმა, ლეღვი. კაკალი, თხილი. ქვემო სვანეთი ბალი, ალუბალი. კომში. ხურმა, კივი, ფეიხოა, სამეგრელო-ზემო ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, მანდარინი, ფორთოხალი, თხილი, კაკალი. მსხალი, ვაშლი. სვანეთი ალუბალი, ბალი. მაყვალი, ჟოლო. ლეღვი, ლიმონი, დაფნა. ხურმა, კივი, ფეიხოა, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, მანდარინი, ლეღვი, გურია თხილი, კაკალი. ვაშლი, მსხალი. ბალი, ალუბალი. მაყვალი, ჟოლო. ფორთოხალი, ლიმონი, დაფნა. ხურმა, კივი, ფეიხოა, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, მანდარინი, ფორთოხალი, აჭარა თხილი, კაკალი. ვაშლი, მსხალი. ბალი, ალუბალი. მაყვალი, ჟოლო. ლეღვი, ლიმონი, დაფნა***. *შენიშვნა: ზეთისხილის კულტურა დაფინანსდება ქვემო ქართლის მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. ** დაფნის კულტურა დაფინანსდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა; *** დაფნის კულტურა დაფინანსდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა. დანართი №2 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №506 – ვებგვერდი, 25.10.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით თანადაფინანსების თანადაფინანსე თანადაფინანსების თანადაფინანსე თანადაფინანსების თანადაფინანსების მაქსიმალური ბის მაქსიმალური ბის მაქსიმალური მაქსიმალური ოდენობა მაქსიმალური ოდენობა მაქსიმალური ოდენობა კულტურის ოდენობა იმპორტირებულ ოდენობა იმპორტირებულ ოდენობა იმპორტირებულ დასახელება ადგილზე (აშშ ადგილზე (აშშ იმპორტირებულ (სხვა დანარჩენი შეძენილ ერთ /ევროკავშირი/დიდი შეძენილ ერთ /ევროკავშირი/დიდი (სხვა დანარჩენი მსოფლიო) ერთ ნერგზე (ლარში) ბრიტანეთი) ერთ ნერგზე ბრიტანეთი) ერთ მსოფლიო) ერთ ნერგზე ლარში) ნერგზე (ლარში ) (ლარში) ნერგზე (ლარში) ნერგზე (ლარში) სასოფლო -სამეურნეო სტატუსის მქონე http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კოოპერატივებს , გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებს კურკოვანი კულტურები ატამი 3.50 4.69 4.06 4.00 5.36 4.64 ქლიავი 3.50 4.62 3.99 4.00 5.28 4.56 ბალი 3.50 4.76 4.34 4.00 5.44 4.96 ალუბალი 3.50 3.29 3.01 4.00 3.76 3.44 გარგარი 3.50 5.11 4.69 4.00 5.84 5.36 ტყემალი 3.50 4.41 3.71 4.00 5.04 4.24 შინდი 3.50 4.69 4.06 4.00 5.36 4.64 ზეთისხილი 4.90 7.91 6.65 5.60 9.04 7.60 კენკროვანი კულტურები მოცხარი 2.10 2.45 1.89 2.40 2.80 2.16 ხურტკმელი 1.40 2.45 1.89 1.60 2.80 2.16 ჟოლო 1.40 2.24 1.75 1.60 2.56 2.00 მაყვალი 1.40 2.52 2.17 1.60 2.88 2.48 ლურჯი 4.90 6.16 5.46 მოცვი 5.60 7.04 6.24 სუბტროპიკული კულტურები ხურმა 2.80 5.11 4.55 3.20 5.84 5.20 კივი 1.40 4.69 4.41 1.60 5.36 5.04 ფეიხოა 1.40 3.99 3.64 1.60 4.56 4.16 ბროწეული 1.40 3.15 2.94 1.60 3.60 3.36 ლიმონი 2.10 3.99 3.64 2.40 4.56 4.16 ფორთოხალი 2.10 3.99 3.64 2.40 4.56 4.16 მანდარინი 2.10 3.99 3.64 2.40 4.56 4.16 ლეღვი 2.80 11.13 8.47 3.20 12.72 9.68 დაფნა 1.40 - - 1.60 - - თესლოვანი კულტურები მსხალი 3.50 4.34 3.22 4.00 4.96 3.68 კომში 3.50 5.18 4.34 4.00 5.92 4.96 ვაშლი 3.50 6.86 5.18 4.00 7.84 5.92 http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 კაკლოვანი კულტურები თხილი 1.75 1.68 1.89 2.00 1.92 2.16 კაკალი 10.5 12.25 11.13 12.00 14.00 12.72 ნუში 4.20 6.23 4.97 4.80 7.12 5.68 ფსტა (ფისტა) 10.50 18.62 13.44 ნამყენი 12.00 21.28 15.36 ფსტა 5,60 11,27 9,59 6,4 12.88 10,96 (ფისტა) დანართი №3 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. დანართი №4 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 14.04.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 16.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით) მრავალწლოვანი ნერგების მინიმალური სარეკომენდაციო კვების არე, ნარგაობის ტიპი კულტურები რაოდენობა - 1 ჰა მეტრი კურკოვნები ატამი 500 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ქლიავი 660 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ბალი 660 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ტყემალი 500 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, გარგარი 400 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3 ზეთისხილი 500 ნახევრად ინტენსიური 6 X 3, 5 X 3, ალუბალი 350 ნახევრად ინტენსიური 6 X 4, 7 X 4, 5 X 4 შინდი 350 ნახევრად ინტენსიური 6 X 4, 7 X 4, 5 X 4 http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 თესლოვნები ვაშლი MM106 660 ნახევრად ინტენსიური 5 X 3, 5 X 2.5 ვაშლი M9 1 660 ინტენსიური 4,0-3,6 X 1, 5 - 1,0 5 X 3, 5 X 3,3 საშუალო საძირე, მსხალი 600 ნახევრად ინტენსიური 4 X 2, 4 X 1,5, 4 X 1,25 - სუსტი საძირე (ნაგალა) კომში 500 სუბტროპიკული ხურმა 400 ნახევრად ინტენსიური 6 X 4, 5 X 4, ბროწეული 500 ნახევრად ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, კივი 400 ინტენსიური 4 X 4, ფეიხოა 500 ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ლიმონი 800 ინტენსიური 4 X 2, 4 X 2,5, 4 X 3 ფორთოხალი 500 ინტენსიური 6 X 4, 5 X 4, 5 X 3 მანდარინი 500 ინტენსიური ლეღვი 333 6X5 დაფნა 5700 1,75X1 კაკლოვანი კაკალი 155 ინტენსიური 8 X 5, 8 X 6, 7 X 5 თხილი 500 ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, 5 X 2 ნუში 300 ინტენსიური 6 X 4, 5 X 4, ფსტა (ფისტა) 270 კენკროვანი ლურჯი მოცვი 3 000 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2 მოცხარი 2100 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2 მაყვალი (უეკლო ან მსხვილნაყოფა) 2500 ინტენსიური 3,0 X 1,30, 2,5 X 1,30 ხურტკმელი 2100 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2 ჟოლო 4700 ინტენსიური 3,0-2,0 X 0,5 - 0,7 http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 დანართი №5 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №444 – ვებგვერდი, 01.09.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. დანართი №6 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №459 - ვებგვერდი, 13.09.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №225 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. დანართი №7 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება №119 - ვებგვერდი, 28.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. დანართი №8 (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №263 - ვებგვერდი, 31.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. დანართი №9 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 11.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 იანვრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 29.01.2021წ. 1 ჰა-ზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება სეტყვის საწინააღმდეგო სასოფლო-სამეურნეო სეტყვის საწინააღმდეგო მწარმოებელი ქვეყანა სისტემის მონტაჟის კულტურა სისტემის ღირებულება ღირებულება ევროპული წარმოების 63,000 ლარი 10,000 ლარი ვაშლი, მსხალი, ბალი თურქული წარმოების 42,000 ლარი 5,500 ლარი დანართი №10 საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №521 – ვებგვერდი, 21.08.2020წ. ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით დაფინანსების დაფინანსების დაფინანსების მაქსიმალური მაქსიმალური მაქსიმალური ოდენობა ოდენობა ოდენობა იმპორტირებულ კულტურის დასახელება იმპორტირებულ ადგილზე (აშშ (სხვა დანარჩენი შეძენილ ერთ /ევროკავშირი/დიდი მსოფლიო) ერთ ნერგზე (ლარში) ბრიტანეთი) ერთ ნერგზე (ლარში) ნერგზე (ლარში) კურკოვანი კულტურები http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441 ატამი 5.00 6.70 5.80 ქლიავი 5.00 6.60 5.70 ბალი 5.00 6.80 6.20 ალუბალი 5.00 4.70 4.30 გარგარი 5.00 7.30 6.70 ტყემალი 5.00 6.30 5.30 შინდი 5.00 6.70 5.80 ზეთისხილი 7.00 11.30 9.50 კენკროვანი კულტურები მოცხარი 3.00 3.50 2.70 ხურტკმელი 2.00 3.50 2.70 ჟოლო 2.00 3.20 2.50 მაყვალი 2.00 3.60 3.10 ლურჯი მოცვი 7.00 8.80 7.80 სუბტროპიკული კულტურები ხურმა 4.00 7.30 6.50 კივი 2.00 6.70 6.30 ფეიხოა 2.00 5.70 5.20 ბროწეული 2.00 4.50 4.20 ლიმონი 3.00 5.70 5.20 ფორთოხალი 3.00 5.70 5.20 მანდარინი 3.00 5.70 5.20 ლეღვი 4.00 15.90 12.10 დაფნა 2.00 - - თესლოვანი კულტურები მსხალი 5.00 6.20 4.60 კომში 5.00 7.40 6.20 ვაშლი 5.00 9.80 7.40 კაკლოვანი კულტურები თხილი 2.50 2.40 2.70 კაკალი 15.00 17.50 15.90 ნუში 6.00 8.90 7.10 ფსტა (ფისტა) ნამყენი 15.00 26.60 19.20 ფსტა (ფისტა) 8.00 16.10 13.70 ვენახი სუფრის ყურძენი 2.00 2.80 2.50 საღვინე ვაზი (თეთრყურძნიანი) 2.50 9.20 7.60 საღვინე ვაზი (წითელყურძნიანი) 3.50 11.30 10.10 http://www.matsne.gov.ge 34017000010003018441

Resolution No. 56 of 2015 of Georgian Government on State Program of “Plant the Future” · Nelum