Resolution No. 54 of 2022 of National Regulatory Commission of Energy and Water Supply of Georgia on Normative Losses in Distribution Network of Natural Gas
Made 2022-11-30 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის დადგენილება №54 ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Country
- Georgia
- Subjects
- Energy
- Keywords
- energy conservation/energy production, natural gas, procedural matters
- Categories
- energy
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №54 2022 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები“. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. 2023 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი დავით ნარმანია ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრი გოჩა შონია კომისიის წევრი გიორგი ფანგანი კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები მუხლი 1. ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობად განისაზღვროს: ა) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;
ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ; გ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ; დ) 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ; ე) 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ. http://www.matsne.gov.ge 30038000016009016569