Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 510 of 2016 of Georgian Government on Nutrition and Health Claims made on Foods

Made 2016-11-17 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის დადგენილება №510 სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition
Keywords
access-to-information, authorization/permit, business/industry/corporations, consumer protection, food additives, food safety and quality, internal trade, packaging/labelling, public health, registration
Categories
*

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №510 2016 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო 1. სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საბოლოო მომხმარებლისათვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამის დროს ეტიკეტზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. 2. ეს წესი ადგენს ბაზარზე განთავსებული და საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი სურსათის წარდგენის (პრეზენტაციის), რეკლამისა და ეტიკეტირებისას კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და პროცედურებს. 3. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათთან დაკავშირებულ განაცხადზე, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის. მათ შორის, სურსათზე, რომელიც მიეწოდება რესტორნებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, სასადილოებს და საზოგადოებრივი კვების სხვა მსგავს ობიექტებს. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე დამზადებულ სურსათზე, რომლის ვარგისიანობის ვადაც არ არის გასული. 5. ამ წესის მე-7 მუხლით და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება დაუფასოებელ სურსათზე (მათ შორის, ახალი ხილი, ახალი ბოსტნეული ან ახალი პური), რომელიც საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს მიეწოდება შეფუთვის გარეშე ან მისი დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყონებლივ გაყიდვის მიზნით. მათზე სავალდებულოა ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება. 6. იმ ბიზნესოპერატორებმა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოთხოვნები, შესაბამისი კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებლის) და პირობების დადგენიდან არა უგვიანეს 12 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა ამ წესით გათვალისწინებულ http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 მოთხოვნებთან. 7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათისათვის; ბ) ნატურალური მინერალური წყლებისათვის; გ) ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სასმელი წყლისათვის; დ) სასურსათო (სურსათის) დანამატებისათვის. 8. სურსათის ეტიკეტზე წარდგენისას (პრეზენტაციისას) ან რეკლამაში სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი) ან წარმოსახვითი სახელი (ფანტაზიის ნაყოფი), რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც სურსათის კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის გარეშე იმ პირობით, თუ სურსათს თან ერთვის კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეტიკეტირების, წარდგენისა (პრეზენტაციის) და რეკლამის მიმართ. 9. სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასურსათო (სურსათის) დანამატი – კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით, კერძოდ: კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილის და სხვა ანალოგიური სახით, რომელთა გამოყენება ხდება განსაზღვრული მცირე რაოდენობით; ბ) ცხიმი – საერთო ლიპიდები, მათ შორის, ფოსფოლიპიდები; გ) ტრანსცხიმი – ცხიმოვანი მჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანს იზომერულ კონფიგურაციაში; დ) ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – ცხიმოვანი მჟავები, ნახშირბადის მეზობელ ატომებს შორის ორმაგი ბმის გარეშე; ე) მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები – ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში; ვ) პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა – ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ორი ან მეტი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში; ზ) ნახშირწყალი – ნებისმიერი ნახშირწყალი, პოლიოლის ჩათვლით, რომელიც მეტაბოლიზმს განიცდის ადამიანის ორგანიზმში; თ) შაქარი – სურსათში არსებული ყველა მონოსაქარიდი და დისაქარიდი, გარდა პოლიოლისა; ი) ცილა – ცილის შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: ცილა= საერთო აზოტი http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 (კელდალის მიხედვით) x 6,25; კ) ბოჭკოვანი ნივთიერება – ნახშირწყლების პოლიმერები სამი ან მეტი მონომერული ერთეულით, რომელთა აბსორბცია და გადამუშავება ვერ ხდება ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებების კატეგორიებია: კ.ა) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც ბუნებრივადაა სურსათში; კ.ბ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც მიიღება სასურსათო ნედლეულიდან ფიზიკური, ფერმენტული ან ქიმიური გზით და რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული მეცნიერული მტკიცებულებით; კ.გ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, სინთეზური გზით მიღებული, რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული მეცნიერული მტკიცებულებით; ლ) ეტიკეტირება – ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება (ილუსტრაცია) ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია სურსათთან და განთავსებულია სურსათის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში; მ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათი – სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან წარმოება-დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისგან, შეესაბამება დეკლარირებული კვებითი მიზნებისათვის გამოყენებას და ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებისას; ნ) განაცხადი – ნებისმიერი შეტყობინება ან წარდგენა (პრეზენტაცია), გამოსახული ილუსტრაციით, გრაფიკულად ან სიმბოლოების საშუალებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც არ არის სავალდებულო და რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან რომლითაც გამოხატულია, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები; ო) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ასევე ამ წესის დანართი №3-ით „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“ განსაზღვრული ვიტამინები და მინერალები და ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ მათ შემადგენელ კომპონენტს; პ) სხვა ნივთიერება – ნივთიერებები, გარდა საკვები ნივთიერებებისა (ნუტრიენტები), რომელთაც აქვთ ფიზიოლოგიური ან კვებითი ეფექტი (დანიშნულება); ჟ) განაცხადი კვებითი ღირებულების შესახებ – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული სასარგებლო კვებითი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია სურსათის მახასიათებლებთან: ჟ.ა) კალორიულობასთან ანუ ენერგეტიკულ ღირებულებასთან, რომლის შესაბამისად სურსათი შეიძლება იყოს: ჟ.ა.ა) კალორიული; ჟ.ა.ბ) მაღალკალორიული ან დაბალკალორიული; ჟ.ა.გ) არაკალორიული; ჟ.ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების შემცველობასთან, შესაბამისად სურსათი შეიძლება: ჟ.ბ.ა) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს; ჟ.ბ.ბ) შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ან მცირე რაოდენობით; http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 ჟ.ბ.გ) არ შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს; რ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან გამოხატავს, რომ არსებობს კავშირი სურსათის კატეგორიას ან სურსათს ან სურსათის შემადგენელ რომელიმე კომპონენტსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის; ს) განაცხადი დაავადების რისკის შემცირების შესახებ – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათის რომელიმე კატეგორიის, რომელიმე დასახელების სურსათის ან სურსათის რომელიმე კომპონენტის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის დაავადების განვითარების რისკს; ტ) სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობელი – ნებადართული დამატკბობლის პრეპარატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვა საკვებდანამატებს ან/და ინგრედიენტებს და რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, როგორც შაქრის შემცვლელი. თავი II. ზოგადი პრინციპები მუხლი 3. ზოგადი პრინციპები ნებისმიერ განაცხადთან დაკავშირებით ბაზარზე განთავსებული სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სურსათის ეტიკეტირების, წარდგენის (პრეზენტაციის) ან რეკლამისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. განაცხადი: ა) არ უნდა იყოს მომხმარებლისთვის მცდარი, ბუნდოვანი ან შეცდომაში შემყვანი; ბ) არ უნდა ქმნიდეს მცდარ წარმოდგენას სურსათის უვნებლობის და/ან კვებითი ადეკვატურობის მიმართ სხვა სურსათთან მიმართებაში; გ) არ უნდა უწყობდეს ხელს ან არ უნდა უბიძგებდეს (აქეზებდეს) სურსათის ჭარბ მოხმარებას; დ) არ უნდა გულისხმობდეს ან გამოხატავდეს ან აცხადებდეს, რომ ბალანსირებული და მრავალფეროვანი დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საჭირო შესაბამის რაოდენობას; ე) თავისი გრაფიკული, აღწერილობითი გამოსახულებით (ილუსტრაციით) ან სიმბოლოთი, არ უნდა იწვევდეს ან ზრდიდეს მომხმარებლის ეჭვს ორგანიზმის ფუნქციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. მუხლი 4. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენების ზოგადი მოთხოვნები 1. სამინისტრო, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, 2018 წლის 1 მარტამდე ადგენს სურსათის ან სურსათის ძირითად კატეგორიებისათვის კვებით პროფილს (კვებით მახასიათებელს) და პირობებს, მათ შორის, გამონაკლისებს, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სურსათზე კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის მითითებისას. 2. სურსათის ან/და სურსათის გარკვეული კატეგორიებისათვის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების რაოდენობა სურსათში, მაგალითად, ცხიმები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტრანსცხიმოვანი მჟავები, შაქრები და ნატრიუმი/მარილი; ბ) სურსათის (ან სურსათის კატეგორიის) როლი და მნიშვნელობა, ასევე ზოგადად კონკრეტული სურსათის წვლილი მოსახლეობის კვების რაციონში ან, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული რისკ ჯგუფების, მათ შორის, ბავშვებისათვის; http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 გ) სურსათის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საერთო შემადგენლობა და იმ საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) არსებობა, რომელთა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე დადასტურებულია მეცნიერულად. 3. კვებითი პროფილი (კვებითი მახასიათებელი) დაფუძნებული უნდა იქნეს კვების რაციონის, კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობას შორის არსებულ ურთიერთკავშირის შესახებ მეცნიერულ მონაცემებზე. 4. სურსათის კონკრეტული კატეგორიის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენისთვის, რომლის პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა, დაინტერესებული მხარის მიერ სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს სამეცნიერო რეკომენდაციები და დასკვნები, კერძოდ: ა) სურსათის ან/და სურსათის კატეგორიებისათვის კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენის აუცილებლობის შესახებ; ბ) შერჩეული საკვები ნივთიერებებისა (ნუტრიენტების) და მათი ბალანსის აუცილებელი გათვალისწინების შესახებ; გ) კვებითი პროფილის ეტალონური მნიშვნელობის შერჩევასთან დაკავშირებით; დ) კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) გამოთვლის მეთოდი; ე) შეთავაზებული სისტემის გამოყენების და გამოცდის შესაძლებლობა. 5. კვებითი პროფილის (კვებითი მახასიათებელი) დადგენისას სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მეცნიერებთან, ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებელთა ჯგუფებთან. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადში დასაშვებია მითითებულ იქნეს: ა) სურსათში ცხიმის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ტრანსცხიმოვანი მჟავების, შაქრის და მარილის/ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის შესახებ, კონკრეტული კვებითი პროფილის (მახასიათებლის) მითითების გარეშე, რის შესახებაც არსებობს კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ის შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) „ინფორმაცია იმ საკვები ნივთიერების (ნუტრიენტი) მაღალი შემცველობის შესახებ, რომელიც აჭარბებს კვებითი პროფილით განსაზღვრულ ნორმას იმ პირობით, რომ ხსენებული მითითება განთავსებული იქნება იმავე მხარეს და იმავე ხედვის არეალში, სადაც განთავსებულია განაცხადი. მითითება ხდება შემდეგი სახით: „.......... (საკვები ნივთიერების, ნუტრიენტის დასახელება) მაღალი შემცველობა“. 7. სასმელის ეტიკეტზე, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს, დაუშვებელია მასზე განთავსებულ იქნეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი. 8. სასმელში, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ზე ნაკლებია, დაშვებულია განაცხადში მითითებულ იქნეს „ალკოჰოლის დაბალი შემცველობა“, „ალკოჰოლის შემცირებული რაოდენობა“ ან „დაბალი ენერგეტიკული ღირებულება“. მუხლი 5. ზოგადი პირობები 1. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) დადასტურებულია, რომ სურსათში ან სურსათის კატეგორიაში საკვები ნივთიერებების http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების არსებობას, არარსებობას ან შემცირებული რაოდენობით შემცველობას, რომლის შესახებაც მითითებულია განაცხადში, აქვს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებული სასარგებლო კვებითი და ფიზიოლოგიური მოქმედება (ეფექტი); ბ) საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებები, რომელთა შესახებაც გაკეთდა განაცხადი: ბ.ა) მზა სურსათში არის მნიშვნელოვანი ან ისეთი რაოდენობით, რომ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულია მათი სასარგებლო კვებითი და ფიზიოლოგიური მოქმედება (ეფექტი); ბ.ბ) მზა სურსათში არ არის ან ისეთი უმნიშვნელო რაოდენობითაა, რომ გავლენას ვერ ახდენს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულ სასარგებლო კვებით და ფიზიოლოგიურ მოქმედებაზე (ეფექტი); გ) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) ან სხვა ნივთიერება, რომელზეც გაკეთდა განაცხადში მითითება, ორგანიზმის მიერ ათვისებადი ფორმითაა; დ) სურსათის რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია გონივრულად იქნეს მოხმარებული, ორგანიზმს უზრუნველყოფს განაცხადში მითითებული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობით, რომლებიც ავლენენ საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემებით დადასტურებულ სასარგებლო კვებით და ფიზიოლოგიურ მოქმედებას (ეფექტი); ე) საჭიროების მიხედვით, აკმაყოფილებენ ამ წესის მე-3 ან მე-4 თავებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი შეძლებს გააცნობიეროს ინფორმაცია იმ მოსალოდნელი დადებითი შედეგების შესახებ, რომელზეც მითითებულია განაცხადში. 3. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი ეხება ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, მოხმარებისათვის მზა სურსათს. მუხლი 6. განაცხადთან დაკავშირებული მეცნიერული მტკიცებულება 1. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებას. 2. ბიზნესოპერატორი, რომელიც განაცხადში მიუთითებს კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მონაცემს, ვალდებულია დაადასტუროს მისი უტყუარობა. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორს, რომელიც სურსათს განათავსებს ბაზარზე, მოსთხოვოს ამ წესთან შესაბამისობის შესახებ მონაცემები. მუხლი 7. კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია 1. კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სურსათზე განთავსებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. სასურსათო (სურსათის) დანამატების კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ინფორმაცია საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ხასიათდებიან სპეციფიკური კვებითი ან ფიზიოლოგიური მოქმედებით, ეტიკეტზე მითითებული http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 უნდა იქნეს რიცხობრივი გამოსახულებით. ვიტამინებისა და მინერალებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №2-ით – „ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დაშვებულია სასურსათო (სურსათის) დანამატების წარმოებისათვის“ განსაზღვრული ერთეულები; ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების რაოდენობა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე მითითებული რეკომენდებული სადღეღამისო მოხმარების შესაბამისად; გ) ვიტამინებისა და მინერალების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია, მითითებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით განსაზღვრული რეკომენდებული ნორმების პროცენტული რაოდენობის შესაბამისად. თავი III. კვებითი ღირებულების შესახებ განაცხადი მუხლი 8. განსაკუთრებული პირობები სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება დასაშვებია, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესისა და დანართი №1-ით – „კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი გამოყენების პირობები“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 9. შედარებითი განაცხადი 1. შედარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კატეგორიის სურსათისათვის, ამ კატეგორიის სურსათის ასორტიმენტის გათვალისწინებით. მითითებული უნდა იქნეს განსხვავება საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) რაოდენობას ან/და ენერგეტიკულ ღირებულებას შორის. ამ დროს ხდება ერთისა და იმავე რაოდენობის სურსათის შედარება. 2. სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ შედარებითი განაცხადის საშუალებით ხდება განსაზღვრული შედგენილობის სურსათის შედარება იმავე კატეგორიის სურსათის ასორტიმენტთან, რომელთაც არა აქვთ ის შემადგენლობა და მათზე განაცხადის გაკეთების საშუალებას იძლევა, მათ შორის, სხვა სავაჭრო ნიშნის მქონე სურსათიც. თავი IV. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი მუხლი 10. განსაკუთრებული პირობები 1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება დაუშვებელია, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-3-მე-7 და მე-12-მე-13 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება ეტიკეტზე, ან ეტიკეტის არარსებობის შემთხვევაში, რეკლამასა და პრეზენტაციაში დაშვებულია, თუ ის მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მითითებას მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მომხმარებელს აწვდის სათანადო ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების მიღწევისათვის კონკრეტული სურსათის მოხმარება წარმოადგენს მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ნაწილს და ასეთი სურსათის მოხმარება არ უნდა მოხდეს ჭარბი რაოდენობით ან სასარგებლო რაციონის ხარჯზე. ამასთან, მითითებას, რომ ასეთი სურსათის მოხმარება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს; ბ) მითითებას სურსათის რაოდენობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, რომელიც საჭიროა განაცხადში მითითებული დადებითი ეფექტის მიღწევისათვის, რისთვისაც: ბ.ა) მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იქნეს მოხმარებული აღნიშნული სურსათი დღის განმავლობაში (ერთჯერადად, თუ მრავალჯერადად) სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის; ბ.ბ) ინფორმაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ხელი არ უნდა შეუწყოს ან შეუშალოს ამ წესის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სურსათის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებით; http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 გ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირთა მითითებას და განცხადებას მათთვის, ვინც თავი უნდა შეიკავოს ამ სურსათის მოხმარებისაგან; დ) შესაბამის გაფრთხილებას იმ სურსათზე, რომლის გადაჭარბებული მოხმარება რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სურსათისათვის. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითებების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სურსათის ეტიკეტზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსება. 5. მითითება საერთო ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კეთილდღეობისათვის, ზოგადად საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) ან სურსათის არასპეციფიკური სარგებლობის შესახებ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში გათვალისწინებულია ამ წესის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები. მუხლი 11. შეზღუდვები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით დაუშვებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადში მითითებულ იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) კონკრეტული სურსათის არმოხმარებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას; ბ) სურსათის მოხმარებით შესაძლებელია წონაში კონკრეტული კლება ან მითითებულ იქნეს წონაში დაკლებისათვის საჭირო დრო; გ) რომელიც ეფუძნება ცალკეული ექიმ(ებ)ის და ჯანმრთელობის დაცვის ცალკეული სპეციალისტების რეკომენდაციებს. მუხლი 12. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, გარდა განაცხადისა, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი შესაძლებელია განთავსებულ იქნეს ავტორიზაციის გარეშე, თუ ის ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს, ადვილად გასაგებია საშუალო მომხმარებლისათვის და მასში მოცემულია ერთ-ერთი ინფორმაცია: ა) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერების როლის შესახებ ორგანიზმის ზრდა განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; ბ) ორგანიზმის ფსიქოლოგიური და ქცევითი ფუნქციების შესახებ; გ) წონის შემცირების, შიმშილის გრძნობის შემცირების, ნაყროვანების გაზრდის ან სურსათის მოხმარებით რაციონიდან შემცირებული ენერგიის მიღების შესახებ. მუხლი 13. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას 1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას, ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას, განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ავტორიზაციის შემდეგ, ის უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და ადვილად გასაგები უნდა იყოს მომხმარებლისათვის. 2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებას და ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას, უნდა შეიცავდეს ასევე ინფორმაციას, რომ განაცხადში მითითებული დაავადება ხასიათდება რისკის მრავლობითი ფაქტორებით და ერთი http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 რომელიმე ფაქტორის შეცვლას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს დადებითი ეფექტი. მუხლი 14. განაცხადის ავტორიზაცია 1. ავტორიზაციისათვის ბიზნესოპერატორმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, 14 დღის განმავლობაში წერილობით დაადასტუროს განცხადების მიღება. 2. სამინისტრო ვალდებულია, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისათვის (გადაწყვეტილებით არ უნდა მოხდეს კომერციული საიდუმლოების გასაჯაროება). 3. განცხადება უნდა მოიცავდეს: ა) ბიზნესოპერატორის დასახელებას და მისამართს; ბ) საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის) დასახელებას ან სხვა ნივთიერების დასახელებას, სურსათის ან სურსათის კატეგორიის დასახელებას, რომელთა მიმართ უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი და მათ განსაკუთრებულ თვისებებს (მახასიათებლებს); გ) გამოკვლევების ასლებს, მათ შორის, დამოუკიდებელი გამოკვლევების ასლებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერ სხვა კვლევით მასალას, რომელიც განხორციელდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით, რითაც დასაბუთებული იქნება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საჭიროების შემთხვევაში მითითებას ინფორმაციაზე, რომელიც წარმოადგენს ბიზნესოპერატორის საკუთრებას. ამ შემთხევაში თან უნდა ახლდეს შესაბამისი დასაბუთება, რომლითაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება; ე) სხვა სამეცნიერო გამოკვლევების ასლებს, რომელიც შეესაბამება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს; ვ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირებას (ტექსტი), რისთვისაც ხდება ავტორიზაცია, მათ შორის, გამოყენების კონკრეტული პირობები; ზ) განცხადების რეზიუმეს. 4. ავტორიზაციის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ხოლო თარგმანის შემთხვევაში სავალდებულოა დოკუმენტების დედნის წარდგენაც. 5. დოკუმენტების სისწორესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. 6. სამინისტრო, განცხადების მიღებიდან 5 თვის ვადაში, ახორციელებს მიღებული სამეცნიერო ინფორმაციის, ასევე ბიზნესოპერატორის მიერ წარდგენილი სხვა ნებისმიერი ინფორმაციის შეფასებას. 7. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ავტორიზაციისათვის მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომლის შეფასებას ახორციელებს დამატებით 2 თვის ვადაში. 8. სამინისტრო ავტორიზაციისათვის ამოწმებს: ა) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი დადასტურებულია თუ არა სამეცნიერო მონაცემებით; ბ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირების შესაბამისობას ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 9. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იქნეს: http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 ა) განმცხადებლის დასახელება და მისამართი; ბ) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) ან სხვა ნივთიერება ან სურსათი ან სურსათის კატეგორია, რომლის მიმართაც კეთდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი განსაკუთრებული თვისებები (მახასიათებლები); გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ფორმულირება (ტექსტი), რისთვისაც ხდება ავტორიზაცია, მათ შორის, გამოყენების კონკრეტული პირობები; დ) საჭიროების შემთხვევაში, სურსათის გამოყენების პირობები ან შეზღუდვები ან/და დამატებითი მითითება ან გაფრთხილება, რომელიც თან უნდა ახლდეს ეტიკეტსა და რეკლამაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს. 10. სამინისტრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და ავტორიზაციის შესახებ ინფორმაციას განათავსებს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში. 11. ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს არასწორად და არასრულად წარდგენილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეუსაბამობის გონივრულ ვადაში აღმოუფხვრელობა და დოკუმენტების გაყალბება. 12. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც იგი მოითხოვს მონაცემების დაცვას, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს, სამინისტრო, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაციას ახდენს 5 წლის ვადით. 13. ავტორიზაციის შეცვლის, შეჩერებისა და გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ახალი გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 14. იმპორტირებული სურსათი საქართველოში დაიშვება კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15. კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრი 1. სამინისტრო ვალდებულია, აწარმოოს კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრი. 2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ განაცხადს კვებითი ღირებულების შესახებ და მისი გამოყენების პირობებს; ბ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ განაცხადს და გამოყენების პირობებს; გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს, რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული და მათი უარყოფის მიზეზი; დ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადს, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა ბიზნეოპერატორის საკუთრებაში არსებული მონაცემების საფუძველზე, შემდეგი ინფორმაციის მითითებით: დ.ა) თავდაპირველი განმცხადებლის დასახელება და ავტორიზაციის თარიღი; დ.ბ) ავტორიზაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ განაცხადზე გაცემულ იქნა იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს საკუთრებას და გამოიყენება შეზღუდული ვადით. მუხლი 16. მონაცემთა დაცვა 1. განაცხადის სამეცნიერო და სხვა სახის ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 განმცხადებლის სასარგებლოდ 5 წლის განმავლობაში დღიდან ავტორიზაციისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომდევნო განმცხადებლის მიერ პირველ განმცხადებელთან შეთანხმებულ იქნა ამ ინფორმაციის გამოყენება იმ პირობით, რომ: ა) პირველი განმცხადებლის მიერ წარდგენილი სამეცნიერო მონაცემები და ინფორმაცია წარმოადგენს მის საკუთრებას; ბ) პირველმა განმცხადებელმა განაცხადების წარდგენისას ისარგებლა მის საკუთრებაში არსებული მონაცემებით; გ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის ავტორიზაცია ვერ განხორციელდებოდა იმ მონაცემების გარეშე, რომელიც წარმოადგენს პირველადი განმცხადებლის საკუთრებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე, განმცხადებელს უფლება არა აქვს გამოიყენოს პირველი განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მონაცემები. http://www.matsne.gov.ge 24011000010003019576 დანართი №1 კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადი და მისი გამოყენების პირობები 1. დაბალი ენერგეტიკული ღირებულება (დაბალკალორიული) განაცხადი, რომ სურსათი არის დაბალი ენერგეტიკული ღირებულებისა/დაბალ კალორიული და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მყარი კონსისტენციის სურსათისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი 100 გ-ის კალორიულობა არ აღემატება 40 კკალ-ის (170 კჯ), ხოლო თხევადი სურსათის 100 მლ-ის კალორიულობა არ აღემატება 20 კკალ-ის (80 კჯ). სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობელისათვის ზღვარი უნდა იყოს 4 კკალ-ის (17 კჯ) ფორციაში, რომლის დამატკბობელი ეფექტი 6 გ საქაროზის (დახალოებით 1 ჩაის კოვზი) გამოყენების ეკვივლენტურია. 2. შემცირებული ენერგეტიკული ღირებულება (შემცირებულკალორიული) განაცხადი, რომ სურსათი არის შემცირებული ენერგეტიკული ღირებულების/ შემცირებული მისი კალორიულობა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც ენერგეტიკული ღირებულება/ კალორიულობა მცირდება სულ მცირე 30 %-ით, იმ მახასიათებლის მითითებით, რომლის შემცირებითაც შემცირდა სურსათის საერთო ენერგეტიკული ღირებულება. 3. ენერგეტიკული ღირებულების გარეშე (კალორიების გარეშე) განაცხადი, რომ სურსათი ენერგეტიკული ღირებულების/ კალორიულობის გარეშეა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც 100 გ ან 100 მლ-ის სურსათის კალორიულობა არ აღემატება 4 კკალ-ზე (17 კჯ) მეტს. სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობელისათვის ზღვარი უნდა იყოს 0,4კკალ-ის(1,7 კჯ) პორციაში, რომლის დამატკბობელი ეფექტი 6 გრ საქაროზის (დახალოებით 1 ჩაის კოვზი) ეკვივლენტურია. 4. დაბალი ცხიმშემცველობა (დაბალცხიმიანი) განაცხადი, რომ სურსათი არის დაბალი ცხიმშემცველობის/ დაბალცხიმიანი და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათში ცხიმის შემცველობა არაუმეტეს 3 გ-ია 100 გ მყარი სურსათისათვის, ხოლო თხევადისათვის − 1,5 გ ცხიმი 100 მლ-ში (ნახევრადმოხდილ რძეში არაუმეტეს 1,8გ ცხიმი 100 მლ-ში). 5. ცხიმის გარეშე (უცხიმო) განაცხადი, რომ სურსათი არის ცხიმის გარეშე /უცხიმო და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათის 100 გ -ში, ან 100 მლ-ში ცხიმის შემცველობა არაუმეტეს 0,5 გ-ია. თუმცა, განაცხადი, რომ “ X % − უცხიმო“ დაუშვებელია. 6. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დაბალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დაბალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრანსცხიმების ჯამი 100 გ მყარ სურსათში არ აღემატება 1,5 გ ან 100 მლ-ის თხევად სურსათში − 0,75 გ. ყველა შემთხვევაში ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრანსცხიმების საერთო რაოდენობა არ უნდა შეადგენდეს სურსათის კალორიულობის (ენერგეტიკული ღირებულების) 10 %-ზე მეტს. 7. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების გარეშე განაცხადი, რომ სურსათი არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების გარეშე/ თავისუფალია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისაგან და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრანსცხიმოვანი მჟავების ჯამი არ აღემატება 0,1 გ ნაჯერ ცხიმოვან მჟავას 100 გ ან 100 მლ-ის სურსათში. 8. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცირებული (დაბალი) შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცირებული (დაბალი) შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სურსათში ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრანსცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობა არანაკლებ 30%-ით ნაკლებია ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით; ბ) სურსათში ტრანსცხიმოვანი მჟავების შემცველობა ანალოგიურ პროდუქტში ტრანსცხიმოვანი მჟავების შემცველობის ტოლია ან ნაკლებია. 9. შაქრის დაბალი შემცველობა (დაბალშაქრიანი) განაცხადი, რომ სურსათი არის შაქრის დაბალი შემცველობით (დაბალშაქრიანი) და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მყარი კონსისტენციის სურსათისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის 100 გ-ში შაქრის შემცველობა არ აღემატება 5 გ-ს, ხოლო თხევადი სურსათის 100 მლ-ში შაქრის შემცველობა არ აღემატება 2,5 გ-ს. 10. შაქრის გარეშე (უშაქრო) განაცხადი, რომ სურსათი არის შაქრის გარეშე (უშაქრო) და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათის 100 გ -ში ან 100 მლ-ში შაქრის შემცველობა არაუმეტეს 0,5 გ-ია. 11. შაქრის დამატების გარეშე განაცხადი, რომ სურსათი შაქრის არის დამატების გარეშე და ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისთვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათს ან სხვა სურსათს, რომლებიც გამოიყენება მისი დამატკბობელი თვისებების გამო არ აქვს დამატებული მონო- ან დისაქარიდები. თუ შაქარი ბუნებრივად არსებობს სურსათში, ეტიკეტზე უნდა გამოჩნდეს შემდეგი მითითება: „შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ შაქრებს“. 12. შაქრის შემცირებული (დაბალი) შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის შაქრის შემცირებული (დაბალი) შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება ამავე კატეგორიის პროდუქტისთვის განსაზღვრული ენერგეტიკული ღირებულების ტოლია ან ნაკლებია. 13. ნატრიუმის/მარილის დაბალი შემცველობა (დაბალი ნატრიუმით/მარილით) განაცხადი, რომ სურსათი არის მარილის დაბალი შემცველობით/ დაბალ მარილითა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის 100 გ-ში ან 100 მლ-ში მარილის შემცველობა არ აღემატება 0,12 გ ნატრიუმს ან მარილის ეკვივალენტს. წყლის შემთხვევაში, გარდა ნატურალური მინერალური წყლებისა, ეს მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ ნატრიუმს 100 მლ-ის -ში. 14. ნატრიუმის/მარილის ძალიან დაბალი შემცველობა (ძალიან დაბალი ნატრიუმით/მარილით) განაცხადი, რომ სურსათი არის მარილის ძალიან დაბალი შემცველობით/ ძალიან დაბალი მარილით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის 100 გ-ში ან 100 მლ-ში მარილის შემცველობა არ აღემატება 0,04 გ ნატრიუმს ან მარილის ეკვივალენტს. ეს განაცხადი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნატურალური მინერალური და სხვა წყლებისათვის. 15. ნატრიუმისგან/მარილისგან თავისუფალი (უმარილო) განაცხადი, რომ სურსათი არის მარილისგან თავისუფალი (უმარილო), და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის 100 გ-ში მარილის შემცველობა არ აღემატება 0,005 გ ნატრიუმს ან მარილის ეკვივალენტს. 16. ნატრიუმის/ მარილის დამატების გარეშე განაცხადი, რომ სურსათი არის ნატრიუმის/მარილის დამატების გარეშე და ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისთვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სურსათს არა აქვს დამატებული ნატრიუმი/მარილი ან სხვა ინგრედიენტი, რომელიც შეიცავს ნატრიუმს/მარილს. 100გ ან 100 მლ-ის სურსათში ნატრიუმის /მარილის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,12 გ ნატრიუმს ან მარილის ეკვივალენტს. 17. ბოჭკოვანი ნივთიერებების წყარო განაცხადი, რომ სურსათი წარმოადგენს ბოჭკოვანი ნივთიერებების წყაროს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 100 გ სურსათში ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველობა არანაკლებ 3 გ-ს შეადგენს, ან 100 კკალ-ზე ბოჭკოვანი ნივთიერება არანაკლებ 1,5 გ-ია. 18. ბოჭკოვანი ნივთიერების მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობითაა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 100 გ სურსათში ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველობა არანაკლებ 6 გ-ს შეადგენს, ან 100კკალ-ზე ბოჭკოვანი ნივთიერება არანაკლებ 3 გ-ია. 19. ცილის წყარო განაცხადი, რომ სურსათი წარმოადგენს ცილის წყაროს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულების არანაკლებ 12% უზრუნველყოფილია ცილით. 20. ცილის მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის ცილის მაღალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულების არანაკლებ 20 % უზრუნველყოფილია ცილით. 21. ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) წყარო განაცხადი, რომ სურსათი წარმოადგენს ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) წყაროს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დამატებულ ვიტამინებსა და მინერალებს. 22. ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის ვიტამინების (დასახელებს) და მინერალების (დასახელება) მაღალი შემცველობით ან წარმოადგენს ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) წყაროს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათი შეიცავს ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) არანაკლებ ორჯერ მეტ რაოდენობას. 23. შეიცავს საკვები ნივთიერებას (ნუტრიენტს) ან სხვა ნივთიერებას (დასახელება) განაცხადი, რომ სურსათი შეიცავს საკვებ ნივთიერებას (ნუტრიენტს) ან სხვა ნივთიერებებს, რომელთათვისაც ამ წესით არ არის განსაზღვრული პირობები, და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათი აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. ვიტამინებისა და მინერალებისათვის კი გამოყენებული უნდა იქნეს ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) „წყაროსთან“ დაკავშირებული მოთხოვნები. 24. საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის) (დასახელება) − გაზრდილი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი შეიცავს ერთ ან რამდენიმე საკვებ ნივთიერებას (ნუტრიენტს) გაზრდილი რაოდენობით, გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათი აკმაყოფილებს ვიტამინების (დასახელება) და მინერალების (დასახელება) „წყაროსთან“ დაკავშირებულ პირობებს და მათი შემცველობა, ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით, 30%-ით მეტია. 25. საკვები ნივთიერების (ნუტრიენტის) (დასახელება) − შემცირებული შემცველობა განაცხადი, რომ სურსათის შემადგენლობა შემცირებულია ერთი ან მეტი საკვები ნივთიერებით (ნუტრიენტი), და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათში საკვები ნივთიერებების (ნუტირენტების) შემცველობა, ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით, 30%-ით ნაკლებია, გარდა მიკროელემენტებისა, რომელთა შემცველობა 10 %-ით ნაკლები უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ განსაზღვრულ მიკროელემენტების რეკომენდებულ დოზებზე, ხოლო ნატრიუმისათვის ან მარილის ეკვივალენტური რაოდენობისათვის − 25%-ით ნაკლები. 26. „სუსტი“/„მსუბუქი“ განაცხადი, რომ სურსათი არის „სუსტი“ ან „მსუბუქი“ და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, გამოყენებული უნდა იქნეს იმავე მნიშვნელობით, როგორც „შემცირებული“. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს ის მახასიათებ(ელ)ლები, რომლითაც სურსათი გახდა „სუსტი“ ან „მსუბუქი“. 27. ბუნებრივად/ ბუნებრივი (ნატურალური) თუ სურსათი ბუნებრივად აკმაყოფილებს „ბუნებრივის“ (ნატურალურის) პირობებს ამ დანართის შესაბამისად, ტერმინები „ბუნებრივი (ნატურალური)/ ბუნებრივად“ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს განაცხადის პრეფიქსად. 28. ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის წყარო განაცხადი, რომ სურსათი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის წყაროს წარმოადგენს და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის ყოველ 100 გ-ში და 100კკალ-ზე ალფა-ლინოლეინის მჟავის შემცველობა არანაკლებ 0,3გ-ია, ან დოკოზოჰექსანის მჟავისა (DHA) და ეიკოზაპენტანის მჟავის (EPA) საერთო რაოდენობა სურსათის ყოველ 100 მგ-ში და 100 კკალ-ზე შეადგენს არანაკლებ 40 მგ-ს. 29. ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის მაღალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის ყოველ 100 გ-ში და 100 კკალ-ზე ალფა ლინოლეინის მჟავის შემცველობა არანაკლებ 0,6 გ-ია, ან დოკოზოჰექსანის მჟავისა(DHA) და ეიკოზაპენტანის მჟავის (EPA) საერთო რაოდენობა სურსათის ყოველ 100 გ-ში და 100 კკალ-ზე შეადგენს არანაკლებ 80 მგ-ს. 30. მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავების არანაკლებ 45% მიღებულია მონოუჯერი ცხიმებიდან, იმ პირობით, რომ მონოუჯერი ცხიმი სურსათის ენერგეტიკული ღირებულების 20%-ზე მეტს უზრუნველყოფს. 31. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავების არანაკლებ 45% მიღებულია პოლიუჯერი ცხიმებიდან, იმ პირობით, რომ პოლიუჯერი ცხიმი სურსათის ენერგეტიკული ღირებულების 20%-ზე მეტს უზრუნველყოფს. 32. უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა განაცხადი, რომ სურსათი არის უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით და ნებისმიერი სხვა განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის, სავარაუდოდ, იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავების არანაკლებ 70 % მიღებულია უჯერი ცხიმებიდან, იმ პირობით, რომ უჯერი ცხიმი სურსათის ენერგეტიკული ღირებულების 20%-ზე მეტს უზრუნველყოფს. დანართი №2 ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დაშვებულია სასურსათო (სურსათის) დანამატების წარმოებისათვის 1. ვიტამინები 2. მინერალები ვიტამინი A ( მკგ) (მკგ- რეთინოლის ეკვივალენტი) კალციუმი (მგ) ვიტამინი D (მკგ) მაგნიუმი (მგ) ვიტამინი E (მგ) (მგ − α ტოკოფეროლის ეკვივალენტი) რკინა (მგ) ვიტამინი K (მკგ) სპილენძი (მკგ) ვიტამინი B1 (მგ) იოდი (მკგ) ვიტამინი B2 (მგ) თუთია (მგ) ნიაცინი (ვიტამინი PP) (მგ) (მგ-ნიაცინის ეკვივალენტი) მანგანუმი (მგ) პანთოთენის მჟავა (მგ) ნატრიუმი (მგ) ვიტამინი B6 (მგ) კალიუმი (მგ) ფოლის (ფოლიუმის) მჟავა (მკგ)* სელენი (მკგ) ვიტამინი B12(მკგ) ქრომი (მკგ) ბიოტინი (მკგ) მოლიბდენი (მკგ) ვიტამინი C (მგ) ფტორიდი (მგ) ქლორიდი (მგ) ფოსფორი (მგ) ბორი (მგ) სილიციუმი (მგ) * ფოლიუმის მჟავა − წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინია და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. ფოლიუმის მჟავა სხვა წარმოებულებთან ერთად, როგორებიცაა დი-, ტრი-, პოლიგლუტამატები და სხვ. გაერთიანებულნი არიან ფოლატების სახელწოდებით. დანართი №3 გამოყენების რეკომენდებული ნორმები ნაწილი „ა“ − ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის 1. ვიტამინები და მინერალები, რომელიც შესაძლებელია მითითებული იქნეს და მათი სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები: დასახელება ერთეული სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმა ვიტამინი A მკგ 800 ვიტამინი D მკგ 5 ვიტამინი E მგ 12 ვიტამინი K მკგ 75 ვიტამინი C მგ 80 თიამინი მგ 1,1 რიბოფლავინი მგ 1,4 ნიაცინი მგ 16 ვიტამინი B6 მგ 1,4 ფოლიუმის მჟავა მკგ 200 ვიტამინი B12 მკგ 2,5 ბიოტინი მკგ 50 პანტოტეინის მჟავა მგ 6 კალიუმი მგ 2 000 ქლორიდი მგ 800 კალციუმი მგ 800 ფოსფორი მგ 700 მაგნიუმი მგ 375 რკინა მგ 14 თუთია მგ 10 სპილენძი მგ 1 მანგანუმი მგ 2 ფტორიდი მგ 3,5 სელენი მკგ 55 ქრომი მკგ 40 მოლიბდენი მკგ 50 იოდი მკგ 150 2. ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელი (საჭირო) რაოდენობის დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ამ დანართის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15 %, 100 გ ან 100 მლ-ის სურსათისათვის, გარდა სასმელებისა; ბ) ამ დანართის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 7,5%, 100 მლ-ის სასმელისათვის; გ) ამ დანართის ნაწილი „ა“-ს პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტის) რეკომენდებული ნორმის 15 % ,1 პორციისათვის, თუ შეფუთვაში მხოლოდ ერთი პორციაა. ნაწილი „ბ“ − ზრდასრული ადამიანისთვის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ენერგეტიკული ღირებულებისათვის და ცალკეული საკვები ნივთიერებებისათვის (ნუტრიენტისათვის), გარდა ვიტამინებისა და მინერალებისა ენერგეტიკული ღირებულება ან საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) გამოყენების რეკომენდებული ნორმა ენერგეტიკული ღირებულება 8400 კჯ/2000 კკა ცხიმის საერთო რაოდენობა 70 გ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 20 გ ნახშირწყლები 260 გ შაქრები 90 გ ცილა 50 გ მარილი 6 გ

Resolution No. 510 of 2016 of Georgian Government on Nutrition and Health Claims made on Foods · Nelum