Resolution No 51 of 2013 of Georgian Government on Rules for Compliance Control Procedures for Imported Goods in Georgia
Made 2013-03-07 · Text as of 2026-10-01
Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.
About this law
- Original title
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
- Language
- Georgian
- Kind
- Regulation
- Organisation
- European Union
- Country
- Georgia
- Subjects
- Food and nutrition
- Keywords
- enforcement/compliance, standards, international agreement-text, international trade
- Categories
- *
Where to read it
Text
The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 2013 წლის 7 მარტი ქ. თბილისი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103ე მუხლის მე19 ნაწილის შესაბამისად: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დანართი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების (რეგულირებული სფერო) საქართველოში იმპორტისას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის განსაზღვრული „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოში მიღებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების თანახმად. მუხლი 2. ამ დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისგან განსხვავებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ობიექტის ბაზარზე განთავსებისას, რომელიც იმპორტირებულია ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმება და რომელიც ითვალისწინებს შესაბამისობის შეფასების შედე გების აღიარების მექანიზმებს. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქარ თველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ ობიექტის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი. http://www.matsne.gov.ge 24011000010003017215