Skip to content
Nelum
Laws of Georgia

Resolution No. 509 of 2011 of Georgian Government on Fees, Payment thereof, and Deadlines for Services of National Agency of Public Registry of Georgia

Made 2011-12-29 · Text as of 2026-10-01

Public law and official guidance, published as research. Not legal, tax or financial advice.

About this law

Original title
საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება №509 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ
Language
Georgian
Kind
Regulation
Organisation
European Union
Country
Georgia
Subjects
Food and nutrition, Forestry, Land and soil
Keywords
business/industry/corporations, processing/handling, internal trade, registration, fees/royalties, forest management/forest conservation, institution, procedural matters, legal proceedings/administrative proceedings, ownership, land tenure, property rights, agricultural land, right of use, cadastre/land registration, governance
Categories
*

Where to read it

Text

The law's own text, section by section, as held. Each section has its own link.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №509 2011 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები, დანართის შესაბამისად. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური დანართი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები მუხლი 1 1. ეს დანართი განსაზღვრავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების ოდენობას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდისა და საფასურის უკან დაბრუნების წესს. 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართით განსაზღვრული საფასური. 3. ამ დანართით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ დანართით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე. 5. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერთეული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით. 6. ამ დანართის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საფასური გადაიხდება ერთეული უფლების მიხედვით. 7. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედვით. 8. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისთვის საფასური გადაიხდევინება ერთეულ სუბიექტზე, გარდა სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო კოდისა და საფირმო სახელწოდების შესახებ ინფორმაციისა. მუხლი 2 სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; გ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669 დღის ვადაში – 300 ლარი; დ) (ამოღებულია –28.07.2016, №356); ე) (ამოღებულია – 12.07.2012, №251); ვ) „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული უძრავი ქონების ლეგალიზების რეგისტრაცია – 14 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი; ზ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; თ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და მათში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი; ი) საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 10 ლარი; კ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 30 ლარი; ლ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – დაუყოვნებლივ – 5 ლარი; მ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; ნ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი; ო) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარმოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; პ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი; ჟ) თუ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული რამდენიმე მონაცემის რეგისტრაცია ერთდროულად არის მოთხოვნილი და ამ დადგენილებით მომსახურებებისთვის დადგენილია განსხვავებული ვადები და საფასური, რეგისტრაცია ხორციელდება მოთხოვნილი მომსახურებებისთვის დადგენილ მაქსიმალურ ვადაში და საფასურით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 14.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილება №251 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №356 – ვებგვერდი, 29.07.2016წ. მუხლი 3 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ბ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; გ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში: გ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი; გ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი; დ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; ე) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ზ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669 ლ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი; მ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში: მ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი; მ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ 2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი; ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 20 ლარი. აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება; ო) (ამოღებულია – 12.07.2012, №251). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად ან რეგისტრაციის შედეგად იცვლება ამ ნივთის საკადასტრო მონაცემები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 14.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილება №251 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. მუხლი 4 1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; გ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი; დ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი; ე) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს 50 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 40 ლარი; ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება, აგრეთვე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ი) საკადასტრო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი; კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი; ლ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; მ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 30 ლარი; მ¹) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი; ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი. 2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე. 3. სააგენტომ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე მომსახურება შეიძლება განახორციელოს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ ვადებში http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669 ნებისმიერ დროს, მათ შორის, განცხადების შეტანის დღეს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 14.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილება №251 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. მუხლი 5 ავტორიზაციასთან დაკავშირებული საფასურის განაკვეთი ავტორიზაციის ფარგლების გათვალისწინებით განისაზღვრება სააგენტოსა და ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 6 საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – 1 სამუშაო დღის ვადაში; გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება; დ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; დ¹) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში; ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში; ვ) საჯარო დაწესებულება ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის, გარდა ამონაწერის მომზადებისა; ზ) წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში; თ) საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ი) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალებისას, ასევე სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას ან ქმედუუნაროდ აღიარებისას ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის შეწყვეტა – 1 სამუშაო დღის ვადაში; კ) სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული, საქართველოს ეროვნული ბანკი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით. საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ვრცელდება ასევე ამ სუბიექტების მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურებაზე; ლ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე; მ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტისა და დასრულების რეგისტრაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრაცია, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები, ასევე მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება პარტნიორთა გადაწყვეტილების, გაკოტრების ან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს აქტის საფუძველზე; ნ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად; ო) საბანკო გარანტიის შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ; პ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია − 3 სამუშაო დღის ვადაში; ჟ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; რ) სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გაწეული მომსახურება; ს) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებაზე წინასწარი საკუთრების უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ტ) დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასალების ელექტრონული ვერსიის გაცემა; უ) სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამთავრობო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, თუ ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი; ფ) ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრის დადგენის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ქ) ამ დანართის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად; ღ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილზე გირავნობის უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის 1 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაცია, თუ ის მოთხოვნილია ამ დანართის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად; ყ)„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ქონების რეგისტრაცია; შ) პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, მასში ცვლილება და რეგისტრაციის შეწყვეტა; ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე მრავალბინიან სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრის და მასში ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ც) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როდესაც პრივატიზება ხორციელდება 100 ლარამდე სიმბოლურ ფასად; ძ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და მას ში ცვლილების რეგისტრაცია; წ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან მასში ცვლილების რეგისტრაცია, თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 30.01.2012 წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 14.06.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივლისის დადგენილება №251 – ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №328 – ვებგვერდი, 13.08.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №356 – ვებგვერდი, 29.07.2016წ. მუხლი 7 1. განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ: ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ დანართით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ დანართით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საფასური გადახდილია ამ დანართის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ; დ) რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება; ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის; ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას. 2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. http://www.matsne.gov.ge 04015000010003016669

Resolution No. 509 of 2011 of Georgian Government on Fees, Payment thereof, and Deadlines for Services of National Agency of Public Registry of Georgia · Nelum